გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2018
საქმის ნომერი
330310117001863492
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/2216-17

 

21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - შპს ,,ტრ----------------------–-“

დირექტორი - მა-----------------ე

წარმომადგენელი - ალ-------------------–---–ი

 

მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ეკ--------------–--ცი

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თა-------–-----–-ა

 

მესამე პირი - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ეკ--------------–--ცი

 

მესამე პირი - შპს „მე-----“

წარმომადგენელი - ირ---–--–------–-ძე

 

მესამე პირი - შპს „ბი-------

დირექტორი - ნი-------–--–-

წარმომადგენელი - ამ------–-–--–-ძე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, განხორციელებული მოქმედების გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 06 მარტის მოქმედების გაუქმება №A------------ სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ.

 

1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულების ბათილად ცნობა.

 

1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 296-3-2).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.1.2. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირის - აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

2.2.2. მესამე პირის - შპს „მე-----ს“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

2.2.3. მესამე პირის - შპს „ბი-----ის“ დირექტორი და წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2---------) გადაწყვეტილებით შპს „ტრ----------------------–ს“ შპს „მე-----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4------ ლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ტრ----------------------–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს- 20- 0-- ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 20-- ლარის გადახდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2---------) გადაწყვეტილება (ტ. III, ს.ფ. 19-52);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის №2--------- სააღსრულებო ფურცელი (ტ. III, ს.ფ. 17).

 

3.1.2. 2016 წლის 04 ივლისს შპს „მე-----ს“ წარმომადგენელმა სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც წარმოებაში მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 16).

 

3.1.3. 2016 წლის 27 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №2--------- აღსრულებისათვის აღმასრულებელმა მოვალე მხარეს - შპს „ტრ----------------------–ს“ 2016 წლის 08, 15, 26 და 29 ივლისს გაუგზავნა №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 01 აგვისტოს №A------------ განკარგულებით შპს „ტრ----------------------–ს“ საჯარო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა №A-------- სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი - შპს „მე-----“; მოვალე - შპს „ტრ----------------------–-“; საგანი - თანხის გადახდევინება, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა) წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

შპს „ტრ----------------------–ს“ მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა და სააღსრულებო მომსახურების საზღაური. ამავე შეტყობინებით შპს „ტრ----------------------–ს'' განემარტა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები. ასევე ეცნობა აუქციონის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ვებ-გვერდიდან მიღების თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 08 ივლისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 51-55);

- 2016 წლის 15 ივლისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 46-50);

- 2016 წლის 26 ივლისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 41-45);

- 2016 წლის 29 ივლისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 36-38);

 

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 01 აგვისტოს №A------------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 87);

- საჯარო შეტყობინება (წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ- 11.08.2016 წელი) (ტ. I, ს.ფ. 66-75);

- შპს „ტრ----------------------–-ს“ 2016 წლის 08 აგვისტოს №6---- განცხადება (ტ. III, ს.ფ. 79-80).

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 8 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორ-აღმასრულებელმა და NA-------- სააღსრულები წარმოების ფარგლებში, მოითხოვა შპს ,,ტ----------იის კ--------–ის'' სახელზე რიცხულ ქონებებზე მდებარე: 1. ხ--–----------------------------–---–---------–-ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 2-----------; 2. ზე----------------------------–---------–-------ი, საკადასტრო კოდი -------------- 3. ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი, საკადასტრო კოდი - 0-----------; 4. წალ---------------------–---------------–---), საკადასტრო კოდი - 8-----------; 5. თელ------------–-----------–ი, საკადასტრო კოდი - 5----------- მის მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორ-აღმასრულებელს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ ქონებებზე რეგისტრირებულია ყადაღა.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2016 წლის 8 ივლისის განცხადება ((ტ. III ს.ფ. 153);

-2016 წლის 19 ივლისის მიმართვა (ტ. III ს.ფ. 155-156).

 

3.1.5. 2016 წლის 01 აგვისტოს შპს „მე-----ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ითხოვა სააღსრულებო საქმის (კრედიტორი - შპს „მე-----“; მოვალე - შპს „ტრ----------------------–-“) აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს A---------------- წერილით დგინდება, რომ ვინაიდან მოვალის - შპს „ტრ----------------------–-ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარეობდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, ასევე კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა №A-------- სააღსრულებო წარმოების მასალები სრულად (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 27.06.2016 წელს გაცემული №2--------- აღსრულების ქვემდებარე აქტი: მოვალე - შპს „ტრ----------------------–-).

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 01 აგვისტოს განცხადება (ტ. III ს.ფ. 77);

 

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს A---------------- წერილი (ტ. III. ს.ფ. 75).

 

3.1.6. 2016 წლის 10 აგვისტოს შპს ,,ტრ----------------------–-ს'' წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს; განცხადებაში მხარე ითხოვდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით, პირველ რიგში განხორციებულიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მდებარე: თელ------------–-----------–ში (საკადასტრო კოიდ - 5-----------) და ზე-------------------–--------–------ში (საკადასტრო კოდი --------------) აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებების რეალიზაციის შედეგად არ დაკმაყოფილდებოდა კრედიტორის მოთხოვნა, მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას დამატებით დაეკმაყოფილებინა კრედიტორის მოთხოვნები.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,ტრ----------------------–ს'' ეცნობა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას სარეალიზაციო უძრავი ქონებების რეალიზაციის რიგითობასთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2016 წლის 10 აგვისტოს განცხადება (ტომი III, ს.ფ. 91);

-ჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 აგვისტოს განცხადება (ტომი III; ს.ფ. 92).

 

3.1.7. 2016 წლის 17 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული შეფასების სამსახურს და მოითხოვა შპს „ტრ----------------------–-ს'' სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ზე-----------------------------–---------–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი -------------- შეფასება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ შპს „ტრ----------------------–-ს'' სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: ზე-----------------------------–---------–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი -------------- ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე მოიპოვებენ ინერტულ მასალას (ე.წ. ქვა, ქვიშა, და ხრეში), რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა ქონების ღირებულებას. ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისათვის აუცილებელია მომხდარიყო ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების ღირებულების გათვალისწინება, რის გამოც შეფასების სამსახურის მიერ აღნიშნული ქონების შეფასება ვერ მოხდა.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 17 აგვისტოს მიმართვა (ტომი III, ს.ფ. 98);

-აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 99).

 

3.1.8. 2016 წლის 17 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული შეფასების სამსახურს და მოითხოვა შპს „ტრ----------------------–-ს'' სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: თელ------------–-----------–ი. საკადასტრო კოდი - 5----------- შეფასება.

 

2016 წლის 15 სექტემბრის დასკვნის თანახმად, შპს „ტრ----------------------–-ს'' სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: თელ------------–-----------–ი. საკადასტრო კოდი - 5-----------) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 21 0-- ათასი ლარი.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 17 აგვისტოს მიმართვა (ტომი III, ს.ფ. 10-);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 101-198).

 

3.1.9. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ზე-------------------–----------–--------–------ში მდებარე N3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1----- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება (დასკვნის გაცემის დროისათვის) საორიენტაციოდ შეადგენდა 57 3-0 ლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექქსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ოქტომბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა ((ტომი III, ს.ფ. 146-150).

 

3.1.10. 2016 წლის 17 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული შეფასების სამსახურს და მოითხოვა შპს „ტრ----------------------–-ს'' სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: წა-–---------------------–--------ა, საკადასტრო კოდი - 8----------- შეფასება.

 

2016 წლის 4 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შპს „ტრ----------------------–-ს'' სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: წა-–---------------------–--------ა, საკადასტრო კოდი - 8-----------) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 44 0-- ათასი ლარი.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 17 აგვისტოს მიმართვა (ტომი III, ს.ფ. 137);

- აღსულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 144).

 

3.1.11. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის N0--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ტ----------იის კ--------–ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ხ--–----------------------------–---–---------–-ი, საკადასტრო კოდი - 2-----------. საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 91,0--.0- ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის N0--------- დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 120-125).

 

3.1.12. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის N0--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ტ----------იის კ--------–ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი, საკადასტრო კოდი - 0----------- საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6,011,0--.0- ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის N0--------- დასკვნა (ტომი III, ს.ფ. 126-136).

 

3.1.13 2016 წლის 15 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა შპს ,,ტრ----------------------–-ს'' დირექტორმა და განმარტა, რომ უძრავი ქონების მდებარე: ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი, შეფასება მოხდა 6 011 0-- ლარად, რაც არ შეესაბამება ქონების რეალურ ღირებულებას (შეფასებულია დაახლოებით 2 მილიონი ლარით ნაკლებად), რის გამოც ითხოვა ერთი კვირის ვადა ალტერნატიული დასკვნის წარსადგენად.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის ცნობის თანახმად, საკადასტრო კოდზე N0----------- არსებული შპს ,,ტრ----------------------–-ს'' უძრავი ქონება შეფასებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 დეკემბრის მიმართვით შპს ,,ტრ----------------------–-ს'' დირექტორს ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის ზემოაღნიშნული განმარტების შესახებ და განემარტა, რომ ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებდა რაიმე დამატებით ვადის განსაზღვრას მოვალისათვის ალტერნატიული დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მხარის მოთხოვნა ალტერნატიული შეფასების წარდენისათვის დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს ,,ტრ----------------------–-ს'' 2016 წლის 15 დეკემბრის განცხადება ( (ტომი III, ს.ფ. 253);

-შეფასების სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის ცნობა ( (ტომი III, ს.ფ. 254);

 

-აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 დეკემბრის მიმართვა (ტომი III, ს.ფ. 254).

 

3.1.14. 2016 წლის 22 დეკემბერს შპს ,,ტრ----------------------–-ს'' დირექტორმა კვლავ მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და ითხოვა ბა-----------------–-----------–-------–---–-------ში მდებარე უძრავი ქონების ხელახალი შეფასებისათვის შეფასების სამსახურის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ მისამართზე გამოცხადება, რათა ტერიტორიის დათვალიერების შედეგად, შეფასების სამსახურის შემფასებელს მოეხდინა ხელახალი შეფასება ან მისცემოდა საშუალება თავად განეხორციელებინა ქონების ალტერნატიული გზით შეფასება.

 

2016 წლის 23 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა განმეორებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და აღნიშნა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს მოხერხდა ბა-----------------–-----------–-------–---–-------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი -0-----------) დათვალიერება სრულად (როგორც გარედან, ასევე შიგნიდან), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ქონების ღირებულებაზე. შესაბამისად, მოითხოვა რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეფასება მომხდარიყო ხელახლა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს შეფასებულ იქნა შპს „ტრ----------------------–-ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი (საკადასტრო კოდი - 0-----------), რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6---- 0-- ლარი. დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს მიწის ნაკვეთს ზედ განთავსებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობებით. საკადასტრო რუკის მიხედვით, რეგისტრირებულია რვა შენობა. კერძოდ, N1 შენობა - განთავსებულია საყარაულოს ადმინისტრაციული შენობა (დაუზუსტებელი აზომვით 338.0-კვ.მ); N2 შენობა -სასაწყობე შენობა (დაუზუსტებელი აზომვით -214 კვ.მ), N3 შენობა ერთსართულიანი შენობა (დაუზუსტებელი აზომვით -438.0-კვ.მ); გარე კედლები შებათქაშებულია, ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; N4 შენობა -ანგარის ტიპის საწარმოო დანიშნულების შენობა (დაუზუსტებელი აზომვით 1961.0- კვ.მ); N5 შენობა ანგარის ტიპის საწარმოო დანიშნულების შენობა (დაუზუსტებელი აზომვით -599.0- კვ.მ), N6 შენობა - საწარმოო დანიშნულების კონსტრუქციული შენობა (დაუზუსტებელი აზომვით - 3888.0- კვ.მ); N7-8 შენობები წარმოადგენს სატრანსფორმატოროს შენობებს დაურეგისტრირებელი შენობა (დაუზუსტებელი აზომვით 22.0- კვ.მ). ამასთან, შეფასების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა, რომ დასკვნაში ქონების ღირებულების ფასის ცვლილება ლარში ძირითადათ გამოწვეულია კურისის ცვლილების გამო აშშ დოლართან მიმართებაში.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს ,,ტრ----------------------–-ს''2016 წლის 22 დეკემბრის განცხადება ((ტ. III, ს.ფ.369-370);

-2016 წლის 23 დეკემბრის ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ (ტ. III, ს.ფ.373-3774);

 

-აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 23 დეკემბრის მიმართვა (ტ. III, ს.ფ.217);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2016 წლის 28 დეკემბრის №0--------- დასკვნა (ტ. III, ს.ფ.218-228);

-2016 წლის 28 დეკემბრის მიმართვა ((ტ. III, ს.ფ.229).

 

3.1.15. დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 2 თებერვალს მოვალის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) გამოცხადდა პირველი აუქციონი, რომელიც დასრულდა ამავე წლის 10 თებერვალს უშედეგოდ.

 

ასევე დადგენილია, რომ სარეალიზაციო ქონებაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი, რომელიც დასრულდა ამავე წლის 20 თებერვალს უშედეგოდ. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა მეორე განმეორებით აუქციონი შპს „ტრ----------------------–-ს'' საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი (საკადასტრო კოდი - 0-----------), რომელიც სრულდებოდა 2017 წლის 28 თებერვალს, 16:0- საათზე.

 

2017 წლის 27 თებერვალს შპს „ტრ----------------------–-ს“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა A-------- სააღსრულებო საქმის შეჩერება, მათ შორის, იძულებით აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------); აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა; ამ ნივთზე აღსრულების შეწყვეტა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენა; აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის A---------------- მიმართვით შეჩერებული ღორღის მოპოვების აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენა; უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) აღსრულების მიქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალის სხვა ქონებების რეალიზაციით ვერ დაიფარებოდა კრედიტორის მოთხოვნა.

 

საჩივრის ავტორმა, საჩივარს თან დაურთო შპს აუდ------------------–---–---------------–-------------------ის“ 2017 წლის 24 თებერვლის №1--- ქონების შეფასების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ამ კომპანიის აუდიტორმა და ქონების შემფასებელმა შეაფასეს საზოგადოების ბალანსზე ხ--–------------------------------–--------ში არსებული ქონება (ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა, მინის საწარმო, სამი ერთეული ჯოჯგინა ამწე) და ღირებულებამ შეადგინა 2---- 6-- ლარი. აქტში მითითებულია, რომ ბეტონის ქარხანა არის იტალიური წარმოების სრული კომპლექტაციით, მუშა მდგომარეობაში, შუშის საწარმო არის თურქული წარმოების; შეფასებას ექვემდებარება რუსული წარმოების სამი ერთეული ჯოჯგინა ამწე, რომელიც მყარად არის დაკავშირებული შენობის კონსტრუქციასთან, კერძოდ, ამწქვეშა კოჭებთან, დემონტაჟის შემთხვევაში ზემოაღნიშნული კოჭების გარეშე შესაფასებელ ქონებას ეკარგება თავისი

 

ფუნქცია, ხოლო კოჭებთან ერთად დემონტაჟმა შესაძლებელია გამოიწვიოს შენობის კონსტრუქციის დარღვევა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხა-----–-----–---–ის მოქმედება A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) 2017 წლის 20 თებერვალს მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და შეწყდა მიმდინარე აუქციონი (№4----, ლოტი №2----).

 

განკარგულებით განმარტებულია, რომ დასადგენი იყო შენობა-ნაგებობებში განთავსებული დანადგარები წარმოადგენდა თუ არა სარეალიზაციო ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო მოქმედებების განსახორციელებლად აღმასრულებელს სჭირდებოდა გარკვეული დრო და აუქციონის დასრულებამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო, ვერ მოესწრებოდა მათი განხორციელება, მართებული იყო, რომ გაუქმებულიყო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედება სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე და შეწყვეტილიყო მიმდინარე აუქციონი.

 

ამავე ბრძანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსს - მ------ ხ-------ეს დაევალა უზრუნველეყო ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ბრძანებაში მოცემული მსჯელობისა და სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის პირველ მარტს, 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანებით გათვალისწინებული დავალების მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, შეფასების სამსახურის თანამშრომლებთან და შპს „ტრ----------------------–-ს“ დირექტორთან, მის წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდნენ მისამართზე - ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი. ოქმით დასტურდება, რომ შპს „ტრ----------------------–-ს“ წარმომადგენლებმა დააზუსტეს პრეტენზია და ითხოვდნენ 10-- კილოვატიან მიერთების მოპოვების ნებართვის ღირებულების შეფასებას უძრავ ქონებასთან ერთად, სხვა პრეტენზია არ გააჩნდათ. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს შპს „ტრ----------------------–-ს“ დირექტორი და მისი წარმომადგენელი.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 27 თებერვლის საჩივარი (ტ. III, ს.ფ.384-40-);

- შპს აუდ------------------–---–---------------–-------------------ის“ 2017 წლის 24 თებერვლის №1--- ქონების შეფასების აქტი (ტ. III, ს.ფ. 401-409);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 28-31);

-2017 წლის 1 მარტის ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 425 -426);

 

3.1.16. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2017 წლის 06 მარტს №A---------------- წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს, რომელშიც მიუთითა, რომ ქონების შეფასებასთან დაკავშირებით მოვალის შპს „ტრ----------------------–-ს“ მიერ გამოთქმულ იქნა პრეტენზია. აღმასრულებელმა ითხოვა ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხებზე: 1) შენობაში განთავსებული 3 ერთეული ამწე სვეტებზე განთავსებულ ბეტონის ფილებთან (ე.წ. რიგელებთან) ერთად წარმოადგენდა თუ არა უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს და გათვალისწინებული იყო თუ არა ქონების ღირებულებაში; 2) ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა წარმოადგენდა თუ არა უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს და გათვალისწინებული იყო თუ არა ქონების ღირებულებაში; 3) მინის ნაკეთობათა ქარხანასთან არსებული 10-- კილოვატიანი მიერთების ნებართვის ღირებულება შესული იყო თუ არა ქონების ღირებულებაში.

 

აღნიშნული მიმართვის პასუხად, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსმა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2017 წლის 06 მარტის №1---- წერილით აცნობა: 1) საწარმოოს დანიშნულების შენობაში განთავსებული (დამონტაჟებული) 3 ერთეული ხიდურა ამწე წარმოადგენდა მოძრავ ქონებას - შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში. ხოლო შენობის კონსტრუქციის ბეტონის ფილები (ე.წ. რიგელები), რაზედაც დამონტაჟებული იყო ხიდურა ამწეები წარმოადგენდა შენობის შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, უძრავი ქონების შეფასების დროს გათვალისწინებული იყო შეფასების ანგარიშში, როგორც უძრავი ქონების შემადგენელი ნაწილი; 2) საწარმოო დანიშნულების შენობაში დამონტაჟებული ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა (დანადგარები) წარმოადგენდა მოძრავ ქონებას - არ იყო შენობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული; 3) 10-- კილოვატიანი მიერთების ნებართვა წარმოადგენდა საწარმოო დანიშნულების მქონე უძრავი ქონების კომუნიკაციის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, გათვალისწინებული იყო უძრავი ქონების შეფასების ანგარიშში.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 06 მარტის №A---------------- წერილი (ტ. III, ს.ფ. 230);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსის 2017 წლის 06 მარტის №1---- წერილი (ტ. III, ს.ფ.231).

 

3.1.17. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს №1---- მოხსენებითი ბარათით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილემ - რუ--------------ვმა და ითხოვა №A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში ჩატარებული პირველი აუქციონის და პირველი განმეორებითი აუქციონის გამოცხადებისა და აუქციონების შედეგების გაუქმების საკითხის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. მოხსენებითი ბარათის ავტორმა აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირველი და პირველი განმეორებითი აუქციონის გამოცხადების დროს არ

 

მიეთითა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის - შეფასების სამსახურის ამავე თარიღის №1---- წერილში მითითებული ინფორმაცია. ვებ-გვერდზე განთავსებულ ინტერნეტ-განცხადებაში ასევე არ მიეთითა მოვალის მიერ წარდგენილ შპს აუდ------------------–---–---------------–-------------------ის“ 2017 წლის 24 თებერვლის ქონების შეფასების №1--- დასკვნაში მითითებული ინფორმაცია.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 მარტის №9-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხა-----–-----–---–ის მოქმედება №A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ნივთზე 2017 წლის 2 თებერვალს პირველი აუქციონის (№4----; №2----) გამოცხადების თაობაზე და აუქციონის შედეგი; ამავე ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხა-----–-----–---–ის მოქმედება №A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ნივთზე 2017 წლის 10 თებერვალს პირველი განმეორებითი აუქციონის (№4----; №2----) გამოცხადების თაობაზე და აუქციონის შედეგი.

 

ბრძანებით განმარტებულ იქნა, რომ წარდგენილი მოხსენებითი ბარათიდან და სააღსრულებო წარმოების მასალებიდან დგინდებოდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ პირველ და პირველ განმეორებითი აუქციონის ინტერნეტ-განცხადებაში არ იქნა მითითებული სარეალიზაციო ქონების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ეწინააღმდეგებოდა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს გასაყიდი ქონების დასახელებას, ქონების მოკლე აღწერას).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 მარტის №9-- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 3--34).

 

3.1.18. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 მარტს დაინიშნა აუქციონი, რომელიც სრულდებოდა 2017 წლის 30 მარტს, 16.0- საათზე.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულებით დგინდება, რომ მოვალის შპს „ტრ----------------------–-ს“ (ს/კ -2--------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბათუმი, დ-------–---------, შ-------------–--------–-, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30-22.0- კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0----------- შემძენი 2017 წლის 30 მარტს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ბი------- (ს/კ -4--------). განკარგულებით დგინდება, რომ შპს „ბი-----მა“ უძრავი ქონება შეიძინა 9----0-.0- ლარად და მის მიერ თანხა გადახდილია სრულად. აღსრულება განხორციელდა

 

არაუზრუნველყოფილი კრედიტოს - შპს ,,მე-----ს (საფუძველი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 27.06.2016 წელს გაცემული N2--------- სააღსრულებო ფურცელი) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ამონარიდი სააღსრულებო წარმოების ელექტრონული ვებგვერდიდან აუქციონის დანიშვნის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 444-447);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულება (ტ. II, ს.ფ. 291-292).

 

3.1.1-- დადგენილია, რომ შპს „ბი-----ის“ უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება უძრავ ქონებაზე მდებარე: ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 2. განკარგულება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 აპრილს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-----------.) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბი------- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულება).

 

მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რეგისტრაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 293);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი - 13.04.2017 წელი) ( (ტ. II, ს.ფ. 294-295).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „ საჯარო რეესტრის

 

შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანება, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ დავის განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა - გაუქმდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 06 მარტის მოქმედება A-------- სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის (საქმე №2---------) გადაწყვეტილებით შპს „ტრ----------------------–ს“ შპს „მე-----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4------ ლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით დაეკისრა პირგასამტეხლოს 20- 0-- ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 20-- ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაიცა №2---------

 

სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2016 წლის 04 ივლისს კი შპს „მე-----ს“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 01 აგვისტოს №A------------ განკარგულებით შპს „ტრ----------------------–ს“ საჯარო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა №A-------- სააღსრულებო წარმოებისა (კრედიტორი - შპს „მე-----“; მოვალე - შპს „ტრ----------------------–-“; საგანი - თანხის გადახდევინება, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა) და მოვალის მიმართ წინადადების გადაწყვეტილების ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების შესახებ. ასევე დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს შეფასებულ იქნა შპს „ტრ----------------------–-ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება (ს/კ 0-----------), მდებარე: ბა-----------------–-----------–-------–---–-------ი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6---- 0-- ლარი.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/2/596 30/09/2016). ამავე კანონის მე-183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 27 თებერვალს შპს „ტრ----------------------–-ს“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა 1. A-------- სააღსრულებო საქმის შეჩერება, მათ შორის, იძულებით აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------); 2. აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა დასახელებულ უძრავ ნივთთან მიმართებაში; 3. ამ ნივთზე აღსრულების

 

შეწყვეტა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენა; 4. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის A---------------- მიმართვით შეჩერებული ღორღის მოპოვების აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენა; 5. უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) აღსრულების მიქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალის სხვა ქონებათა რეალიზაციით ვერ დაიფარება კრედიტორის მოთხოვნა.

 

ასევე დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხა-----–-----–---–ის მოქმედება A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) 2017 წლის 20 თებერვალს მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და შეწყდა მიმდინარე აუქციონი (№4----, ლოტი №2----).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული ბრძანების კანონიერების შესწავლა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორის ზემომითითებული მოთხოვნები.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. აღნიშნულ მუხლს შენიშვნის სახით მიეთითა, რომ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არაა უფლებამოსილი შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება, შესაბამისად, მხარის მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა. კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებული ვითარების არსებობის პირობებში, გამოცხადებული იძულებითი აუქციონის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღსრულების შეფერხება შეიძლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რაც უნდა დასაბუთდეს. ამდენად, ცალსახაა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღნიშნული

 

უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია მის გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს, როგორც განსაკუთრებული გარემოების არსებობა, ასევე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტის გონივრულობაც, რითაც დაცული იქნება პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დასადგენი იყო შენობა-ნაგებობებში განთავსებული დანადგარები წარმოადგენდა თუ არა სარეალიზაციო ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო მოქმედებების განსახორციელებლად აღმასრულებელს სჭირდებოდა გარკვეული დრო და აუქციონის დასრულებამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრებოდა მათი განხორციელება, მართებული იყო, რომ გაუქმებულიყო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედება სარეალიზაციო ქონებაზე მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე და შემწყდარიყო მიმდინარე აუქციონი.

 

ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ გამოყენებულ იქნა ის უკიდურესი ღონისძიება, რომლითაც განხორციელდა ერთი მხრივ, უძრავი ნივთის მომავალი შემძენის ინტერესების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალის ინტერესების უზრუნველყოფა.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სხვა მოთხოვნების არდაკმაყოფილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით (აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა დასახელებულ უძრავ ნივთთან მიმართებაში; ამ ნივთზე აღსრულების შეწყვეტა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენა; აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის A---------------- მიმართვით შეჩერებული ღორღის მოპოვების აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენა; უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) აღსრულების მიქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალის სხვა ქონებათა რეალიზაციით ვერ დაიფარება კრედიტორის მოთხოვნა), სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ქონებაზე და ასევე მოვალის სხვა ქონებების მიმართ განხორციელებული კონკრეტული სააღსრულებო ღონისძიებები ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას იძულებითი მექანიზმებით, მათ შორის, მოვალის ქონების რეალიზაციის, მოვალის და მისი ქონების მიმართ შეზღუდვების დაწესების გზით. ამ პროცესში კი გასათვალისწინებელია კრედიტორის ინტერესებიც და სააღსრულებო ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ მიიღოს აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.

 

6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 06 მარტის მოქმედების გაუქმება №A------------ სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ-განცხადება უნდა შეიცავდეს სხვადასხვა მონაცემებს, მათ შორის, გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და განმარტავს, რომ ხსენებული საკანონმდებლო რეგულაცია, დაკავშირებულია სამომავლოდ აღნიშნული ქონების პოტენციურ შემძენ პირთა უფლებების დაცვასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხა-----–-----–---–ის მოქმედება A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდი: 0-----------) 2017 წლის 20 თებერვალს მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და შეწყდა მიმდინარე აუქციონი (№4----, ლოტი №2----). ამავე ბრძანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსს დაევალა უზრუნველეყო ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ბრძანებაში მოცემული მსჯელობისა და სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის პირველ მარტს, 2017 წლის 28 თებერვლის №8-- ბრძანებით გათვალისწინებული დავალების მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, შეფასების სამსახურის თანამშრომლებთან და შპს „ტრ----------------------–-ს“ დირექტორთან, მის წარმოამდგენელთან ერთად გამოცხადდნენ მოვალის კუთვნილ მისამართზე. ოქმით დასტურდება, რომ შპს „ტრ----------------------–-ს“ წარმომადგენლებმა დააზუსტეს პრეტენზია და ითხოვდნენ 10-- კილოვატიან მიერთების მოპოვების ნებართვის ღირებულების შეფასებას უძრავ ქონებასთან ერთად, სხვა პრეტენზია არ გააჩნდათ. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს შპს „ტრ----------------------–-ს“ დირექტორი და მისი წარმომადგენელი.

 

ასევე დადგენილია, რომ აღსრულ;ების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 მარტის N9-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხა-----–-----–---–ის მოქმედება №A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ნივთზე 2017 წლის 2 თებერვალს პირველი აუქციონის (№4----; №2----) გამოცხადების თაობაზე და აუქციონის შედეგი; ამავე ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხა-----–-----–---–ის მოქმედება №A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში უძრავ ნივთზე 2017 წლის 10 თებერვალს პირველი განმეორებითი აუქციონის (№4----; №2----) გამოცხადების თაობაზე და აუქციონის შედეგი.

 

ბრძანებით განმარტებულ იქნა, რომ წარდგენილი მოხსენებითი ბარათიდან და სააღსრულებო წარმოების მასალებიდან დგინდებოდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ პირველ და პირველ განმეორებითი აუქციონის ინტერნეტ-განცხადებაში არ იქნა მითითებული სარეალიზაციო ქონების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ეწინააღმდეგებოდა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს გასაყიდი ქონების დასახელებას, ქონების მოკლე აღწერას).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 მარტის №9-- ბრძანებაში მითითებული განმარტებების გათვალისწინებით იქნა შემდგომში გამოცხადებული აუქციონი, რომელიც დასრულდა 2017 წლის 30 მარტს. შესაბამისად,, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აუქციონის დანიშვნის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 06 მარტის მოქმედების გაუქმების (უკანონოდ ცნობის) შესახებ.

 

6.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულების ბათილად ცნობა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანამხად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულებით დგინდება, რომ მოვალის შპს „ტრ----------------------–-ს“ (ს/კ - 2--------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართობით: 30-22.0- კვ.მ.-ს და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საკადასტრო კოდით: 0----------- შემძენი 2017 წლის 30 მარტს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ბი------- (ს/კ - 4--------). განკარგულებით დგინდება, რომ შპს „ბი-----მა'' უძრავი ქონება შეიძინა 9---0-.0- ლარად და მის მიერ თანხა გადახდილია სრულად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომადინარე, იმ პირობებში, როდესაც აუქციონზე ქონების შემძენის მიერ სრულად იქნა გადახდილი ღირებულება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო გამოეცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასარჩელო განცხადებაში, მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალ-----------------------–-----------–---------–-------ლი, საკადასტრო კოდით: 0---------- შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალური საბაზრო ღირებულების გაცილებით ნაკლებ ფასად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს მოვალის მიერ ქონების შეფასების შესახებ ექსპერტის დასკვნის წარდგენის წესს. კერძოდ, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთი და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ - ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მხარემ შპს აუდ------------------–---–---------------–-------------------ის“ 2017 წლის 24 თებერვლის №1--- ქონების შეფასების აქტი, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა 2017 წლის 27 თებერვლის საჩივართან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დარღვეულია ექსპერტის დასკვნის წარდგენის წესი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალის მიერ წარდგენილი დასკვნის გაზიარების ვალდებულება არ ეკისრებოდა.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება - მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“პუნქტის

 

თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

როგორც საქმის მასალები ცხადყოფენ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A---------------- განკარგულებით შპს „ბი-----მა“ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, რომლის საფუძველზეც მას წარმოეშვა კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლებამოსილება, ხოლო რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე (13.04.2017 №A----------------განკარგულება) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარმოეშვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ვალდებულება, რაც განხორციელდა კიდეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, რაც გამორიცხავდა უძრავ ქონებაზე შპს „ბი-----ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს,რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული

 

სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე, 3--ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ტრ----------------------–-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური