განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
010100118002388879
დავის ტიპი
236 3 , 236 2
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002388879

1-334/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა----–--- წ---------

ბრალდებული - გ--------------–-ძე

ადვოკატი - რ-----------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N171280218005

ბრალდებული: გ--------------–-ძე

მამის სახელი: ო------

დაბადებული: 15.05.1---

მოქალაქეობა: ს----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–----------------------------------------------------------–----–------------------–-----------–----–----------------–-----–------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--------------–-ძემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და მის ხელთ არსებულ ხელჩანთაში ინახავდა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოსაყენებლად ვარგის ქარხნული წესით დამზადებულ 7, 62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს "AKMC" მოდელის N SV8618 კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და 36 ვაზნას- გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას. აღნიშნულ ნივთებს გ--------------–-ძე უკანონოდ ატარებდა ქ.ბათუმში, მანამ სანამ არ იქნა ამოღებული მისი პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 28 თებერვალს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება.

 

2018 წლის 28 თებერვალს ჩატარებული გ--------------–-ძის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენლია, რომ გ--------------–-ძის ჩხრეკა დაიწყო 22:40 საათზე, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ბათუმი ტბეთის ქუჩა N14 მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო ჩაატარა და ჩხრეკის ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ჯ----------–---მ. ჩხრეკის შედეგად გ--------------–-ძის ხელთ არსებულ სავი ფერის მოზრდილი ზომის ჩანთაში აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც მოთავსებული იყო 15 (თხუთმეტი) ცალი ვაზნა, ამავე ჩანთის გვერდითა სათავსოდან ამოღებული იქნა ქაღალდში და პოლიეთილენის პაკეტში გახვეული 21 (ოცდაერთი) ცალი ვაზნა, ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი ხელჩანთა, რომელთაგან ერთ-ერთი არის შავი ფერის მოზრდილი ზომის ნაცრისფერი ჩანთა, ასევე ამოღებული იქნა ტანისამოსი, პირადი ჰიგიენის ნივთები „SONY” -ს ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც დევს 185 ლარი და 20 თეთრი. იარაღის მსგავსი საგნიდან და მჭიდიდან ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით აღებულ იქნა ანაწმენდი. ამოღებული იარაღის მსგავსი საგანი, მჭიდი და ვაზნები და სხვა ნივთები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს პოლიციელებმა ლ-–-----–------------------------------------------------------------------------------------------------–--ემ. ჩხრეკისას მოხდა ფოტოგრაფირება. ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე გ--------------–-ძემ უარი განაცხადა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ პირები ვინც მონაწილეობა მიიღო ჩხრეკასა და ამოღებაში. მოწმეებმა ჯ----------–---მ, ლ-–-----–--ემ, მ---------------ემ, ზ------------იძემ, ბ--------------ემ და ე------------–-ძემ სრულად დაადასტურეს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანზე, ერთ ცალი მჭიდზე, რომელშიც მოთავსებული იყო 15 (თხუთმეტი) ცალი ვაზნა დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც N 21/ბ დასკვნით დაადგინა, რომ იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის „AKMC” - მოდელის N SV8618 კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

 

36 (ოცდათექვსმეტი) ვაზნა, არის ქარხუნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვანზნები, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის- „AK-47”,”AKC-47”, “AKM”,”AKMC”, “AKMCY” კარაბინისთვის “CKC”, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის ,, РПДБ“, ”РПК“. ოცდათექვსმეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტმა რ--------ემ

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა შედეგები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა ექსპერტმა რ-----------ძემ.

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივი- გამომძიებელმა ავთანდილ გოგიაშვილმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას გ--------------–-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ შედგენილია საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები, ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს. ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი ხელმოწერებიცაა დაფიქსირებული ოქმებზე.

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივი- გამომძიებელ ჯემალ ცეცხლაძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მიიღო ინფორმაცია გ--------------–-ძეს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის შენახვას და ტარების თაობაზედ. ინფორმაციის თაობაზედ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხული ზ-----------–---ძის ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ მუშაობდა ტაქსით. საღამოს საათებში დაახლოებით 21:30 სთ-ზე მასთან მივიდა ახალგაზრდა გ--------------–-ძე, რომელსაც თან ჰქონდა ორი ჩანთა. ერთი ჩანთა იყო ე.წ ზურგ ჩანთა. გ. მამულაძემ სთხოვა გაყვანა ე.წ ბენზეს დასახლებაში. ქარცივაძემ მას განუმარტა, რომ უნდა წასულიყო შემოვლითი გზით და ამ მომსახურეობაში მოსთხოვა 6 ლარი რაზედაც მამულაძე დასთანხმდა. ბენზეს დასახლებაში გასვლის შემდეგ მამულაძემ გააჩერებინა მანქანა გზაზე, გადავიდა მანქანიდან და თან გადაიტანა ხსენებული ჩანთები. სწორედ ამ დროს მამულაძესთან მივიდნენ პოლიციელები. თვითონ ზ-----------–---ძე იქ აღარ გაჩერებულა მოატრიალა მანქანა და წავიდა. მომხდარის გამო პოლიციელებმა დაიბარეს პოლიციაში დაკითხვის მიზნით.

 

სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ გ--------------–-ძეს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, შეძენის შენახვის და ტარების თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას უკანონოდ ატარებს თუ არა საჭიროა ერთი პირობის არსებობა, კერძოდ - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება ნებადართული უნდა იყოს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------------–-ძემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის-მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ გ--------------–-ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა გ--------------–-ძემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--------------–-ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

გ--------------–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, გ--------------–-ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------–-ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

გ--------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 01 მარტიდან

 

გ--------------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - ავტომატი, ვაზნები, მჭიდი ერთ პაკეტად - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი