გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19129-18
გადაწყვეტილება
ს----------–ოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ო“
წარმომადგენელი - ი-----–- დ-------ა, თ---------- ხ-----–--
მოპასუხე - ჯ------- ლ------
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ჯ------- ლ------სათვის სს „ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ სასარგებლოდ საკრედიტო დავალიანების 8885.44 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ოსა“ და მოპასუხე ჯ------- ლ-----ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0---------, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა 7500 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 14%-ის დარიცხვით. 2017 წლის 02 ნოემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საბანკო სესხის ხელშეკრულება №--------, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი ლიმიტით 500 ლარი, წლიური 24 % დარიცხვით, გარდა ნაღდი ფულის სახით სესხის თანხის ბანკომატის საშუალებით მიღებისა, რომლით სარგებლობისათვისაც მსესხებელი უხდის ბანკს ფიქსირებულ წლიურ საპროცენტო სარგებელს 28%-ის ოდენობით.
სესხის დაფარვის და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.3.1 და 5.3.2 პუნქტები და საბანკო სესხის ხელშეკრულების 9-ე პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას.
მოპასუხე ჯ------- ლ-----მა დაარღვია საბანკო კრედიტისა და საბანკო სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. სესხების გაცემიდან დღემდე არ ფიქსირდება გადახდა სესხების დასაფარად.
ბანკმა 2018 წლის 02 აპრილს ცალმხრივად შეწყვიტა მსესხებელთან გაფორმებული ყველა საკრედიტო ხელშეკრულება. მოსარჩელემ გააფრთხილა მოპასუხე არსებული საკრედიტო დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
№0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო დავალიანება შეადგენს 8231.16 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 7500.00 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 442.68, ლარი, პირგასამტეხლო - 288.48 ლარი.
№-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო დავალიანება შეადგენს 654.28 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 498.80 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 64.76 ლარი, პირგასამტეხლო - 90.72 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეიცვალა პოზიცია და ცნო სარჩელი სესხის ძირი თანხების ნაწილში (იხ, 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:24:08-14:26:59).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 30 ოქტომბერს სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ოსა“ და მოპასუხე ჯ------- ლ-----ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0---------, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე გასცა 7500 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 14%-ის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ სესხის გადახდის გრაფიკზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.3.1 და 5.3.2 პუნქტების თანახმად, კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში და კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო შესაბამისად ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ვადაგადაცილებული საპროცენტო სარგებლის 0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. 2017 წლის 02 ნოემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო სესხის ხელშეკრულება №--------, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი ლიმიტით 500 ლარი, წლიური 24 % დარიცხვით, გარდა ნაღდი ფულის სახით სესხის თანხის ბანკომატის საშუალებით მიღებისა, რომლით სარგებლობისათვისაც მსესხებელი უხდის ბანკს ფიქსირებულ წლიურ საპროცენტო სარგებელს 28%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე- 4 პუნქტით განისაზღვრა სესხის ვადა: სესხით სარგებლობის ვადა დაიწყებოდა მსესხებლის მიერ საბანკო სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების 1.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოპერაციების შესრულების დღიდან და დამთავრდებოდა ბ----ს მიმართ არსებული სასესხო დავალიანების სრული თანხის დაფარვით თარიღით. ამასთან, სესხი ვადა არ უნდა ყოფილიყო საკრედიტო ლიმიტის ვადაზე მეტი, რაც დგინდებოდა ბარათის მოქმედების ვადის მიხედვით - 2 წელი და იყოფოდა თანაბარ პერიოდებად, რომელიც უტოლდებოდა ერთ თვეს.
სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების 1.2 პუნქტის თანახმად, სესხი ჩაითვლებოდა გაცემულად მსესხებლის მიერ ბარათის გააქტიურების/პირველი გასავლის საბარათე ოპერაციის განხორციელების მომენტში.
საბანკო სესხის ხელშეკრულების მე-9 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას სესხის დაფარვის და სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი ერთჯერადად გადაუხდიდა ბანკს პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ან/და სესხზე დარიცხული სარგებლის ვადაგადაცილებული დავალიანების თანხის წლიური 36%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-2-).
საბანკო სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-27).
3.1.3. ჯ------- ლ-----ს სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ წინაშე 2018 წლის 22 ი----ის მდგომარეობით №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება ძირითადი დავალიანება 7500,00 ლარი. აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 42).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:24:08-14:26:59).
3.1.3. ჯ------- ლ-----ს სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ წინაშე 2018 წლის 22 ი----ის მდგომარეობით №-------- საბანკო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება ძირითადი დავალიანება 498,80 ლარი. აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებსს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 42).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:24:08-14:26:59).
3.1.4. №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 8.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდოდა ძალაში სასამართლოს მიერ ბ----ს სარჩელის დაკმაყოფილებისთანავე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-2-).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ სადავო გახადა დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ------- ლ-----ს №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 22 ი----ის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება პროცენტის სახით - 442.68 ლარი, პირგასამტეხლოს სახით - 288.48 ლარი.
ჯ------- ლ-----ს №-------- საბანკო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 22 ი----ის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება პროცენტის სახით - 64.76 ლარი, პირგასამტეხლო - 90.72 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე. 268-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ოსა“ და ჯ------- ლ-----ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. დადგენილია, რომ მსესხებელმა ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, ბ---- უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხებიდან 7500,00 ლარისა და 498,80 ლარის დაბრუნება.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხების 7500,00 ლარისა და 498,80 ლარის ნაწილში.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი სს “ხ--–-- ბ---- ს----------–ო“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 442,68 ლარისა და 64,76 ლარის გადახდა.
6.3. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 62--ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხები ხელშეკრულებებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელს ჯ------- ლ-----ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და საბანკო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს ბ----ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 288,48 ლარისა და 90,72 ლარის გადახდა, რაც არ არის შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხებთან (7500,00 ლარი და 498,80 ლარი) მიმართებით.
6.4. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 8.5 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდოდა ძალაში სასამართლოს მიერ ბ----ს სარჩელის დაკმაყოფილებისთანავე.
შესაბამისად, სს „ხ--–-- ბ---- ს----------–ო“ უფლებამოსილია მოითხოვოს გაფორმებული №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაუყოვნებლივ აღსრულება, კერძოდ, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 30 ოქტომბრის №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8231,16 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხემ სარჩელი ცნო 7998,8 ლარის ნაწილში, რა ოდენობის შესაბამისი ბაჟი - 239.96 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 27.03 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 2-7-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ჯ------- ლ-----ს სს „ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 8885.44 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს 2017 წლის 30 ოქტომბრის №0--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8231,16 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
4. დაეკისროს მოპასუხე ჯ------- ლ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების მიზნით 27.03 ლარის გადახდა.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ხ--–-- ბ---- ს----------–ოს“ მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 2- ი----ს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 267 ლარიდან - 239.96 ლარი.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე