გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2018
საქმის ნომერი
330310018002456400
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3099-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წ--------–-

სხდომის მდივანი ს--–---- ზ---–---–-

მოსარჩელე - ვა-–------- შა-------

წარმომადგენელი - შა----- პა----

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ეკ- მე----–-–---–-

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტების) განსახლების მიზნით, მოსარჩელე ვა-–------- შა------ის სასარგებლოდ 2----- ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–------- შა------ის მეუღლემ - ბე–-- შა-------მ 2--- წლის 1-------–- დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 

2--- წლის 2------------ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 1- ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კ-----------–----- ქულა, პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მ----------- ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა ს-----------–----- ქულა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მოსარჩელე ვა-–------- შა------ის მეუღლეს 2--- წლის 1---------- წერილობითი მიმართვით განუმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდა ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 1--ს აღემატებოდა, ხოლო მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 1--ს. შესაბამისად, მისი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც 1- ქულის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე იქნებოდა გადაწყვეტილება.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შ------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2--------- ცნობით, ბე–-- შა------ის ოჯახი არ იყო სოფელ ჩ------–--- მუდმივი მაცხოვრებელი. იგი მუდმივად ცხოვრობდა ქ. ბ------ში.

 

მოსარჩელე ვა-–------- შა-------ს საკუთრებაში აქვს 1- კვ.მ საცხოვრებელი ბინა ქ. ბ------ში, ი-----–---–ის ქ. №1--ში.

 

მოსარჩელე ვა-–------- შა------- არის ბე–-- შა------ის მეუღლე და მისი პირველი რიგის მემკვიდრე. ბე–-- შა------- გარდაიცვალა 2--- წლის 3-------–-.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელე ვა-–------- შა------ის მეუღლის, ბე–-- შა------ის 2--- წლის 1-------–-- განაცხადი (ს.ფ. 77-80);

- 2--- წლის 2------------ შეფასების ფორმა (ს.ფ. 72);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 95-99);

- გარდაცვალების და სამკვიდრო მოწმობები (ს.ფ. 22-25);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1---------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 21);

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შ------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2--------- ცნობა (ს.ფ. 89-90);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა-–------- შა------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კ-ნონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კ-ნონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკ-ვების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კ-ნონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის საკომპენსაციოდ, მის სასარგებლოდ 2----- ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას.

 

ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კ-ნონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკ-ნისა. ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კ-ვშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კ-ტასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კ-ნონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკ-ლურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–------- შა------ის მეუღლემ - ბე–-- შა-------მ 2--- წლის 1-------–- დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო 2--- წლის 2------------ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 1- ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კ-----------–----- ქულა, პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მ----------- ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა ს-----------–----- ქულა, რის საფუძველზეც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მოსარჩელე ვა-–------- შა------ის მეუღლეს 2--- წლის 1---------- წერილობითი მიმართვით განუმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდა ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 1--ს აღემატებოდა, ხოლო მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 1--ს. შესაბამისად, მისი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც 1- ქულის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე იქნებოდა გადაწყვეტილება.

 

საქმეში წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შ------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2--------- ცნობით, დადგენილია, რომ ბე–-- შა------ის ოჯახი არ იყო სოფელ ჩ------–--- მუდმივი მაცხოვრებელი. იგი მუდმივად ცხოვრობდა ქ. ბ------ში. ამასთან, მოსარჩელე ვა-–------- შა-------ს საკუთრებაში აქვს 1- კვ.მ საცხოვრებელი ბინა ქ. ბ------ში, ი-----–---–ის ქ. №1--ში.

 

მოსარჩელე ვა-–------- შა------- არის ბე–-- შა------ის მეუღლე და მისი პირველი რიგის მემკვიდრე. ბე–-- შა------- გარდაიცვალა 2--- წლის 3-------–-.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ არ არის ამოუწურავი, რის გამოც ყველა ეკომიგრანტის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ იქნება განხორციელებული და კ-ნონმდებელმა პრიორიტეტი მიანიჭა იმ ოჯახებს, რომლებიც მეტად საჭიროებენ განსახლებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ხოლო იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, განხილულ უნდა იქნეს ბოლო ეტაპზე. ამდენად, ვინაიდან ვა-–------- შა------ის და ბე–-- შა------ის ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ჩ------–--ში, მათ საკუთრებაში არსებულ, სტიქიური მოვლენების (მეწყრის) შედეგად დაზიანებულ სახლში იგი ერთი მხრივ, არ ჩაითვლება ეკომიგრანტ ოჯახად და ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, არ ექვემდებარება შესაბამის კომპენსირებას, ხოლო მეორე მხრივ, მოსარჩელე ვა-–------- შა-------ს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი, სადაც იგი ცხოვრობს, რის გამოც საფუძვლიანი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოცემული საკითხის შემდგომ ეტაპზე განხილვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნულ ეტაპზე, მოსარჩელის ოჯახისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კ-ნონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკ-ნონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კ-ნონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკ-ვშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკ-ვოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კ-ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კ-ნონით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1-/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა-–------- შა------ის სარჩელი უსაფუძვლოა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი, ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის გამო, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, იგი შეესაბამება მის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კ-ნონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვა-–------- შა------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 1- დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე დ----- წ--------–-