გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002452840
საქმე №3/131-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე - მ----- ბ---------–---–ი
წარმომადგენელი - თ----- გ-------
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენლები - მ------ ქ-–---–---–-, თ----- დ----–---–-
მესამე პირი- ნ---- მ------–---–-
წარმომადგენელი - ნ---- კ-------ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 8-------- 075/8/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №01/203400/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს მოპასუხეზე გასცეს ინფორმაცია ნ---- მ------–---–-ს ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ;
მოსარჩელემ მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ცხოვრობდა ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში. 1-91 წელს საომარი მოქმედებების გამო დატოვა იძულებით საცხოვრებელი, ოჯახთან ერთად. არის იძულებით გადაადგილებული პირი და სარგებლობს სათანადო შეღავათებით. ცხინვალიდან წამოსვლის შემდეგ გაიცნო ნ---- მ------–---–-, რომელთანაც იცხოვრა ერთი წელი. ნ---- მ------–---–- ჩაეწერა ქ.ცხინვალის მისამართზე და არასწორად მიიღო ლტოლვილის სტატუსი. მას არ უცხოვრია ცხინვალში. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ნ---- მ------–---–- მას ედავება სახელმწიფოსაგან მიცემულ საცხოვრებელ ბინას. ამის გამო, იმის დასამტკიცებლად, რომ იძულებით გადაადგილებულის სტატუსი უკანონოდ აქვს მიღებული, მიმართა ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია ნ---- მ------–---–-ს ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ უთხრა უარი ინფორმაციის გაცემაზე, რაც გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით და მისი საჩივარი ასევე დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 8-------- 075/8/გ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №01/203400/გ გადაწყვეტილებები მიღებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 22 მაისს მოსარჩლის წარმომადგენელმა მიმართა ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №9---- განცხადებით და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა ნ---- მ------–---–-ს ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ,,ყველა ის საბუთი, რომლის წარადგენის ვალდებულებაც კანონით ეკისრებოდა” არ წარადგინა. ამ შემთხვევაში - მ----- ბ---------–---–ის უფლებამოსილების საფუძველი აღნიშნული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ, რადგან მოთხოვნილი იყო ნ---- მ------–---–-ს პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა (რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ). ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ 2017 წლის 7 ივნისის ჩათვლით წარადგინა დოკუმენტები. მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა წერილობითი განმარტება, რომ საცხოვრებელი ბინა (ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში) და ყველა დოკუმენტი ხანძრის შედეგად განადგურდა, შესაბამისად არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარდგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილევლად დატოვების შესახებ. სამსახურმა 2017 წლის 8 ივნისს მიიღო 075/8/გ გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად 2017 წლის 27 ივლისს გამართა ზეპირი მოსმენა. მოპასუხემ მიუთითა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5-ე მუხლების შესაბამისად: მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ)მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი:
ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებე ლი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ;
მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს ნ---- მ------–---–ს პერსონალური მონაცემების დამუშავების რომელიმე საფუძვლის არსებობაზე არ მიუთითებია. ამასთან, მის მიერ განცხადებაში აღნიშნული გარემოებებითა და ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილი პოზიციის ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ გარდა პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის არ არსებობისა, მისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, დაირღვეოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებიც. განმცხადებელმა ვერ შეძლო კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნების დასახელება, რომელსაც იგი მხოლოდ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიღებით შეძლებდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,,თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია“. ამავე მუხლის მე-5-ე ნაწილი ადგენს, რომ ,,თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“. აქედან გამომდინარე, ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 075/8/გ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №01/203400/გ გადაწყვეტილებები არის კანონიერი.
2.2 მესამე პირის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განმარტა, რომ 2014 წლის 15 მაისს მან სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ითხოვდა ნ---- მ------–---–-სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას და მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრიდან მის ამორიცხვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1- ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1- თებერვლის განჩინებით, ხოლო საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომელიც მ----- ბ---------–---–მა შეიტანა. განსახილველი სარჩლი ემსახურება იგივე მიზანს, რაზეც უკვე გამოტანილია სამივე ინსატანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 22 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №9---- განცხადებით და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა ნ---- მ------–---–-ს ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ,,ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც კანონით ეკისრებოდა” არ წარადგინა. ამ შემთხვევაში - მ----- ბ---------–---–ის უფლებამოსილების საფუძველი აღნიშნული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ, რადგან მოთხოვნილი იყო ნ---- მ------–---–-ს პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა(რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ). ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ 2017 წლის 7 ივნისის ჩათვლით წარედგინა დოკუმენტები. მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა წერილობითი განმარტება, რომ საცხოვრებელი ბინა (ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში) და ყველა დოკუმენტი ხანძრის შედეგად განადგურდა, შესაბამისად არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილევლად დატოვების შესახებ. სამსახურმა 2017 წლის 8 ივნისს მიიღო 075/8/გ გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 8 ივნისის 075/8/გ გადაწყვეტილება.
3.2. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 075/8/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად 2017 წლის 27 ივლისს გამართა ზეპირი მოსმენა, არ დააკმაყოფილა საჩივარი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №01/203400/გ გადაწყვეტილება.
3.3. მ----- ბ---------–---–ი რეგისტრირებულია ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.1--. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 1-.0-.2---. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს.ბ--------, კორ.NსახN7--, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მ----- ბ---------–---–ზე, 2012 წლის 6 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
პირადობის მოწმობა. მხარის ახსნა-განმარტება.
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.4 ნ---- მ------–---–- რეგისტრირებულია ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.1--. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 19.08.2009. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს.ბ--------, კორ.NსახN7--. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე აღნიშნულია - ქ.ცხინვალი, 8-------- ქ.1--. დევნილობის თარიღია 200- წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
პირადობის მოწმობა. დევნილის ანკეტა.
3.5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ----- ბ---------–---–ის საკასაციო საჩივარი. სასარჩელო მოთხოვნა ნ---- მ------–---–-სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა და მისი ამორიცხვა სარეგისტრაციო ნომრიდან, რომელიც მიანიჭეს მ----- ბ---------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. მითითებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეებისა და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რამდენად ჰქონდა მ----- ბ---------–---–ს ნ---- მ------–---–-ს შეხებ არსებული ინფორმაციის მიღების უფლება და რამდენად უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული ორგანო გაეცა პერსონალური ინფორმაცია.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლით განსაზღვრულია პეროსნალური მონაცემი: ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირადაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური,ეკონომიკური,კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის -მე4 -ე მუხლში ჩამოთვლილიამ ონაცემთა დამუშავების პრინციპები: ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდ ება ისინი ;
დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს;
ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ხოლო ამავე კანონის მე5-ე მუხლის მიხედვით:
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
დადგენილია, რომ მ----- ბ---------–---–ი რეგისტრირებულია ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.1--. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 1-.0-.2---. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს.ბ--------, კორ.NსახN7--, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მ----- ბ---------–---–ზე, 2012 წლის 6 ივლისს. ნ---- მ------–---–- რეგისტრირებულია ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.1--. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 19.08.2009. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს.ბ--------, კორ.NსახN7--. მუდმივ საცხოვრებელი ადგილად იძულებით გადაადგილებამდე აღნიშნულია - ქ.ცხინვალი, 8-------- ქ.1--. დევნილად გახდომის თარიღია 2008 წელი. მოსარჩელე და მესამე პირი რეგისტრირებულნი არიან ერთსა და იმავე მისამართზე. სწორედ ამ მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის თაობაზე მოითხოვა მ----- ბ---------–---–მა ინფორმაცია და უარი ეთქვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ,,ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც კანონით ეკისრებოდა” არ წარადგინა. ამ შემთხვევაში - მ----- ბ---------–---–ის უფლებამოსილების საფუძველი აღნიშნული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ, რაც საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს გულისხმობდა. ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა განპირობებული იყო ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას განსაზღვრული საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის საჭიროების გამო. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ამავე წესით დადგენილი მეორე მოთხოვნა: პირის რეგისტრაციისათვის საკმარისია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.გ”პუნქტის მიხედვით, ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციას იმ პირის რეგისტრაციის შესახებ, რომელთან ერთად არის რეგისტრირებული ერთსა და იმავე მისამართზე. ამასთან იმ პირობებში, როდესაც 2 მოწმის წერილობით და დასაბუთებული დასტურის არსებობის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირება, არ უნდა შეიზღუდოს პირის უფლება გაარკვიოს ვინ და რა საფუძვლით დარეგისტრირდა მის მისამართზე. კანონის არასწორად გამოყენების თავიდან ასარიდებლად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონიერი ინტერესს - მიიღონ ინფორმაცია მათ მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში მ----- ბ---------–---–ის კანონიერი ინტერესის დაცვა მოიპოვოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, აღემატება მესამე პირის კანონიერ ინტერესს მისი თანხმობის გარეშე არ გაიცეს ამგვარი მონაცემები. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნების დასახელება, რომელსაც იგი მხოლოდ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიღებით შეძლებდა. მ----- ბ---------–---–მა ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტა, რომ იგი ვერ ახერხებდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას და მონაცემების დამუშავება სჭირდებოდა შელახული საკუთრების უფლების აღსადგენად, რაც კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს და რაც შეესაბამება ,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის ,,ბ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.
აქედან გამოდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 075/8/გ გადაწყვეტილება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №01/203400/გ გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი და ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის დაევალოს მოპასუხეზე გასცეს ინფორმაცია ნ---- მ------–---–-ს ქ.ცხინვალში, 8-------- ქ.№1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება სარჩელზე წარმოებს ”სახელმწიფო ბაჟი შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგარან არანაკლებ 100 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის გადასახდელი თანხით.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მ----- ბ---------–---–ის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.
მ----- ბ---------–---–ის სასარგებლოდ თ-----ა გ-------ს მიერ 2018 წლის 07 მაისს საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 24-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----- ბ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 8-------- 075/8/გ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 01 აგვისტოს №01/203400/გ გადაწყვეტილება;
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხინვალის სამოქალაქო რეესტრს მ----- ბ---------–---–ზე გასცეს ინფორმაცია ნ---- მ------–---–-ს ქ.ცხინვალში, №8-------- №1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ;
4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მ----- ბ---------–---–ის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.
5. მ----- ბ---------–---–ის სასარგებლოდ თ-----ა გ-------ს მიერ 2018 წლის 07 მაისს საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული