გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001895341
საქმე №2-1312/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე რ----------–--–--ე
წარმომადგენელი ნ-------------------ე
მოპასუხე ნ----------------–--ე
წარმომადგენელი ი-----------–--ე
მოპასუხე ტ------–-----–--–--ე
დავის საგანი ქონების Yყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. განთავისუფლდეს ყადაღისაგან აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------ას მიერ 2016 წლის 22 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი „ვესტელი“ (თეთრი ფერის); 2) ტელევიზორი „სამსუნგი“ (შავი ფერის), 3) სამეული ყავისფერი, ნაჭრის ზედაპირით, 4) მაგიდა ყავისფერი (ხის), 5) ტელევიზორის დასადგამი - ყავისფერი (ხის).
2. მოპასუხეები პოზიცია
2.1 მოპასუხე ნ----------------–--ის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სააღსრულებო ბიუროს მის სწორედ მოხდა ქონების დაყადაღება, ვინაიდან სადაო ნივთები წარმოადგენს მოვალე ტარიელ გორჯელაძის საკუთრებას, რომელიც შეძენილი იქნა ნ----------------–--ის და ტ------–-----–--–--ის თანაცხოვრების პერიოდში.
2.2. მოპასუხე ტ------–-----–--–--ეს სასამართლოში არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 აჭარის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 24.02.1016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №2-4024/15, სადაც კრედიტორია ნ----------------–--ე, ხოლო მოვალე - ტ------–-----–--–--ე.
3.1.2 ზ/აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ნ--------------ამ 2016 წლის 22 სექტემბერს შეადგინა აღწერა-დაყადაღების აქტი, რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო დაბა ჩაქვში, დ. ა----–-----–-ს ქ. N61ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. კერძოდ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი „ვესტელი“ (თეთრი ფერის); 2) ტელევიზორი „სამსუნგი“ (შავი ფერის), 3) სამეული ყავისფერი, ნაჭრის ზედაპირით, 4) მაგიდა ყავისფერი (ხის), 5) ტელევიზორის დასადგამი - ყავისფერი (ხის).
3.1.3. მოსარჩელე რ----------–--–--ე არის მოვალე ტ------–-----–--–--ის მამა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე რ----------–--–--ის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ დაბა ჩაქვში, დ. ა----–-----–-ს ქ. N61ა-ში მდებარე დაყადაღებული მოძრავი ქონება წარმოადგენს რ----------–--–--ის საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით სასამართლო აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა შესრულებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება, ხოლო მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, იძულებითი აღსრულების პირობებში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადების გზით და ქონების გაყიდვით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მოვალე ტ------–-----–--–--ე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება არის მოსარჩელე რ----------–--–--ის შვილი. მართალია აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ ირიცხება მოვალის საკუთრებაში, მაგრამ ამავე მისამართზეა იგი რეგისტრირებულიც და სააღსრულებო ფურცელში მოვალის მისამართად მითითებულია სწორედ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად აღმასრულებელს სრული უფლება ჰქონდა შეედგინა 2016 წლის 122 სექტემბერს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი და აღნიშნულ აქტში მიეთითებინა ის ქონება, რომელიც იმყოფებოდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც მოვალე არის რეგისტრირეული და რომელიც მითითებულია სააღსრულებო ფურცელში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158 მუხლის თანახმად დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადაო ქონება იმყოფებოდა მოვალის საცხოვრებელ სახლში და მის მფლობელობაში, შესაბამისად აღმასრულებელს სრული უფლება ჰქონდა აღეწერა და დაეყადაღებინა სადაო მოძრავი ნივთები.
3.2.2. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, მოსარჩელე რ----------–--–--ის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოვალის ქონების აღწერის აქტში მითითებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს ტ------–-----–--–--ის საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მის მოთხოვნის საფუძვლიანობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო სწორედ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ მოსარჩელე რ----------–--–--ის სასარჩელო განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158 მუხლით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17, 44-ე და 32 მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-10 და 102 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ამავე კანონის 32 მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----------–--–--ის სასარჩელო განცხადება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელება მოითხოვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რ----------–--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელის მიერაც სარჩელის წარმოებაში მიღებისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი, ამიტომ არ არსებობს მოპასუხეებისათვის აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-მე-8, მე-10, 52-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ----------–--–--ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე