გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310118002551970
საქმე №3/31-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.11.2018 წელი ქ.საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი - თა---- ფო-------
მოპასუხეები: შპს „ა-------“, შპს „ბ-------“, შპს „გ-----“, მა----- ქი---ე.
წარმომადგენელი: დი--- გო----–---–ი, სო------ ძა---ა
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ა-------“-ის (ს/ნ 4--------); შპს „ბ-------“-ს (ს/ნ 4--------), შპს „გ-----“-ის (ს/ნ4--------) და მა----- ქი---ის (პ/ნ 3----------) მიმართ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს „ა-------“-ს (ს/ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადსახადო დავალიანება 26.603 ლარის ოდენობით. 2017 წლის 12 დეკემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შპს „ა-------“-ის (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, არ ირიცხება.
ასევე შპს „ბ-------“-ს (ს/ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზების მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 8 233 ლარის ოდენობით. 2018 წლის 20 თებერვალს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად შპს „ბ-------“-ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება.
შპს „ა-------“-ის (ს.ნ 4--------) 100% -იანი წილის მფლობელი და დირექტორია მა----- ქი---ე (პ/ნ 3----------), ახალი საწარმოების - შპს „ბ-------“-ს (ს.ნ 4--------) და შპს „გ-----“ (ს.ნ 4--------) მორიგეობით დარეგისტრირება, გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების გადაწერა და დავალიანების მქონე საწარმოების საქმიანობის შეჩერება, იგივე საქმიანობის გაგრძელება ახალი საწარმოს მეშვეობით, საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტების საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ხელოვნურად შემცირება და ამის შედეგად სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტა, საწარმოების ანგარიშებიდან თანხების გატანა დანიშნულების გარეშე, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებების თავიდან არიდებას.
მოსარჩელის პოზიციით ზემოაღნიშნული გარემოებები საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს შპს „ა-------“-ის, შპს „ბ-------“-ს, შპს „გ-----“-ის და მა----- ქი---ის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეები ცნობილი იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხეთა პოზიციამ
2.1. მოპასუხემ შემოიტანა შესაგებელი სადაც მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და განმარტავს შპს „ბ-------“-სა და შპს „გ-----“-ის საქმიანობა დაიწყო დამოუკიდებლად საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ შორის მისი ქონება წარმოადგენს კანონიერს და იგი სსკ-ის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს არა გადასახადის გადასახადის უზრუნველოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით შექმნილს არამედ იგი არის ჩვეულებრივი გადამხდელი და ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, მარტოოდენ ის რომ როგორც შ.პ.ს. „ა-------“ ასევე შპს „ბ-------ს“ და გ-----ის მფლობელია მა----- ქი---ე არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (აღსანიშნავია, რომ მა----- ქი---ეს სახელზეა რეგისტრირებული სხვა შპს -ებიც)
მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა და სსკ-ის 246-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე არ არის 246-ე მუხლით დარეგულირებული ურთიერთობა კერძოდ მა----- ქი---ე პერსონალურად არ წარმოადგენს ამავე მუხლით მითითებულ და საგადასახადო კოდექსით დადგენილ პირს (ანუ გადამხდელს), რაც თავისთავად გამორიცხავს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ცრუმაგიერ პირობას, მის მიმართ, როგორც პერსონის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ა-------’’ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 20 მ------, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჯ----. 100%-იანი წილის მფლობელია მა----- ქი---ე (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სანტექნიკით საბითუმო ვაჭრობა. გადამხდელის ობიექტი განთავსებული იყო მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–-- მე-2 მ/რ, კორპუსი 1--- მიმდ. ტერიტორია (სასაქონლო ზედნადების მონაცემებზე დაყრდნობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.26-27);
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)
3.1.2. შ.პ.ს. „ა-------“-ს (ს/ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადსახადო დავალიანება 26.603 ლარის ოდენობით. 2017 წლის 12 დეკემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შპს „ა-------“-ის საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, არ ირიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ .147 )
- წერილი (იხ. ს.ფ.19-22);
3.1.3. 2016 წლის დეკემბერში შ.პ.ს. „ა-------“-მა (№ 0--------- №0--------- №0--------- №0--------- №0--------- და № 0----------) სასაქონლო ზედნადების შესაბამისად, შპს „ბ------“-ს (ს.ნ 4--------) გადასცა 58. 527 ლარის ღირებულების საქონელი (ელ ქუროები, სანტექნიკა). აღნიშნულის შემდეგ შპს „ა-------“-ს სამეწარმეო საქმიანობა აღარ გაუგრძელებია. აღნიშნული მიწოდების შედეგად ერთმა მხარემ ჩაითვალა დღგ-ს თანხა, ხოლო მეორეს კუთვნილი გადასახადი არ გადაუხდია. დადგენილია, რომ შპს „ბ------“-ს შ.პ.ს. „ა-------“-ისათვის თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედნადებები (იხ. ს.ფ. 138-142)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)
3.1.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 22 თებერვალს შპს „ა-------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ № 0------ ბრძანება, ასევე ცრუმაგიერი პირების დადგენის მიზნით, დავების დეპარტამენტში 2017 წლის 27 აპრილს გაიგზავნა № 5---------5 სამსახურებრივი ბარათი. გადასახადის გადამხდელმა დეკლარაციის დაზუსტების საფუძველზე გააუქმა საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად გაუქმდა აღნიშნული ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ი------- № 1----------------- (3/ბ-589-2017წ.) განჩინებით შეწყდა სამართლებრივი დავა ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.40-41)
- წერილი (ს.ფ.19-22)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)
3.1.5. შპს „ბ-------“-ს (ს.ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 8.233 ლარის ოდენობით. 2018 წლის 20 თებერვალს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად შპს „ბ-------“-ს (ს.ნ 4--------) საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება.
შპს „ბ-------“ -ს (ს.ნ 4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2018 წლის თებერვლის და მარტის დღგ-ს დეკლარაციით, 2018 წლის 22 იანვარს დაფუძნდა (იურიდიული მისამართი საჩხერის რაიონი სოფ. ჯ----) ახალი საწარმო შპს „გ-----“-ი (ს.ნ 4--------), რომლის დირექტორია მა----- ქი---ე და საწარმოს საქმიანობის სფეროს, როგორც შპს „ა-------“-ის და შპს „ბ-------“-ს შემთხვევაში, ასევე წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სანტექნიკით. შ.პ.ს. „ბ------“-მა (ს.ნ 4--------) 2018 წლის თებერვალში და მარტში № 0--------- №0--------- №0--------- №0--------- ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებით შპს „გ-----“-ს (ს.ნ 4--------) გადასცა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული 38.334 ლარის ღირებულების საქონელი (სანტექნიკა, ელ.ქურო, ელ.უნაგირი, პლასტმასის გადამყვანი და ა.შ.), ისევე, როგორც შპს „ა-------“-ის შემთხვევაში, აღნიშნული მიწოდების შედეგად ერთმა მხარემ ჩაითვალა დღგ-ს თანხა, ხოლო მეორეს კუთვნილი გადასახადი არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი(ს.ფ.148)
- ზედნადებები (იხ. ს.ფ. 45, 143-146);
- მხარეთა ახსნა -განმარტება
3.1.6. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ბ-------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 04 ნოემბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჯ----. 100%-იანი წილის მფლობელია მა----- ქი---ე (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სანტექნიკით საბითუმო ვაჭრობა. გადამხდელის ობიექტი განთავსებულია მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–-- მე-2 მ/რ, კორპუსი 1--- მიმდ. ტერიტორია (სასაქონლო ზედნადების მონაცემებზე დაყრდნობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.216);
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)
3.1.7. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,გ-----’’-ე (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2018 წლის 22 იანვარს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჯ----. 100%-იანი წილის მფლობელია კ---- ლო---ე (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სანტექნიკით საბითუმო ვაჭრობა. გადამხდელის ობიექტი განთავსებულია მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------–-- მე-2 მ/რ, კორპუსი 1--- მიმდ. ტერიტორია (სასაქონლო ზედნადების მონაცემებზე დაყრდნობით).
- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.23-24);
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შ.პ.ს. ,,ა-------“ -ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,ბ-------“ , ხოლო შ.პ.ს.,,ბ-------“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,გ-----“-ი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს საწარმოების მორიგეობით დარეგისტრირებას, გირავნობით დატვირთული ქონების გადაცემას მეორე საწარმოსთვის, დავალიანების მქონე საწარმოების საქმიანობის შეჩერებას, იგივე საქმიანობის გაგრძელებას, დეკლარაციების დაზუსტების საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ხელოვნურად შემცირებას, დანიშნულების გარეშე ანგარიშებიდან თანხის გატანას.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს „ა-------“-ის (ს/ნ 4--------); შპს „ბ-------“-ს (ს/ნ 4--------), შპს „გ-----“-ის (ს/ნ4--------) და მა----- ქი---ის (პ/ნ3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განიხილავს შპს „ა-------“-ის (ს/ნ 4--------); შპს „ბ-------“-ს (ს/ნ 4--------), შპს „გ-----“-ის (ს/ნ4--------) და მა----- ქი---ის (პ/ნ3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საკითხს.
6.4.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული სუბიექტების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ. შესაბამისად საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება გარკვეულ მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მოპასუხე საწარმოებისა და მა----- ქი---ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ასევე არ არსებობს შპს „ა-------“-ის და შპს „გ-----“-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.
იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ, საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;
ასევე მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საწარმოებსა და მა----- ქი---ეს შორის და მეორეს მხრივ შპს „ა-------“-სა და შპს „გ-----“-ს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.
6.5.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
6.6.დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ა-------’’ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 20 მ------, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჯ----. 100%-იანი წილის მფლობელია მა----- ქი---ე (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სანტექნიკით საბითუმო ვაჭრობა.
6.7.. შ.პ.ს. „ა-------“-ს (ს/ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადსახადო დავალიანება 26.603 ლარის ოდენობით. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შპს „ა-------“-ის საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, არ ირიცხება.
6.8. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 22 თებერვალს შპს „ა-------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ № 0------ ბრძანება, ასევე ცრუმაგიერი პირების დადგენის მიზნით, დავების დეპარტამენტში 2017 წლის 27 აპრილს გაიგზავნა № 5---------5 სამსახურებრივი ბარათი. გადასახადის გადამხდელმა დეკლარაციის დაზუსტების საფუძველზე გააუქმა საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად გაუქმდა აღნიშნული ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ი------- № 1----------------- (3/ბ-589-2017წ.) განჩინებით შეწყდა სამართლებრივი დავა ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით.
6.9. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ბ-------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 04 ნოემბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჯ----. 100%-იანი წილის მფლობელია მა----- ქი---ე (პ/ნ 3----------).
6.10.საქმიანობის სფეროს, როგორც შპს „ა-------“-ის , შპს ,,ბ-------“ ისე შპს „გ-----“-ს შემთხვევაში წარმოადგენს სანტექნიკით საბითუმო ვაჭრობა.საწარმოები დაფუძნებულია ერთი პირის მიერ. ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განისაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
6.11.სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.
ამდენად ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
6.12.გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5.შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
6.13.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;
6.14.სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ ფიზიკურ პირისა და მოპასუხე საწარმოების, ასევე შპს „ა-------“-ის , და შპს „გ-----“-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
6.15. სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სახეზეა შპს „ა-------“-ის და შპს ,,ბ-------“ ს ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, კერძოდ, დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ა-------“-ს (ს/ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადსახადო დავალიანება 26.603 ლარის ოდენობით.
2016 წლის დეკემბერში შ.პ.ს. „ა-------“-მა (№ 0--------- №0--------- №0--------- №0--------- №0--------- და № 0----------) სასაქონლო ზედნადების შესაბამისად, შპს „ბ------“-ს (ს.ნ 4--------) გადასცა 58. 527 ლარის ღირებულების საქონელი (ელ ქუროები, სანტექნიკა). აღნიშნულის შემდეგ შპს „ა-------“-ს სამეწარმეო საქმიანობა აღარ გაუგრძელებია. აღნიშნული მიწოდების შედეგად ერთმა მხარემ ჩაითვალა დღგ-ს თანხა, ხოლო მეორეს კუთვნილი გადასახადი არ გადაუხდია. დადგენილია, რომ შპს „ბ------“-ს შ.პ.ს.„ა-------“-ისათვის თანხა არ გადაუხდია.
6.16.სასამართლო ასევე დადგენილად თვლის, რომ სახეზეა შპს ,,ბ-------“ სა და შპს „გ-----“-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, შპს „ბ-------“-ს (ს.ნ 4--------) 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 8.233 ლარის ოდენობით. 2018 წლის 20 თებერვალს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
შპს „ბ-------“ -ს (ს.ნ 4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2018 წლის თებერვლის და მარტის დღგ-ს დეკლარაციით, 2018 წლის 22 იანვარს დაფუძნდა (იურიდიული მისამართი საჩხერის რაიონი სოფ. ჯ----) ახალი საწარმო შპს „გ-----“-ი (ს.ნ 4--------), რომლის დირექტორია მა----- ქი---ე და საწარმოს საქმიანობის სფეროს, როგორც და შპს „ბ-------“-ს შემთხვევაში, ასევე წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სანტექნიკით. შ.პ.ს. „ბ------“-მა (ს.ნ 4--------) 2018 წლის თებერვალში და მარტში № 0--------- №0--------- №0--------- №0--------- ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებით (ს.ნ 4--------) გადასცა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული 38.334 ლარის ღირებულების საქონელი (სანტექნიკა, ელ.ქურო, ელ.უნაგირი, პლასტმასის გადამყვანი და ა.შ.), ისევე, როგორც შპს „ა-------“-ის შემთხვევაში, აღნიშნული მიწოდების შედეგად ერთმა მხარემ ჩაითვალა დღგ-ს თანხა, ხოლო მეორეს კუთვნილი გადასახადი არ გადაუხდია.
ამ შემთხვევაში ზედნადებით განხორციელებული საგადასახადო ოპერაცია-საქონლის შესყიდვა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე დასახელებული კონსტრუქციით იურიდიული პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი სახეზეა.
6.17.როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).
ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. იურიდიულ პირებთან მიმართებაში დასახელებული კონსტრუქციით მოცემული ფაქტი დადასტურებულია და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება.
6.18. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები:
შ.პ.ს. ,,ა-------“ -ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული უნდა იქნას შ.პ.ს.,,ბ-------“ , ხოლო შ.პ.ს.,,ბ-------“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,გ-----“-ი, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად უნდა იქნას აღიარებული.
6.19. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
შ.პ.ს. ,,ა-------“ -ს, შ.პ.ს.,,ბ-------“ -ს და შ.პ.ს.,,გ-----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროს გადასახდელად 100 ლარი.
მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. რომელიც გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,ა-------“ -ს, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,ბ-------“ , ხოლო შ.პ.ს.,,ბ-------“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შ.პ.ს.,,გ-----“-ი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. შ.პ.ს. ,,ა-------“ -ს , შ.პ.ს.,,ბ-------“ -ს და შ.პ.ს. ,,გ-----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროს გადასახდელად 100 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი