გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2018
საქმის ნომერი
020310517002037597
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310517002037597 (3/170-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.10.2--- ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი სალომე ქობალია

მოსარჩელე შპს კრ------–ი

წარმომადგენელი გ-----------ა

მოპასუხე სსიპ აღს-----–---------------–--------ო

მოპასუხე ს--------–-------------------------------–-----------ო

წარმომადგენელი სო--------–------ძე

მესამე პირი არ-----------ი

წარმომადგენელი ქე-------------–---–ი

მესამე პირი ნო--------------ე

წარმომადგენელი ქე-------------–---–ი

დავის საგანი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა

სააღსრულებო მოქმედების კანონიერება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ აღს-----–---------------–--------ოს 19.07.2--- წ #3--- ბრძანების ბათილობა.

 

1.2. ს--------–-------------------------------------–---------როს 13.06.20-- წ #A--------–011/0-- შეტყობინების (სააღსრულებო მოქმედება) უკანონოდ ცნობა.

 

მოსარჩელის მტკიცებით აღმასრულებლის მოქმედება სცილდება სააღსრულებო გადაწყვეტილების ფარგლებს. იგი თანამშრომლობს სააღსრულებო ბიუროსთან და აღმასრულებლისთვის (შესაბამისად კრედიტორისთვის) სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადაცემული აქვს აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სრული დოკუმენტაცია, მათ შორის საგადასახადო ვებ–პორტალზე ატვირთული ყველა ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდილი ასლი მატერიალური სახით, რომლის დამუშავება კრედიტორს თვითონ შეუძლია. კრედიტორის მითითებით აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მაგალითად ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი არ არის დამოუკიდებელი საბუღალტრო დოკუმენტი, გაუგებარია რა შინაარს უნდა მოიცავდეს და ამ დოკუმენტის, ისევე როგ--რც აღმასრულების მომართვაში მითითებული სხვა ინფორმაციის დამუშავება და კრედიტორისთვის სასურველი ფორმით მისთვის გადაცემის ვალდებულება მას აღსასრულებელი გადაწყვეტილებით არ დაკისრებია.

 

მისი მოსაზრებით, აღსრულების კრედიტორის მთავარი მიზანია პარტნიორთა შორის კონფლიქტის გამო შპს ,,კრ------–ის“ დირექტორის გადაყენება, მისთვის სისხლის სამართლიებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ მიზნით, დირექტორის წინააღმდეგ ამ დავაში მესამე პირების ინიციატივით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რამდენიმე სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნობს სარჩელს.

 

მისი განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი გზაა მოვალისთვის 13.06.20-- წ მიმართვაში აღნიშნული და აღსრულების კრედიტორის მიერ მითითებული დოკუმენტაციის აღმასრულებლისთვის გადაცემა. აღმასრულებლის მოქმედება არ სცდება აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს და იგი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

ნო--------------ეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებები შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს შესაბამისად, არ არსებობს მისი უკანონოდ ცნობის და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

 

არ-----------ი იმავე მოსაზრებებით ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

მესამე პირებს, მიაჩნიათ რომ მოსარჩელე არ ასრულებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც შეუძლებელს ხდის პარტნიორების კონტროლს საწარმოს მართვაზე და დირექტორის უკანონო მოქმედებებზე. მათი მოსაზრებით დირექტორის საქმიანობა ზიანის მომტანია საწარმოსა და მისი პარტნიორებისთვის და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.აღსასრულებელი გადაწყვეტილება მიღებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში 21.05.2--- წ . იგი კანონიერ ძალაშია 21.10.20-- წ–დან, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 22.02.20-- წ , რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილია 23.02.20-- წ.

 

აღსრულების კრედიტორები არიან ნო--------------ე და არ-----------ი, მოვალე – შპს ,,კრ------–ი“.

 

გადაწყვეტილების აღსასრულებელი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა: ,,შპს ,,კრ------–იდან“ გამოთხოვილ იქნეს შპს ,,კრ------–ის“ სრული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადაწყვეტილება

–სააღსრულებო ფურცელი

–სააღსრულებო საქმე #A--------

–განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ

–განცხადების მიღების ბარათი

 

4.2. 24.02.20-- წ–დან სააღსრულებო საქმეს აწარმოებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორ–აღმასრულებელი ნა-------------ე.

 

24.02,20-- წ აღმასრულებელმა კრედიტორს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განუმარტა მისი უფლებები და მოვალეობები.

 

წინადადება მოვალეს პირადად ჩაბარდა 27.02.20-- წ ს--------–-------------------------------------–---------როს უფროსი აღმასრულებლის და-----–-----–-ას მიერ, რომელიც ამჟამად ახორციელებს წარმოებას სადავო სააღსრულებო საქმეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სააღსრულებო საქმე #A--------

–წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A--------–004/0--, 24.02.20--

–გზავნილის საფელდეგერო სამსახურში გადაცემის დოკუმენტი

–გზავნილის ადრესატისთვის პირადად ჩაბარების ხელწერილი

–სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმი 27.02.20-- წ

 

4.3. 14.03.2--- წ. ს--------–-------------------------------------–---------როს უფროსმა აღმასრულებელმა და-----–-----–-ამ საქმეზე ჩაატარა სააღსრულებო მოქმედება – გამოცხადდა შპს ,,კრ------–ის“ მისამართზე და კრედიტორს გადასცა შემდეგი დოკუმენტაცია: 1) 2013 წლის დოკუმენტაცია 22 გვერდზე, 2) 2014 წლის ბანკის ამონაწერი ლარში 76 გვერდზე, დოლარში 4 გვერდზე, საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურები 128 გვერდზე, საგაასახადო ანგარიშ–ფაქტურები 58 გვერდზე, ბრუნვითი უწყისი 19 გვერდზე, სხვადასხვა 221 გვერდზე, 3) 2--- წელი ბანკის ამონაწერები დოლარში 4 გვერდზე, ბანკის ამონაწერები ლარში 88 გვერდზე, ანგარიშფაქტურები 70 გვერდზე, ანგარიშფაქტურები 117 გვერდზე, ბრუნვითი უწყისი 9 გვერდზე, სხვადასხვა 177 გვერდზე, 4) 20-- წელი შენიშვნა ბანკის ამონაწერები 70 გვერდზე, ბანკის ამონაწერები დოლარში 4 გვერდზე, ანგარიშ–ფაქტურები 63 გვერდზე, ანგარიშფაქტურები 50 გვერდზე, ბრუნვითი უწყისი 7 გვერდზე, სხვადასხვა 179 გვერდზე, 5) 20-- წელი ბანკის ამონაწერი დოლარში 1 გვერდი, ბანკის ამონაწერი ლარში 12 გვერდი, ანგარიშფაქტურა 1 გვერდი, ანგარიშფაქტურები 1 გვერდი, სხვადასხვა 42 გვერდი, 6) ექსპერტიზის დასკვნა 34 გვერდი, 7) სასაქონლო ზედნადები 36 გვერდზე.

 

სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმში მითითებულია, რომ ორგანიზაციას სხვა დოკუმენტაცია, გარდა იმისა რაც წარმოადგინა და ასევე წაღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ არ გააჩნია.

 

კრედიტორისთვის გადაცემული დოკუმენტები გადანომრილია საწერკალმით ლურჯი მელნით, გვერდების საერთო რაოდენობა შეადგენს 1498 გვერდს.

 

კრედიტორის წარმომადგენელს კახაბერ ზარანდიას, ვინც ესწრებოდა და ვისაც გადაეცა სააღსრულებო მოქმედების შედეგად მიღებული მასალები აღსრულებასთან და აღმასრულებელთან შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

 

აღმასრულებელს მოვალის და კრედიტორის თანდასწრებით ან მათ გარეშე მოვალის საგადასახადო ვებ–პორტალი არ დაუთვალირებია, ამგვარი მოთხოვნა მოვალისთვის არ წარუდგენია, სხვა გზით მოვალესთან არსებული ინფორმაციის აღსრულების კრედიტორისთვის სრულად გადაცემა არ შეუმოწმებია. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საგადასახდო ვებპორტალის დათვალიერების ვალდებულება აღმასრულებელს არ ჰქონდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სააღსრულებო საქმე #A--------

–სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 14.03.20-- წ

–მხარეთა ახსნა–განმარტებები, სხდომის ოქმი

 

4.4. 31.03.20-- წ საქმეზე ჩატარდა მორიგი სააღსრულებო მოქმედება, სადაც მოვალემ განაცხადა, რომ დამატებით, საგამოძიებო ორგანოებისგან გამოითხოვა საზოგადოების დოკუმენტაცია რასაც სრულად გადასცემს კრედიტორს. აღნიშნული დოკუმენტაცია დანომრილია 2 ნაწილად, ხელით ლურჯი ფერის საწერკალმით პირველი ნაწილი 1–დან 783 გვერდის ჩათვლით და მეორე ნაწილი 1–დან 857 გვერდის ჩათვლით.

 

მოვალემ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმზე გააკეთა შენიშვნა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ დოკუმენტაციის წაღება განხორციელდა დაუნომრავად, ასევე დაუნომრავი დაუბრუნეს, რაც მას დაუბრუნდა სრულად გადაეცა კრედიტორს.

 

მოვალემ ამავე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების დროს განაცხადა, რომ უკვე გადაცემული დოკუმენტაციის გარდა მას სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნია. მან ასევე განმარტა, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილ მოქმედებას, რომელიც შეეხება საგადასახადო ვებ პორტალიდან rs.ge –დან ელექტრონული (ექსელის) ფორმატში ინფორმაციის გადაცემას ვერ შეასრულებს, რადგან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას არ ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცელი, ხოლო სხვა ყველა დოკუმენტი, რაც მას გააჩნდა როგ--რც ფიზიკურად ისე ელექტრონულად კრედიტორს გადაეცა სრულად. მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს კრედიტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე წერილობითვე გადასცეს ის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულდება ან მექანიკურად გამორჩენილია.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არც აღმასრულებელი და არც კრედიტორი არ შეუზღუდავს მისი მონაწილეობით მისივე ავტორიზებული საგადასახადო ვებ პორტალიდან rs.ge –დან რაიმე ინფორმაციის მოპოვებაში ან არსებული და ამობეჭდილი მასალების ურთიერთშედარებაში იმის გარკვევის მიზნით ვებ-პორტალზე არსებული ყველა ელექტრონული დოკუმენტი ამოიბეჭდა და გადაეცა თუ არა კრედიტორს, იგი ყოველთვის აფიქსირებდა მზადყოფნას ადგილზე დაეთვალიერებინათ (გაცნობოდნენ) rs.ge –ზე არსებულ მონაცემებს და დოკუმენტებს, თუმცა მოპასუხე და მესამე პირები კატეგ--რიულად მოითხოვდნენ ინფორმაციის დამუშავებას და მათთვის სასურველი სახით გადაცემას, რაც არ არის გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს ახალი დოკუმენტის შექმნის ვალდებულებას და მხოლოდ არსებული დოკუმენტების, ინფორმაციის და პუბლიკაციის გადაცემის უზრუნველყოფას ადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 31.03.20-- წ

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

4.4. 18.04.2--- წ სა-------–-------------------------------------–-ბო ბიუროს აღმასრულებელმა მოსარჩელეს მოსთხოვა კრედიტორის 13.04.2--- წ განცხადებაში მითითებული შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ი---------–-------------------------------–-----------------–-ს ფორმატში და ასევე განცხადებაში მითითებული სხვა რეესტრების გადაცემა.

 

მოვალემ განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს, იმ მიზეზით რომ აღნიშნული ელექტრონული ინფორმაციის ექსელის ფაილების და რეესტრების მომზადება და კრედიტორისთვის გადაცემა სასამართლოს არ დაუვალებია, რაც შეეხება დოკუმენტებს იგი არ დაუმალავს და კრედიტორს სრულად გადასცა აღმასრულებლის თანდასწრებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 18.04.20-- წ

 

4.5. 19.04.2--- წ აღმასრულებელმა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე კრედიტორის მოთხოვნით გადაუგზავნა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას და აცნობა, რომ კრედიტორის განმარტებით მოვალემ სრულად არ წარუდგინა შპს ,,კრ------–ის“ საფინანსო სამეურნეო დოკუმენტაცია და არ შეასრულა გადაწყვეტილება.

 

თვითონ აღმასრულებელს, რაიმე მოქმედება სრულად განხორციელდა თუ არა მოვალესთან არსებული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაციის კრედიტორისთვის გადაცემა არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– ს--------–-------------------------------------–---------როს წერილი #3----, 19.04.20-- წ

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

4.6. 16.05.20-- წ აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა ზუ-------------------–------------–--ს და მოითხოვა აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, აცნობა რომ კრედიტორი 13.04.20-- წ წერილით მოვალისგან ითხოვს 1)ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრს, 2) სრულ ელექტრონული ინფორმაციას საგადასახადო ვებპორტალიდან RS.ge ექსელის ფორმატში მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჯო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები –დეტალურად, აღრიცხვა–ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრის გადაცემას, 3) მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტებს, საბანკო ანგარიშების ელექტრონულ ამონაწერებს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.06.20-- წ განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე იმ დასაბუთებით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, სასამართლო საქმეს იხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– შუამდგ--მლობა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 16.05.20-- წ

– ზუგდიდისრაიონული სასამართლოს 09.06.20-- წ განჩინება

 

4.7. 13.06.20-- წ #A--------–011/0-- შეტყობინებით აღმასრულებელმა შპს ,,კრ------–ს“ 22.02.20-- წ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად მოსთხოვა შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: 1)ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ი---------–-------------------------------–-----------------–-ს ფორმატში მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები –დეტალურად, აღრიცხვა–ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტი, 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

 

ამ მიმართვამდე აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების შედეგად ან სხვა გზით არ დაუდგენია, რომ ეს ინფორმაცია დამუშავებული სახით არსებობს მოვალესთან და კრედიტორს არ გადაცემია. მისი მოთხოვნა ეფუძნება და სიტყვა–სიტყვით იმეორებს კრედიტორის მოთხოვნას, რომელსაც სურს მოვალისგან ინფორმაციის მიღება სწორედ ამ ფორმით. მოთხოვნის ამგვარ ფორმულირებას აღსასრულებელი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს, აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამგვარი შინაარსით განმარტება აღმასრულებელს სასამართლოსგან არ მიუღია.

 

14.06.20-- წ მოვალემ აღმასრულებელს წერილობითი განცხადებით მიმართა და აცნობა, რომ მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, შესაძლებელია იგულისხმება კონკრეტული კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, მაგრამ აღნიშნული სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი და სასამართლოსაც არ დაუვალებია საწარმოსთვის არც პროგრამის რეესტრის და არც პროგრამა ორისის გადაცემა. ამასთან, საწარმოს, როგ--რც გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებ–გვერდზე არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ექსელის პროგრამაში სრულად გადატანა შეუძლებელია, მხოლოდ შესაძლებელია ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურებში მოცემული ინფორმაციის გადატანა ექსელის ცხრილებში, მაგრამ სასამართლოს ექსელის ცხრილების შედგენა და კრედიტორისთვის გადაცმა არ დაუვალებია, საფინანსო სამეურნეო დოკუმენტაციაში შედის მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასეთი აქტები არ არის გაფორმებული, შესაბამისად კრედიტორს ვერ გადაეცემა ის რაც არ არსებობს, საწარმოს საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერის მომზადება და კრედიტორისთვის გადაცემა სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი და შესაბამისად მისი მომზადება და გადაცემა მოვალეს სასამართლო გადაწყვეტილებით არ დავალებია.

 

ამ განცხადებით ჩანს, რომ მოვალეს აღმასრულებლის მოთხოვნების უგულებელყოფა არ მოუხდენია. იგი მონაწილეობას ღებულობს სააღსრულებო მოქმედებებში და ცალკეულ შემთხვევებში მიუთითებს აღმასრულებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემის შესრულების შეუძლებლობაზე იმ მიზეზით, რომ ასეთი დოკუმენტები – მაგ შედარების აქტები მიმწოდებლებთან არ არსებობს (არ შეუდარებიათ, როგ--რც ჩანს ამის აუცილებლობა არ იყო) ან/და მათი დამუშავება–შექმნა ექსელის ან ელექტრონული ფორმატით სასამართლოს მოვალისთვის არ დაუვალებია, დამუშავებული სახით იგი მოვალესთან არ ინახება და ამიტომ არ არსებობს.

 

15.06.2--- წ მოვალემ აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ფარგლებში განუცხადა, რომ მან აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეასრულა სრული მოცულობით. მას ევალებოდა, დოკუმენტაციის გადაცემა 2--- წლის მაისის მდგ--მარეობით, თუმცა გადაცემული აქვს 20-- წლის მდგ--მარეობით. იგი მზადყოფნას აცხადებს ამგვარი დოკუმენტაცია გადასცეს მომავალშიც მოთხოვნის შემთხვევაში ან სურვილის შემთხვევაში მისცეს ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადაწყვეტილება

–სააღსრულებო ფურცელი

–განჩინება

–სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 27.02.20-- წ

–სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 14.03.20-- წ

–სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 31.03.20-- წ

– სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 18.04.20-- წ

– 13.06.20-- წ #A--------–011/0-- შეტყობინება

–შპს კრ------–ის განცხადება

–სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი 15.06.20-- წ

–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

 

4.8. 26.06.20-- წ შპს ,,კრ------–მა“ აღმასრულებლის 13.06.20-- წ შეტყობინებაზე საჩივრით მიმართა აღს-----–---------------–--------ოს თავმჯდომარეს, თუმცა 19.07.2--- წ ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ დასაბუთებით რომ აღმასრულებლის მოთხოვნა არ სცილდება აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

–შესაგებელი

–საჩივარი

–ბრძანება #A--------–011/0--

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აღმასრულებელი გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-601 მუხლი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმე-3, მე-4, 248-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა დავა კრედიტორსა და მოვალეს შორის, რომელზეც გამოტანილია აღსასრულებელი გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება ამჟამად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისგან და შეუძლებელია სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფარგლები უფრო განვრცობითი შინაარსით განიმარტოს ამჟამად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

 

ნებისმიერი სასამართლო პროცესის და სააღსრულებო მოქმედების მიზანია პირის დარღვეული უფლების აღდგენა ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, თუმცა ერთი პირის უფლების დაცვა/დარღვეული უფლების აღდგენა ვერ მოხდება მეორე პირის უფლების დარღვევის ხარჯზე.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია დისპოზიციურობა და მხარეთა შეჯიბრობითობა, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის 1–ლი ნაწილითა და მე–4 მუხლის 1–ლი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

დასახელებული კოდექსის 178–ე მუხლის 1–ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა, ხოლო 248–ე მუხლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დასრულებულ დავაში კრედიტორებს არ მოუთხოვიათ 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი, 2) სრული ელექტრონული ი---------–-------------------------------–-----------------–-ს ფორმატში მათ შორის: სასაქონლო რეესტრი ექსპორტის (ზედნადებების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან – ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები –დეტალურად, აღრიცხვა–ანგარიშგების ექსპორტი, სპეციალური ანგარიშფაქტურები, საგადასახადო შემოწმების აქტები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი, 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტი, 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

 

სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა სრულად და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,კრ------–ისგან“ გამოთხოვილია სრული საფინანსო–სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია.

 

სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს, რადგან მას არ აქვს აღსასრულებელი მოთხოვნის ტრანსფორმირების ან/და კრედიტორის მიერ შემოთავაზებული ფორმით ინტერპრეტაციის საშუალება. მოთხოვნის ფორმულირებას სამოქალაქო პროცესში ახორციელებს უშუალოდ მოსარჩელე და მას სასამართლო ვერ გაზრდის და ვერც გააფართოვებს. მოპასუხეს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის შესაგებელში უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, რისი შესძლებლობაც სააღსრულებო წარმოებაში გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოვალეს არ მისცემია, რადგან ისინი სათანადო წესით დაფიქსირებული არ ყოფილა. მოსარჩელის მოთხოვნის ფორმირება სრულდება გადაწყვეტილების გამოტანამდე და გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს მოთხოვნის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებას, აკმაყოფილებს ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნას, სრულად ან ნაწილობრივ უარს ეუბნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელის ფორმულირებისგან განსხვავებული შინაარსით გადაწყვეტილების მოთხოვნის ჩამოყალიბების ან სხვა მიზეზით გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში თვითონვე განმარტავს ამ გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

ნებისმიერი ზოგადი შინაარსით და ფრაზებით სარჩელის მოთხოვნის ფორმულირება, განსაკუთრებით სიტყვებით ,,სრული“, ,,ყველა“ და ა.შ. როცა ამ ტერმინების შინაარსის წინასწარ სრულად განჭვრეტა შეუძლებელია ან მათი შემადგენელი ელემენტები დადგენილი არ არის, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულება გარკვეულ რისკს შეიცავს და ეს რისკი მოსარჩელე კრედიტორზეა. დაუშვებელია ამ რისკის მთლიანად მოპასუხე–მოვალეზე გადატანა. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის შესაძლებელი კრედიტორის მხრიდან მოვალისთვის გარკვეული შინაარსის მოთხოვნების წარდგენა, რასაც ის ვერ შეასრულებს ან მიიჩნევს რომ მისი შესრულების ვალდებულება არა აქვს და ამგვარი მოქმედება ყოველთვის მოგვცემს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და გამოიწვევს დაუსაბუთებელ პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ საბოლოო ჯამში აღმასრულებელმა კრედიტორისგან საბუღალტრო დოკუმენტაციათან ერთად მოითხოვა: ა) მთელი საბუღალტრო პროგრამის გადაცემა, ბ) ავტორიზებულ გვერდზე არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გადაცემასთან ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, გ) ქაღალდის ვერსიით გადაცემულ დოკუმენტებთან (საბანკო ამონაწერები, სასაქონლო ზედნადებები და სხვა) ერთად მათი გადამუშავებული სახით ელექტრონულად გადაცემა, დ) არარსებული დოკუმენტის (შედარების აქტის გადაცემა). არცერთი ეს მოთხოვნა მითითებული არ იყო სარჩელში და შესაბამისად არ იყო დაკმაყოფილებული გადაწყვეტილებით. სააღსრულებო ბიუროს უნდა აღესრულებინა ის, რაც სასამართლომ დაადგინა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

13.06.20-- წ #A--------–011/0-- შეტყობინებაში მითითებული ღონისძიებები აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული.

 

იმავე კანონის მე-7 პუნქტით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ მიჩნევისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი, რადგან აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს (კრედიტორისგან მოითხოვა იმ მოქმედების შესრულება, რაც არ არის გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებით) ხოლო გასაჩივრებული აქტით ამგვარი მოქმედება კანოშესაბამისად იქნა მიჩნეული და დაინტერესებული პირის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ეს თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღს-----–---------------–--------ოს 19.07.2--- წ #3--- ბრძანება და უკანონოდ იქნეს ცნობილი ს--------–-------------------------------------–---------როს 13.06.20-- წ #A--------–011/0-- შეტყობინება (სააღსრულებო მოქმედება).

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი დაეკისროს მოპასუხეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა