განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----18
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–----ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული პა--–--------–-----------–--–--ლი (დაბადებული - 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------9, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დი------------------ კვარტალი, მ---------------------------–ი), აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ,ადვოკატი: და--------------აძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით;
დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, პ---–- ბ----–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული „T-----” მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფი, რომლის ლულა და კონდახი კუსტარული წესითაა გადაჭრილი. კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, იგი წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის ორივე ლულიდან, 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის საბრძოლო ვაზნით. 2018 წლის 1------ს, დაახლოებით 18:14 საათზე, ქ.თბილისში, პ--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პ---–- ბ----–--–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებული “T-----” მოდელის, 16 კალიბრის, ცეცხლსასროლ იარაღს 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის საბრძოლო ვაზნით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, პ---–- ბ----–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული „T-----” მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფი, რომლის ლულა და კონდახი კუსტარული წესითაა გადაჭრილი. კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო, იგი წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის ორივე ლულიდან, 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის საბრძოლო ვაზნით. 2018 წლის 1------ს, დაახლოებით 18:14 საათზე, ქ.თბილისში, პ--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პ---–- ბ----–--–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებული “T-----” მოდელის, 16 კალიბრის, ცეცხლსასროლ იარაღს 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის საბრძოლო ვაზნით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - სი-----------------–--ლის, კა---–------------სა და ვ----–--------–---–ის ჩვენება, გააანალიზა ის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - პ---–- ბ----–--–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეების მიერ უდაოდ მიჩნეულია მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია პ---–- ბ----–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ პ---–- ბ----–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები, გარდა 2018 წლის 1-----–--ის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნისა, სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ცალ-ცალკე მიმოიხილოს და გაანალიზოს ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, ვინაიდან ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა სადაოდ გახადეს პ---–- ბ----–--–---–ის ბრალში ფორმულირებული ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. მოწმე სი-----------------–--ლმა გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–---ს სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილებაში დ-----------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 1------ს დაახლოებით 18:00 საათზე, ამავე განყოფილების თანამშრომლებთან, უბნის ი----------------------ლებთან ვ----–--------–---–თან და კა---–------------სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ფეხით მოძრაობდა ქ.თბილისი, პ-------ის ქუჩაზე. სამივე მათგანს ეცვა პოლიციის მუშაკის უნი-ფორმები. აღნიშნულ ქუჩაზე N--ის მიმდებარედ ფეხით მოძრაობის დროს მათ პირისპირ მიდიოდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ჟილეტი. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჟილეტის უბეში მალავდა რაღაც საგანს, რომელიც ერთ-ერთ მომენტში გაისწორა და სამივემ დაინახეს, რომ ეს საგანი აშკარად წააგავდა გადაჭრილ სანადირო თოფს ე.წ. „აბრეზს“. ხსენებული მამაკაცი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, რომელსაც დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, რა დროსაც მან წამიერად ჟილეტის უბიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგანი და იქვე დააგდო, თუმცა, თვითონ გაქცევა არ უცდია. პოლიციის მუშაკები სამივენი სირბილით მივიდნენ მასთან და ჰკითხეს დემოგრაფიული მონაცემები, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო პა--–--------–-----------–--–--ლი, რომელსაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, განემარტა ბრალდებულის უფლებები და მოხდა მისი ადგილზევე დაკავება. მან და კა---–------------მ იქვე შეადგინეს დაკავების ოქმი, რომლის დასრულების შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა პ---–- ბ----–--–---–ის მიერ გადაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“, რომელიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები. ამოღების ოქმში პ---–- ბ----–--–---–მა განაცხადა, რომ ასფალტზე დაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი იყო „აბრეზი“, იყო მისი და მათი დანახვისთანავე გადააგდო იგი. პ---–- ბ----–--–---–ს არც დაკავებისას და არც ამოღებისას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“ აღმოჩნდა ორლულიანი და ჰქონდა ხის ტარი. მასში მთავსებული იყო ორი ცალი მოლუჯრო ფერის საფანტის ვაზნისმაგვარი საგანი, რომელიც ამღებული იქნა ე.წ. „აბერიზდან“ მისი განმუხტვის მიზნით და გადაჭრილ სანადირო თოფთან ერთად, ორივე ვაზნისმაგვარი საგანი დაილუქა ერთ ფუთად N3------ ლუქით, დაესვა თარიღი და მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნულ დოკუმენტებს პ---–- ბ----–--–---–ი გაეცნო პირადად, რომლებიც მან დაადასტურა ხელმოწერით. ოქმებში რაიმე საჩივარი არ შეუტანია, მხოლოდ ამოღების ოქმში გააკეთა განცხადება რომ ასფალტზე დაგდებული სანადირო თოფი იყო მისი და გადააგდო პოლიციელების დანახვისთანავე.
4.1.2. მოწმე კა---–------------მ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–---ს სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილებაში უბნის ი-----------------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 1------ს დაახლოებით 18:00 საათზე, ამავე განყოფილების თანამშრომლებთან, უბნის ი----------------------ლებთან ვ----–--------–---–თან და დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელთან ს-----------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ფეხით მოძრაობდა ქ.თბილისი, პ-------ის ქუჩაზე. სამივე მათგანს ეცვა პოლიციის მუშაკის უნი-ფორმები. აღნიშნულ ქუჩაზე N--ის მიმდებარედ ფეხით მოძრაობის დროს მათ პირისპირ მიდიოდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ჟილეტი. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჟილეტის უბეში მალავდა რაღაც საგანს, რომელიც ერთ-ერთ მომენტში გაისწორა და სამივემ დაინახეს, რომ ეს საგანი აშკარად წააგავდა გადაჭრილ სანადირო თოფს ე.წ. „აბრეზს“. ხსენებული მამაკაცი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, რომელსაც დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, რა დროსაც მან წამიერად ჟილეტის უბიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგანი და იქვე დააგდო, თუმცა თვითონ გაქცევა არ უცდია. პოლიციის მუშაკები სამივენი სირბილით მივიდნენ მასთან და ჰკითხეს დემოგრაფიული მონაცემები. მისი თქმით, ის აღმოჩნდა 1974 წელს პა--–--------–-----------–--–--ლი, რომელსაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, განემარტა ბრალდებულის უფლებები და მოხდა მისი ადგილზე დაკავება. მან და ს-----------------–---–მა ადგილზევე შეადგინეს დაკავების ოქმი, რომლის დასრულების შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პ---–- ბ----–--–---–ის მიერ გადაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“, რომელიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები. ამოღების ოქმში პ---–- ბ----–--–---–მა განაცხადა, რომ ასფალტზე დაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი იყო „აბრეზი“ და ეკუთვნოდა მას. მათი დანახვისთანავე კი გადააგდო იგი. პ---–- ბ----–--–---–ს არც დაკავებისას და არც ამოღებისას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“ აღმოჩნდა ორლულიანი, ხისტარიანი. მასში მთავსებული იყო ორი ცალი მოულუჯრო ფერის საფანტის ვაზნისმაგვარი საგანი, რომელიც იქნა ამღებული ე.წ. „აბერიზდან“ მისი განმუხტვის მიზნით და გადაჭრილ სანადირო თოფთან ერთად ორივე ვაზნისმაგვარი საგანი დაილუქა ერთ ფუთად N3------ ლუქით, დაესვა თარიღი და მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნულ დოკუმენტებს პ---–- ბ----–--–---–ი გაეცნო პირადად, რაც მან დაადასტურა ხელმოწერით. ოქმებში რაიმე საჩივარი არ შეუტანია, მხოლოდ ამოღების ოქმში გააკეთა განცხადება რომ ასფალტზე დაგდებული სანადირო თოფი იყო მისი და გადააგდო პოლიციელების დანახვისთანავე. მან საუბრისას განმარტა, რომ ცეცხლსასროლი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნისმაგვარი საგნები ნამდვილად იყო თავისი და იგი რამდენიმე წუთის წინ იპოვნა პ-------ის ქუჩაზე და შეინახა ჟილეტის ჯიბეში.
4.1.3. მოწმე ვ----–--------–---–მა დაადასტურა თავის გამოკითხვის ოქმში ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია და მიუთითა, რომ 2018 წლის 1------ს დაახლოებით 18:00 საათზე მისი და მისივე თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას დააკავეს პ---–- ბ----–--–---–ი ფეხით მოძრაობის დროს, ქ.თბილისი, პ-------ის ქუჩაზე. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კი, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პ---–- ბ----–--–---–ის მიერ გადაგდებული გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ „აბრეზი“, რომელიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები.
4.1.4. თავად ბრალდებულმა პ---–- ბ----–--–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ინტერნეტში ნახა განცხადება, რომ იყიდებოდა სანადირო თოფი ვინმე რ-–----ის მიერ, რომელსაც დაუკავშირდა და სთხოვა, რომ სანადირო თოფი მისთვის ეჩვენებინა. მას სურდა, რომ ჯერ თოფი მხოლოდ ენახა, თუმცა, შეძენას არ აპირებდა, იგი მისსავე მეგობარს უნდა შეეძინა. 2018 წლის მ---ის თვეში, 12 რიცხვში, მას თავად დაურეკა რ-–----მა და უთხრა, რომ შეხვდებოდა. ისინი ერთმანეთს პ-------ის N--ში შეხვდნენ, რა დროსაც დაინახა, რომ მისკენ წავიდა პოლიციის 3 თანამშრომელი, რა დროსაც რ-–----მა მანქანის ქვეშ რაღაც შეაგდო და გაიქცა, ხოლო თავად იგი დააკავეს. მოწმე აღნიშნავს, რომ დაკავებისას იგი დააგდეს და პოლიცია აშინებდა, თუმცა მას ამის შესახებ არსად განუცხადებია.
4.1.5. 2018 წლის 1-----–--ის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით: პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები“ მოთავსებულ კონტეინტეინერში, წარწერით: „სასხლეტიდან“ და კონტეინერში, წარწერით: „სახელურიდან“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1 და N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1,2 შერეული გენეტიკური პროფილები ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერებში, წარწერებით: „ლულიდან“, „ვაზნა N1“ და „ვაზნა N2“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N3-5) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
4.1.6. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული დასკვნის გარშემო.
4.1.7. პ---–- ბ----–--–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა სი-----------------–--ლის, კა---–------------სა და ვ----–--------–---–ის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაციისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავების ოქმს, ამოღების ოქმს, ნიმუშის აღების ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 მ---ის ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1-------------ის განაჩენსა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.4. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.6. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ სერგეი ბეგლაროვის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინაარმდეგო შეძენა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად კი, დასჯადია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ტარება გულისხმობს მოქმედებას, როდესაც ერთი ადგილიდან მ------სკენ გადაადგილებისას პირს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
5.5. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები - 2018 წლის 1-----–--ის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის გარდა, მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც მათი ერთი ნაწილი, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, ხოლო მ------ ნაწილი - მოწმეების ჩვენებები - სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ისინი გაანალიზებულიყო განაჩენის აღწერილობით ნაწილში, ვინაიდან დაცვის მხარე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალის ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ თვლიდა. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (სადავო/უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
5.8. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.9. სასამართლო ბრალდებულ პ---–- ბ----–--–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, ფაქტის თვითმხილველი სამივე მოწმე - პოლიციის თანამშრომლები სი-----------------–--ლი, კა---–------------ და ვ----–--------–---–ი თავიანთ გამოკითხვის ოქმებში ადასტურებენ, რომ 2018 წლის 1------ს, პ--------------------- მიმდებარედ ფეხით მოძრავი მამაკაცი, ჟილეტის უბეში მალავდა რაღაც საგანს, რომელიც ერთ-ერთ მომენტში გაისწორა და დაინახეს, რომ ეს საგანი აშკარად წააგავდა გადაჭრილ სანადირო თოფს ე.წ. „აბრეზს“. ხსენებული მამაკაცი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, რომელსაც დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, რა დროსაც მან წამიერად ჟილეტის უბიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგანი და იქვე დააგდო.
5.10. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პ---–- ბ----–--–---–ს, თითქოსდა, გადაჭრილი სანადირო თოფის მხოლოდ ნახვა სურდა, თუმცა, მის შეძენასა და შემდგომში ამ იარაღით გადაადგილებას არ აპირებდა. ბრალდებულის აღნიშნული დაუსაბუთებელი და არასარწმუნო ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და ამავდროულად, არ არის დადასტურებული რომელიმე სხვა მტკიცებულებით, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
5.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.
5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სრულიად შეესაბამება და თანხვედრაშია სხვა წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.13. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბრალდებულ პ---–- ბ----–--–---–ის ჩვენება, ასევე დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილი თვალსაზრისი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო პ---–- ბ----–--–---–ის ჩვენება არათანმიმდევრულია, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ---–- ბ----–--–---–მა ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და შეძენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. პ---–- ბ----–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
7.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია - სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ პ---–- ბ----–--–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ჩადენილია 2018 წლის 1------ს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია (2018 წლის 06 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და პ---–- ბ----–--–---–ის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
7.6. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს პ---–- ბ----–--–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს - მან უკანონოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (უმუშევარი), კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვისას და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პ---–- ბ----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
7.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
7.8. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
7.9. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
7.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან პ---–- ბ----–--–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1-------------ის განაჩენი) სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ამდენად, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით.
7.11. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, 2018 წლის 1-------ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულო ბიუროს მიერ გაცემულ N3---- წერილზე, რომლის მიხედვითაც, პ---–- ბ----–--–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1-------------ის განაჩენის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმიდან - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს 4000 (ოთხი ათასი) ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით, მის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო ქმედებები.
7.12. ამდენად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, პ---–- ბ----–--–---–ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პ---–- ბ----–--–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ცალი საბრძოლო ვაზნით), რომელიც ინახება შსს ძ---–-------–---ს სამმართველოს მ------ განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ---–- ბ----–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2. პ---–- ბ----–--–---–ი ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაწილით (2018 წლის 06 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, პ---–- ბ----–--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1-------------ის განაჩენით პ---–- ბ----–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ პ---–- ბ----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
6. მსჯავრდებულ პ---–- ბ----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1------იდან.
7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
8. სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ცალი საბრძოლო ვაზნით), რომელიც ინახება შსს ძ---–-------–---ს სამმართველოს მ------ განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს;
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე