განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100115735606
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ხ----- ყ------–---–ის

ბრალდებულ _ გ-------– მ-------–---–ის

ადვოკატ - კ------- ვ---–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ-------– ნ---------- ძე მ-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის (ამნისტირებულის), არასრული საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ-------–--–----------–----------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------– მ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი).

გ-------– მ-------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 12 იანვარს, დღის საათებში, გ-------– მ-------–---–ი, ქ.თბილისში, მ----------------–------------–--------------------------------------------------------------–--ზე არსებული ე---------- ღ-----–---–ისა და მ---- ფ-----ს კუთვნილი ე.წ საშრობებიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელთა კუთვნილ არყის გამოსახდელ ქვაბსა და რეზინის მილს, ღირებულს 210 (ორას ათი) ლარად და „ვერბა“-ს ფირმის ველოსიპედს, ღირებულს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარად. გ-------– მ-------–---–ის ქმედებით ე---------- ღ-----–---–ს მიადგა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო მ---- ფ-----ს - 210 (ორას ათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2015 წლის 17 იანვარს, დღის საათებში, გ-------– მ-------–---–ი, ქ.თბილისში, მ----------------–---------------------------------------------------------------------------------–ზე არსებული ბ--–- გ------–---–ის კუთვნილი ე.წ საშრობიდან ფარულად დაეუფლა პ----- ხ-------–---–ის კუთვნილ 200 (ორასი) ლარად ღირებულ ელექტროშემდუღებელ აპარატს. გ-------– მ-------–---–ის ქმედებით პ----- ხ-------–---–ს მიადგა 200 (ორასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ე.ი. გ-------– მ-------–---–მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა გ-------– მ-------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ-------– მ-------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების დაკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ამოღების ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმებს, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნას, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4------- დასკვნას, სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------– მ-------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ-------– მ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ გ-------– მ-------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, იგი არ არის ნასამართლევი (ამნისტირებულია), ხოლო დაზარალებულებს დაუბრუნდებათ კუთვნილი ნივთები და მიყენებული ზიანი ამ სახით ანაზღაურებული იქნება. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, იგი დანაშაულის ჩადენის დროს რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით მას რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, სასამართლოს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა მიზანშეწონილად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------– მ-------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------– მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

2. გ-------– მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------– მ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ გ-------– მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2015 წლის 22 იანვრიდან - 2015 წლის 23 იანვრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.

5. მსჯავრდებულ გ-------– მ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ-------– მ-------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. მოწმე ე-–------- ლ------ისაგან ამოღებული ელექტროშემდუღებელი აპარატი და არყის გამოსახდელი ქვაბი, ასევე ბრალდებულ გ-------– მ-------–---–ისაგან ამოღებული ველოსიპედი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

– შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბოქლომი და სუნის კვალის ნიმუში, ასევე ბრალდებულ გ-------– მ-------–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუში (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი