განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002605611
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/237-18 2 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031230818002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სამველ ჩობანიანი
ბრალდებული: მ-------–- ა---------–---ი
მამის სახელი: ლატიფ
დაბადებული: 1-----–-–-----------------–-
პირადი ნომერი:2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---------------------–----------–------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. მ-------–- ა---------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 17:10 საათზე, მარნეულის რაიონის სოეფლ სადახლოში, მ-------–- ა---------–---ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, მ-------–- ა---------–---მა მარჯვენა მხარის არეში ხელის დარტყმით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტმის გზით ფიზიკურად, ხოლო უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - გიულიაზ ფაშაევას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. მ-------–- ა---------–---ის მიერ გიულიაზ ფაშაევას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - 20.07.2006 წელს დაბადებული სანამ ა---------–---ა.
1.2. მ-------–- ა---------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში, გიულიაზ ფაშაევას მშობლების საცხოვრებელ სახლში, შერიგებაზე უარით განაწყენებულმა მ-------–- ა---------–---მა ზურგის არეში მუშტის დარტმის გზით ფიზიკურად, ხოლო უკანასკნელი ერთი წლის მანძუილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - გიულიაზ ფაშაევას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
საქმის მასალებით დადგენილია რომ მ-------–- ა---------–---ი არის დაზარალებული გიულიაზ ფაშაევას მეუღლე, ხოლო სანამ ა---------–---ა არის მათი არასრულწლოვანი შვილი (დაბადებული: 20.07.2006 წელი).
სამედიცინო ექსპერტიზის N006526518 დასკვნის თანხმად გიულიაზ ფაშაევას 24.08.18წ. შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი კისრის მიდამოში და სისხლნაჟღენთები ზედა კიდურებზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ნაჭდევი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთები - შესამოწმებლის მიერ მითითებულ შემთხვევის (13.08.18წ) თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული გიულიაზ ფაშაევას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების აიტაჟ ფატალოვას, სანამ ა---------–---ას, მახიზარ რამაზანოვას, რახილა პაშაევას, სოლმაზ რამაზანოვას, დურდანა პაშაევას გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 24 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მ-------–- ა---------–---მა მეუღლის გიულიაზ ფაშაევას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, მათი არასრულწლოვანი შვილის - სანამ ა---------–---ას თანდასწრებით (საქართველოს სსკ-ის 1261 მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) და ასევე, მ-------–- ა---------–---მა მეუღლის გიულიაზ ფაშაევას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მ-------–- ა---------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა მ-------–- ა---------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მ-------–- ა---------–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული გიულიაზ ფაშაევას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების აიტაჟ ფატალოვას, სანამ ა---------–---ას, მახიზარ რამაზანოვას, რახილა პაშაევას, სოლმაზ რამაზანოვას, დურდანა პაშაევას გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 24 აგვისტოს დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N006526518 დასკვნა. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მ-------–- ა---------–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მ-------–- ა---------–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ-------–- ა---------–---მა გიულიაზ ფაშაევას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ მ-------–- ა---------–---ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და შერიგებულია დაზარალებულთან. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. ჰყავს მოხუცი დედა და ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალი არის მხოლოდ მ-------–- ა---------–---ი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მ-------–- ა---------–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. მ-------–- ა---------–---ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ-------–- ა---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვლება პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება 1(ერთი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 73-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ-------–- ა---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მ-------–- ა---------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ-------–- ა---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მ-------–- ა---------–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - მ-------–- ა---------–---ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ-------–- ა---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე