განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
330100118002386326
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----18

(#0----------3)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----------------–--ნი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ----------------------------–--–--–---–- (დაბადებული - 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ს--------, ქ--–---------------------------–-------------–ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატები - გ--–--------–--–---–---------------–--–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

ბრალდებული - ა-----------------------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- სტუდენტი, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------–--------–---–-----------------------–-), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ლ-------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

სხდომის სახე - ნაწილობრივ ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 17:00 საათის შემდეგ თ---------- შ--–--–---–მა ს--------ს მუნიციპალიტეტის, ქალაქ წ-----–-----------------------------–-------------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება აკ-----------–--ლს, მეტსახელად „ბი----ს“, რომელიც ჩაკეტა ოთახში, არ აძლევდა წასვლის საშუალებას, სცემდა და აიძულებდა, ეღიარებინა თევზის ქურდობა. იმავე დღეს 18:26 საათზე თ---------- შ--–--–---–მა ა------ი ჯ------–--ლს დაურეკა მობილურ ტელეფონზე და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე. ა------ი ჯ------–--ლი 1---------ს ჩავიდა წ-----–- და თ---------- შ--–--–---–თან წინასწარი შეთანხმებით, კ-----–-, წ------ს რაიონში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება აკ-----------–--ლს და ან------ მ--–-----ვს, რომელიც ა------ი ჯ------–--ლის მისვლიდან მალევე მივიდა შ--–--–---–ის სახლში. ა------ი ჯ------–--ლმა და თ---------- შ--–--–---–მა აკ-----------–--ლი და ან------ მ--–-----ვი ჩაკეტეს ოთახებში, არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას, სცემდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინათ თევზის ქურდობა და დაესახელებინათ თანამონაწილენი. თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა ან------ მ--–-----ვი და აკ-----------–--ლი გაათავისუფლეს 2018 წლის 1---------ს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა, წინასწარი შეთანხმებით, კ-----–-, წ------ს რაიონში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ან------ მ--–-----ვას, კერძოდ, 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათის შემდეგ, ა------ი ჯ------–--ლმა და თ---------- შ--–--–---–მა ან------ მ--–-----ვი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ცალკე ოთახში და არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას, თავისუფლებააღკვეთილ დაზარალებულს კი ა------ი ჯ------–--ლი და თ---------- შ--–--–---–ი სცემდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა თევზის ქურდობა და ამავე დროს დაესახელებინა თანამონაწილენი. თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა ან------ მ--–-----ვი გაათავისუფლეს 2018 წლის 1---------ს გამთენიისას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - თ---------- შ--–--–---–ის და ა------ი ჯ------–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ---------- შ--–--–---–ისა და ა------ი ჯ------–--ლის მიერ აკ-----------–--ლის („ბი----“) თავისუფლების უკანონო აღკვეთას, თუმცა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა თ---------- შ--–--–---–ისა და ა------ი ჯ------–--ლის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან------ მ--–-----ვას თავისუფლების უკანონო აღკვეთა, შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ან------ მ--–-----ვას ეპიზოდი).

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა აკ-----------–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი მეტსახელია “ბი----”. იგი დაახლოებით 15 წელია მუშაობს მ-----– შ--–--–---–თან ტბებზე თევზის დამჭერად. მასთან ერთად თევზის დამჭერად ასევე მუშაობდნენ ან------ მ--–-----ვა და ვ------გ კ-----–---ო, ხოლო ამავე ტბებზე დარაჯად მუშაობს დ----- ძ----–---–ი, მეტსახელად „ტ-----. 2018 წლის 1---------ს, მასთან სახლში მივიდა დ----- ძ----–---–ის, იგივე „-------“ მამა გ--–- ძ----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ შ--–--–---–ებმა ტბებზე თევზი დაკარგეს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი შვილი სად იყო არ იცოდნენ და ჰკითხა, თევზი მართლა მან მოიპარა თუ არა, როგორც ეს მისი შვილისგან იცოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გ--–- ძ----–---–ს უთხრა, რომ თევზი მას არ მოუპარავს, ჰყავდა სტუმრები და მოგვიანებით ნახავდა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გააცილა სტუმრები, იგი წავიდა მ-----– შ--–--–---–თან სახლში და უთხრა, რომ მასთან გ--–- ძ----–---–ი იყო მისული და მათი ტბებიდან თევზის მოპარვას აბრალებდა, რაზეც მ-----– შ--–--–---–მა უთხრა, რომ ვინც თევზის მოპარვას აბრალებდა, მასთან მიეყვანა. იგი თ---------- შ--–--–---–თან ერთად ტაქსით წავიდა ძ----–---–ებთან, თუმცა, როგორც გ--–- ძ----–---–ის უმცროსმა შვილმა უთხრა, არც მამამისი გ--–- ძ----–---–ი და არც ძმა დ----- ძ----–---–ი არ იყვნენ სახლში, მან ასევე ჰკითხა, რატომ აბრალებდნენ მის ძმას თევზის მოპარვას და თვითონ - გ------- ძ----–---–ი გაჰყვა მათ შ--–--–---–ების სახლში, სადაც მოგვიანებით უნდა მისულიყო მამამისი და დალაპარაკებოდა მათ. შ--–--–---–ების სახლში მისვლისას მისაღებ ოთახში გაშლილი იყო სუფრა, სადაც გარდა ოჯახის წევრებისა იყვნენ მისთვის უცნობი პირები. თვითონაც დაჯდა სუფრასთან, დაიწყო ალკოჰოლის - არაყის მიღება. ხოლო შემდეგ მ-----– შ--–--–---–თან შელაპარაკება მოუვიდა თევზის დაკარგვასთან დაკავშირებით. მოგვიანებით შ--–--–---–ების სახლში მივიდნენ გ--–- ძ----–---–ი, გ--–-ს ძმა ზ---- გ-------ანცი და მათი ოჯახის სხვა წევრები გ------- ძ----–---–ის წასაყვანად. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით დ----- ძ----–---–ი, მეტსახელად „ტ----- მამამისთან გ--–- ძ----–---–თან ერთად მივიდა, ისინი მას და ან------ მ--–-----ვას აბრალებდნენ თევზის ქურდობას, რის გამოც მასსა და ძ----–---–ებს შორის მოხდა შელაპარაკება. მოგვიანებით ასევე მივიდა პიროვნება, რომელიც გააცნეს, როგორც ა------ი, ასევე, მ-----– შ--–--–---–მა მიიყვანა ან------ მ--–-----ვა, თუმცა იმის გამო, რომ იყო ძალიან ნასვამი და არ ჰქონდა საათი, ვინ რომელ საათზე მივიდა და წავიდა, ან მოვლენებს შორის რა პერიოდები იყო გასული, არ იცის/ახსოვს. მოწმის განმარტებით, ან------ მ--–-----ვას შ--–--–---–ების სახლში მიყვანისას მის გარდა სახლში იმყოფებოდნენ მ-----– შ--–--–---–ი, ფ----- (ფ---------) შ--–--–---–ი, თ---------- შ--–--–---–ი, ა------ი, დ----- ძ----–---–ი (ტ----) და ამ უკანასკნელის მამა გ--–- ძ----–---–ი. ან------ მ--–-----ვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო მათთან ერთად, თუმცა, მას შემდეგ აღარ უნახავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შ--–--–---–ების სახლში ყოფნისას მისთვის გადაადგილების შესაძლებლობა არავის შეუზღუდავს, იგი თავისუფლად/საკუთარი სურვილის შესაბამისად გადიოდა გარეთ, სარგებლობდა საპირფარეშოთი და ბრუნდებოდა სუფრასთან. მისთვის არც თ--ურ შ--–--–---–ს და არც მათთან სტუმრად მყოფ პირს - „ა------ის“ - მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ასევე, არ დაუნახავს ვინმეს იარაღით დაშინების ან დაბმის ფაქტი.

 

4.2. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ან------ მ--–-----ვამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევამდე მუშაობდა შ--–--–---–ების ტბებზე თევზის დამჭერად. 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათზე იგი იმყოფებოდა სახლში, როდესაც დაურეკა მ-----– შ--–--–---–მა და უთხრა, რომ საქმე ჰქონდა, დალაპარაკება უნდოდა და მასთან სახლში უნდა წაეყვანა. შ--–--–---–ების სახლში მისვლისას იქ დახვდნენ თ--ურ შ--–--–---–ი, ა------ი ჯ------–--ლი, ფ----- (ფ---------) შ--–--–---–ი, აკ-----------–--ლი - მეტსახელად „ბი----“ და მისთვის უცნობი პირები. იგი დასვეს მისაღებ ოთახში სუფრის გვერდით, რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს, რის შემდეგაც მას თ---------- შ--–--–---–მა დაუწყო საუბარი რომ თევზი იყო დაკარგული და დარაჯი - დ----- ძ----–---–ი მას „ადებდა ხელს“. მათ შორის საუბარი თავდაპირველად წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ მისი მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში შ--–--–---–ების სახლში მივიდნენ დ----- ძ----–---–ი, მეტსახელად „ტ----- და ამ უკანასკნელის მამა გ--–- ძ----–---–ი. დ----- ძ----–---–მა იქ მყოფებს უთხრა, რომ თევზი მოიპარეს ან------ მ--–-----ვამ, აკ-----------–--ლმა და ვ------გ კ-----–---ომ. ეს უკანასკნელი იქ არ იმყოფებოდა. ან------ მ--–-----ვას განმარტებით, მან უარყო თევზის მოპარვა, თუმცა, იქ მყოფი პირები ეუბნებოდნენ, თუ რატომ ადებდნენ მას ხელს, რის შემდეგაც თ---------- შ--–--–---–მა ხელი გაარტყა სახეში, ხოლო შემდეგ თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა იგი გაიყვანეს სხვა ოთახში, სადაც კვლავ კამათი გაგრძელდა თევზის ქურდობასთან დაკავშირებით და უთხრეს, რომ ვიდრე თევზის ქურდობას არ აღიარებდა, სახლში არ გაუშვებდნენ, თან შიგადაშიგ თ---------- შ--–--–---–ი ურტყამდა, ხოლო ა------ი ჯ------–--ლმა მხოლოდ ერთხელ გაარტყა ხელი. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც იგი სხვა ოთახში იმყოფებოდა თ---------- შ--–--–---–ს და ა------ი ჯ------–--ლს მარტო არ დაუტოვებიათ, ხან ორივე იყო მასთან, ხან ერთი გადიოდა და მეორე შემოდიოდა. იგი საბოლოოდ გაუშვეს დილას, დაახლოებით - 06:00-07:00 საათზე, მას შემდეგ რაც აღიარა, რომ თევზი მან მოიპარა. სინამდვილეში თევზი მას არ ჰქონდა მოუპარული, თუმცა, აღიარა იმის გამო, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დასრულებულიყო და შ--–--–---–ების სახლიდან წამოსულიყო. ან------ მ--–-----ვას განმარტებით, იმ დროს როდესაც იგი იმყოფებოდა მეორე ოთახში, აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“ იმყოფებოდა მისაღებ ოთახში, თუმცა, არ იცის რა მდგომარეობაში იყო. დილას, მას შემდეგ რაც მან აღიარა თევზის ქურდობა და გამოუშვეს/გამოვიდა მისაღებ ოთახში, აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“ იმყოფებოდა მისაღებ ოთახში, ნასვამ მდგომარეობაში, ასევე სახეზე/ლოყაზე აღენიშნებოდა სიწითლეები. ან------ მ--–-----ვამ ასევე განმარტა, რომ, მართალია, მისთვის კარები არავის ჩაუკეტავს, თუმცა, თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა უთხრეს, რომ ვიდრე თევზის ქურდობას არ აღიარებდა არ გაუშვებდნენ. შესაბამისად, იმის გამო რომ დაზარალებულს მათი ეშინოდა, მას არ უცდია წასვლა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იქ ყოფნის პერიოდში მას არავისთვის დახმარება არ უთხოვია/უყვირია.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– შ--–--–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 1---------ს, იგი წავიდა სათევზაოდ, თუმცა, ტბაში თევზი არ დახვდა. მან დარაჯს - დ----- ძ----–---–ს, მეტსახელად „-------“ ჰკითხა, სად შეიძლებოდა გამქრალიყო თევზი, „ფრინველმა ხომ არ შეჭამაო?“, რაზეც დ----- ძ----–---–მა უპასუხა, რომ თევზი ან ფრინველმა შეჭამა, ან მათ მოიპარეს, ვისთან ერთადაც თევზს იჭერდა ხოლმე. 2018 წლის 1---------ს, მან საჭმელ-სასმელი მიუტანა დ----- ძ----–---–ს, მეტსახელად „-------“ ტბაზე, ცოტა დალიეს და კვლავ გაისაუბრეს თევზის დაკარგვასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, მის ოჯახში, დილიდან სტუმრად იმყოფებოდნენ გ------------–-–---–ი და რ-------------–-–---–ი, სუფრასთან ასევე, ისხდნენ მისი ძმა - ფ----- (ფ---------) შ--–--–---–ი და თ---------- შ--–--–---–ი. საღამოს მათთან მივიდა გ------- ძ----–---–ი, ამ უკნასაკნელის მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში მათთან მივიდა აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----ც“, რომელმაც დალოცა ოჯახი და უთხრა, რომ თევზი მას არ მოუპარავს, თუმცა, მას გაუკვირდა რატომ დაიწყო საუბარი თევზის მოპარვასთან დაკავშირებით, რადგან მას აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი უკითხავს აკ-----------–--ლისთვის. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით მათთან სახლში „მივარდნენ“ დ----- ძ----–---–ის „-------“ მშობლები და ახლობლები, კარებზე აბრახუნებდნენ და ყვიროდნენ, თუმცა, ვერ გაიგო რატომ. გ------- ძ----–---–მა დააწყნარა ისინი და მალევე გ------- ძ----–---–ი მისი ოჯახის წევრებთან ერთად სახლში წავიდა. მათი წასვლიდან მცირე დროში მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შეიპატიჟეს, თუმცა, სახლში არ შესულან. პოლიციის თანამშრომლებმა იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც წაიღო თოფები, საბუთებთან ერთად და გადამოწმების შემდეგ გამოუშვეს სახლში. პოლიციის განყოფილებიდან დაბრუნების შემდეგ, მან ან------ მ--–-----ვაც მიიყვანა სახლში საქეიფოდ და გამთენიისას სახლშიც მანვე წაიყვანა, აკ-----------–--ლის, მეტსახელად „ბი----ს“ წასვლამდე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ--–- ძ----–---–ი ღამე ისევ დაბრუნდა მათთან სახლში, მალევე მოჰყვა დ----- ძ----–---–იც, მეტსახელად „ტ-----, რა დროსაც აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“ და ან------ მ--–-----ვა მათთან იმყოფებოდნენ სახლში. მოწმემ განმარტა, მათ სახლში ახალი წლის ღამეს იარაღის ტრიალს, თოკებით დაბმას, ცემას ან რაიმე მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, ადგილი არ ჰქონია.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–-------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი. 2018 წლის 1---------ს, ქ.წ-----–-, გააჩერა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აკ-----------–--ლმა, მეტსახელად „ბი----მ“, რომელიც მისი თხოვნით მიიყვანა სანერგის დასახლებაში, ფ--------- შ--–--–---–ის სახლში. მოწმის განმარტებით, აკ-----------–--ლმა, მეტსახელად „ბი----მ“ შ--–--–---–ების სახლში დაჰყო დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც იგი სახლიდან გამოვიდა „ფ-----“ შ--–--–---–ის შვილთან ერთად და სთხოვა ისინი წაეყვანა დ-----–---–ის ქუჩაზე, საიდანაც წამოიყვანეს იქ მყოფი ბიჭი, სახელად გ------- და სთხოვეს კვლავ შ--–--–---–ების სახლში მიეყვანა ისინი. მოწმის განმარტებით, ავტომანქანაში მათი საუბრიდან გაიგო სიტყვა „თევზი“ და შემდეგ ერთის მეორეს მიმართ დასმული შეკითხვა „სად არის ჩემი ძმაო“, თუმცა, რომელმა რომელს ჰკითხა ეს, არ დაუნახავს. ასევე გაიგო, აკ-----------–--ლის, მეტსახელად „ბი----ს“ ნათქვამი, რომ რასაც აბრალებდნენ, იმასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. მისი განმარტებით, ავტომანქანაში რაიმე კონფლიქტს, ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ბიჭი, რომელიც წამოიყვანეს ცოტა აღელვებული იყო. მან ისინი კვლავ შ--–--–---–ების სახლში მიიყვანა.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ძ----–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შ--–--–---–ების ტბებზე დარაჯად. მისი მეტსახელია „ტ-----. 2018 წლის 1---------ს, შუადღისას იგი შ--–--–---–ებთან სახლში მივიდა საქეიფოდ, სადაც მას დახვდნენ „ფ-----“ და მ-----– შ--–--–---–ები, სხვა ოჯახის წევრები და ნათესავები. მისი მისვლის დროს, მისი ძმა გ------- იქ დახვდა. შემდეგ მივიდა ჯერ აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ან------ მ--–-----ვა. მოწმის განმარტებით, შ--–--–---–ების ოჯახში მისი ოჯახის წევრების მისვლის მომენტში იგი იქ არ იმყოფებოდა, რადგან იგი დაახლოებით ერთი საათი გაჩერდა სუფრასთან და წავიდა. შემდეგ, მოგვიანებით, დაახლოებით 21:00-22:00 საათისთვის იგი კვლავ დაბრუნდა შ--–--–---–ების სახლში, თუმცა, მას პოლიციის თანამშრომლები არ დახვედრიან. მოწმის განმარტებით, შ--–--–---–ების სახლში იყო სადღესასწაულო სუფრა და იარაღით მუქარას, ვინმესთვის კარებების ჩაკეტვას და მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიუთითა გამოკითხვისას, თითქოს იარაღის გამოყენებასა და ჩაკეტვას ჰქონდა ადგილი.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ძ----–---–მა განმარტა, 2018 წლის 1---------ს, „თ------“ (თ---------- შ--–--–---–ი) მივიდა მის ძმასთან - დ----- ძ----–---–თან, მეტსახელად „-------თან“, რათა საქეიფოდ წაეყვანა მასთან სახლში. ვინაიდან მისი ძმა არ იმყოფებოდა სახლში, თავად გაჰყვა მას, ხოლო დ----- ძ----–---–ი მოგვიანებით უნდა შეერთებოდათ. მოწმის განმარტებით, მასთან ერთად სუფრასთან იყვნენ მ-----– შ--–--–---–ი, ფ--------- შ--–--–---–ი, თ---------- შ--–--–---–ი, აკ-----------–--ლი, იგივე „ბი----“, გ------------–-–---–ი და რ-------------–-–---–ი, თუმცა, მას სუფრაზე არ დაულევია. მისი ძმა დ----- ძ----–---–ი მალევე მივიდა. როდესაც შ--–--–---–ების ოჯახში მისი ოჯახის წევრები მივიდნენ, დ----- ძ----–---–იც იქ იმყოფებოდა და მისი ოჯახის წევრების სახლში წასვლისას, ის და მისი ძმა დ----- ძ----–---–იც მათ გაჰყვნენ. მოწმის განმარტებით, მისი შ--–--–---–ების სახლში ყოფნის დროს ვინმეს მიმართ რაიმე ჩხუბს, ცემას, მუქარას ან ჩაკეტვას, ადგილი არ ჰქონია.

 

4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- ძ----–---–მა განმარტა, 2018 წლის 1---------ს, თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა ახალი წელი და სახლში დაბრუნდა ნასვამი, რა დროსაც მას ოჯახის წევრები დახვდნენ აღელვებულები, კერძოდ, მისი უმცროსი შვილი გ------- ძ----–---–ი იმყოფებოდა შ--–--–---–ების სახლში, რომელიც მობილურს არ პასუხობდა. ვინაიდან გ------- ძ----–---–ს უწევდა ნემსის გაკეთება, იგი ოჯახის წევრებთან ერთად წავიდა შ--–--–---–ების სახლში, სადაც მოხდა მცირე ინციდენტი და წამოიყვანეს გ------- ძ----–---–ი. მოწმის განმარტებით, დაახლოებით ნახევარ საათში იგი კვლავ დაბრუნდა შ--–--–---–ების სახლში ბოდიშის მოსახდელად. მისი მისვლისას შ--–--–---–ების ოჯახში იყო საახალწლო სუფრა, სადაც იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები. მან ბოდიში მოუხადა შ--–--–--–ებს, დალია დაახლოებით სამი ჭიქა და დაბრუნდა სახლში. რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას იგი არ შესწრებია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შ--–--–---–ების ტბებზე დაიკარგა თევზი, რომლის მოპარვასაც აბრალებდნენ მის შვილს დ----- ძ----–---–ს. დ----- ძ----–---–ი ამბობდა, რომ აღნიშნული თევზის ქურდობასთან კავშირი არ ჰქონდა და აკ-----------–--ლი, მეტსახელად ბი---- და ის პირები იპარავდნენ თევზს, რომლებიც იქ მუშაობდნენ თევზის დამჭერად.

 

4.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–-- ძ----–---–მა განმარტა, რომ მისი ძმა დ----- ძ----–---–ი, მეტსახელად „ტ----- დარაჯად მუშაობდა შ--–--–---–ების ტბებზე. 2018 წლის ი-----ის პერიოდში, შ--–--–---–ების ტბაზე დაიკარგა თევზი, რის გამოც 2018 წლის 1---------ს, დ----- ძ----–---–სა და მ-----– შ--–--–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება. დ----- ძ----–---–მა მ-----– შ--–--–---–ს უთხრა, რომ თევზს ის მოიპარავდა, ვისთან ერთადაც მუდმივად თევზაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“ და ან------ მ--–-----ვა მას მოკვლით დაემუქრნენ, თუ იტყოდა, რომ თევზს ისინი იპარავდნენ, მას მ-----– შ--–--–---–ისთვის კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებია. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 1---------ს, მათთან სახლში მივიდა აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“, რომელსაც სურდა გ------- ძ----–---–ის წაყვნა, თუმცა, მისი ოჯახი უარზე იყო, რადგან ეშინოდათ აკ-----------–--ლის, მეტსახელად „ბი----ს“ მიერ დ----- ძ----–---–ის მიმართ გამოთქმული მუქარისა. ვინაიდან ავტომანქანაში ასევე იჯდა თ---------- შ--–--–---–იც, რომელსაც კარგად იცნობდნენ, დედამისი დასთანხმდა გ------- ძ----–---–ის მათ გაყოლას. მოწმის განმარტებით, მისი ძმა გ------- ძ----–---–ი საათობრივად იკეთებს ნემსებს და იმის გამო, რომ ნემსის გაკეთების დრო ახლოვდებოდა, ისინი ურეკავდნენ და უგზავნიდნენ SMS-ებს გ------- ძ----–---–ს, თუმცა, ეს უკანასკნელი არც ზარებს და არც SMS-ებს არ პასუხობდა. ერთ-ერთ ზარზე ტელეფონმა უპასუხა, თუმცა, იქიდან „მიშველეთო“, ტირილისა და სხვა გაურკვეველი ხმები ესმოდა. აღნიშნულის გამო ოჯახის წევრები აღელდნენ, შეშინდნენ და ის, მამამისი გ--–- ძ----–---–ი, მამის ძმა - ზ---- გ-------ანცი და ბიცოლა - ლ--–- მ------–--ლი წავიდნენ შ--–--–---–ებთან სახლში, რა დროსაც, მისვლისთანავე, გ--–- ძ----–---–მა დაიწყო ჩხუბი და ამ უკანასკნელსა და ფ--------- შ--–--–---–ს შორის გაიმართა ჩხუბი. ჩხუბისას ჰაერში გაისმა გასროლის ხმა, თუმცა, არ დაუნახავს ვინ გაისროლა. ყოველივე აღნიშნულის გამო, მან დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია, თუმცა, ვიდრე სამართალდამცავი ორგანოებიდან ვინმე მივიდოდა, სიტუაცია განიმუხტა, მისი ძმა გ------- ძ----–---–ი გავიდა შ--–--–---–ების სახლიდან და უთხრა, რომ ქეიფობდნენ, ტელეფონის ხმა ჰქონდა გათიშული, რის გამოც მათი მხრიდან განხორციელებული ზარები არ გაუგია და ამიტომ არ უპასუხა. ყოველივე აღნიშნულის გამო, მან კვლავ დარეკა 112-ში და მოითხოვა განხორციელებული გამოძახების გაუქმება.

 

4.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------- ძ----–---–მა განმარტა, მისი შვილი დ----- ძ----–---–ი, მეტსახელად „ტ----- დარაჯად მუშაობდა შ--–--–---–ების ტბაზე. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 1---------ს, თ---------- შ--–--–---–მა მისი შვილი გ------- ძ----–---–ი თავისთან სახლში წაიყვანა საქეიფოდ, საიდანაც გ------- ძ----–---–ი და მისი მეუღლე გ--–- ძ----–---–ი სახლში ერთად დაბრუნდნენ. მისი განმარტებით, მის შვილს გ------- ძ----–---–ს შ--–--–---–ების სახლში რაიმე კონფლიქტის არსებობის შესახებ არაფერი უთქვამს. მოწმის განმარტებით, მას არ წაუკითხავს გამოკითხვის ოქმში მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია, რადგან მოცულობით ბევრი იყო, თუმცა, ხელი მოაწერა.

 

4.10. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- გ-------ანცმა განმარტა, 2018 წლის 1---------ს, როდესაც საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მასთან მივიდა მისი ძმა - გ--–- ძ----–---–ი, რომელსაც გაჰყვა შ--–--–---–ებთან სახლში, სადაც იმყოფებოდა გ------- ძ----–---–ი, რომელიც როგორც მისმა ძმამ უთხრა, ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა. იმის გამო, რომ ისინი შ--–--–---–ების სახლში მივიდნენ გინებითა და ყვირილით, მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მ-----– და ფ----- შ--–--–---–ებთან. შემდეგ გამოვიდა გ------- ძ----–---–ი და წამოვიდნენ სახლში. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით მათთან სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა ვინ გამოიძახა არ იცის.

 

4.11. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ. წ------ს პოლიციის თანამშრომლებმა ზ------ მა----–---–-ა და გ------- ჯ---–---–მა განმარტეს, რომ 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, პოლიციის განყოფილებაში 112-ის სამსახურიდან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ.წ-----–- მცხოვრები ლ---–-- ძ----–---–ი ითხოვდა სამართალდამცავი ორგანოების დახმარებას, ვინაიდან მისი ძმა გ------- ძ----–---–ი იყო ჩაკეტილი და ასევე, გაიგონა იარაღიდან გასროლის ხმა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, ისინი გაემართნენ მითითებულ მისამართზე, რა დროსაც, გზაში, მათ შეხვდათ შეტყობინების ინიციატორი ლ---–-- ძ----–---–ი, თავის ძმასთან გ------- ძ----–---–თან ერთად, რომელთაც უთხრეს, რომ იყო გაუგებრობა და პოლიციის დახმარებას აღარ საჭიროებდნენ. ასევე, მათთან 112-ის სამსახურიდან შევიდა შეტყობინება, რომ ლ---–-- ძ----–---–ი ითხოვდა გამოძახების გაუქმებას. ამის შემდგომ ისინი მაინც წავიდნენ გამოძახების ადგილას - ლ---–-- ძ----–---–ის ბიძის სახლში, სადაც დახვდათ ლ---–-- ძ----–---–ის ბიძა ზ---- გ-------ანცი და მამა გ--–- ძ----–---–ი, რომლებმაც განუცხადეს, რომ მათ პოლიციის დახმარება არ სჭირდებოდათ. აღნიშნულის შემდეგ, ლ---–-- ძ----–---–ი, დედამისთან ერთად, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ლ---–-- ძ----–---–თან შედგა გასაუბრების ოქმი, რა დროსაც განმარტა, რომ მის ძმას, რომელიც იმყოფებოდა შ--–--–---–ების სახლში და რომელსაც აქვს დიაბეტი, უწევდა ნემსის გაკეთება, იგი ტელეფონზე არ პასუხობდა, რის გამოც მივიდნენ შ--–--–---–ების სახლში, სადაც გაიგონა იარაღიდან სროლის ხმა და ამიტომ დარეკა 112-ში. შემდეგ იმის გამო, რომ მისი ძმა შ--–--–---–ების სახლიდან გამოვიდა და უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, გააუქმა პოლიციის გამოძახების შეტყობინება. იარაღთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ აღელვების გამო განაცხადა, რომ იარაღის სროლის ხმა იყო, თუმცა, შესაძლოა, იგი საახალწლო მაშხალა იყო და არა იარაღი. მოწმეთა განმარტებით, ლ---–-- ძ----–---–თან გასაუბრების შემდეგ, ისინი მივიდნენ შ--–--–---–ების სახლში, სადაც ფ--------- და მ-----– შ--–--–---–ებმა ისინი შეიპატიჟეს საახალწლო სუფრაზე, თუმცა, ისინი შიგნით არ შესულან. მათ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მ-----– შ--–--–---–ი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წაიღო იარაღები, ხოლო აღნიშნული იარაღების კანონიერების გადამოწმების შემდეგ, მ-----– შ--–--–---–ი განყოფილებიდან გამოუშვეს და იარაღებიც თან გამოატანეს.

 

4.12. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ბ-----–---–მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ.წ-----–-, მეუღლესთან ან------ მ--–-----ვასთან ერთად. 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, მისი მეუღლე გავიდა სახლიდან, რომელსაც ერთხელ დაურეკა, თუმცა არ უპასუხა.

 

4.13. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ვ------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.წ-----–- დედასთან ალ------------------თან, მამასთან აკ-----------–--ლთან, რომელსაც ეძახიან ბი----ს და ძმასთან გ--------ი ვ------–---–თან ერთად. მისი განმარტებით, 2018 წლის 1---------ს, მას მამამისი - აკ-----------–--ლი არ უნახავს, ვინაიდან სახლიდან გავიდა დილით და დაბრუნდა დაახლოებით 22:00 საათზე, რა დროსაც მამამისი სახლში არ იყო. მან ეს უკანასკნელი ნახა მეორე დღეს, 2018 წლის 1---------ს, რა დროსაც სახეზე ჰქონდა დაზიანება, რომელიც როგორც მამამისისგან იცის, მიიღო კიბეზე დაგორების შედეგად.

 

4.14. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს ძ---ის სამმართველოს დ--------------------ლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 2---------ს, ჩატარებულ თ--ურ შ--–--–---–ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმები, რაც ხელმოწერით დაადასტურა ბრალდებულმა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.15. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სა---------------მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს ძ---ის სამმართველოს დ--------------------ლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 2---------ს, ჩატარებულ თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა „ა---------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე სანადირო თოფები და ვაზნები. ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმი, რაც ხელმოწერით დაადასტურა თ---------- შ--–--–---–მა, ხოლო რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.16. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---–------------მ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს ძ---ის სამმართველოს დ--------------------ლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 2---------ს, ჩატარებულ ა------ი ჯ------–--ლის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმები, რაც ხელმოწერით დაადასტურა ბრალდებულმა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.17. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–--------------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ--------------------ლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 2---------ს, ჩატარებულ ა------ი ჯ------–--ლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რის შედეგადაც საძინებელი ოთახის მაგიდიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.18. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ირ---–---------–---მ განმარტა, მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ-----------------–--–------------ლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს მოწმეთა გამოკითხვები და მონაწილეობა აქვს მიღებული თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის ოქმებს, ზოგიერთი მათგანი გაეცნო გარეშე პირის მეშვეობით, ზოგიერთი კი უშუალოდ. მოწმის განმარტებით, მხოლოდ აკ-----------–--ლმა მოითხოვა გამოკითხვის ოქმში ცვლილების შეტანა, რაც შესაბამისად აისახა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.19. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გენ------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------–--–------------ლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მას გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვანი გ------- ძ----–---–ი და ასევე ან------ მ--–-----ვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.20. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჩ------–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------–--–------------ლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარა თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და დათვალიერება, ასევე მის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმეები. მოწმემ დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.21. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ბ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------–--–------------ლის თანამდებობაზე. 2017 წლის 7-----------ს, დასახელებული დეპარტამენტის ო-------------–-------–----–ის წინააღმდეგ ბრძოლის მ------- სამმართველოში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს ნებართვით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ერთ-ერთი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის დროს დაფიქსირდა პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა იყო ა------ი ჯ------–--ლი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა ა------ი ჯ------–--ლის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მოსმენა-მიყურადება. აღნიშნული ფარული მოსმენა-მიყურადების მიმდინარეობისას ა------ი ჯ------–--ლს კომუნიკაცია ჰქონდა იმ დროისათვის დაუდგენელ პირთან - ვინმე „----------ნ“ და მისი ოჯახის წევრებთან, რომელთა საუბრიდან დგინდებოდა რომ ქ.წ-----–- ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ინციდენტს, კერძოდ, ახსენებდნენ პირებს, რომელთა მიმართაც ხორციელდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა და რომლებიც ჰყავდათ ჩაკეტილები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა თ---------- შ--–--–---–ის და ა------ი ჯ------–--ლის დაკავება, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, მის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმეები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის ფონოსკოპიური ექსპერტიზა, ასევე, აკ-----------–--ლთან და ან------ მ--–-----ვასთან ჩატარდა ა------ი ჯ------–--ლის ფოტოსურათით ამოცნობა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე და ასევე ჩატარებულ იქნა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორეს და კანონთან შესაბამისობას ადასტურებს სრულად.

 

4.22. სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ჩანაწერებით და საქმეში არსებული კრებსითი ამონაბეჭდით დადგენილია, რომ 2018 წლის 1---------ს, 18:26 საათზე, ა------ი ჯ------–--ლს, რომელიც იმყოფება თბილისში, მის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5-----------, კ----------, წ------დან უკავშირდება თ---------- შ--–--–---–ი, ტელეფონის ნომრიდან 59--------- და ეუბნება, რომ აქვს პატარა პრობლემა, თევზი მოპარეს ტბიდან და ვინც თევზი მოპარა ისინი ჰყავს სახლში „დაბმულები“, „დაჩოქილები“ და „პირში აქვთ იარაღი ჩათხრილი“. რაზეც ა------ი ჯ------–--ლი ეუბნება, რომ თ---------- შ--–--–---–ს მთვრალი მამამისი გაერიდებინა სიტუაციიდან. ამის შემდეგ, 19:49 საათზე, ა------ი ჯ------–--ლი კვლავ თბილისიდან ურეკავს იგივე ტელეფონის ნომერზე თ---------- შ--–--–---–ს, რა დროსაც პასუხობს თ---------- შ--–--–---–ის დედა-თ----ო, რომელიც ეუბნება, რომ მათთან „ძალიან დიდი ამბავი ხდება“, რაზეც ა------ი კითხულობს, პოლიცია ხომ არ იყო მისული, რაზეც თ---------- შ--–--–---–ის დედა პასუხობს, რომ პოლიცია იყო მისული, დიდი უბედურება იყო და ამის გამო ბავშვები გაარიდა/გააქცია. ა------ი ჯ------–--ლთან საუბარს აგრძელებს თ---------- შ--–--–---–ი, რომელიც ეუბნება, რომ პოლიცია იყო მისული და მ-–-- (მ-----– შ--–--–---–ი) წაიყვანეს. „-------ები“ მოვარდნენ, მან „თოფი დაუშვა“, იმათ კიდევ იჩივლეს და პოლიცია იმიტომ იყო მისული. ის ტიპი, ვინც მათ თევზი მოპარა, კიდევ „ დაბმული“ ჰყავდათ. ამის შემდეგ ა------ი კითხულობს, სვამდნენ თუ არა, რაზეც თ---------- შ--–--–---–ი პასუხობს, რომ არავინ აღარ სვამდა. ასევე უთხრა, რომ იმ ადამიანს, ვინც სახლში ჰყავდათ, „ტ----- ხელს ადებდა, რომ მან მოიპარა თევზი, თუმცა ის უარყოფდა და სხვებზე იშვერდა ხელს, რის გამოც კიდევ ერთხელ წაარტყეს, მაგრამ ის მაინც არ იძახდა, რომ თევზი მან მოიპარა. ასევე ეუბნება, რომ სახლში 5-6 კაცი იყვნენ და იმ კაცს „უბრახუნებდნენ“ აქეთ-იქიდან, ვინც სახლში ყავდათ. ა------ის კითხვაზე, „ის ტიპი პოლიციამ არ წაიყვანაო?“, თ---------- შ--–--–---–ი პასუხობს, რომ არ წაუყვანიათ, რადგან ტექნიკურად მოტეხეს. ა-------- კი აფრთხილებს, რომ ამის თაობაზე ტელეფონზე არავისთან ელაპარაკა. ასევე, თ---------- შ--–--–---–ის ნათქვამზე, რომ სიტუაცია რთულდება, ა------ი ეუბნება, რომ წამოვა. 20:06 საათზე ა------ი ურეკავს თ---------- შ--–--–---–ს იმავე ნომერზე და კითხულობს რა სიტუაცია იყო, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ისევ იმ კაცს „უბრახუნებდნენ“, რომელიც არ ტყდებოდა, თუმცა ნამიოკებით ლაპარაკობდა. იმავე საუბარში თ---------- შ--–--–---–ი და ა------ი ჯ------–--ლი თანხმდებიან, რომ ა------ი ჩავიდოდა წ-----–- და დალოდებოდნენ. 21:00 საათზე ა------ი ჯ------–--ლი უკავშირდება ვინმე „გ---ს“, რომელიც იმყოფება წ-----–- და რომელიც ეუბნება, რომ არის საგიჟეთი და ცემა-ტყეპა. როგორც სატელეფონო საუბრებიდან ირკვევა, 21:00 საათის შემდეგ, ა------ი ჯ------–--ლი ჩავიდა წ-----–-. 2018 წლის 1---------ს, 15:14 საათზე ა------ი ჯ------–--ლს ტელეფონზე უკავშირდება მეგობარი, რომელსაც ეუბნება, რომ იმყოფება კ-----–- და გუშინ ჩაანგრიეს ვიღაცეები ძალიან მაგრად, 5 საათი ცემა-ტყეპა ჰქონდათ. იმავე დღეს, 19:12 საათზე ა------ი ჯ------–--ლს ურეკავს მეგობარი, ვინმე „თ--ო“, რომელსაც ეუბნება, რომ გუშინ წ-----–- „დაკა-დაკა“ ჰქონდა, ვიღაცეები ცემეს-ტყეპეს და მთელი ამბები. 2018 წლის 1---------ს, 20:15 საათზე ა------ი ჯ------–--ლს ურეკავს მ----– შ--–--–---–ი, მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან, 5---------- და ეუბნება, რომ ა-------მ ვ----ს ახლობლებს უთხრა, რომ მ-–- (ის) ჩავიდა, ამოიყვანა, ცემეს, მთელი ღამე გამოკეტეს და ისე ათქმევინეს, რომ თევზი მან, ბი----მ და ვ----მ მოიპარა. იგივეს ამბობდა ბი----, რის გამოც თბილისიდან უნდა ჩამოსულიყო ხალხი საქმის გასარჩევად. 2018 წლის 1---------ს, 23:36 საათზე ა------ი ჯ------–--ლს უკავშირდება თ---------- შ--–--–---–ი, რომლიც ეუბნება, ვ---- და ისინი, ვინც სახლში ჰყავდათ, ასევე ვ----ს ახლობლები იყვნენ მისულები, რომელთაც უთხრეს, რომ „სცემეს და ისე ათქმევინეს“. 2018 წლის 1--------ის 14:03 საათზე ა------ი უკავშირდება თ---------- შ--–--–---–ს, ეუბნება, რომ ისინი რასაც იტყვიან, იმ დროს ვინც იყვნენ იქ 6-7 კაცი, ისე იქნება ყველაფერი. ბი---- რვა კაცს ეუბნებოდა, რომ მან, ა-------მ და ვ----მ მოიპარეს. ხოლო ა-------მ ხუთ კაცთან აღიარა, ჩვენ წავიღეთო და ხელიც აღარ დაურტყიათ, ისე გაუშვა, იმიტომ რომ შეეცოდა, მანამდე იმდენი სცემა.

 

4.23.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–----------- დეპარტამენტის 2018 წლის 2---------ოს ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამები და ვიდეოგრამები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ჩანაწერებში, კერძოდ: 1-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერსა და გამოკითხვის ვიდეოგრამაში მოსაუბრე ა------ი ჯ------–--ლის ხმის.

 

4.23.2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სადავო ჩანაწერებში, კერძოდ: 1--------- და 1--------- მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერში მოსაუბრე მ-----– შ--–--–---–ის ხმის.

 

4.23.3. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სადავო ჩანაწერებში, კერძოდ: 1------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერსა და გამოკითხვის ვიდეოგრამაში მოსაუბრე თ---------- შ--–--–---–ის ხმის.

 

4.24. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ე------------–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო. მან დამატებით ასევე განმარტა, რომ ხმის ექსპერტიზა ჩაატარა პროგრამულ-აპარატურული საშუალებებით და ცდომილების შესაძლებლობა თითქმის გამორიცხულია. ასევე განმარტა, რომ ხმის ექსპერტიზისთვის, განსხვავებით მეტყველების ექსპერტიზისგან, შესადარებლად ორი სიტყვის ჩანაწერიც საკმარისია.

 

4.25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–----------- დეპარტამენტის 2018 წლის 6-------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1--/ტრ დასკვნის თანახმად, იმის დადგენა ექსპერტიზაზე წარდგენილი # F-------- და # FC------- პაკეტებში მოთავსებული საკეტები იმყოფება თუ არა გამართულ მდგომარეობაში შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი მათთვის განკუთვნილი გასაღები. ექსპერტიზაზე წარდგენილი # F-------- პაკეტში მოთავსებული გასაღები იმყოფება გამართულ მდგომარეობაში. ექსპერტიზაზე წარდგენილ საკეტებს რაიმე სახის დაზიანებები, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნებათ. ექსპერტიზაზე წარდგენილი #1 გასაღები განკუთვნილია # F-------- პაკეტში მოთავსებული საკეტისათვის და მისი საშუალებით შესაძლებელია აღნიშნული საკეტის გაღება.

 

4.26. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----–----–---ძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.27. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2---------ს, 07:53 საათზე, ს--------, ქ--–---------------------------–-------------–ი მდებარე თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელ სახლში საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ---------------------–-- ბ------ კ----------ის მიერ ამავე სამმართველოს დ--------------------ლების ლ-–---------–-ურის და ზ--------------–-–---–ის მონაწილეობით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა თ---------- შ--–--–---–ი. დაკავება მიმდინარეობდა წინააღმდეგობის გარეშე.

 

4.28. ბრალდებულ თ---------- შ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2---------ს, 08:17 საათიდან - 08:25 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ--------------------ლის ბ------------------ის მიერ ამავე სამმართველოს დ--------------------ლების ლ-–---------–-ურის და ზ--------------–-–---–ის მონაწილეობით ბრალდებულ თ---------- შ--–--–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

4.29. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2---------ს, 08:30 საათიდან - 09:30 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ--------------------ლების დ----- ჩ------–ის მიერ ამავე სამმართველოს დ--------------------ლების სა---------------ის და თ---------- დეკანოიძის მონაწილეობით, ს-------ში, ქ. წ-----–-, მ----------ის მ--- შესახვევის #--ში მდებარე თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელი ოთახის ტუმბოს ზედა თაროდან ამოღებულ იქნა „ა---------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჯეოსელის სიმბარათის ნომრით - 5-----------, იმეი კოდით 3--------------; ამავე საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ქვემოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის, ხის ტარიანი, ორლულიანი სანადირო თოფი, წარწერით „H----------------------; სანადირო თოფის შავი ფერის ლულა; შავი ფერის, ყავისფერ ხის ტარიანი, თოფი, წარწერით “HA------------10---------------m); შავი ფერის ლულით, ხის ტარიანი თოფი, ზედ დამონტაჟებული ოპტიკური სამიზნით, მასში მოთავსებული ერთი მჭიდით. იმავე ოთახში მდგარი კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა 48 ცალი - 23 ოქროსფერი და 25 ვერცხლისფერი მცირე ზომის ვაზნა. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული საკუჭნაოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის, ასევე შავი ფერის პლასტმასის ტარიანი თოფი #M-------, ზედ დამაგრებული ოპტიკური სამიზნით, ასევე ორლულიანი, ყავისფერ ხის ტარიანი თოფი, წარწერით T---------.

 

4.30. საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1------------–ს, 18:00 საათიდან - 19:55 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ--------------------ლის დ----- ჩ------–ის მიერ დ--------------------ლების შა-–---------ას, ი-----–---------–--ის, დ----- მ------–-–---–ის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის, მოწმეების აკ-----------–--ლის და ან------ მ--–-----ვას და გარეშე პირის მონაწილეობით დათვალიერდა ს-------ში, ქ. წ-----–-, მ----------ის მ--- შესახვევის #--ში მდებარე თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელ სახლი, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელის სახლის პირველ სართულზე ე.წ. მისაღებ ოთახში შუაში დგას მაგიდა, ხელმარცხნივ დგას საწოლი, ლოგინით, მის გვერდით დგას ტელევიზორი, მის მოპირდაპირედ, გასასვლელი კარის პირდაპირ, უკან მარცხნივ დგას დივანი, მარჯვენა მხარეს დგას ღუმელი. მოწმე აკ-----------–--ლმა მიუთითა ლოგინზე, რომელიც დგას შესასვლელი კარის მარცხნივ. მოწმე ან------ მ--–-----ვამ მიუთითა ოთახში შესასვლელი კარის პირდაპირ განთავსებულ ორფრთიან კარზე, კარის მიღმა არის ე.წ მარანი, რომლის წინ და მარჯვნივ განთავსებულია თაროები და მასზე მოთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ოთახს გააჩნია ორი სარკმელი, რომლებიც არ იღება. ასევე ოთახში ხელმარჯვნივ განთავსებულია მაცივარი, ოთახის სხვადასხვა ადგილას განთავსებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. მისაღები ოთახის ხელმარცხნივ განთავსებულია ხის კარი, რომელიც გადის ე.წ. სათავსოში, ავტოფარეხში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები. ოთახს გააჩნია 3 პატარა ზომის ფანჯარა, რომლებიც არ იღება, ასევე განთავსებულია ხელმარცხნივ მოზრდილი კარი, რომელიც გადის ეზოში. ფ--------- შ--–--–---–ის განცხადებით მას მისაღებ ოთახში არსებული შესასვლელი და მარანში გასასვლელი კარის გასაღები არ აქვს და არ იცის სად არის. მან ასევე განმარტა, რომ ე.წ სათავსში განთავსებული გარეთა კარი, ასევე მისაღებ ოთახში შესასვლელი და მარანში გასასვლელი კარებები არ იკეტება. დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა მისაღებ ოთახში არსებული სამი კარის საკეტი და 2 (ორი) გასაღები, რომლებიც დაილუქა შესაბამისი ლუქით.

 

4.31. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2---------ს, 07:43 საათზე, დე-------–--–----ოს რაიონში, ნ---------–---–ის ქუჩა #---ში საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------–-- ი-----–------------ას მიერ ამავე დეპარტამენტის დ--------------------ლების რ---–-----------ის, ზ----------–---ძის და ბ------------ძის მონაწილეობით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ა------ი ჯ------–--ლი. დაკავება მიმდინარეობდა წინააღმდეგობის გარეშე.

 

4.32. ბრალდებულ ა------ი ჯ------–--ლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2---------ს, 08:00 საათიდან - 08:10 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ლის ი-----–------------ას მიერ დ--------------------ლების რ---–-----------ის და ზ----------–---ძის მონაწილეობით ბრალდებულ ა------ი ჯ------–--ლს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

4.33. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2---------ს, 08:00 საათიდან - 08:55 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–თან ბრძოლის მ-------- სამმართველოს დ--------------------ლის თი------ მე-----–---–ის მიერ ამავე სამმართველოს დ--------------------ლების ა-–--------------ის და გ------- ჩ------ის მონაწილეობით ქ.თბილისში, მ----–---–ის ქუჩა #-------------ში მდებარე ა------ი ჯ------–--ლის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელი ოთახის მაგიდიდან ამოღებულ იქნა აი--------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 35------------2, ყუთით და სიმბარათით - 5-----------.

 

4.34. 2018 წლის 1--------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ან------ მ--–-----ვამ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო #2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება და განმარტა, რომ იგი არის პიროვნება, სახელად „ა------ი“, რომელიც 2018 წლის 1---------ს, ღამის საათებში, თ---------- შ--–--–---–თან სახლში, ამ უკანასკნელთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ აძლევდა სახლიდან წასვლის საშუალებას.

 

4.35. 2018 წლის 1--------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა აკ-----------–--ლმა ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო #3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება და განმარტა, რომ იგი არის პიროვნება, სახელად „ა------ი“, რომელიც 2018 წლის 1---------ს, ღამის საათებში, თ---------- შ--–--–---–თან სახლში, ამ უკანასკნელთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ აძლევდა სახლიდან წასვლის საშუალებას.

 

4.36. ბრალდებულმა თ---------- შ--–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

4.37. ბრალდებულმა ა------ი ჯ------–--ლმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

4.38. დაცვის მხარის მოწმე მა---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ---------- შ--–--–---–ი არის მისი დისშვილი. 2018 წლის 1---------ს, იგი იმყოფებოდა დის ოჯახში სტუმრად, სადაც აღნიშნავდნენ ახალ წელს. სუფრა გაშლილი იყო მე-2 სართულზე. სუფრასთან ისხდნენ მისი სიძე ფ--------- შ--–--–---–ი, ფ--------- შ--–--–---–ის ძმა მ-----– შ--–--–---–ი, დისშვილი თ---------- შ--–--–---–ი, გ------------–-–---–ი და რ-------------–-–---–ი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მისი და, დის დედამთილი და თავად კი ემსახურებოდნენ სტუმრებს. მოწმის განმარტებით, მისი სტუმრობის დროს ქუჩიდან შემოესმა ჩოჩქოლის ხმა და როგორც შემდგომ შეიტყო, მისულები იყვნენ გ------- ძ----–---–ის მშობლები. მან გაიგო გ------- ძ----–---–ის ხმა, რომელიც აწყნარებდა მშობლებს, დამშვიდების შემდეგ კი ისინი წავიდნენ სახლში, ხოლო სხვა სტუმრებმა გააგრძელეს ქეიფი. მოწმის განმარტებით, ქეიფი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, იქ მყოფი სტუმრები კი ნაწილ-ნაწილ წავიდნენ. როგორც ახსოვს, ჯერ ან------ მ--–-----ვა წაიყვანა მ-----– შ--–--–---–მა, ხოლო აკ-----------–--ლი უფრო გვიან წავიდა თავისით. მოწმის განმარტებით, იგი დის ოჯახში იყო ბოლო სტუმრის წასვლამდე, იგი ხშირად შედიოდა იმ ოთახში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, თუმცა არანაირი ჩხუბი, გაწევ-გამოწევა და ვინმესთვის კარის ჩაკეტვა, არ ყოფილა.

 

4.39. დაცვის მხარის მოწმე რ-------------–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი მუშაობს შ--–--–---–ების ტბაზე. 2018 წლის 1---------ს, შ--–--–---–ების მიპატიჟებით, გ------------–-–---–თან ერთად მივიდა შ--–--–---–ების ოჯახში. სადღესასწაულო სუფრა გაშლილი იყო მეორე სართულზე. მოგვიანებით შ--–--–---–ების სახლში მივიდა აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“, რომელმაც საუბარი დაიწო, რომ მას თევზი არ მოუპარავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ფ--------- შ--–--–---–მა უთხრა, რომ აღნიშნულზე სალაპარაკოდ, არ იყო შესაფერისი ადგილი და დრო. შემდეგ სუფრას შეუერთდა გ------- ძ----–---–ი, რომელმაც თევზის ქურდობაზე საუბრისას აკ-----------–--ლს უთხრა, რომ მამამისი ხელს მას ადებდა. ქეიფის მიმდინარეობისას თ---------- შ--–--–---–ის დედა შევიდა მათთან და უთხრა, რომ ეზოში ჩოჩქოლი იყო. როგორც მისთვის გახდა ცნობილი გ------- ძ----–---–ი ყოფილა ცუდად, მისი ოჯახის წევრებს შეშინებიათ, თუმცა შემდეგ ისინი დაამშვიდა გ------- ძ----–---–მა და სახლში წავიდნენ, ხოლო მათ გააგრძელეს ქეიფი. შემდეგ მათ სუფრას შეუერთდნენ მეზობლად მცხოვრები ზ-------------–---–ი და დ----- მ----–---–ი, რის შემდეგაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც, როგორც მისთვის არის ცნობილი გამოიძახეს გ------- ძ----–---–ის ოჯახის წევრებმა, ვიდრე გ------- ძ----–---–ის ადგილსამყოფელს გაარკვევდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა მ-----– შ--–--–---–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ასევე წაიღეს სანადირო თოფები, თუმცა, მ-----– შ--–--–---–ი მალევე გამოუშვეს პოლიციის განყოფილებიდან და მათ კვლავ გააგრძელეს ქეიფი პირველ სართულზე, რა დროსაც ჯერ მივიდა ან------ მ--–-----ვა, მოგვიანებით კი დ----- ძ----–---–ი, მამასთან გ--–- ძ----–---–თან ერთად. ამ უკანასკნელმა შ--–--–---–ებს ბოდიში მოუხადა გ------- ძ----–---–თან დაკავშირებული გაუგებრობის გამო. შემდეგ შ--–--–---–ების სახლში მივიდა აკ-----------–--ლიც, მეტსახელად „ბი----“. მოწმის განმარტებით, ან------ მ--–-----ვა ყველაზე ადრე წავიდა, შემდეგ წავიდა აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“ და შემდეგ ყველანი დაიშალნენ. მისი განმარტებით, მისი შ--–--–---–ების სახლში ყოფნის პერიოდში არც აკ-----------–--ლის, მეტსახელად „ბი----ს“ და არც სხვა ვინმეს მიმართ ცემა, მუქარა, სახლში ჩაკეტვა და იარაღის გამოყენება არ ყოფილა, მხოლოდ იყო საზეიმო სუფრა და ქეიფი.

 

4.40. დაცვის მხარის მოწმე დ----- მ----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის შ--–--–---–ების მეზობელი. 2018 წლის 1---------ს, საღამო ხანს, ფ--------- შ--–--–---–ის სახლიდან შემოესმა ჩოჩქოლის ხმა, რის გამოც გავიდა მათთან სახლში და აღმოჩნდა, რომ გ--–- ძ----–---–ი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ მისულები და ჩხუბობდნენ, თუმცა ისინი მათმა შვილმა დაამშვიდა და წავიდნენ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, იგი ფ--------- შ--–--–---–ის დედის თხოვნით (რათა ფ--------- შ--–--–---–ი არ წასულიყო ძ----–---–ებთან და ჩხუბი არ გაგრძელებულიყო) დარჩა შ--–--–---–ების სახლში და შეუერთდა პირველ სართულზე გაშლილ სუფრას, სადაც იმყოფებოდნენ თ----------, ფ--------- და მ-----– შ--–--–---–ები, ასევე სტუმრები - გ------------–-–---–ი, რ-------------–-–---–ი, მეზობლები ზ-------------–---–ი და მ--------------–-–---–ი. აღნიშნული ქეიფისას, თ---------- შ--–--–---–ი მათთან ერთად დიდხანს არ გაჩერებულა, იგი მეორე სართულზე ავიდა ნათესავთან ერთად და დაახლოებით ორჯერ ჩავიდა დაბლა სტუმრების მიმართ ყურადღების გამოსახატავად. მოწმის განმარტებით, ან------ მ--–-----ვა შ--–--–---–ების სახლში მივიდა მას შემდეგ, რაც ძ----–---–ები წავიდნენ და ისიც მათთან ერთად სვამდა სუფრაზე, რომელიც მისი იქ ყოფნის დროს წაიყვანა მ-----– შ--–--–---–მა სახლში. მისი იქ ყოფნის დროს წავიდა აკ-----------–--ლიც, მეტსახელად „ბი----“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თ---------- შ--–--–---–ის მხრიდან ვინმეს მიმართ ცემას, იარაღით მუქარას და ვინმეს გაყვანას არ შესწრებია.

 

4.41. დაცვის მხარის მოწმე კ------- შ--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ან------ მ--–-----ვა არის მისი მეზობელი. მოწმის განმარტებით, ან------ მ--–-----ვა მასთან და მეზობლებთან ყოველთვის აღნიშნავს, რომ იგი არავის უცემია და არ ჩაუკეტავს, ასევე განიცდის, რომ ფ--------- შ--–--–---–ის შვილი პატიმრობაშია, იმის გამო, რაც არ ჩაუდენია.

 

4.42. დაცვის მხარის მოწმე ზ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის შ--–--–---–ების კარის მეზობელი. იგი 2018 წლის 1---------ს იმყოფებოდა შ--–--–---–ების ოჯახში არსებულ სადღესასწაულო სუფრაზე, სადაც სხვა ადამიანებთან ერთად იმყოფებოდნენ ან------ მ--–-----ვა და აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“. მოწმის განმარტებით, მისი შ--–--–---–ების სახლში ყოფნის პერიოდში, გარდა ძ----–---–ებთან მომხდარი ინციდენტისა, სხვა რაიმე სახის კონფლიქტურ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შ--–--–---–ების სახლში კარებები ნახევრად შუშისაა, საკეტები მისი დაყენებულია, თუმცა არ ფუნქციონირებს/არ იკეტება, მხოლოდ ასრულებს სახელურის ფუნქციას.

 

4.43. დაცვის მხარის მოწმე ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ---------- შ--–--–---–ი არის ბიძაშვილის სიძე. 2018 წლის დაახლოებით 3-------------–ს, იგი ბიძაშვილთან ერთად მივიდა შ--–--–---–ების სახლში თ---------- შ--–--–---–ის დაკავების მიზეზის გასაგებად. ისინი გარეთ ესაუბრებოდნენ თ---------- შ--–--–---–ის მამას, რა დროსაც მათთან მივიდა ორი პიროვნება, რომლებსაც გაესაუბრა თ---------- შ--–--–---–ის მამა, ხოლო შემდეგ დაუძახა მას და გააცნო ან------ მ--–-----ვა და აკ-----------–--ლი. მოწმის განმარტებით, მან როდესაც ჰკითხა აღნიშნულ პირებს მომხდარის შესახებ, მათ უთხრეს, რომ 2018 წლის 1---------ს არაფერი მომხდარა და ვერ გაიგეს თ---------- შ--–--–---–ი რატომ დააკავეს.

 

4.44. დაცვის მხარის მოწმე ა----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი მეუღლესთან ერთად მივიდა ქვისლთან - ფ--------- შ--–--–---–თან, სადაც გაშლილი იყო სადღესასწაულო სუფრა. სუფრასთან იმყოფებოდნენ თ---------- შ--–--–---–ი, ფ--------- შ--–--–---–ი და ოჯახის სხვა წევრები, მათი მეზობელი ზ-------------–---–ი, აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“, მოგვიანებით მათი მისვლის შემდეგ, სხვადასხვა დროს, სუფრას შეუერთდნენ ა------ი ჯ------–--ლი, ან------ მ--–-----ვა, გ--–- ძ----–---–ი და დ----- ძ----–---–ი, მეტსახელად „ტ-----. მოწმემ განმარტა, რომ სუფრაზე იყო სადღესასწაულო განწყობა და ვინმეს ჩაკეტვას, ცემას ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შ--–--–---–ების სახლში კარებებს საკეტები არ უმუშავებს.

 

4.45. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 10 მ---ის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, შპს „ვ---------ს“ მიერ გაცემული, კრიმინალისტიკურ-ტრასოლოგიურო ექსპერტიზის დასკვნა #-----, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამივე საკეტის ძირითადი შემადგენელი ნაწილები (საკეტის გულა, შტიფტები და სხვ.) დაშლილ მდგომარეობაშია და მათზე აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების კვალი (აღნიშნულ საკეტებზე უკვე ჩატარებულია ტრასოლოგიური გამოკვლევა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–----------- დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა #1--/ტრ და საკვლევ ობიექტებს პირველადი სახე შენარჩუნებული არა აქვთ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად განცხადებაში დასმულ #1 შეკითხვასთან მიმართებაში, საექსპერტო კვლევა შეუძლებელია. 2. ს--------ს რაიონის ქ.წ-----–-, მ----------ის ქუჩა, მ--- შესახვევი #--ში მდებარე თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მ------- შესასვლელ და სათავსოს კარებს გარდა ექსპერტიზაზე წარდგენილი საკეტებისა გააჩნიათ შიდა ურდულები (მაღლითა და დაბლითა). მ------- შესასვლელი კარების დაბლითა ურდულს ლითონის ჩასაკეტი მოწყობილობა არ გააჩნია, ხოლო ზედა ურდულის ჩასაკეტი ლითონის მოწყობილობა დეფორმირებულია და არ იკეტება. სათავსოს კარებს ურდულის ქვედა ჩასაკეტი ლითონის მოწყობილობა არ გააჩნია. შესასვლელი და სათავსოს ორფრთიანი კარები იღება შიდა მხარეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე კარების გაღება შესაძლებელია გასაღებით ჩაკეტვის შემთხვევაშიც კი. გარაჟში გასასვლელ კარებს გააჩნია ერთი ფრთა. მას სხვა რაიმე ჩამკეტი საშუალება, გარდა ექსპერტიზაზე წარდგენილი საკეტისა, არ გააჩნია და ჩაკეტილ მდგომარეობაში მისი ხელით გაღება შეუძლებელია .

 

4.46. კრიმინალისტიკურ-ტრასოლოგიურო ექსპერტიზის #----- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ო------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.

 

4.47. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.49. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.50. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.51. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის არ არის საჭირო ამ ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, შესაბამისად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, ფსიქიკური ძალადობა, როდესაც პირს წაუყენებენ მოთხოვნას, არ გავიდეს სახლიდან, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება თავისუფლების უკანონო აღკვეთად, როდესაც მუქარა იმწუთიერია. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართვეს გადაადგილების უფლება და შემდეგ უწყვეტად მიედინება, ვიდრე არ მოხდება მსხვერპლის გათავისუფლება. ამასთან, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს (14 წელს) მიღწეული შერაცხადი პირი და მისი ჩადენა ხდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს. რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს -თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენას „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“ და „ორი ან მეტი პირის მიმართ“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ესე იგი შეკავშირდნენ მანამ, სანამ თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ სხვა პირს. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ორი პირი მაინც წინასწარი შეთანხმებით აღასრულებდეს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას კი მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ერთიანი განზრახვით ერთდროულად ან დროის მცირე ინტერვალის დაშორებით თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთენ ორ ან მეტ პირს.

 

5.7. სასამართლო ბრალდებულების თ---------- შ--–--–---–ის და ა------ი ჯ------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათის შემდეგ, ა------ი ჯ------–--ლმა და თ---------- შ--–--–---–მა ან------ მ--–-----ვი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ცალკე ოთახში და არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას, თავისუფლებააღკვეთილ დაზარალებულს კი ა------ი ჯ------–--ლი და თ---------- შ--–--–---–ი სცემდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა თევზის ქურდობა და ამავე დროს დაესახელებინა თანამონაწილენი. თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა ან------ მ--–-----ვი გაათავისუფლეს 2018 წლის 1---------ს გამთენიისას. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, თ---------- შ--–--–---–ის და ა------ი ჯ------–--ლის ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა ორი პირდაპირი მტკიცებულება (უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, რომელიც ასევე ერთგვარ პრეცედენტად იქცა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, დადგენილია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ამის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება N251აპ-16 საქმეზე), კერძოდ, (ა) დაზარალებულ ან------ მ--–-----ვას ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 1---------ს, დაახლოებით 01:00 საათზე იგი მ-----– შ--–--–---–მა მიიყვანა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდნენ თ---------- შ--–--–---–ი, ა------ი ჯ------–--ლი, აკ-----------–--ლი, მეტსახელად „ბი----“ და სხვა პირები. მისი შ--–--–---–ების სახლში მიყვანის მიზეზი იყო შ--–--–---–ების ტბიდან თევზის დაკარგვა, რომლის მოპარვასაც მას, აკ-----------–--ლს და ვ------გ კ-----–---ოს აბრალებდნენ. სწორედ აღნიშნული თევზის ქურდობის აღიარების მიზნით, თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა იგი გაიყვანეს სხვა ოთახში და უთხრეს, რომ ვიდრე თევზის ქურდობას არ აღიარებდა, სახლში არ გაუშვებდნენ, თან შიგადაშიგ თ---------- შ--–--–---–ი ურტყამდა, ხოლო ა------ი ჯ------–--ლმა ერთხელ გაარტყა ხელი. იგი გაუშვეს დილას, დაახლოებით - 06:00-07:00 საათზე, მას შემდეგ რაც აღიარა, რომ თევზი მან მოიპარა. სინამდვილეში თევზი მას არ მოუპარავს, თუმცა, დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი აღიარა იმის გამო, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დასრულებულიყო და შ--–--–---–ების სახლიდან წამოსულიყო. ან------ მ--–-----ვამ ასევე განმარტა, რომ, მართალია, მისთვის კარები არავის ჩაუკეტავს, თუმცა, თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა უთხრეს, რომ ვიდრე თევზის ქურდობას არ აღიარებდა, არ გაუშვებდნენ და იმის გამო რომ მათი ეშინოდა, მას არ უცდია წასვლა. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

 

5.9. დაზარალებულ ან------ მ--–-----ვას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლითაც იგი თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი ჰყავდათ თ---------- შ--–--–---–ს და ა------ი ჯ------–--ლს და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, დადასტურებულია, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული სატელეფონო ჩანაწერებით. კერძოდ, (ბ) აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, თ---------- შ--–--–---–ი ქ. წ------დან თბილისში ურეკავს ა------ი ჯ------–--ლს და ეუბნება, რომ თევზი ვინც მოიპარა, ისინი ჰყავს სახლში „დაბმულები“, „დაჩოქილები“ და „პირში აქვთ იარაღი ჩათხრილი“. აღნიშნულით კი დასტურდება ის, რომ შ--–--–---–ების სახლში არის არა სადღესასწაულო სუფრა, როგორც ამას წარმოაჩენენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეები, დაზარალებული აკ-----------–--ლი და ასევე მოწმეები გ------- ძ----–---–ი, დ----- ძ----–---–ი, მ-----– შ--–--–---–ი, არამედ მიმდინარეობს თევზის ქურდობასთან დაკავშირებული საქმის ე.წ. „გარჩევა“. საყურადღებოა, 2018 წლის 1---------ს, 15:14 საათზე ა------ი ჯ------–--ლის სატელეფონო საუბარი მეგობართან, რომელსაც ეუბნება, რომ იმყოფება კ-----–- და გუშინ ძალიან მაგრად ჩაანგრიეს ვიღაცეები, 5 საათი ცემა-ტყეპა ჰქონდათ, ასევე, იმავე დღეს, 19:12 საათზე ა------ი ჯ------–--ლის სატელეფონო საუბარი, „----------ნ“, რომელსაც ეუბნება, რომ გუშინ წ-----–- დაკა-დაკა ჰქონდა, ვიღაცეები ცემეს-ტყეპეს და მთელი ამბები. ამდენად, დაზარალებულ ან------ მ--–-----ვას განმარტება, რომ დილის 06:00-07:00 საათამდე ჰყავდათ ოთახში გამოკეტილი და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, დასტურდება აღნიშნული ჩანაწერებით. საყურადღებოა აგრეთვე 2018 წლის 1---------ს, 20:15 საათზე ა------ი ჯ------–--ლსა და მ----– შ--–--–---–ს შორის არსებული საუბარი, რა დროსაც მ-----– შ--–--–---–ი ა------ი ჯ------–--ლს უყვება: ა-------ს ვ----ს ახლობლებისთვის უთქვამს, რომ მ-–- ჩავიდა, ამოიყვანა, სცემეს, მთელი ღამე გამოკეტეს და ისე ათქმევინეს, რომ თევზი მათ მოიპარეს და ასევე, 2018 წლის 1---------ს 14:03 საათზე ა------ი ჯ------–--ლი თ---------- შ--–--–---–ს, ეუბნება, რომ ა-------მ ხუთ კაცთან აღიარა, რომ მათ მოიპრეს და ხელიც აღარ დაურტყამს, ისე გაუშვა, იმიტომ რომ შეეცოდა, მანამდე იმდენი სცემა. ამდენად, ან------ მ--–-----ვას ჩვენება სრულ თანხვედრაშია ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებთან.

 

5.10. ამასთან, ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნით და ექსპერტ ე------------–-–---–ის ჩვენებით, აგრეთვე მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი დემოგრაფიული მონაცემებით, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მითითებულ სატელეფონო საუბრებს ახორციელებდნენ თ---------- შ--–--–---–ი, ა------ი ჯ------–--ლი და მ-----– შ--–--–---–ი.

 

5.11. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის #----- დასკვნა არის არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ე------------–-–---–ის განმარტებები იყო კატეგორიული და დამაჯერებელი. როგორც მან განმარტა, ხმის ექსპერტიზა ჩაატარა პროგრამულ-აპარატურული საშუალებებით და ცდომილების შესაძლებლობა თითქმის გამორიცხა. მან ასევე განმარტა, რომ ხმის ექსპერტიზისთვის, განსხვავებით მეტყველების ექსპერტიზისგან, შესადარებლად ორი სიტყვის ჩანაწერიც საკმარისია, რის გამოც აღნიშნული დასკვნის მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უფრო, დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ალტერნატიული, ამ დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეზიარებინა ან ერთი ან მეორე დასკვნა, ანაც საერთოდ ყოველგვარი ეჭვი და ვარაუდი, რომელიც ვერ დადასტურდებოდა მოცემულ შემთხვევაში უტყუარად, გადაეწყვიტა სწორედ რომ ბრალდებულების სასარგებლოდ.

 

5.12. სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა ან------ მ--–-----ვას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ვინაიდან ისინი შეკავშირდნენ მანამ, სანამ ან------ მ--–-----ვას თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ (უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა: „წინასწარ შეთანხებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძილივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტიდან“. ამის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკმებრის გადაწყვეტილება N410აპ-16 საქმეზე). კერძოდ, ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით, ცალსახად დგინდება ა------ი ჯ------–--ლისა და თ--უ----- შ--–--–---–ის კავშირი და ურთიერთსაუბრები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში, თ---------- შ--–--–---–ი თუ როგორ უნდა მოიქცეს დაზარალებულთან მიმართებაში, „დავალებებსა და მითითებებს“ სწორედ რომ ა------ი ჯ------–--ლისაგან იღებს, რაც შემდგომში მათი ერთობლივი აქტიური მონაწილებით რეალურად ხორციელდება კიდეც.

 

5.13. ა------ი ჯ------–--ლისა და თ--უ----- შ--–--–---–ის მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში ასევე, დადასტურებულია 2018 წლის 1--------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, რომლის თანახმადაც, ამომცნობმა ან------ მ--–-----ვამ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო #2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება და განმარტა, რომ იგი არის პიროვნება, სახელად „ა------ი“, რომელიც 2018 წლის 1---------ს, ღამის საათებში, თ---------- შ--–--–---–თან სახლში, ამ უკანასკნელთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ აძლევდა სახლიდან წასვლის საშუალებას.

 

5.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან ან------ მ--–-----ვას კარები გასაღებით არ ჰქონდა ჩაკეტილი და არც ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, მას, თითქოსდა, ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. როგორც დაზარალებული აღნიშნავს, თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა იგი გააფრთხილეს, რომ სანამ ქურდობას არ აღიარებდა, იგი ვერ წავიდოდა იქიდან. ამავდროულად, თ---------- შ--–--–---–ს და ა------ი ჯ------–--ლს იგი მარტო არ დაუტოვებიათ, მასთან ან ორივენი იყვნენ, ან მონაცვლეობით ხან ერთი, ხან მეორე, რაც გამორიცხავს ან------ მ--–-----ვას თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მათ სოციალურ მდგომარეობასა და შესაძლებლობას. საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ ბრალდებულები შიგადაშიგ ურტყამენ დაზარალებულს, რის გამოც მას ეშინოდა და ამიტომ არ უცდია წასვლა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად ჰქონდა ადგილი თ---------- შ--–--–---–ისა და ა------ი ჯ------–--ლის მხრიდან დაზარალებულ ან------ მ--–-----ვას მიმათ თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

 

5.15. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა ამ უკანასკნელს ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშნველობა არა აქვს. ამასთან, ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს აგრეთვე, იმ ფაქტს, დანაშაული ჩადენილი იქნება ღია ცის ქვეშ (მაგ. ხეზე მიბმით), თუ დახურულ სივრცეში (სახლში გამომწყვდევით). მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სწორედ, პირის სახლში (არა საკუთარი სახლში, არამედ სხვის სახლში) გამომწყვდევას/გამოკეტვას (აქ არ იგულისხმება მაინც და მაინც პირის გამოკეტვა კარის გასაღებით ჩაკეტვის გზით), რა დროსაც ან------ მ--–-----ვას არ ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, ხოლო წასვლის/სახლის დატოვების უფლება დაზარალებულს მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, როცა იძულებული გახდა ეღიარებინა არჩადენილი „დანაშაული“ - თევზის ქურდობა.

 

5.16. რაც შეეხება მოწმეების გ------- ძ----–---–ის, დ----- ძ----–---–ის, გ--–- ძ----–---–ის, მ-----– შ--–--–---–ის, ასევე დაცვის მხარის მოწმეების მა---------–---–ის, რ-------------–-–---–ს, დ----- მ----–---–ის, კ------- შ--–--–---–ის, ზ-------------–---–ის, ზ--------------–---–ის და ა----------–---–ის ჩვენებებს, რომელთაც უარყვეს 2018 წლის 1---------ს შ--–--–---–ების ოჯახში ვინმეს მიმართ ყოველგვარი ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები, სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩნია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

5.17. გარდა ამისა, სასამართლო ასევე, თავის ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულების მიმართ ბრალად წარდგენილ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ორი პირის მიმართ, რამდენადაც დაზარალებულმა აკ-----------–--ლმა კატეგორიულად უარყო ვინმეს მხრიდან მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტი, ხოლო იმ მოცემულობაში, როდესაც გარდა ფარული სატელეფონო საუბრებისა, სხვა მტკიცებულებით ვერ დასტურდება მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამის შესახებ იხ.: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განმარტება N453აპ-15 საქმეზე), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენას, რის გამოც თ---------- შ--–--–---–ი და ა------ი ჯ------–--ლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდნენ.

 

5.18. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ---------- შ--–--–---–მა და ა------ი ჯ------–--ლმა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. თ---------- შ--–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.2. ა------ი ჯ------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირის უფლების დარღვევის კომპენსირება.

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულებს სასჯელი უნდა დაენიშნოთ 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

 

7.7. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

 

7.8. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ბრალდებულების მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ან------ მ--–-----ვას კონსტიტუციური უფლების - თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევა, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენება, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

7.9. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ---------- შ--–--–---–ს და ა------ი ჯ------–--ლს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში. კერძოდ, თ---------- შ--–--–---–ი და ა------ი ჯ------–--ლი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათი პიროვნების შესაბამისად.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ა---------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში), 4 (ოთხი) ცალი სანადირო ცეცხლსასროლი თოფი, 1 (ერთი) ცალი პნევმატური თოფი, ერთი ცალი თოფის ლულა და 30 ცალი ვაზნა ( ინახება საქართველოს შს სამინისტროს ლ----------ის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ---------- შ--–--–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით; - ა------ი ჯ------–--ლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული აი--------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 35------------2, (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა------ი ჯ------–--ლს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით; - თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული საკეტები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; - მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 3 (სამ) დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 (ერთი) CD დისკზე; ადგილმდებარეობის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ DVD დისკზე, ვიზუალური თვალთვალის დროს გადაღებული ვიდეომასალა, ჩაწერილი 5 (ხუთი) დისკზე; გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 2 (ორი) დისკზე; ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“, შედეგად მოპოვებული აუდიო მასალა, ჩაწერილი 02 (ორი) ცალი DVD-R ფორმატის დისკზე; ლ---- ი-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა “----------------”-ში, ლ---- ი-----–---–ის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების -„ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 03 (სამი) ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ლ---- ი-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე და ა------ი ჯ------–--ლის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 02 (ორი) ცალ CD-R ფორმატის დისკზე; ბი--------------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე და მ----------–-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5----------- განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ CD-R ფორმატის დისკზე; ლ---- ი-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “----------------”-ში, განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბრალდებულების ლ---- ი-----–---–ის, ბი--------------–--ის, მ----------–-----–---–ის, რ-------------------იას, ა------ი ჯ------–--ლის და თ---------- შ--–--–---–ის მიმართ სასამართლოში პირველი წარდგენის 2018 წლის 28 ი-----ის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე; ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-----– შ--–--–---–ის 2018 წლის 1-----------–ის დაკითხვის აუდიოჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ CD დისკზე; ლ---- ი-----–---–ის, ბი--------------–--ის, მ----------–-----–---–ის, რ-------------------იას, ა------ი ჯ------–--ლის და თ---------- შ--–--–---–ის 2018 წლის 2---------ს ბრალდებულის სახით გამოკითხვისას და მოწმე ბ---------–-----–---–ის 2018 წლის 0------------–ს გამოკითხვისას გადაღებული ვიდეო ჩანაწერები, ჩაწერილი 07 (შვიდი) ცალ DVD-R ფორმატის დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------- შ--–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდეს.

 

2. თ---------- შ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

3. მსჯავრდებულ თ---------- შ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ თ---------- შ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ი-----იდან.

 

4. ა------ი ჯ------–--ლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდეს.

 

5. ა------ი ჯ------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

6. მსჯავრდებულ ა------ი ჯ------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ა------ი ჯ------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ი-----იდან.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ა---------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში), 4 (ოთხი) ცალი სანადირო ცეცხლსასროლი თოფი, 1 (ერთი) ცალი პნევმატური თოფი, ერთი ცალი თოფის ლულა და 30 ცალი ვაზნა ( ინახება საქართველოს შს სამინისტროს ლ----------ის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ---------- შ--–--–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

- ა------ი ჯ------–--ლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული აი--------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 35------------2, (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა------ი ჯ------–--ლს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

- თ---------- შ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული საკეტები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 3 (სამ) დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 (ერთი) CD დისკზე; ადგილმდებარეობის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ DVD დისკზე, ვიზუალური თვალთვალის დროს გადაღებული ვიდეომასალა, ჩაწერილი 5 (ხუთი) დისკზე; გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 2 (ორი) დისკზე; ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“, შედეგად მოპოვებული აუდიო მასალა, ჩაწერილი 02 (ორი) ცალი DVD-R ფორმატის დისკზე; ლ---- ი-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა “----------------”-ში, ლ---- ი-----–---–ის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების -„ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 03 (სამი) ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ლ---- ი-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე და ა------ი ჯ------–--ლის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 02 (ორი) ცალ CD-R ფორმატის დისკზე; ბი--------------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე და მ----------–-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5----------- განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ CD-R ფორმატის დისკზე; ლ---- ი-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “----------------”-ში, განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბრალდებულების ლ---- ი-----–---–ის, ბი--------------–--ის, მ----------–-----–---–ის, რ-------------------იას, ა------ი ჯ------–--ლის და თ---------- შ--–--–---–ის მიმართ სასამართლოში პირველი წარდგენის 2018 წლის 28 ი-----ის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე; ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-----– შ--–--–---–ის 2018 წლის 1-----------–ის დაკითხვის აუდიოჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ CD დისკზე; ლ---- ი-----–---–ის, ბი--------------–--ის, მ----------–-----–---–ის, რ-------------------იას, ა------ი ჯ------–--ლის და თ---------- შ--–--–---–ის 2018 წლის 2---------ს ბრალდებულის სახით გამოკითხვისას და მოწმე ბ---------–-----–---–ის 2018 წლის 0------------–ს გამოკითხვისას გადაღებული ვიდეო ჩანაწერები, ჩაწერილი 07 (შვიდი) ცალ DVD-R ფორმატის დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე