გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4219-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - დ-----------ა
მოპასუხე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
წარმომადგენელი - ს--–-------------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს მოპასუხეს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დ-----------ას 1--------- წლის განცხადების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა, მისი 1--------- წლის განცხადების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2----–-–----------------–ს დ-----------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და განმარტა, რომ 2----–-–----------------ს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში. აღნიშნულ დღეს ჩანიშნული იყო მის მიმართ სასამართლო სხდომა. დაწესებულების კორპუსის მორიგე ექიმის ნ. კ------–---–ის მიერ ამავე დღის დილას გაცემული იქნა დ-----------ას ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობა მისი სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე დღეს დაწესებულების თანამშრომელმა განუმარტა, რომ სასამართლო მივიდა დაწესებულებაში და მის დასწრებას ითხოვდნენ. დაწესებულების თანამშრომლებმა მას იმავე დღეს მეორედ მიუყვანეს ექიმი ც-----------------–ი, რომელმაც მოგვიანებით გასცა ცნობა, რომ ბრალდებულ დ-----------ას გაეწია დახმარება სიმპტომური წნევის დამწევი და დამამშვიდებელი პრეპარატებით. მოსარჩელემ 2012 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოითხოვა არაობიექტური ცნობის ბათილად ცნობა, რაზეც 2013 წლის 21 თებერვალს განუმარტეს, რომ ცნობა იყო კანონიერი, შედგენილი კომისიური წესით, თუმცა მისთვის არ განუმარტავთ საფუძველი, რაც უფლებას აძლევდა დაწესებულების სამ თანამშრომელს მოეწერა აღნიშნული შინაარსის ცნობაზე ხელი.
დ-----------ამ 2014 წლის 06 თებერვლის განცხადებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში, სთხოვა განმარტება სამედიცინო მომსახურების თაობაზე, კერძოდ: კანონით რეგულირებული ექიმის უფლება-მოვალეობის მიხედვით, რამდენად საკმარისი იყო (ექიმ ნ. კ------–---–ის მიერ შედგენილი ცნობის გათვალისწინებით) ც-----------------–ის ხელმოწერილ ცნობაში მითითებული დახმარება (სრულყოფილების თვალსაზრისით) და იყო თუ არა ექიმ ც-----------------–ის მიერ სავალდებულო ჯერ დიაგნოზის დასმა და ამისათვის სათანადო გამოკვლევის დანიშვნა და შემდგომ მისი გადაადგილებით სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობაზე დასკვნების მიღება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2014 წლის 06 თებერვლის განცხადება - ს/ფ 16-17
3.1.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 10 თებერვალს N0------- წერილით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დ-----------ას განცხადების საფუძველზე სწავლობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მსჯავრდებულ დ-----------ასათვის 2----–-–----------------ს გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს განხილვისათვის გადაუგზავნა დ-----------ას განცხადება, ამასთან, ითხოვა სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და დ-----------ას სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებული ქსეროასლების მიწოდება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 10 თებერვალს N0------- წერილი - ს/ფ 18
3.1.3. 2----–-–-----------------ს დ-----------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა სამინისტროს დაედგინა - 1. ს.ა. დაწესებულებებში იყო თუ არა მის მიმართ გაწეული სათანადო და დროული სამედიცინო მომსახურება წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოცემულ პერიოდში; 2. არის თუ არა 2012 წლის 14 დეკემბრის ს.ა. N8 დაწესებულების მორიგე ექიმის ც. ჭ----------–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა სრულყოფილი და კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში; 3. არის თუ არა ს.ა. N8 დაწესებულების მორიგე ექიმის ც. ჭ----------–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა ფორმა N4-100 სრულყოფილი და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში; 4. არის თუ არა ს.ა. N8 დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის გ--------–---–ის მიერ ხელმოწერილი ცნობა სრულყოფილი და კანონის მოთხოვნასთან შესაბამისობაში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2----–-–----------------ის განცხადება - ს/ფ 20-25
3.1.4. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 16 სექტემბერს N0------- წერილით განმეორებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დ-----------ას განცხადებების საფუძველზე სწავლობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მსჯავრდებულ დ-----------ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს განხილვისათვის გადაუგზავნა დ-----------ას 2----–-–----------------ის განცხადება, ამასთან, ითხოვა სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და დ-----------ას სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის დამოწმებული ქსეროასლების მიწოდება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 16 სექტემბრის N0------- წერილი - ს/ფ 26.
3.1.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–-----------------ის M----------------- წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ დ-----------ას არაერთხელ ჰქონდა მიმართული სამედიცინო დეპარტამენტისათვის და მისი ძირითადი მოთხოვნა იყო პენიტენციური სისტემის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის ბათილად ცნობა. შემდგომში აღნიშნულს დაემატა არაკვალიფიციურად ჩატარებული მკურნალობის საკითხიც, ჯერ ოფთალმოლოგიური, შემდეგ კი ტრავმატოლოგიური კუთხით. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ არაერთხელ იქნა საკითხი შესწავლილი და დ-----------ას არაერთხელ ეცნობა პასუხი.
რაც შეეხებოდა მის მიმართ განხორციელებულ სამედიცინო ინტერვენციების ადეკვატურობას, აღნიშნულის დადგენის მიზნით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნა დ-----------ას მიმართ პენიტენციურ სისტემაში ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადოდ დამოწმებული ასლი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–-----------------ის M----------------- წერილი - ს/ფ 27-28
3.1.6. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–--------------ის N-------- წერილით, ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ რეცენზირების მიზნით გადაეგზავნა დ-----------ას სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ (27 ფურცელი).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–--------------ის N-------- წერილი - ს/ფ 29
3.1.7. 2018 წლის 12 თებერვალს დ-----------ამ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–--------------ის წერილების მეშვეობით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების, მათ შორის მონაცემების უსაფრთხოების კანონიერების შესწავლა. განცხადებაში აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების N2 დანართით წარადგინა მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებულია, როგორც 47 ფურცლად არსებული. განცხადების მოთხოვნები ეხებოდა აღნიშნულ დოკუმენტში 2012 წლის 14 დეკემბრის არასამედიცინო ჩანაწერის კანონიერების შესწავლას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 01 მარტს იხილებოდა დ-----------ასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის დავა, სადაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეს დაერთო სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებული იყო, როგორც 47 ფურცლად არსებული. ამდენად დ-----------ამ მიუთითა, რომ აპარატს გააჩნდა მის მიერ წარდგენილი N------ სამედიცინო ბარათის ორივე ვერსია.
ასევე მიუთითა, რომ ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტმა, 2----–-–-----------------ის წერილის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაცია 27 ფურცლის ოდენობით, დანართის სახით გადასცა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. ამ უკანასკნელმა, კი თავის მხრივ 2----–-–--------------ის წერილის მიხედვით, ის ასევე 27 ფურცლის ოდენობით, რეცენზიისათვის გადასცა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას და წერილის მიხედვით დოკუმენტაცია წარმოადგენდა სამედიცინო N------ ბარათს. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ორივე დოკუმენტი მონაცემების მხრივ იდენტურია, ხოლო ფურცელთა რაოდენობის სხვაობა იმით აიხსნება, რომ დოკუმენტი, რომელიც დამოწმებულია, როგორც 27 ფურცლად არსებული, დოკუმენტის ფურცლების უკანა გვერდების შეიცავს მონაცემებს და ამით კომპენსირდგება სხვაობა. აღნიშნული ორგვერდიანი დოკუმენტის გადაცემა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაგან მოითხოვა 2018 წლის 06 თებერვალს.
ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა მომხდარიყო ზემოთ აღნიშნულ საკითხთა შესწავლა და იმის დადგენა ჰქონდა თუ არა ადგილი მონაცემთა განადგურებას, ან სხვა სახის უკანონო დამუშავებას მონაცემთა დაუცველობის მიმართულებით. ამასთან ითხოვდა ინფორმაციას 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების განხილვის (სამედიცინო ბარათის სახით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შესახებ) ფარგლებში შემდგარი ზეპირი განხილვის მომენტამდე (-----------–--–-- მისთვის იყო თუ არა ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე მოითხოვა ინფორმაცია, 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო ბარათის ფორმის და მონაცემთა გვერდების რაოდენობის შესახებ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ შესწავლილი ყოფილიყო ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–--------------ის წერილების მიხედვით დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის დამუშავების საკითხი მათი კანონთან შესაბამისად დაცულობის და ასეთად გაგზავნის მიმართულებით; მოცემული განცხადების პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობის წინსწრებად მიწოდებოდა წერილობითი ინფორმაცია მის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო N------ ბარათის მონაცემთა შემცველი გვერდების რაოდენობის და ფურცელთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული განცხადების შეტანიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში 2016 წლის 10 თებერვლისთვის ზეპირი განხილვამდე, მისთვის იყო თუ არა აპარატისაგან ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა თუ არა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ-----------ას განცხადება - ს/ფ 34-35
3.1.8. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის M---------------- წერილით დ-----------ას ეცნობა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის მიმართ ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, 2----–-–-----------------ის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში გადაგზავნილი იქნა მატერიალურად, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტაციის მეორე ეგზემპლარი სამედიცინო დეპარტამენტში არ ინახება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის M---------------- წერილი - ს/ფ 38
3.1.9. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N------- წერილით დ-----------ას გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარდგენილი, სათანადო წესით დამოწმებული პაციენტ დ-----------ას ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის (N------) ასლი 27 ფურცლად, რომელიც შედგება 21 ორივე გვერდზე ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან და 6 ერთ გვერდზე ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N------- წერილი - ს/ფ 39
3.1.10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 19 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებით დ-----------ას 2018 წლის 12 თებერვლის განცხადება მიღებული იქნა განსახილველად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 19 თებერვლის N------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 138
3.1.11. დ-----------ამ 2018 წლის 20 თებერვალს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საკითხის შესწავლა ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტისა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, მის მიმართ ნაწარმოებ სამედიცინო ბარათში N------ არსებულ მონაცემთა დაცულობის თაობაზე. იყო თუ არა ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის მიერ კანონიერი გზით მოპოვებული აღნიშნული ბარათი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ-----------ას 2018 წლის 20 თებერვლის განცხადება - ს/ფ 139-140.
3.1.12. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: სააგენტო ამუშავებდა თუ არა დ-----------ას პერსონალურ მონაცემებს ამბულატორიული პაციენტის N------ სამედიცინო ბარათის სახით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითებულიყო რა გზით მოიპოვეს, რა მიზნით და რა საფუძვლით დამუშავდა აღნიშნული დოკუმენტი; სააგენტოში რამდენ ფურცლად არის დაცული N------ სამედიცინო ბარათი და სრულად წარედგინათ აღნიშნული დოკუმენტი. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2----–-–--------------ის წერილით ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ გაეგზავნა N------ სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი 27 ფურცლად. ინსპექტორმა მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ასევე მოითხოვა სააგენტოს 2----–-–--------------ის წერილზე თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილი - ს/ფ 160-161.
3.1.13. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N-------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მოქალაქე დ-----------ას განცხადებების (N-----------------–--–---------------------–--–-) საფუძველზე, მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან, გამოთხოვილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N------ დამოწმებული ასლი, რომელიც 2----–-–-----------------ის M--------------- წერილით გადაეგზავნა რეგულირების სააგენტოს 27 ფურცლად. ასევე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დ-----------ას განცხადებებისა (საჩივრების) და ამბულატორიული სამედიცინო ბარათის N------ ა(ა)იპ ,,ს----------–-----------–---------–--–------------------ისათვის’’ (რეგულირების სააგენტოს გაფორმებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება მომსახურებაზე: ,,საექსპერტო-სარეცენზიო მომსახურება’’) გადაგზავნის სამართლებრივი საფუძველია ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 66-ე, 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის N122/ნ ბრძანების პირველი მუხლის, მე-4 და მე-6 პუნქტები. ასევე გადაეგზავნა სააგენტოში დაცული დ-----------ას ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი 27 ფურცლად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 05 მარტის N-------- წერილი - ს/ფ 47-48
3.1.14. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: სამინისტრო ამუშავებდა თუ არა დ-----------ას პერსონალურ მონაცემებს ამბულატორიული პაციენტის N------ სამედიცინო ბარათის სახით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითებულიყო რა გზით შეგროვდა, რა მიზნით და რა საფუძვლით დამუშავდა აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია; განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სამინისტროს 2----–-–-----------------ის M---------------- წერილით და N15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2017 წლის 01 თებერვლის M-------------- წერილით გაიცა ერთი და იგივე დოკუმენტის, N------ სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლები, თუმცა გაცემული დოკუმენტაცია არ იყო იდენტური, კერძოდ ერთ შემთხვევაში დოკუმენტი გაიცა 27 ფურცლად, ხოლო მეორე შემთხვევაში 47 ფურცლად, ითხოვა განმარტება თუ რა გარემოებებმა გამოიწვია ერთი და იგივე სახის დოკუმენტის განსხვავებული ფორმატით გაცემა და სრულად წარდგენილიყო სამინისტროში დაცული N------ სამედიცინო ბარათის ასლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამედიცინო დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის M---------------- წერილით რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით გადაეცა სააგენტოს N------ სამედიცინო ბარათის ასლი, არსებობის შემთხვევაში წარედგინათ სააგენტოს შესაბამისი წერილის ასლი (რომელიც გამოთხოვილი იქნა სამედიცინო დეპარტამენტიდან) და სამინისტროს 2----–-–-----------------ის M---------------- წერილზე თანდართული დოკუმენტაციის ასლი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 28 თებერვლის P---------------- წერილი - ს/ფ 162-163
3.1.15. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 09 მარტის M---------------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ, ბრალდებულის /მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების ფარგლებში დამუშავდა დ-----------ას განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სახით. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, როგორც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანება.
დ-----------ას მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი 2017 წლის 01 თებერვლის M---------------- წერილით გაიცა 47 ფურცლად, ხოლო იდენტური ინფორმაცია, 2----–-–-----------------ის M----------------- წერილით, ასლის გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაცემულია 27 ფურცლის ოდენობით. ორივე შემთხვევაში დოკუმენტის ასლის დამზადება განხორციელდა დ-----------ას მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დედნიდან, რომელიც წერილის გაცემის მდგომარეობისათვის შედგება 47 ფურცლად. რაც შეეხება 2----–-–-----------------ის M----------------- წერილით დ-----------ას მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში გადაგზავნას, აღნიშნულს საფუძვლად დაედო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2014 წლის 16 სექტემბრის N0------- მიმართვა დ-----------ას განცხადებების საფუძველზე მისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლასთან დაკავშირებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 09 მარტის M---------------- წერილი - ს/ფ 51-52
3.1.16. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 07 მარტის M---------------- წერილით, დ-----------ას ეცნობა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი უფლებამოსილია დაამუშაოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის სახით. აღნიშნულის განხორციელების უფლებამოსილება განსაზღვრულია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, ხოლო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის წარმოების ვალდებულება ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს N01-41/ნ ბრძანებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 07 მარტის M---------------- წერილი - ს/ფ 49-50
3.1.17. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 27 აპრილის M---------------- წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს დ-----------ას საქმეზე ეცნობა, რომ დ-----------ას მიმართ ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის დამოწმებული ასლი (რომელიც 2----–-–-----------------ის N5----- წერილით გადაგზავნილი იქნა სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში) სამედიცინო დეპარტამენტს მატერიალურად მიეწოდა N15 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან.
ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ დ-----------ას მიმართ ნაწარმოები, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი ინახება N15 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის არქივში. აღნიშნული დოკუმენტის შენახვა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საქმეთა ნაერთი ნომენკლატურების შესაბამისად, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების შენახვისათვის განსაზღვრულია 15 წელი.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის წვდომაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშულ პირთა წრე განსაზღვრულია ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის N90 ბრძანების დანართებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს 2018 წლის 27 აპრილის M---------------- წერილი - ს/ფ 53-54
3.1.18. 2018 წლის 03 მაისს დ-----------ამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა პოზიცია, მის მიერ 2018 წლის 12 და 20 თებერვალს წარდგენილი განცხადებების განხილვის ფარგლებში და მოითხოვა საქმის განხილვის ფარგლებში დადგენილი შემდეგი გარემოებები, სამედიცინო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 12 თებერვლის M----------------- მის მიერ მიწოდებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N------ ასლის შესახებ, კერძოდ: როდის, რა გზით და რამდენი გვერდის მონაცემით მიიღო დეპარტამენტმა ბარათი; როდის, რა გზით და რამდენი გვერდის მონაცემით მიაწოდა დ-----------ას დეპარტამენტმა ბარათი; კონკრეტულად რა საშუალებით და სად დამზადდა ის მატერიალურად; ვის მიერ იქნა დამოწმებული ბეჭდით და ვის მიერ იქნა გაკეთებული პირველი გვერდზე და ბარათის ბოლოს უკანა გვერდზე მინაწერი ,,ასლი დედანთან სწორია 27 ფურცლად’’; იყო თუ არა ბარათი დაცული დღიდან დ-----------ას ქსნის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად გაგზავნისა განცხადების გაგზავნის დღემდე სათანადო წესით, აკინძული, დანომრილი და სხვისთვის ხელმიუწვდომელი და რა ვითარებაში გამოჩნდა მას შემდეგ რაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას ვერ მიეწოდა მისი მოთხოვნის საფუძველზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ-----------ას 2018 წლის 03 მაისის განცხადება - ს/ფ 53-54
3.1.19. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- გადაწყვეტილებით დასრულდა დ-----------ას 2018 წლის 12 თებერვლის P---------------- განცხადების განხილვა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 57-70.
3.1.20. 2018 წლის 13 ივნისს დ-----------ამ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების გამეორებით შესწავლა; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განმცხადებლის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განმცხადებლის 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილებით დ-----------ას უარი ეთქვა 2018 წლის 13 ივნისის P---------------- განცხადების განხილვაზე და ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ-----------ას 2018 წლის 13 ივნისის განცხადება - ს/ფ 84-87
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 88-94
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულება“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- და 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ამ კანონის, ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა (შემდგომში - მონაცემთა) დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.
მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (შემდგომ - ინსპექტორი). ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ზომები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვალდებულების არსებობის წინაპირობას წარმოადგენს სადავო საკითხზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს დ-----------ამ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–--------------ის წერილების მეშვეობით განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების დამუშავების, მათ შორის მონაცემების უსაფრთხოების კანონიერების შესწავლა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების N2 დანართით წარადგინა მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში ნაწარმოები ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებულია, როგორც 47 ფურცლად არსებული. განცხადების მოთხოვნები ეხებოდა აღნიშნულ დოკუმენტში 2012 წლის 14 დეკემბრის არასამედიცინო ჩანაწერის კანონიერების შესწავლას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 01 მარტს იხილებოდა დ-----------ასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის დავა, სადაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეს დაერთო სამედიცინო ბარათი N------, რომელიც დამოწმებული იყო, როგორც 47 ფურცლად არსებული. ამდენად დ-----------ამ მიუთითა, რომ აპარატს გააჩნდა მის მიერ წარდგენილი N------ სამედიცინო ბარათის ორივე ვერსია. ასევე მიუთითა, რომ ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტმა, 2----–-–-----------------ის წერილის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაცია 27 ფურცლის ოდენობით, დანართის სახით გადასცა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. ამ უკანასკნელმა, კი თავის მხრივ 2----–-–--------------ის წერილის მიხედვით, ის ასევე 27 ფურცლის ოდენობით, რეცენზიისათვის გადასცა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას და წერილის მიხედვით დოკუმენტაცია წარმოადგენდა სამედიცინო N------ ბარათს. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ორივე დოკუმენტი მონაცემების მხრივ იდენტურია, ხოლო ფურცელთა რაოდენობის სხვაობა იმით აიხსნება, რომ დოკუმენტი, რომელიც დამოწმებულია, როგორც 27 ფურცლად არსებული, დოკუმენტის ფურცლების უკანა გვერდების შეიცავს მონაცემებს და ამით კომპენსირდგება სხვაობა. აღნიშნული ორგვერდიანი დოკუმენტის გადაცემა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაგან მოითხოვა 2018 წლის 06 თებერვალს. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა მომხდარიყო ზემოთ აღნიშნულ საკითხთა შესწავლა და იმის დადგენა ჰქონდა თუ არა ადგილი მონაცემთა განადგურებას, ან სხვა სახის უკანონო დამუშავებას მონაცემთა დაუცველობის მიმართულებით. ამასთან ითხოვდა ინფორმაციას 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადების განხილვის (სამედიცინო ბარათის სახით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შესახებ) ფარგლებში შემდგარი ზეპირი განხილვის მომენტამდე (-----------–--–-- მისთვის იყო თუ არა ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე მოითხოვა ინფორმაცია, 2015 წლის 21 დეკემბრის N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო ბარათის ფორმის და მონაცემთა გვერდების რაოდენობის შესახებ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ შესწავლილი ყოფილიყო ს.ა. სამედიცინო დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–--------------ის წერილების მიხედვით დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის დამუშავების საკითხი მათი კანონთან შესაბამისად დაცულობის და ასეთად გაგზავნის მიმართულებით; მოცემული განცხადების პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობის წინსწრებად მიწოდებოდა წერილობითი ინფორმაცია მის მიერ 2015 წლის 21 დეკემბერს N----- განცხადებით წარდგენილი სამედიცინო N------ ბარათის მონაცემთა შემცველი გვერდების რაოდენობის და ფურცელთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული განცხადების შეტანიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში 2016 წლის 10 თებერვლისთვის ზეპირი განხილვამდე, მისთვის იყო თუ არა აპარატისაგან ცნობილი, ან სხვაგვარად შესაძლოა სცოდნოდა თუ არა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის გამოთხოვა ინსპექტორის აპარატის მიერ არ მოხდებოდა სასჯელაღსრულების შესაბამისი ორგანოდან. ასევე დადგენილია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 19 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებით დ-----------ას 2018 წლის 12 თებერვლის განცხადება მიღებული იქნა განსახილველად.
დ-----------ას 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები და მხოლოდ აღნიშნული შესწავლის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ დ-----------ამ 2----–-–----------------–ს და 0-------------ს განცხადებებით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლა. სააგენტოს გაეგზავნა განმცხადებლის სამედიცინო ბარათი 27 (ოცდაშვიდ) ფურცლად, 22 (ოცდაორი) ფურცელი იყო ორივე გვერდზე ინფორმაციის მატარებელი, ხოლო ხუთი ფურცელი ინფორმაციას მხოლოდ ერთ გვერდზე ასახავდა, ხოლო სამინისტროსაგან მიღებული სამედიცინო ბარათი 2----–-–--------------ის წერილით, 27 ფურცლად გადაეგზავნა ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ას“ საექსპერტო დასკვნის მიღების მიზნით. ინსპექტორმა ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლის სამედიცინო ბარათი დამუშავდა დ-----------ას პირადი საქმის წარმოების ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ N15 დაწესებულება წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებას, მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ამდენად, სამინისტროს მიერ დაწესებულებაში დაცული სამედიცინო ბარათის დაწესებულებიდან გამოთხოვა და N15 დაწესებულების მიერ სამედიცინო ბარათის სამინისტროსათვის მიწოდება, არ წარმოადგენდა მონაცემთა გადაცემას, ვინაიდან მონაცემი დამუშავდა შიდაუწყებრივ სისტემაში.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; ამდენად მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას შეფასებული იქნა იყო თუ არა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხემ მიუთითა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენდა მნიშვნელოვან რგოლს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და მას ეკისრა მთელი რიგი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რაც მოიცავდა მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მათთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმებას და კონტროლს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიუთითა, რომ სააგენტოს მიერ დ-----------ას სამედიცინო ბარათის გამოთხოვა და სამინისტროს მხრიდან აღნიშნული სამედიცინო ბარათის ასლის გადაცემა ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვასა და ფუნქციონირებას. ამდენად, მოპასუხემ დაადგინა, რომ სამინისტრის მიერ სამედიცინო ბარათის სააგენტოსათვის გადაცემა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში, რაც სასამართლოსაც კანონიერად მიაჩნია.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ, 2----–-–--------------ის წერილით დ-----------ას სამედიცინო ბარათის ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ისათვის“ გადაცემას: სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ექიმის მიმართ პაციენტის ან მისი ახლობლის საჩივარი სამინისტროს შესაბამისი საბჭოს მიერ განხილვამდე დასკვნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციას (ასოციაციებს).
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ა“ წარმოადგენდა ორგანიზაცია, რომელიც, სააგენტოსთან ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიზნებისათვის და დაკვეთით ახორციელებდა სამედიცინო დოკუმენრის კლინიკურ შეფასებას. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტო წარმოადგენდა მონაცემთა დამმუშავებელს, ხოლო ა(ა)იპ „ს----------–-----------–---------–--–------------------ა“ უფლებამოსილ პირს, ვინაიდან მან სააგენტოს მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის დაამუშავა დ-----------ას სამედიცინო ბარათის ასლი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა პირმა მონაცემები უნდა დაამუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირს მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის ზომების მიღების ვალდებულება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა ზემოთ აღნიშული კანონის მოთხოვნები, ვინაიდან სააგენტოსა და ა(ა)იპ ,,ს----------–-----------–---------–--–------------------ას’’ შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დათქმას მომსახურების გაწევის ფარგლებში გაცემული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების თაობაზე, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან სამართალდარღვევის ჩადენიდან გასული იყო ორ თვეზე მეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ვერ დააკისრა სააგენტოს ზემოთ აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ხანდაზმულობის გამო.
რაც შეეხება 2017 წლის 20 იანვარს წერილს, რომლითაც დ-----------ამ მოითხოვა მისი სამედიცინო ბარათის ასლი და სამინისტროს 2017 წლის 01 თებერვალს M-------------- წერილით მოსარჩელეს გაეცა სამედიცინო ბარათის ასლი. მოპასუხემ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ სამინისტროს მხრიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის სამედიცინო ბარათის სრული სახით განზრახ მიუწოდებლობა, ვინაიდან იმ ორ ფურცელს, რომელსაც არ შეიცავდა 2017 წლის 01 თებერვლის წერილით განმცხადებლისათვის მიწოდებული სამედიცინო ბარათის ასლი, არ ჰქონდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმა, რამაც შესაძლოა გამოიწვია ასლის გადამღების მიერ შეცდომის დაშვება. ამდენად, მოპასუხის მიერ დადგენილ იქნა, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ხარვეზიან შესრულებას. ამასთან მოპასუხემ დაადგინა, რომ დ-----------ას სამედიცინო ბარათის ასლი 49 ფურცლად შინაარსობრივად იდენტური იყო სამინისტროს მიერ გაცემულ 27 ფურცლად გადაღებულ სამედიცინო ბართთან.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ იგი არ მონაწილეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ჩატარებულ სხდომაზე, ვინაიდან მისთვის არ შეუტყობინებიათ, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, სასამართლო მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი, განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია დანიშნოს და ჩაატაროს განცხადების ზეპირი განხილვა ამ დებულების მე‑11 მუხლით დადგენილი წესით. ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მონაცემთა სუბიექტს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს, საჭიროების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პირებს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ინსპექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს ან იღებს გადაწყვეტილებას შენიშვნის უარყოფის შესახებ.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იმ შემთხვევაში თუ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგენდა ზეპირ მოსმენას, ვალდებული იყო სხდომაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა მოსარჩელისათვისაც და აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან საქმის წარმოების პროცედურულ დარღვევას, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დ-----------ას გადაეცა (სარჩელს ერთვის) ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, რომელზედაც მას შენიშვნები არ წარუდგენია, ასევე მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა სადავო აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში მიეთითებინა ყველა ის გარემოება, რაც შესაძლოა მისი ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო და რაზეც არსებითად ისჯელა სასამართლომ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის იმ შემთხვევაში უშვებს პროცედურული დარღვევის საფუძვლით აქტის ბათილობის შესაძლებლობას, თუ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად მითითება პროცედურულ დარღვევაზე ვერ გახდება სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:
2018 წლის 13 ივნისს დ-----------ამ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების გამეორებით შესწავლა; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ განმცხადებლის 2018 წლის 20 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განმცხადებლის 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილებით დ-----------ას განემარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობაც არსებობდა და რომელიც არ იყო გაუქმებული, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შეფასება კი სცდებოდა ინსპექტორის კომპეტენციას, ასევე არ არსებობდა ამ ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა განცხადების განმეორებით განხილვის შესაძლებლობაც. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ თუ მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა მასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას, ასეთ შემთხვევაში შეეძლო მიემარათა სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
სადავო გადაწყვეტილებით დ-----------ას ასევე განემარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- გადაწყვეტილება შეიცავდა მითითებას მისი სამედიცინო ბარათის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე. ამასთან, 2018 წლის 20 თებერვლის წერილის და სამინისტროს 2018 წლის 27 მარტის საპასუხო წერილის გათვალისწინებით, სამინისტროს მხრიდან არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი.
ამავე სადავო გადაწყვეტილებით დ-----------ას 2018 წლის 21 მაისის წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განემარტა, რომ არსებული მდგომარეობით, ინსპექტორი განიხილავდა დ-----------ას ანალოგიური შინაარსის განცხადებას. კერძოდ, ინსპექტორის 2018 წლის 14 ივნისის Nგ----------- გადაწყვეტილებით განსახილველად იქნა მიღებული დ-----------ას განცხადება, რომელიც შეეხებოდა მათ შორის სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 მაისის განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის მიუწოდებლობას. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებული იყო და ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას განმეორებით განსახილველად მიეღო იდენტური შინაარსის განცხადება.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 07 მაისის Nგ-1--------- და 2018 წლის 18 ივნისის Nგ-1--------- გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები, ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მოსარჩელის 2018 წლის 12 თებერვლის განცხადების სრულყოფილი და ობიექტური განხილვის, მისი 2018 წლის 13 ივნისის განცხადების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, შესაბამისად, დ-----------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი