გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 2/28649-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „ბ----------“
წარმომადგენელი ა------–---
მოპასუხეები ი---------–---–---–-, ქე-----------–---–---–-,ზა-----------, ნა----–--------–---–-
დავის საგანი საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის
ხელშეკრულებებიდან გამომდინარე
დავალიანების გადახდევინება,იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეების ი---------–---–---–-სა და ნა----–--------–---–-სათვის სოლიდარულად მოსარჩელე სს „ბ----------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 33 941.06 ლარის, პროცენტის 2537.68 ლარისა და ჯარიმის 7215.13 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. თავდების ნა----–--------–---–-ს პასუხისმგებლობის მოცულობის განსაზღვრა 30 000 აშშ დოლარით.
1.3. დავალიანების ამოღება მოხდეს პირველ რიგში: ზ-----------ის, ი---------–---–---–-სა და ქე-----------–---–---–-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე, უძრავი ქონება მონაცემებით: ქ. თბილისი, გ-–------------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0-----------.0---0--0---
1.4. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეს მოპასუხეების ი---------–---–---–-სა და ნა----–--------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
სს „ბ-----------“ და ივ--------–---–--ლს შორის 2014 წლის 07 აპრილს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2-----------------------------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 40 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის -13.7%-ის დარიცხვით, ვადით: 04/07/2014-დან 04/07/2024 -მდე. პირგასამტეხლო ვადადაგაცილებისათვის: მიმდინარე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგაცილებული დღისათვის, მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ყოველი თვის 2 რიცხვში 618 ლარის გადახდით. მოპასუხე პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრაფიკს, 2017 წლის 18 სექტემბერს მან შეიტანა ანგარიშზე თანხა, თუმცა იგი არ იყო საკმარისი ვადაგადაცილებული დავალიანების სრულად დასაფარად.
2014 წლის 07 აპრილის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ბ-----------“ და ზა-----------ს, ივ--------–---–--ლსა და ქ------------–---–---–ს შორის 2014 წლის 07 აპრილს გაფორმდა 0--0-------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, დასახლება გ-–-------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0-----------.0---0--0--- იპოთეკის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ზ-----------ის, ი---------–---–---–-სა და ქე-----------–---–---–-ს კუთვნილი მთლიანი ფართი წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
2014 წლის 07 აპრილის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 07 აპრილს სს „ბ-----------“ და ნა----–--------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ი---------–---–---–-ს მიერ ფულად ვალდებულებებზე 30 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
მიუხედავად მოპასუხეების არაერთი გაფრთხილებისა, ი---------–---–---–-სა და ნა----–--------–---–-ს მიერ ვალდებულება არ შესრულდა.
2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ი---------–---–---–-სა და ნა----–--------–---–-ს დავალიანება შეადგენს: 37 499.82 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 33 941.06 ლარი, პროცენტი - 2537.68 ლარი და ჯარიმა 1021.08 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელის მოთხოვნები, ძირითადი თანხის ნაწილში, არ ეთანხმებიან მოთხოვნებს პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. (ს.ფ. 47-51).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 07 აპრილს სს „ბ-----------“ და ივ--------–---–--ლს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება N------, კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ დადონ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებები და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით ან კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტით. კრედიტის სარგებლის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით წელიწადში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
3.1.2. გენერალური ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის მიხედვით, კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გამოიყენოს კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და 6.1.პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ, მოახდინოს კლიენტის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა და კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დასაკუთრება ან/და რეალიზაცია, კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
3.1.3. გენერალური ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მას ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 18).
3.1.4.კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 07 აპრილს სს „ბ-----------“ და ივ--------–---–--ლს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა იკისრა ვალდებულება გაეცა კრედიტი 40 000 ლარი, 4/7/2014-დან 4/7/2024-მდე. წლიური სარგებლის ოდენობა 13.7%. მსესხებელს კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 2 რიცხვში 618 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 20-26).
3.1.5. საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.17. პუნქტის თანახმად, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21).
3.1.6. საკრედიტო ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის შესაბამისად, 7.3. პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში კრედიტის ძირითადი თანხის გრაფიკით განსაზღვრული ნაწილის ან/და დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოსთხოვოს მსესხებელს მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გადახდა შეტყობინების მიღებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 22).
3.1.7. სს „ბ----------ს“ მიერ გაცემული კრედიტის თანხა 40 000 ლარი, მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ოპერაციების სია (ს.ფ. 33-34).
ამონაწერი სესხზე (ს.ფ. 35-36).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37).
3.1.8. მსესხებელის მიერ სისტემატურად ირღვეოდა კრედიტის გადახდის გრაფიკით დადგენილი ვადები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ოპერაციების სია (ს.ფ. 33-34).
ამონაწერი სესხზე (ს.ფ. 35-36).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების ჯარიმა შეადგენს: მიმდინარე დავალიანების თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისათვის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე დავალიანების თანხის 0.5%-ს, მინიმუმ 15 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ დაფარვს დავალიანებას, სამივე თვის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისათვის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების თანხის 0.5%-ის ოდენობით, მინუმუმ 15 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 26).
3.2.2. გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, სს „ბ-----------“ და ივ--------–---–--ლს, ზა-----------სა და ქ------------–---–---–ს შორის 2014 წლის 07 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------, ბ-------, ფართი 47.50 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0-----------.0---0--0--- იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
იპოთეკის ხელშეკრულება N0--0-------- (ს.ფ. 27-28).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-30).
3.2.3. იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 6.1. პუნქტის შესაბამისად რეალიზებული უძრავი ნივთის ღირებულება ვერ უზრუნველყოფს 1.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნის (ძირითადი მოთხოვნა მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებთან ერთად, დაუბრუნებელი კრედიტის, მასზე დარიცხული პროცენტების, შესაძლო პირგასამტეხლოს, საკომისიოს, შეუსრულებლობის გამო გაწეული, სასამართლო, საარბიტრაჟო, სანოტარო, სააღსრულებო, რეალიზაციის, იძულებით გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით)სრულად დაფარავს, იპოთეკის დარჩენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება კლიენტის სხვა ქონების ხარჯზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
იპოთეკის ხელშეკრულება N0--0-------- (ს.ფ.28).
3.2.4. გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 07 აპრილს სს „ბ-----------“ და ნა----–--------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე და/ან თავდები ვერ უზრუნველყოფს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თავდები უფლებას აძლევს კრედიტორს მასთან წინასწარი შეთანხმებისა და შეტყობინების გარეშემ კრედიტორის შეხედულებისამებრ თავდების ნებისმიერი აქტივიდან დაიკმაყოფილოს კონტრაქტითა და/ან წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები. თავდებოს პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით. თავდების პასუხისმგებლობა მოიცავს ძირითად ვალს, პირგასამტეხლოსა და ზიანს საერთო თანხისათვის. პროცენტებს ძირითად ვალზე. ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/საარბიტრაჟო/სააღსრულებო ხარჯებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
თავდებობის ხელშეკრულება N-14050 (ს.ფ. 31-32).
3.2.5.2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს: 43 693.87 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 33 941.06 ლარი, პროცენტი - 2537.68 ლარი და ჯარიმა 7215.13 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ოპერაციების სია (ს.ფ. 33-34).
ამონაწერი სესხზე (ს.ფ. 35-36).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეების მიერ საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სს ”ბ----------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსესხებელსა და თავდებს დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 33 941.06 ლარის, პროცენტის 2537.68 ლარისა და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს 1443.02 ლარის გადახდა.
გადახდევინება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, შემდეგ მსესხებლისა და იპოთეკის საგნის სხვა თანამესაკუთრეების ქონების იძულებით რეალიზაციისა და მსესხებლისა და თავდების სხვა ქონებების ხარჯზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე, 286-ე, 301-ე მუხლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება: თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებდა ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ცნეს ძირითადი თანხის 33 941.06 ლარის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, მისი დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი 33 941.06 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.
დადგენილია რომ მხარეებს სს ”ბ-----------” და ივ--------–---–--ლს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის სასარგებლოდ გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. სს ”ბ------------ გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, რაც მსეხებელმა აითვისა, ხოლო ივ--------–---–--ლმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დააბრუნა კრედიტის თანხა დადგენილ ვადებში. ამდენად, მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რაც განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. აღნიშნული გარემოება, კი კრედიტორს სს ”ბ----------” ანიჭებს უფლებამოსილებას მოსთხოვოს მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხასთან ერთად მასზე დარიცხული პროცენტის 2537.68 ლარის გადახდევინება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, დადგენილია მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა. შესაბამისად, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და აღემატება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 7215.13 ლარის ოდენობით ხუთჯერ უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1443.02 ლარით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ”ბ-----------” და მოპასუხე ნა----–--------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ 2014 წლის 07 აპრილს დადებული გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ თავდებობით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, მსესხებლის მიერ დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
ამდენად, კრედიტორი უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად მოითხოვოს თავდების ნა----–--------–---–-საგან თავდებობის ფარგლებში.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხეების ი---------–---–---–-ს, ზ-----------ისა და ქე-----------–---–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმები ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სს „ბ----------” და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსასრულებლად მსესხებლისა და თავდების კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებების მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 119.42 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1018.23 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს "ბ----------ს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ივ--------–---–--ლსა და ნა----–--------–---–ს მოსარჩელე სს "ბ----------ს" სასარგებლოდ ძირი თანხის 33 941.06 ლარის, პროცენტის 2537.68 ლარისა და ჯარიმის 1443.02 ლარის გადახდა.
1.2. დავალიანების ამოღება პირველ რიგში მოხდეს იპოთეკით დატვირთული ზ-----------ის, ი---------–---–---–-სა და ქე-----------–---–---–-ს თანსაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------, ბ------- ფართი 47.50 კვ.მ. იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, გადახდევინება მიექცეს ი---------–---–---–-სა და ნა----–--------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
2. დაეკისროთ მოპასუხეებს ივ--------–---–--ლს, ქ------------–---–---–ს, ზა-----------სა და ნა----–--------–---–ს მოსარჩელე სს "ბ----------ს" სასარგებლოდ 119.42 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.1.დაუბრუნდეს მოსარჩელე სს "ბ----------" 2017 წლის 19 ოქტომბრის N- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1310.81 ლარიდან 1018.23 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია