გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმ N 110210018002648569
N2/849-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.11.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: ლ------–----ე,მოპასუხე : ჯ---–--------–---–ი,წარმომადგენელი: გ---------------–ი,დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა და ალიმენტის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შეწყდეს ლ------–----ეს და ჯ---–--------–---–ს შორის 2--- წლის 01 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
მოპასუხე ჯ---–--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილების - ლ----, ნ--- და გ-------– ი----–---–--ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეულ ბავშვზე -80 ლარის, სულ 240 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 26 სექტემბრიდან.
გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
მოსარჩელის პოზიცია
მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და მათ ქორწინების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი, 2--- წლის 1--------------ს დაბადებული ლ---- ი----–---–ი, 2--- წლის 0--------–- დაბადებული ნ--- ი----–---–ი და 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ-------– ი----–---–ი. მხარეებს ოჯახში ჰქონდათ კონფლიქტი და უკვე ხუთი თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელეს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და შვილებთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ზესტაფონში. მოპასუხესთან ოჯახის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე საერთოდ არ ზრუნავს თავის არასრულწლოვან შვილებზე. მოპასუხე მუშაობს კერძო სამუშაოებზე და აქვს მუდმივი შემოსავალი, რის გამოც თავისუფლად შეუძლია გადაუხადოს შვილებს ალიმენტი 80-80 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში.
ალიმენტის თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა, რომ თავის შვილებზე ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს მომავალში. მესამე შვილი გ------– ი----–---–ი მის მეუღლეს ჰყავს სხვა მამაკაციდან, შესაბამისად, მისთვის ალიმენტის თანხას არ გადაიხდის. ორ შვილს ლ---- და ნ--- ი----–---–--ს კი გადაუხდის 50-50 ლარს. მეტის გადახდის შესაზლებლობა არა აქვს, ვინაიდან არ მუშაობს და მხოლოდ ქველმოქმედებით მიღებული 200 ლარით არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
ლ------–----ე და ჯ---–--------–---–ი 2--- წლის 01 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე ისინი ხუთი თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტებებს,- ქორწინების მოწმობა.
3.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ სამი შვილი 2--- წლის 1--------------ს დაბადებული ლ---- ი----–---–ი, 2--- წლის 0--------–- დაბადებული ნ--- ი----–---–ი და 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ-------– ი----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
- მხარეთა განმარტება
3.1.3. მოსარჩელე ლ------–----ე თავის სამ არასრულწლოვან შვილთან ლ----, ნ--- და გ-------– ი----–---–--თან ერთად ცხოვრობს ქალაქ ზესტაფონში, 9-------–-- ქუჩა N---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ ცნობა;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
3.1.4. ჯ---–--------–---–ს მოსარჩელისათვის, არასრულწლოვანი შვილების რჩენა აღზრდისათვის მოსარჩელის სახლიდან წასვლის შემდგომ რაიმე თანხა აღარ გადაუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა ახსნა-განმარტებებს,3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ერთად ცხოვრების პერიოდში მხარებს შეეძინათ მესამე შვილი- 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ-------– ი----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს,დაბადების მოწმობა.
3.2.2 მოპასუხე ჯ---–--------–---–ი მხარეთა შორის საქმის განხილვის მომენტისათვის ცხოვრობს მარტო და აქვს მცირე ფულადი შემოსავალი, კერძოდ 200 ლარის ოდენობით. შემოსავლის რაიმე დამატებითი წყარო არა აქვს. მოსარჩელე და ბავშვები კი ღებულობენ სოციალურ დახმარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა ახსნა-განმარტებებს,სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ განქორწინების ნაწილში ლ------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო ალიმენტის თანხის მოთხოვნის ნაწილში კი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ლ------–----ე ითხოვს ჯ---–--------–---–თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
დადგენილია, რომ ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების შესახებ. შესაბამისად ლ------–----ის სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს ლ------–----ესა და ჯ---–-- აი----–---–ს შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სამსახურის მიერ 2--- წლის 01 ნოემბერს N------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
6.3. აღნიშნულ პრინციპებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის ეს დებულებები თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ------–----ე და მოპასუხე ჯ---–--------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და მათ ქორწინების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი, 2--- წლის 1--------------ს დაბადებული ლ---- ი----–---–ი, 2--- წლის 0--------–- დაბადებული ნ--- ი----–---–ი და 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ-------– ი----–---–ი. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოჯახად. არასრულწლოვანი ბავშვები ლ----, ნ--- და გ-------– ი----–---–--ი ცხოვრობენ დედასთან ლ------–----ესთან ქალაქ ზესტაფონში.
მხარეებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა შვილების მიმართ და ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხე ჯ---–--------–---–ის პოზიცია, რომ 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ-------– ი----–---–ი მისი შვილი არ არის და არ ეკუთვნის მის მიმართ ალიმენტის გადახდა. წარმოდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით გ-------– ი----–---–ის მშობლებია დედა ლ------–----ე, მამად კი მითითებულია ჯ---–--------–---–ი. სხვა საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის. ვიდრე 2--- წლის 1-------------- დაბადებულ გ-------– ი----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებულია ჯ---–--------–---–ი, მას ეკისრება არასრულწლოვანი გ-------– ი----–---–ის რჩენის ვალდებულება.
6.4. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილების აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლებები მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე. ამასთან სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ - საარსებო მინიმუმს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ.
6.5. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს საარსებო მინიმუმის შესახებ.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2018 წლის მონაცემებით ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საშუალოდ 175 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ნახევარი არის ის მინიმუმი რაც უნდა გაიღოს თუნდაც უმუშევარმა მშობელმა შვილის რჩენისათვის.
6.6. სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ლ----, ნ--- და გ-------– ი----–---–--ი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ლ------–----ესთან ქალაქ ზესტაფონში. ღებულობენ სოციალურ დახმარებას, მოპასუხე ჯ---–--------–---–ის მატერიალური შემოსავალი არის ქველმოქმედებით შემოწირულობა ყოველთვიურად 200 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი შესაბამისი ოდენობით. მართალია მოპასუხეს არ გააჩნია ოფიციალური სამსახური, მაგრამ გარემოებები იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ იგი შესაძლებელია დასაქმებული იყოს სხვა საქმიანობით, ან ჰქონდეს შემოსავლის სხვა წყარო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იქნეს განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა. მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე მხარეს 200 ლარის გარდა სხვა მატერიალური შემოსავალი გააჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი არ უნდა აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, აღნიშნულიდან გამომდინარე თითოეულ ბავშვზე მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა - 60 ლარი, შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობეს არასრულწლოვანი შვილები.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 26 სექტემბრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მტლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან განქორწინების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, მხარეები ამ ნაწილში თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამ შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხაა 2160 ლარი, ხოლო ამ თანხის ბაჟი შეადგენს 64 ლარს, თუმცა ვინაიდან ბაჟის ოდენობა 100 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის - 100 ლარის ნახევრის-50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ლ------–----ის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.2 შეწყდეს ლ------–----ესა (პ/ნ 3----------) და ჯ---–--------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საჩხერის სამსახურის მიერ, 2--- წლის 01 ნოემბერს, N-------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;
1.3. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან;
1.4. მოპასუხე ჯ---–--------–---–ი განქორწინების ნაწილში განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2. მოპასუხე ჯ---–--------–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს ლ------–----ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, მცირეწლოვანი შვილების – 2--- წლის 0--------–- დაბადებული ნ--- ი----–---–ის (პ/ნ 3----------) 2--- წლის 1--------------ს დაბადებული ლ---- ი----–---–ის (პ/ნ 3----------) და 2--- წლის 1-------------- დაბადებული გ-------–ი ი----–---–ის (პ/ნ 3----------) რჩენა–აღზრდისათვის, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 60-60 (სამოც-სამოცი) ლარის, ჯამში 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
2.1. ალიმენტის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან.
2.3. მოპასუხე ჯ---–--------–---–ს (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 300193150;
2.4. მოსარჩელე ლ------–----ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2.5 გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდევინების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე