განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
010100118002490777
დავის ტიპი
177 2 ბ
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002490777

საქმეN1-528/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15.11.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე, კო--------------------–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: უჩ-------------ე

მამის სახელი: თა-----

დაბადებული: 3--08.1976 წელს

პირადი ნომერი: 6---------1

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართი: ქ. ბათუმი, ე--------–---–---------------------

 

ადვოკატი - მა-–----------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171130418008

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 14:38 საათზე, უჩ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით , ქ. ბათუმში დ. აღ--–-----–---------- -ში მდებარე შპს „ ს---ს “ მაღაზია N1----ში უკანონო შეღწევით, ფარულად დაეუფლა შპს „ ს--- “- ს კუთვნილ ფულად თანხას 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით და ერთ კოლოფ სიგარეტ „ S------- “- ს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება

ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით

 

2.1 უჩ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს სრულად და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით,კერძოდ, საქმის განხილვისას

 

დაზარალებულმა ირ---–------–----ემ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ს---ში“ ბათუში აღ--–-----–ის ქ. #---ში არსებულ მაღაზიაში აწარმოებს სიგარეტების რეალიზაციას, მის გვერდით ქუჩის მხრიდან განთავსებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სადაც მუშაობს ქეთ--------------ძე, მის მაღაზიას როგორც ქუჩის, ისე ბაზრობაზე შესასვლელის მხრიდან აქვს მეტალოპლასტმასის მცირე ზომის ფანჯარა; 2018 წლის 13 აპრილს ჩვეულებრივად დილიდან დაიწყო მუშაობა; დაახლოებით 14:30 საათზე გავიდა მაღაზიიდან სიგარეტების მოსატანად , რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნებისას შეატყო, რომ ფანჯარასთან დადგმული სამუშაო მაგიდის უჯრა ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად იყო გამოღებული , ნახა, რომ თანხა მოპარული იყო; დაახლოებით ჰქონდა ალბათ 100 ლარამდე, რადგან ზუსტად არ დაუთვლია გასვლისას; იყო 5 ლარიანი და 20 ლარიანი კუპიურები; ასევე იყო ხურდა ფული, რომელიც არ იყო წაღებული; ; დაინტერესდა და ნახა ვიდეოკამერის ჩანაწერები; იქ კარგად ჩანდა, რომ მამაკაცი მოდის, აღებს უჯრას და იღებს თანხას, მიდის და მალევე ბრუნდება და იგივე ხერხით კვლავ იღებს თანხას; რამდენიმე წუთში იგივე პირი ისევ ბრუნდება და ამჟამად იღებს უკვე სიგარეტს „სო-------ს“, რომელიც ღირს 7 ლარი; პირადად ამ პირს არ იცნობდა; ქურდობის ფაქტზე განაცხადა პოლიციის განყოფილებაში; თავად გადასცა პოლიციის თანამშრომელს ვიდეოკამერის ჩანაწერები; როცა გავიდა მაღაზიიდან ის არ დაუკეტავს, გვერდით მომუშავე პირს ქე----------------ეს თხოვს მიექცია ყურადღება მაღაზიისთვის; ზიანი მიადგა ფულადი თანხით, დაახლოებით 100 ლარამდე და ასევე წაღებული იყი სიგარეტი, რადგან თავადაა პასუხისმგებელი დანაკლისზე; ამის შემდეგ ეს პირი მოიყვანეს და მეორედ იმ დროს ნახა იყოს ის პიროვნება, ვინც ჩანაწერებში ჩანდა; ის აჩვენებდა პოლიციის თანამშრომლებს ქურდობის ფაქტს და აღწერდა მის გადაადგილებას; ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ნამდვილად იყო ის პიროვნება, ვინც ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებში იპარავს ფულად თანხას და სიგარეტს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 26.10.2018წ);

 

მოწმე ქე----------------ემ განაცხადა, რომ აღ--–-----–ის ქუჩა #---ში მუშაობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ვალუტის გაცვლა ხორციელდება ქუჩის მხრიდან მის გვერდით არის სიგარეტების მაღაზია, სადაც მუშაობს ირ---–------–----ე; 2018 წლის 13 აპრილს შუადღის საათებში, ირ---–- გავიდა მაღაზიიდან სიგარეტების მოსატანად, თხოვა, რომ ყურადღება მიექცია მაღაზიისთვის, თუმცა მას ყავდა კლიენტები და ვერ მიაქცია ყურადღება; ირ---–- დაბრუნდა დაახლოებით 15 წუთში; კითხა, ხომ არ დაუნახავს ვინმე მის მაღაზიასთან, რადგან უჯრაში თანხა აღარ იყო; მას არ დაუნახავს ვინ მივიდა ირ---–-ს მაღაზიასთან და ვინ აიღო თანხა; ჩართეს ვიდეოკამერის ჩანაწერი და ნახეს თუ როგორ მოდის რამდენჯერმე უცხო მამაკაცი და იღებს ორჯერ ფულად თანხას, ხოლო მესამედ სიგარეტს; (იხ ოქმი 20.09.2018წ)

 

მოწმე ირ---–- წი-–-----მ განაცხადა, რომ 2018 წლის 13 აპრილს სამსახურში იმყოფებოდა, შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუში აღ--–-----–ის ქუჩა #---ში არსებულ სავაჭრო ცენტრში, სიგარეტების მაღაზიიდან მოპარული იყო თანხა და სიგარეტი; აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება; საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ირ---–------–----ის მაღაზიიდან ფულადი თანხისა და სიგარეტის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა უჩ--------------------------ეს; მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 26.10.2018წ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას ემზარ ჯაფარიძემ და არჩილ ავალიანმა განაცხადეს, რომ მათ უჩ-------------ის ბრალდების საქმეზე მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის აგდილის, - მაღაზიიის დათვალიერებაში, როგორც შეტყობინება არსებობდა, მაღაზიიდან მოპარული იყო ფულადი თანხა და სიგარეტი; დათვალირებისას მოანწილეობას მათთან ერთად იღებდა გამომძიებელი და დაზარლებული; მათ დაასურათეს შემთხვევის ადგილი, რაიმე ნივთი ან კვალი მა დროს ამოღებული არ ყოფილა;

 

ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს ამავე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებაში - ამოღება; როგორც მათთვის გახდა ცნობილი უჩ-------------ემ წარმოადგინა ნივთები და მოხდა მათი ამოღება; ეს ნივთები იყო ფულადი თანხა, რომლის ზუსტი რაოდენობა არ ახსოვთ, ის დასურათებულია; სიგარეტი სო-------, მზის სათვალე და ტანსაცმელი; აღნიშნულიც დაასურატეს და დალუქეს სპეციალუირ პარკში; საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა განყოფილებაის ადმინისტრაციული შენობაში;

 

ამავე საქმეზე ჩატარდა მათი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებული ნებაყოფლობით გამომძიებელს აჩვენებდა მის გადაადგილებას და მოქმედებას, თუ როგორ მოიპარა თანხა და სიგარეტი ისინი ახდენდნენ აღნიშნულის დასურათებას; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 20.09.2018წ; 15.11.2018წ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას ზა---------------------------------–------მა განაცახდეს, რომ მათ გამომძიებელ ზუ-----------------–აძესთან ერთად სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოახდინეს უჩ-------------ის დაკავება; უჩ-------------ეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 26.07.2018წ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას ზუ-----------------–აძემ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე მან დაიწყო გამოძიება, ირ---–------–----ის მაღაზიიდან ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით; მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ავთენტურობას ადასტურებს; საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონიერად, რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა; ბრალდებულმა აღიარა რა ჩადენილი ქმედება, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და თავად მიუთითებდა, თუ როგორ გადაადგილდებოდა და რა ვითარებაში მოიპარა მაღაზიიდან ფულადი თანხა და სიგარეტი; მან ასევე ნებაყოფლობით წარმოადგინა ტანსაცმელი, რაც იმ დროს ეცვა და მზის სათვალე, ასევე წარმოადგინა ფულადი თანხა და სიგარეტის კოლოფი, რამდენიმე ღერით, მისივე განმარტებით მას თანხა გახარჯული არ ჰქონდა და ინახავდა;(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 26.10.2018წ)

 

უჩ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

2018 წლის 13 აპრილის შემთხვევის ადგილის ( მაღაზია) დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელი ზუ-----------------–აძის, მოწმე ირ---–------–----ის, ექსპერტების ემ------------------------------–-----–---ის მონაწილეობით, დღის საათებში, მზიან მშრალ ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ვითარებაში დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმში, დ. აღ--–-----–ის ქუჩა N---ში მდებარე მაღაზია N1353, რომელიც განთავსებულია ბაზრობაზე შესასვლელ კარებში მარცხენა მხარეს, მაღაზია გაყოფილია ორ ნაწილად დ. აღ--–-----–ის ქუჩის მხრიდან განთავსებულია სავალუტო პუნქტი და ფასადზე დამაგრებულია ვალუტის კურსის აღმნიშვნელი რეკლამები. ბაზრობაზე შესასვლელის მხრიდან განთავსებულია სიგარეტების მაღაზია, მაღაზიას გააჩნია შემინული მეტალო პლასტმასის ფასადი. მაღაზიაში შევდივართ მეტალო პლასტმასის შემინული კარით, კარის გვერდით მარჯვენა მხარეს განთავსებულია მცირე ზომის სამუშაო ფანჯარა, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. ფანჯარასთან დევს სამუშაო მაგიდა, რომელზეც მოთავსებულია კომპიუტერი და ნივთები. კედელზე განთავსებულია ვიდეო, მეთვალყურეობის კამერა. მაგიდას გააჩნია გამოსაღები უჯრა, რომელიც ღია მდგომარეობაშია და უჯრას გააჩნია განაყოფები. მაღაზიაში როგორც ფასადის მხარეს, ასევე შიგნით კედლებზე განთავსებულია თაროები და დევს სხვადასხვა მარკის სიგარეტები. ფანჯარასთან ასევე დევს სანთებელები. კედელზე დამაგრებული ვიდეო მეთვალყურეობის კამერა მიმართულია სამუშაო ფანჯრისკენ. შემთხვევის ადგილი დასაბუთებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით „ ნიკონი“, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. (იხ.ს. ფ. 3-8)

 

2018 წლის 13 აპრილს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ზუ-----------------–აძის მიერ, არჩილ ავალიანის და ემზარ ჯაფარიძის მონაწილეობით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში უჩ-------------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი კერძოდ: ლურჯი ფერის კოპლებიანი ქურთუკი, რომელსაც გააჩნია ელვა შესაკრავი და ე. წ. კაპიშონი, კაპიშონზე გააჩნია თასმები, აქვს ჯიბეები. ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური. ამოღებული იქნა შავი ფერის მზის სათვალე რომლის სახელურებზეც იკითხება წარწერა MATRIXX. უჩ-------------ისგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 85 ლარის ოდენობით, მათგან 7 ცალი 5 ლარიანი კუპიურა ნომრებით AA11609484, AA42059402, AA 29886987, AA 38474956, AA 13748125, CA7294047 და CK5102817. ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით AA14706350 და AA31201181. ერთი ცალი ათ ლარიანი კუპიურა ნომრით DA 9246044. ამოღებული იქნა სიგარეტი SOBRANIS, რომელიც არის თეთრი ფერის კოლოფში მოთავსებული და კოლოფში არის სამი ღერი სიგარეტი. ამოღებული ტანსაცმელი და სათვალე მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ნომრით FCI 450759, პაკეტი N1, ამოღებული სიგარეტი მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით FCI 571736 PAKETI N2. ამოღებული ფულადი თანხა 85 ლარის ოდენობით დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით FCI 571735 პაკეტი N3. ამოღება დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით „ ნიკონით’’ და მონაწილე პირების მიერ დადასტურებული იქნა ხელმოწერებით. ( იხ. ს/ფ 31-37)

 

2018 წლის 13 აპრილს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, გამომძიებელი ზუ-----------------–აძის, მოწმე ირ---–------–----ის, ექსპერტების ემ------------------------------–-----–---ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება (ქ. ბათუმში, ტაბიძის ქუჩა N8. დ. აღ--–-----–ის ქუჩა N 21). მოწმე უჩ-------------ეს წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რაც დაადასტურა და განმარტა რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. აღნიშნულის შემდეგ სამსახურებრივი ავტომანქანა ტოიოტა სახ. ნომრით N4N 229- ით ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან უჩ-------------ის მითითებით გავიდნენ ქ. ბათუმში დ. აღ--–-----–ის ქუჩა N---ში არსებული სავაჭრო ცენტრ 2009-ში, სადაც მიუთითა დ. აღ--–-----–ის ქუჩის მხრიდან არსებულ შესასვლელში განთავსებული სიგარეტების მაღაზიაზე და განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს აღნიშნული მაღაზიიდან მოიპარა თანხა 85 ლარის ოდენობით და სიგარეტი „ სო------- “. უჩ-------------ემ მიუთითა მაღაზიის ფანჯარაზე, საიდანაც გადაწია ხელი და გამოაღო მაგიდის უჯრა. ასევე მიუთითა მაგიდის უჯრაზე, საიდანაც დაეუფლა თანხას და მიუთითა მაღაზიის შიგნითა მხარეს ფანჯრის გვერდით არსებულ თაროზე, საიდანაც მოიპარა სიგარეტი. უჩ-------------ემ მიუთითა ბაზრობიდან გასასვლელი კარისკენ და განმარტა, რომ ფულისა და სიგარეტის ქურდობის შემდეგ წავიდა აღ--–-----–ის ქუჩით. მისივე განმარტებით აღნიშნული ფანჯრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სამჯერ მობრუნდა და მოიპარა თანხა და სიგარეტი, ერთი და იგივე უჯრიდან ორჯერ დაეუფლა თანხას და ერთხელ სიგარეტს თაროდან. უჩ-------------ემ განმარტა, რომ მის მიერ ნაქურდალი სიგარეტი და ფულადი თანხა მისგან იქნა ამოღებული. აღნიშნულით დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით „ ნიკონი “ . რაიმე არ ამოღებულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (იხ. ს. ფ. 40-46)

 

2018 წლის 27 აპრილს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 27 აპრილს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ზუ-----------------–აძის მიერ დათვალიერებული იქნა ირ---–------–----ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ფაილი, სადაც დაფიქსირებულია 2018 წლის 13 აპრილის ვიდეო ჩანაწერი 14:11:43 საათიდან 14:57:47 საათის მონაკვეთი/ ვიდეო ფაილში დაფიქსირებულია ქ. ბათუმში დ. აღ--–-----–ის ქუჩა N---ში არსებული სავაჭრო ცენტრი ბათუმი 2009-ში განთავსებული 1353 მაღაზიის შიდა პერიმეტრი. ვიდეო ფაილში ფიქსირდება სამუშაო მაგიდა და მაღაზიის ფანჯარა, საიდანაც ხდება კლიენტების მიერ შეძენილი პროდუქტის მიწოდება, ასევე ფიქსირდება მაღაზიაში განთავსებული თაროები, სადაც დალაგებულია სიგარეტები. მაღაზიაში სამუშაო მაგიდასთან ზის მამაკაცი, რომელიც ემსახურება კლიენტებს და არის გამყიდველი. 14:46:15 საათზე მაღაზიაში მყოფი გამყიდველი გადის მაღაზიიდან, რა დროსაც სამუშაო ფანჯარას ტოვებს ღია მდგომარეობაში. 14:48:40 საათზე ფანჯარასთან მიდის მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური და ლურჯი ფერის კოპლებიანი ქურთუკი, თავზე უკეთია სათვალე, იხედება მაღაზიაში, ათვალიერებს მაღაზიას, ხელს ყოფს ფანჯრიდან, აღებს სამუშაო მაგიდის უჯრას რომელსაც გააჩნია დანაყოფები, ერთერთი დანაყოფიდან იღებს თანხას (ხუთ ლარიანი კუპიურები) და მიდის. 14:50:57 საათზე იგივე პიროვნება კვლავ მიდის ფანჯარასთან და ხელს ყოფს ფანჯრიდან და იმავე უჯრიდან იღებს ფულად თანხას (ათი და ოცი ლარიანი კუპიურები) რის შემდეგაც შორდება მაღაზიას და მიდის. 14:51:45 საათზე იგივე მამაკაცი კვლავ მიდის ფანჯარასთან, ხელს ყოფს მაღაზიაში და მარცხენა მხარეს განთავსებული თაროდან იღებს ერთ კოლოფ სიგარეტს (სო-------) და შორდება მაღაზიას.

 

დათვალიერების შემდეგ დისკი მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა ნომრით 26/10/4. (იხ. ს. ფ. 90-91);

 

2018 წლის 30 აპრილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერი დათვალიერებული იქნა უჩ-------------ის მონაწილეობით ; უჩ-------------ის განმარტებით აღნიშნული მამაკაცი არის თვითონ და ის დაეუფლა ფულად თანხას სულ 85 ლარს და სიგარეტს „სო-------ს“ , ასევე განმარტა, რომ ტანსაცმელი, რომელიც იმ დროს ეცვა, მისგან იქნა ამოღებული; (იხს .ფ. 115-116)

 

2018 წლის 30 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებლის ზუ-----------------–აძის, უბნის ინსპექტორის ზაზა დიასამიძის, უბნის უმცროსი ინსპექტორის თორნიკე ვეშაგურის მონაწილეობით ქ. ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარე მიმდებარე ტერიტორიაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებული უჩ-------------ე. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. (იხ. ს. ფ . (103-109);

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს უჩ-------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენას; საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას, ვარაუდის საფუძველზე კი პირი არ უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 15.11.2018წ);

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას უჩ-------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რომ არ არის წარმოდგენილი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რადგან საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება;

 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ და გამოკვლეულ არაერთ პირდაპირ მტკიცებულებას, რომელთა შეფასებით უდავოდაა დადასტურებულია უჩ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება კერძოდ, შემთხვევის დღეს 2018 წლის 13 აპრილს დაფიქსირდა რა ქურდობის ფაქტი და დაიწყო გამოძიება, უჩ-------------ე გამოძახებული იქნა უწყებით და ის გამოცხადდა და გამოიკითხა მოწმის სახით, მან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია გამომძიებელს მის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ; ის თანახმაა მისგან ამოღებული იქნეს ფულადი თანხა, სიგარეტი, ტანსაცმელი და მზის სათვალე, ის ასევე ნებაყოფლობით იღებს მონაწილეობას საგამოძიებო ექსპერიმენტში და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს დეტალურად აღუწერს, თუ როგორ და რა ვითარებაში მოიპარა ფულადი თანხა და სიგარეტი; საგამოძიებო ექსპერიმენტით ის დეტალურად აღწერს თავის მიერ ჩადენილ ქმედებას; ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებს დაზარალებული, რომელმაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ უჩ-------------ე თავად განმარტავდა, თუ როგორ მოიპარა თანხა და სიგარეტი; დაზარალებულის განმარტებით ის ზუსტად იგივე პირი იყო, ვინც ნახა ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერებისას;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არაერთი პირდაპირი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება უჩ-------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და მის გაქარწყლებას ვერ ახდენს დაცვის მხარის მტკიცება, რომელიც წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ ვერსიების სახით, რაც ვერანაირად ვერ აბათილებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ადასტურებენ;

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

3.2. სასამართლომ საქმის განხილვისას თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ უჩ-------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. უჩ-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანი და შედეგი, ასევე ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები;

 

ბრალდებული უჩ-------------ე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად მის მიმართ გამოყენებული იყო თავისუფლების აღკვეთაც, რაც ვერ გახდა ბრალდებულისთვის შემაკავებელი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი და ის უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით; რაც შეეხება სასჯელის ზომას სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში Olsson v. Sweden სასამართლომ დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უჩ-------------ე გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასმართლოს მიერ 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით , თუმცა ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის, სასამართლო ვერ იმსჯელებს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელზე, ასევე სასამართლო ვერ იმსჯელებს შესაძლო რეციდივთან მიმართებითაც , რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ-ის 273-ე მუხლით;

 

ამდენად, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ისეთი ზომით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

6.1. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: უჩ-------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და სათვალე, ფულადი თანხა (ამოღების ოქმი 13.04.2018წ, ს.ფ.31)), სიგარეტი რომელიც დალუქულ მდგომარეობაში, ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში

ასევე - ირ---–------–----ის მიერ წამოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს

 

ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოხდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული უჩ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ უჩ-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - უჩ-------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და სათვალე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - უჩ-------------ისგან ამოღებული ფულადი თანხა 85 ლარი (მათგან 7 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა; (ამოღების ოქმი 13.04.2018წ)) დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - უჩ-------------ისგან ამოღებული სიგარეტი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ი. ბო-–-----ს მიერ წამოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე