განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
330100118002547728
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ხ---------------–---–-ს,ადვოკატ ი-----–------------,ბრალდებულ ი-–------------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–--------–---------------–---–-- (პ/№2----------) - დაბადებულის 1--- წლის 2---------ს, რეგისტრირებულის კ----------------------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: კ----------------------–-----–---–- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ი-–------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 03 მაისის განაჩენით ი-–------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით და მეოთხე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ი-–------------–---–ი, ი------------–---–---- და გ---------------–---–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თბილისში ბ--–--–---–-- ქუჩა N---–- მდებარე მ-----–---------- ფერმიდან 02 (ორი) ცალ ძროხას, ღირებულს 2848 (ორიათას რვაასორმოცდარვა) ლარად. აღნიშნული ქმედებით მ-----–-----–---ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ი-–------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 03 მაისის განაჩენით ი-–------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით და მეოთხე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე ი------------–---–ი, გ---------------–---–ი და ი-–------------–---–ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თბილისში ბ--–--–---–-- ქუჩა N---–- მდებარე მ-----–---------- ფერმიდან 04 (ოთხი) ცალ ძროხას, ღირებულს 6100 (ექვსი ათას ასი) ლარად. აღნიშნული ქმედებით მ-----–-----–---ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-–------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეთა ჩვენებები, დაზარალებულების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმკიცებები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, გამოთხოვილი ინფორმაცია სატელეფონო დეტალური ნუსხა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 03 მაისის განაჩენი და საქმეში არსებული ყველა სხვა მასალა) ერთობლიობა ი-–------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში ნასამართლევია, მაგრამ აღნიშნული ნასამართლობა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. (2018 წლის 05 მაისის ეპიზოდი)

ი-–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.(2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი)

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე. საბოლოოდ, ი-–------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ი-–------------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 05 მაისიდან.

გაუქმდეს ი-–------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ნივთიერი მტკიცებულები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 01 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალა 01 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 01 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ბრალდებულ ი------------–---–----, 01 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ბრალდებულ გ---------------–---–თან, 01 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ბრალდებულ ი-–------------–---–თან, 01 დისკად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი