განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100118002516820
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ნ--------------–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - ლ------------–-------–--------–---–-----------–--------------

ბრალდებული - ი------------------------------ე, დაბადებული - 1----–-–------------------ს, პირადი N4----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ყ---------------------------–-------–---ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

- საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ი------------------მ ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში მდებარე ს--–-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ სიდედრს - ს--–-------------–---–ს. კერძოდ: თავდაპირველად, სახლის ეზოში ძლიერად ჰკრა ხელი და მიახეთქა სახლის კედელს, რის შემდეგაც უკვე ეზოს გარეთ ორჯერ, ძლიერად ამოარტყა წიხლი უკანალში. აღნიშნული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–ი გადავარდა იქვე ახლოს გაზის მილზე, რა დროსაც მას მივარდა ბრალდებული, დაუწყო ჯაჯგური და ათრია გაზის მილზე, რის შემდეგაც ს--–-------------–---–ს თავში ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი.

ი-----------------ის თითოეული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ი------------------ სისტემატურად ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - ხ---------------–---–- სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ---------------–---–- უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის, 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ი------------------ ხ---------------–---–- კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ი------------------ ნ--------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ი------------------მ ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში მდებარე ს--–-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ სიდედრს - ს--–-------------–---–ს. კერძოდ: თავდაპირველად, სახლის ეზოში ძლიერად ჰკრა ხელი და მიახეთქა სახლის კედელს, რის შემდეგაც უკვე ეზოს გარეთ ორჯერ, ძლიერად ამოარტყა წიხლი უკანალში. აღნიშნული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–ი გადავარდა იქვე ახლოს გაზის მილზე, რა დროსაც მას მივარდა ბრალდებული, დაუწყო ჯაჯგური და ათრია გაზის მილზე, რის შემდეგაც ს--–-------------–---–ს თავში ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი.

ი-----------------ის თითოეული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ი------------------ სისტემატურად ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - ხ---------------–---–- სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ---------------–---–- უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის, 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ი------------------ ხ---------------–---–- კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 20 მაისს, ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში, ი-----------------ის მიერ ნ--------------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ი-----------------ის

მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

დაზარალებულ ხ---------------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩენებით დასტურდება, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი------------------სთან, რომელთანაც ქორწინების პერიოდში შეეძინა შვილი. ი-----------------ის რთული ხასიათის გამო ხშირად ჩხუბობდნენ, რის გამოც მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:00 საათიდან 20:30 საათამდე დროის შუალედში, დაუკავშირდა ი------------------, რომელმაც განუცხადა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა, რაზედაც უარი უთხრა და სთხოვა არ მისულიყო. აღნიშნული სატელეფონო ზარიდან დაახლოებით ნახევარ საათში იმყოფებოდა საძინებელ ოთახში და დაინახა თუ როგორ დაარტყა ი------------------მ ფეხი ჭიშკარს და შევიდა ეზოში, რომელიც ითხოვდა ბავშვის ნახვას, თან ემუქრებოდა მოკვლით და ნაწლავების აქით-იქით გაფანტვით. უნდოდა სახლში შესასვლელი კარის ჩაკეტვა, რადგან ი------------------ არ შესულიყო სახლში, თუმცა დედამისმა - ს--–-------------–---–მა მოასწრო კარის გარედან დაკეტვა. კვლავ დაბრუნდა საძინებელ ოთახში, საიდანაც ხედავდა ეზოში განვითარებულ მოვლენებს. კერძდ, ი------------------ მივიდა მისი საძინებელი ოთახის ფანჯარასთან, ფანჯარას ურტყამდა მუშტებს და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. ს--–-------------–---–ი ცდილობდა დაემშვიდებინა ი------------------, თუმცა ბრალდებულმა ხელი ჰკრა და მიანარცხა კედელს, რისი დანახვის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ი------------------- წავიდა ჭიშკრისკენ, რომელმაც გასვლისას მის კუთვნილ ავტომანქანას დაარტყა ფეხი. დედას - ს--–-------------–---–ს ჭიშკარი უნდა ჩაეკეტა, რა დროსაც დაინახა ი------------------მ როგორ მოუქნია ფეხი და როგორ გადავარდა დედამისი. თუმცა გარეთ ვერ გადიოდა გამომდინარე იქედან, რომ ეშინოდა ი------------------ს მუქარა არ შეესრულებინა და არ მოეკლა. მისი და - ნ--------------–---–ი გადახტა ფანჯრიდან და დედა შეიყვანა სახლში, რომელსაც ხელი ჰქონდა დაზიანებული. დაზარალებულის განმარტებითვე, ბრალდებულის მუქარის შედეგად განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.

დაზარალებულმა ს--–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ხ---------------–---–ი არის მისი ქალიშვილი, რომელიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ი------------------სთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი. მის შვილს და სიძეს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა და განქორწინდნენ. 2018 წლის 20 მაისს, 19:30 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ზუსტი დრო არ ახსოვს, შვილებთან - ხ---------------–---–თან, ნ--------------–---–თან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც საძინებელი ოთახის ფანჯრიდან დაინახა, რომ ი------------------მ ფეხი ჰკრა ჭიშკარს და მისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად შევარდა ეზოში. იგი სწრაფად გავიდა გარეთ და გარედან გადაკეტა სახლში შესასვლელი კარი, რადგან ი------------------ სახლში არ შესულიყო. ი------------------ მოითხოვდა ბავშვის ნახვას, ხ---------------–---–- და ნ--------------–---–ს მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, ხოლო ხ---------------–---–- ემუქრებოდა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში მის ნაწლავებს ჩამოკიდებდა ბუჩქებზე. ი------------------ მივიდა ხ---------------–---–ის საძინებელი ოთახის ფანჯარასთან, სადაც იყო ხ---------------–---–ი და ნ--------------–---–ი და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ფანჯრის მინას. იო----ს მინა, რომ არ გაეტეხა ჩადგა იო----ს და ფანჯარას შორის და სთხოვდა წასულიყო. თუმცა ი------------------ არ დაემორჩილა, მოუქნია ხელი და მიანარცხა სახლის კედელს, რა დროსაც დაარტყა თავი და მხრები. იო----ს თანმხლებმა ქალბატონმა სთხოვა წასულიყვნენ და გავიდნენ ჭიშკარში, რა დროსაც იო----მა ხ-----ს ავტომანქანას ჩაარტყა ფეხი, რისგამოც დაწყევლა იო----ი, რამაც იო----ის გაღიზიანება გამოიწვია წიხლი ამოარტყა, გადააგდო გაზის მილზე და დაუწყო ცემა. ცემის შედეგად მარჯვენა ხელზე მიიღო დაზიანება, კანი გადაძვრა და სდიოდა სისხლი. ბრალდებულს მისი თანმხლები გოგო სთხოვდა თავი დაენებებინა, თუმცა არ უსმენდა და ურტყამდა მუშტებსა და წიხლებს, აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. ცემის შედეგად დაკარგა გონება, არ იცის რამდენი ხანი იყო უგონო მდგომარეობაში, მაგრამ როდესაც გონზე მოვიდა, დაინახა ი------------------ გარბოდა. ი-----------------ის ყველა დარტყმის შედეგად განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ხოლო შემთხვევის მეორე დღეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულის განმარტებითვე, ითხოვს ბრალდებულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის პირობებში მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს შეიძლება დაემუქროს საფრთხე.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ნ--------------–---–მა, რომელმაც დამატებით აღნიშნა რომ ბრალდებულის მიერ განცორციელებული სისცოცხლის მოსპობის მუქარა თავის თავზე იმიტომ მიიღო, რომ ამ დროს სახლში იმყოფებოდა დასთან და დისშვილთან ერთად.

მოწმე გ---–----–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის ი-----------------ის საცოლე. 2018 წლის 20 მაისს ი------------------მ სთხოვა გაყოლოდა ბავშვის სანახავად. მივიდნენ ხ---------------–---–ის სახლში, იო----ი შევიდა ეზოში და ითხოვდა ბავშვის ნახვას, თუმცა ს--–-------------–---–მა სახლის კარი ჩაკეტა, გასაღები ჩაიდო ჯიბეში და არ მისცა სახლში შესვლის საშუალება. ხ---------------–---–ი იდგა ფანჯარასთან, რომელთანაც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა ი------------------ს. მოწმის განმარტებითვე, ს--–-------------–---–ი ხელის კვრით ცდილობდა ი-----------------ის ეზოდან გაგდებას და თავადაც სთხოვდა იო----ს წასულიყვნენ. მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ს--–-------------–---–მა თავად მიიყენა დაზიანებები.

მოწმე გ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 20 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 20:00 საათიდან - 20:30 საათამდე დროის შუალედში შევიდა შეტყობინება, რომ ი------------------მ ყოფილი ცოლის დედაზე განახორციელა ძალადობა. შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე - ბ---------------სთან ერთად გავიდა ი-----------------ის ადგილსამყოფელის დასადგენად, რომელიც დააფიქსირეს აღმაშენებლის და ხიზანიშვილის ქუჩის კვეთაზე. მივიდნენ, წარუდგინეს სამსახურეობრივი მოწმობები, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ბრალდებულის სახით, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. ვინაიდან, ი------------------ს აღენიშნებოდა დაზიანებები, ჰკითხა რა მოუვიდა, რაზეც ბრალდებულმა განუმარტა, რომ სიდედრთან მოუვიდა დაპირისპირება, რომელსაც გაარტყა ხელი.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად:

2018 წლის 21 მაისს მოქ: ს--–-------------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–--.

დაზარალებულ ხ---------------–---–ის შპს „მ--------------“ გამოთხოვილი დეტალური ამონაწერით დასტურდება, რომ მისი ყოფილი მეუღლე - ი------------------ 2018 წლის 20 მაისის 17:30:12; 17:32:42; 17:35:00 საათზე თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერიდან - 5----------- დაუკავშირდა მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5------------

2018 წლის 18 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოხდა დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება.

აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–---–-----------------------–---–მა.

2018 წლის 20 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოხდა დაზარალებულ ხ---------------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება.

აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გ---–----------------------------------–---–მა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი------------------მ ჩაიდინა: 1. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რ----- დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რაც შეეხება ი-----------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------------------ აღნიშნული კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ი-----------------ის ბრალეულობა ნ--------------–---–ის ეპიზოდთან დაკავშირებით.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ი------------------ს ედავება მაში, რომ 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ნ--------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენებაზე, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ბრალდებულის მუქარის შედეგად შიში და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----------------ის მიერ ნ--------------–---–ზე 2018 წლის 20 მაისს განხორციელებული მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - ნ--------------–---–ის ჩვენება, თუმცა თავის მხრივ ეს ჩვენებაც არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ:

ნ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 მაისს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარა იმიტომ მიიჩნია მისი მისამართით განხორციელებულად, რომ სახლში დასთან და დისშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ს--–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ი------------------ მოითხოვდა ბავშვის ნახვას, ხ---------------–---–- და ნ--------------–---–ს მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, ხოლო ხ---------------–---–- ემუქრებოდა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში მის ნაწლავებს ჩამოკიდებდა ბუჩქებზე ანუ თვით დაზარალებულის ჩენებით დასტურდება, რომ ბრალდებული მხოლოდ ხ-----ს ემუქრებოდა. ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებულისათვის ცნობილი იყო იმ დროისათვის ნ--------------–---–ის სახლში ყოფნის ფაქტი, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოწმეებმა - გ------------------ემ, მ------------მ, გ-------------–---მ და რ--------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. ექსპერტმა - გ---–--------------–---–-- დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ხოლო გ---–------------მ და ზ--------------–---–მა - საგამოძიებო ექსპერიმენტის ნამდვილობა. შესაბამისად, აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და მათ საქმის გარემოებები გაიგეს მხოლოდ სხვა პირთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეთა: გ------------------ის, მ-----------ის, გ-------------–--ის, რ--------------–---–ის, გ---–--------------–---–ის, გ---–-----------ის და ზ--------------–---–ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ნ--------------–---–ის მიმართ ი------------------მ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

ამასთან, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მოწმე გ---–----–--–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ დაზარალებულმა ს--–-------------–---–მა თავად მიიყენა დაზიანებები, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

ამდენად, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ი-----------------ის მიერ ნ--------------–---–ზე მუქარის განხორციელების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი------------------ უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ი------------------მ ჩაიდინა: 1. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ს--–-------------–---–ის ეპიზოდი) და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ხ---------------–---–ის ეპიზოდი).

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------------------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ--------------–---–ის ეპიზოდი) და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ი-----------------ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ი------------------მ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: 1. სისტემატური ცემა და 2. სხვაგვარი ძალადობა. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ძალადობის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. სუბიექტური მხრივ ძალადობის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, იგი სასჯელის დანიშვნისას მიიღება ბრალის ფორმის მიხედვით. იგი განზრახი დანაშაულია და შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით.

განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

სასამართლო განმარტავს - იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ (პირდაპირ) მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ამდენად, ი------------------ ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ - 1. ცემისთვის და სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ნ--------------–---–ის ეპიზოდი), ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და ამ დანაშაულისთვის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 02 ცალ დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი------------------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. ი------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს--–-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. ი------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

5. ი-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

6. ნივთმტკიცება:

- საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა 02 ცალ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი