გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.11.2018
საქმის ნომერი
411310018002538778
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411310018002538778

საქმე №3/27-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20.11.2018 წელი, ქ. ლაგოდეხი

 

შესავალი ნაწილი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილება

წარმომადგენელი - ზუ---- ლო-–-----

 

მოპასუხე - სა--ა ბო-–-------ი

 

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული პენსიის თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სა--ა ბო-–-------ს დაევალოს გარდაცვლილი თა----ა ბე----ის პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 179.11 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:

 

მოპასუხემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ოჯახის წევრის კუთვნილი პენსიის თანხა.

 

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თა----ა ბე----ე, როგორც ასაკის გამო პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, იღებდა სახელმწიფო პენსიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილების ინფორმაცია (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. თა----ა ბე----ე გარდაიცვალა 2018 წლის 27 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ. 12).

- სსიპ სოციალური მომსახურების ლა-------ის განყოფილების ინფორმაცია (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. თა----ა ბე----ეს, გარდაცვალების შემდეგ, დაერიცხა მარტის თვის პენსია, რომელიც აიღო სა--ა ბო-–-------მა, 179.11 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მოსარჩელის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი სა--ა ბო-–-------ისადმი (ს.ფ. 13-14).

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2018 წლის 30აპრილს, მიმართა სა--ა ბო-–-------ს თა----ა ბე----ის ზედმეტად აღებული პენსიის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილების მიმართვები (ს.ფ. 13-14).

 

3.1.5. სა--ა ბო-–-------ს დღემდე არ დაუბრუნებია აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრებაზე დაყრდნობით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერის გარდაცვალება საფუძველია პენსიის გაცემის შეწყვეტისათვის, ამასთან, პენსიის მიმღების გარდაცვალების დროიდან პენსიის დარიცხვა შეწყვეტილია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ დარიცხული პენსიის თანხა მოპასუხის მიერ მიღებულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

ამდენად, მოპასუხე სა--ა ბო-–-------მა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო მისი გარდაცვლილი დედის თა----ა ბე----ის კუთვნილი პენსია. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული პენსიის თანხის დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები - აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებისა და პენსიების შესახებ. ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გათავისუფლბულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილების სარჩელი მოპასუხე სა--ა ბო-–-------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

2. სა--ა ბო-–-------ს (პ/ნ 25801051503) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 179,11 (ასსამოცდაცხრამეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა, თანხის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით გადარიცხვის გზით: მიმღები ბანკი სახელმწიფო ხაზინა - 220101222, ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი 302009921, სახელმწიფო პენსია, ლა-------ის მუნიციპალიტეტი, თა----ა ბე----ე (პ/ნ 25001028568).

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სასამართლო ხარჯებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე