გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.07.2018
საქმის ნომერი
330310018002324450
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1213-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - ეთ-------------–-–---–ი;

წარმომადგენელი - მე--------------ე;

 

მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო;

წარმომადგენელი - ირ--------------–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- სხდომის ოქმის მე-11 საკითხად მიღებული გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მან წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ 1200 კვ.მ მიწის

 

ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილ----------–-----–----------–---ხვევი, საკუთრების უფლების აღიარება. საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ ნაკვეთი მოქცეული იყო თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრებში, ს.კ. 0---------------. კომისიის შუალედური გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ თუკი მოხდებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისგან გამოთავისუფლება, კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 08.07.2015 წლის N-------- წერილით აცნობა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 07.03.2016 წლის N------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 04.12.2015 წლის N- სხდომის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება მუნიციპალიტეტის ქონების კორექტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ოქმისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2017 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/2835-16), ბათილად იქნა ცნობილი 04.12.2015 წლის N- სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველმა კომისიამ კვლავ მიზანშეუწონლად მიიჩნია საზღვრების კორექტირების საკითხი და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ,,არ იქნა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რაც არგუმენტირებულად დაასაბუთებდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების აუცილებლობას ან მიზანშეწონილებას.’’ ამასთანავე, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება-კორექტირებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს28.06.2016 წლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ. 0--------------- უძრავი ქონება გაიმიჯნა ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0--------------- ერთეულებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიამ 18.07.2017 წელს სხდომაზე განიხილა ს.კ. 0--------------- უძრავი ქონების კორექტირების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რაც არგუმენტირებულად დაასაბუთებდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების აუცილებლობას და მიზანშეწონილებას, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება (ოქმი N--).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, კახ--------------–--–----------------ს’’ მიმდებარედ, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 85002 კვ.მ, საკუთრების უფლებით 27.03.2008/ წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.06.2012 წელი (ს.ფ. 90)

 

3.1.2. თეიმურაზ ბაღაშვილის, ზაალ ბულბულაშვილის და ლალი მიქელაძის განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ეთ-------------–-–---–ი 1978 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, ფართით 1200 კვ.მ, განაშენიანებით, მდებარე თბი-–----------–-----–-------–----ვევი / რძის კო--------------------–-------------------------------იაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თეიმურაზ ბაღაშვილის, ზაალ ბულბულაშვილის და ლალი მიქელაძის განცხადება (ს.ფ. 87);

 

3.1.3. სა---------–--------------------------------------–-ის 06.10.2014 წლის N06------------ წერილით ეთე------------–-–--ლს ეცნობა, რომ ქ. თბი-–----------–-----–-------–----ვევზე მდებარე მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის N--- დადგენილებით განსაზღვრულ დაცვის ზონებში. შესაბამისად, აღნიშნული ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციაზე, ასევე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებაზე სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის’’ მხრიდან ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა---------–--------------------------------------–-ის 06.10.2014 წლის N06------------ წერილი (ს.ფ. 92);

 

3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.07.2015 წლის N-------- მიმართვით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N-------- განცხადებით მიმართა ეთ-------------–-–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მის მფლობელობაში არსებულ 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (თვ--–-----–-------–-----ევი), რომელიც მოექცევა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრებში (ს.კ. 0---------------). 09/06/2015 წელს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ N--- ოქმით განიხილა აღნიშნული

 

განცხადება და მიიღო შუალედური გადაწყვეტილება საკითხის გადადების შესახებ, მისი უკეთ შესწავლის მიზნით. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ თუ მის მიერ მოხდება მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება რეგისტრაციიდან, კომისიას მიეცემა შესაძლებლობა დააკმაყოფილოს ეთე-----------–-–--ლის მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.07.2015.წ. N-------- მიმართვა (ს.ფ. 88);

 

3.1.5. ეთ-------------–-–---–მა 27.10.2015 წელს განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბი-–----------–-----–-------–----ვევში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ეთ-------------–-–---–ის 27.10.2015 წლის განცხადება (ს.ფ. 95);

 

3.1.6. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.11.2015 წლის N Q-------- გადაწყვეტილების (განხილვის საგანი: თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაფარვა) მიხედვით, განცხადებაში დასმული საკითხი განხილულ იქნა წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების საზღვრების კორექტირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.11.2015 წ. NQ-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 84);

 

3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2017 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/2835-16), ეთ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 04.12.2015 წლის N- სხდომის ოქმი ეთ-------------–-–---–ის მოთხოვნის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2017 წლის გადაწყვეტილება (საქმე N3/2835-16) (ს.ფ. 13-23);

 

3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 18.08.2017 წლის სხდომის N-- ოქმის მიხედვით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია

 

მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 18.08.2017 წ. სხდომის N-- ოქმი (ს.ფ. 37-39);

 

3.1.9. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.01.2018 წლის N-1-0---------- წერილით ეთ-------------–-–---–ს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2017 წლის გადაწყვეტილების (საქმე N3/2835-16) შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოში შექმნილმა კომისიამ განმეორებით განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0---------------) საზღვრების კორექტირების საკიხი და 18.07.2017 წლის სხდომის N-- ოქმის თანახმად, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, ვინაიდან არ იქნა წარდგენილი ისეთი დამატებითი დოკუმენტაცია, რაც არგუმენტირებულად დაასაბუთებდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების აუცილებლობას და მიზანშეწონილობას. ამავე წერილით ადრესატს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს დებულებით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას ერთპირვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ეთ-------------–-–---–ის განცხადებაზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.01.2018 წლის N-1-0---------- წერილი (ს.ფ. 24)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ეთ-------------–-–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ'' N 2-------- განკარგულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- სხდომის ოქმი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ'' 2015 წლის 10 ივნისის N 2-------- განკარგულებას, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულ იქნა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი, კერძოდ, კომისია კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების შესახებ (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად) დაინტერესებულ პირის/პირთა განცხადებებს დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში. კომისია თავის ფუნქციების განხორციელებისას საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე უფლებამოსილია კონსულტაციის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები და სპეციალისტები. წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კი უფლებამოსილია მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან გაუქმებაზე უარის თქმის, ასევე უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების ან ცვლილება-კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც მზადდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების პროექტი და წარედგინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას განსახილველად.

 

განსახილველ შემთხვევაში 2012 წლის 15 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დგინდება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, კახ--------------–--–----------------ს’’ მიმდებარედ, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 85002 კვ.მ, საკუთრების უფლებით 27.03.2008/ წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/2835-16), ეთ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 04.12.2015 წლის N- სხდომის ოქმი ეთ-------------–-–---–ის მოთხოვნის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიამ თავიდან განიხილა ეთ-------------–-–---–ის განცხადება. კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 08 ივლისის N-------- მიმართვით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N-------- განცხადებით მიმართა ეთ-------------–-–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მის მფლობელობაში არსებულ 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (თვ--–-----–-------–-----ევი), რომელიც ექცევა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრებში (ს.კ. 0---------------). 2015 წლის 09 საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ N--- ოქმით განიხილა აღნიშნული განცხადება და მიიღო შუალედური გადაწყვეტილება საკითხის გადადების შესახებ, მისი უკეთ შესწავლის მიზნით. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ თუ მის მიერ მოხდება მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება რეგისტრაციიდან, კომისიას მიეცემა შესაძლებლობა დააკმაყოფილოს ეთე-----------–-–--ლის მოთხოვნა.

 

სარჩელის შინაარსით და მოსარჩელის განმრტებით დგინდება, რომ მისი მიზანი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაა, თუმცა სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიღებაც სხვა ორგანოს - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” კომპეტენციაში შედის. ამასთან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასეთი მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევისათვის კანონით დადგენილია სპეციალური მოთხოვნები.

 

მოსარჩელე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მისი ინტერესის სფეროში შემავალი უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად არსებობის ფაქტი, კომისიის მხრიდან გამორიცხავს თვითნებურად დაკავებულ აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

 

6.3. სამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ თავიდან განიხილა ეთ-------------–-–---–ის განცხადება და მიუთითა, რომ ვინაიდან სხდომაზე არ იქნა წარდგენილი რაიმე ისეთი დამატებითი დოკუმენტაცია, რაც არგუმენტირებულად დაასაბუთებდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების აუცილებლობას, შესაბამისად კომისიამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

 

6.4. ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიამ თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკამაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეთ-------------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოთხოვნაც მოპასუხე მხარეზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ეთ-------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ეთ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი