განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
060100118002471831
დავის ტიპი
126
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/79-18

#061210418001

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა---------–-ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლა---------------------–-------------------–--------–-–------------–------–---------------------------–-–----------------------–-----------------------------------

 

ადვოკატი- ნი---–-------ვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ--------–---ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 10 საათზე, ლ--------–---ძე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. სამტრედია, ლ-–---------------------------–-- რა დროსაც ყოფით პრობლემებზე კამათის გამო, სახის არეში თავის ერთჯერ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან მეუღლეზე, 2----------–--–ს დაბადებულ, ლი-----------აზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ--------–---ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დაკითხული ლ--------–---ძე.

 

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ლი-----------ამ და დედამ -მოწმე ეთ----–----ემ კი ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ლ--------–---ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-----------–-–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 აპრილს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: ქ. სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გამოკითხული და დაკავებული იქნა ლ--------–---ძე, ამის შემდგომ ბრალდებულის დედის, ეთ----–----ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მის მიერვე გამოიკითხა მეზობლად მცხოვრები მოწმე ლა-–---–--------აძე, აგრეთვე წარედგინა ბრალი ლ--------–---ძეს და გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი----------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ- გამომძიებლის თანამდებობაზე, ლ--------–---ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი და------ლებული ლი-----------ა და ბრალდებულის დედა ეთ----–----ე. მის მიერვე და------ლებულს დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ვინაიდან ლი-----------ამ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ, დედასთან ეთ----–----ესთან წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც სისხლი წამოუვიდა ტუჩიდან და განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და მეუღლის მთელი სიმკაცრით დასჯა.

 

საქმეში არსებული პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მოწმე ლა-–---–--------იძის გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში ლა–-----------------------–-----------ში, არის ლ--------–---ძის მეზობელი, 2018 წლის 21 აპრილს დაახლოებით 10 საათზე გაიგონა ზედა სართულზე მცხოვრები ეთ----–----ის ხმა, რომელიც ეძახა მას, ხმაურზე იგი ავიდა მეხუთე სართულზე მდებარე ეთ----–----ის საცხოვრებელ სახლში სადაც ბინის კარი ღია იყო და იქვე იდგნენ დედა- შვილი ეთერ და ლ--------–---ძეები, ოთახში კი იყო ლ--------–---ძის მეუღლე ლი-----------ა, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ შეიმჩნეოდა. იგი დაბრუნდა მის ბინაში და თან ჩამოჰყვნენ ლა-----ე და ეთ----–----ეები, შეკითხვაზე ეთ----–----ემ უპასუხა, რომ ლა-----ეს და ლ--ს ერთმანეთში მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. ამ საუბრის შემდეგ მის კარებზე დააკაკუნა ლი-----------ამ და სთხოვა ტელეფონი, რაზედაც უარი მიიღო, ცოტა ხნის შემდეგ მის კარებთან ატყდა ძლიერი ბრახუნი, გარეთ გასულს კვლავ დახვდა ლი-----------ა, რომელიც ითხოვდა მასთან მყოფი ლ--------–---ძის გარეთ გასვლას, მან დაუკეტა კარები ლი-----------ას, რის შემდეგაც იგი აღარ დაბრუნებულა მასთან.

 

საქმეში არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის 25 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #002734918 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლი-----------ას ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში აღნიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, კერძოდ, ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ შიგნითა ზედაპირზე, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 0.5 სმ0,3 სმ. ზე. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ლ--------–---ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოუწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ლ--------–---ძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ლი-----------ამ და დედამ -მოწმე ეთ----–----ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ლ--------–---ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ლ--------–---ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ლი-----------ას და მოწმე ეთ----–----ის ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ ლ--------–---ძის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეში არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ლ--------–---ძე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ლ--------–---ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ლ--------–---ძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ლ--------–---ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ--------–---ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ--------–---ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს მა---–----ეს (პ--------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 3000 ( სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გამართლებულ ლ--------–---ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე