განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002579952
1/74-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა-–-------- ქ------ის ძე ა-–--------ოვი (დაბადებული 196--–-–------------–ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 3---------- ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: საგარეჯოს რაიონი სოფელი თ---–----);
ადვოკატი: არჩილ ბერიანიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის მაისის ბოლოს ა-–-------- ა-–--------ოვი უკანონოდ შევიდა, კოოპერატივ „გ-----“-ის მიერ, შ-----–--- მ--------ისათვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში, მდებარე ნინოწმინდის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე (ს/კ 65.07.31.0--) შეიყვანა საკუთარი საქონელი და მოაწყო საზაფხულო ბინა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი უფლება და შ-----–--- მ--------ის მიერ გაფრთხილებული იყო, არ შესულიყო შ-----–--- მ--------ისათვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში და არ შეეყვანა საკუთარი საქონელი. ამასთანავე, ა-–-------- ა-–--------ოვი მიუხედავად გაფრთხილებისა დატოვოს უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთი, შ-----–--- მ--------ს მაინც არ აძლევს უფლებას შევიდეს მასზე იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში და დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებითა და მოკვლით, იმ შემთხვევაში თუ დააპირებდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესვლას. ა-–-------- ა-–--------ოვის ქმედებით როგორც კოოპერატივ „გ-----“-ს, ასევე შ-----–--- მ--------ს ადგებათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ირღვევა მათი მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. ნინოწმინდის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი (საზაფხულო საძოვარი) (ს/კ 65.07.31.0--) საკუთრების უფლებით ეკუთვნის კოოპერატივ „გ-----“-ს
აღნიშნული მიწის ნაკვეთი კოოპერატივ „გ-----“-ის მიერ იჯარით გადაცემულია შ-----–--- მ--------ისათვის.
მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენება, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, მიმართვის წერილები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კოოპერატივ „გ-----“-ს შორის მიწის ნაკვეთის ოჯარის ხელშეკრულება, კოოპერატივ „გ-----“-ს და შ-----–--- მ--------ს შორის მიწის ნაკვეთის ოჯარის ხელშეკრულება
2.1.2. 2018 წლის მაისის ბოლოს ა-–-------- ა-–--------ოვი შევიდა, მითითებულ მიწის ნაკვეთში, საზაფხულო საძოვრებზე (ს/კ 65.07.31.0--), შეიყვანა საკუთარი საქონელი და მოაწყო საზაფხულო ბინა. ამასთან, მას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთის მიმართ.
შ-----–--- მ--------ის მიერ ბრალდებული გაფრთხილებული იყო, რომ არ შესულიყო შ-----–--- მ--------ისათვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში და არ შეეყვანა საკუთარი საქონელი. ა-–-------- ა-–--------ოვი მიუხედავად გაფრთხილებისა, დატოვოს უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთი, შ-----–--- მ--------ს მაინც არ აძლევს უფლებას შევიდეს მასზე იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში და დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებითა და მოკვლით, იმ შემთხვევაში თუ დააპირებდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესვლას.
მტკიცებულებები: დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენება; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, მიწის ნაკვეთის (ს/კ 65.07.31.0--) დათვალიერების ოქმი, აუდიოჩანაწერების დათვალიერების ოქმი.
2.1.3. ა-–-------- ა-–--------ოვის ქმედებით როგორც კოოპერატივ „გ-----“-ს, ასევე შ-----–--- მ--------ს ადგებათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ირღვევა მათი მფლობელობის ხელშეუხებლობა.
მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენება, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–-------- ა-–--------ოვმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ა-–-----------–-–---–ის, პ------------------ის, თ--------------ის, ა-–-------- ა-–--------ოვის, შ-----–--- მ--------ის, ბ--------- მ--------ის, ვ----------------ის ჩვენებები, მიწის ნაკვეთის (ს/კ 65.07.31.0--) დათვალიერების ოქმი, აუდიოჩანაწერების დათვალიერების ოქმი, მიმართვის წერილები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან და ქონების ეროვნულ სააგენტოდან, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-–-------- ა-–--------ოვის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-------- ა-–--------ოვის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს - ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის ბოლოს ა-–-------- ა-–--------ოვი მიუხედავად გაფრთხილებისა უკანონოდ შევიდა, კოოპერატივ „გ-----“-ის მიერ, შ-----–--- მ--------ისათვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში, მდებარე ნინოწმინდის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე (ს/კ 65.07.31.0--), შეიყვანა საკუთარი საქონელი და მოაწყო საზაფხულო ბინა და შ-----–--- მ--------ს არ აძლევს უფლებას შევიდეს მასზე იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთში. რის გამოც როგორც კოოპერატივ „გ-----“-ს, ასევე შ-----–--- მ--------ს ადგებათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ირღვევა მათი მფლობელობის ხელშეუხებლობა.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა-–-------- ა-–--------ოვის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, ხოლო კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ბრალდებული ამჟამად არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია, შერიგებული არიან.
4.3. თუმცა ბრალდებული წარსულში 2016 წელს ნასამართლევია საქ. სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებურად უკანონოდ დაიკავა სხვისი საძოვარი), ანუ ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, მაშინ დანაშაული პირველად არა აქვს ჩადენილი, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, საქმიანობასთან დაკავშირებით აქვს საკმაოდ დიდი ვალები და ითხოვა მინიმალური ოდენობით ჯარიმის შეფარდება.
5.3.1. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. 4.1. და 4.2..) სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ჯარიმა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა, ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
5.3.2. გამომდინარე იქიდან, რომ ჩადენილი დანაშაული დაკავშირებულია ბრალდებულის საქმიანობასთან (ბიზნესთან), ამასთან ფაქტობრივად ატარებს ძალადობრივი ხასიათს, რაც საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედებაა; მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (გააჩნია სოფლის მეურენობის საკმაოდ დიდი ბიზნესი), ასევე რომ გადახდილი აქვს გირაო 8000 ლარის ოდენობით; სასამართლო მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს 8000 (რვა ათას) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–-------- ა-–--------ოვი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
2. ა-–-------- ა-–--------ოვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ორი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს მოცემულ საქმესთან საქმის შენახვის ვადით;
4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან