განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100118002607408
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ჟ----–---–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ტ------–-ს ძე ა-------–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 8------ს, რეგისტრირებული: თ-------- რაიონის სოფელ ჯ------–-.

 

ადვოკატი - კ------- ჩ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-- მ-------- პ------–- მ/რაიონის მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამმა გ------- ა-------–მა ცოლის ძმას - დ----- ვ-------–---–ს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სანადირო თოფიდან გასროლით, ორივე ფეხში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დ----- ვ-------–---–ის გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

GAGAGGA

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა

 

2.1. 2018 წლის 12 აპრილის ღამეს, 23:27 საათზე, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მამაკაცის დაჭრის ფაქტზე. ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თ---–--–-- მ-------- პ------–- მ/რაიონის მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩენილი იქნა ორი ცალი მასრა, სისხლის ლაქები და მძიმედ დაჭრილი დ----- ვ-------–---–ი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

2.2. უდავო მტკიცებულებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების თ----–---------–---ის და ი----- ა-----–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2018 წლის 12 აპრილს, გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შევიდა შეტყობინება - მ-------- პ------–- მ/რაიონის მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა მამაკაცი სისხლმდენი ჭრილობით. ბრიგადა სასწრაფოდ გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ მიწაზე, გულაღმა მდგომარეობაში მწოლიარე ფეხების არედან ძლიერი სისხლმდენი ჭრილობით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. მამაკაცს ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი, რის გამოც იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში. დაჭრილი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა უახლოეს კლინ---ში ,,მ--–---- კ-–--–---–ის მ------–---------–----- გადაუდებელი დახმარების ცენტრში“.

 

2.3. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა 1v-100/ა-ს მიხედვით, ,,მ--–---- კ-–--–---–ის მ------–---------–----- გადაუდებელი დახმარების ცენტრში“ 2018 წლის 12 აპრილს, 2---- საათზე დ----- ვ-------–---–ი მიყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. დ. ვ-------–---–ს აღენიშნებოდა ტრავმული და ჰემორაგიული შოკი. ორივე ბარძაყის ძვლის დამსხვრეული ღია მოტეხილობა, ორივე მხარეს ნაფლეთი, ძლიერი სისხლმდენი ჭრილობები, პოსტჰემორაგიული ანემია. გაწეული სამედიცონო დახმარების მიუხედავად 13.04.18წ. 04:00 საათზე დაფიქსირებული იქნა ბიოლოგიური სიკვდილი.

 

2.4. დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ------ ლ-–--–--–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შვილი ნ----- ვ-------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ა-------–თან და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მ------ ლ-–--–--–ის ოჯახში. მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა მ------ ლ-–--–--–ის შვილი დ----- ვ-------–---–ი. მ------ ლ-–--–--–ის ჩვენებით ნ----- ვ-------–---–ის და გ------- ა-------–ის ურთიერთობა არ იყო ჰარმონიული, გარკვეული პერიოდი ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა დ----- ვ-------–---–ის ინიციატივით, 2018 წლის დასაწყისში კვლავ შერიგდნენ. გ------- ა-------–ი ნ----- ვ-------–---–ს აიძულებდა ოჯახიდან წილის მოთხოვნას. ბრალდებულის დაჟინებული მოთხოვნით, ნ----- ვ-------–---–მა ძმას დ----- ვ-------–---–ს საერთო ქონებიდან წილი მოსთხოვა, რასაც და-ძმას შორის მოჰყვა უთანხმოება, დ----- ვ-------–---–მა ნ----- ვ-------–---–ს სახეში ხელი დაარტყა. მომხდარი ინციდენტის შესახებ ნ----- ვ-------–---–მა უამბო მეუღლეს გ------- ა-------–ს. ეს უკანასკნელი შემთხვევამდე ერთი კვირის განმავლობაში მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა ნ----- ვ-------–---–ს და ძმის მოკვლით იმუქრებოდა, ასევე ურეკავდა მ------ ლ-–--–--–ს და კითხულობდა დ----- ვ-------–---–ს. ოჯახს გ------- ა-------–ის მუქარა სერიოზულად არ აღუქვია. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 12 აპრილს, საღამოს, მ------ ლ-–--–--–ის სახლში მივიდა გ------- ა-------–ი და მოიკითხა დ----- ვ-------–---–ი, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ გ------- ა-------–ი წავიდა სახლიდან და დაახლოებით 22:00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა დ----- ვ-------–---–იც. ისინი შეკამათდნენ საყოფაცხოვრებო თემაზე და სასაუბროდ სადარბაზოში გავიდნენ. მ------ ლ-–--–--–ის თხოვნით შებრუნდნენ სახლში, თუმცა გ------- ა-------–ის ინიციატივით ისევ გავიდნენ. მ------ ლ-–--–--–მა ფანჯრიდან დაინახა, რომ სადარბაზოდან გასულმა გ------- ა-------–მა ავტომანქანას საბარგული ახადა, რაღაც ნივთი შეინახა ან პირიქით ამოიღო, ამ დროს სადარბაზოდან გავიდა დ----- ვ-------–---–იც. მათი წასვლიდან, ცოტა ხანში მ------ ლ-–--–--–მა შეიტყო, რომ დ----- ვ-------–---–ი იყო დაჭრილი. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

2.5. დ----- ვ-------–---–ის ძმის - მოწმე გ------- ვ-------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 12 აპრილს, გვიან ღამით, დაურეკა დ----- ვ-------–---–მა და სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისვლა, რადგან გ-------მ დაჭრა და სისხლისგან იცლებოდა. გ------- ვ-------–---–ს შემთხვევის ადგილზე, რომელიც არის მიუვალი და მიტოვებული ტერიტორია, დახვდა უგონო მდგომარეობაში მყოფი, დაჭრილი დ----- ვ-------–---–ი, რომელიც კლინიკაში მიყვანიდან 2-3 საათში გარდაიცვალა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდით ადრე, დ----- ვ-------–---–ისგან შეიტყო, რომ გ------- ა-------–ს საკუთრებაში ჰქონდა მომეტებული საფრთხის შემცველი იარაღი.

 

2.6. მოწმე ნ----- ვ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, 2008 წელს დაქორწინდა გ------- ა-------–ზე, დაახლოებით 4 წელი ცხოვრობდნენ თ---–--–-- ნ. ვ-------–---–ის მშობლების ოჯახში, სადაც მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა დ----- ვ-------–---–ი. ამის შემდეგ, გ------- ა-------–მა მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი ბინა მეუღლისგან მალულად გაყიდა, რაც გახდა მათი განქორწინების მიზეზი. დ----- ვ-------–---–ის ინიციატივით, 2018 წლის დასაწყისში ცოლ-ქმარი შერიგდა, თუმცა ნ----- ვ-------–---–ი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მშობლების სახლში აგრძელებდა ცხოვრებას. მოწმის ჩვენებით, გ------- ა-------–მა ის იძულებული გახადა ოჯახიდან წილი მოეთხოვა. წილის მოთხოვნას მოჰყვა კამათი ნ----- ვ-------–---–სა და დ----- ვ-------–---–ს შორის. დ----- ვ-------–---–მა სახეში ხელი გაარტყა ნ----- ვ-------–---–ს. და-ძმას შორის მომხდარი ინციდენტი შეიტყო გ------- ა-------–მა, რომელიც მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უკავშირდებოდა ტელეფონით ნ----- ვ-------–---–ს და იმუქრებოდა დ----- ვ-------–---–ის სიცოცხლის მოსპობით. ასევე ეუბნებოდა, რომ შერჩეული ჰქონდა შემთხვევის ადგილი, სადაც აღასრულებდა განზრახვას. ნ----- ვ-------–---–ს მუქარა სერიოზულად არ აღუქვია. გარდა სატელეფონო ზარებისა, გ------- ა-------–მა მოუხშირა დ----- ვ-------–---–ის ოჯახში სიარული, ყოველი სტუმრობის დროს იგი კითხულობდა დ----- ვ-------–---–ს. 2018 წლის 12 აპრილს, საღამოს, გ------- ა-------–ი მივიდა ვ-------–---–ების ბინაში ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა აგრესიულად. გვიან ღამით ნ----- ვ-------–---–მა შეიტყო გ------- ა-------–ის მიერ დ----- ვ-------–---–ის დაჭრის ფაქტი. მოწმის განმარტებით ბრალდებული არის გამოცდილი მონადირე, ხშირად ნადირობდა, რის გამოც საკუთრებაში ჰქონდა სანადირო თოფი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა გასროლა არის მიტოვებული ტერიტორია, იმ ადგილზე ბრალდებული ხშირად ათენებდა ღამეს, მაშინ როცა სხვაგან გასათენებელი ადგილი არ ჰქონდა.

 

2.7. დ----- ვ-------–---–ის გარდაცვალების ფაქტს და მიზეზობრივ კავშირს სანადირო თოფიდან გასროლასა და გარდაცვალებას შორის ადასტურებს სამედიცინო ექსპრტიზის #0-------- დასკვნა. დასკვნის მიხედვით, დ----- ვ-------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა განვითარებული ორივე ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანებით. გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს - 13.04.2018წ. 04:00 სთ. დ----- ვ-------–---–ს გვამზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ჭრილობა პირობითად #1-#1ა და #2-#2ა) გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით: მარცხენა ბარძაყის მიდამოში მარცხენა ბარძაყის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობით და მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანებით (ჭრილობები #1-#1ა) და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში მარჯვენა ბარძაყის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობებით (ჭრილობები პირობითად #2-#2ა); აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის /ჭურვების/ გამჭოლი მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილის ფაქტი. მარცხენა ბარძაყის მიდამოში არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის /ჭრილობები პირობითად #1-#1ა/ არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ /აზიანებს მარცხენა ბარძაყის ძვალს, მარცხენა ბარძაყის არტერიას/. მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის /ჭრილობები პირობითად #2-#2ა/ არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ აზიანებს მარჯვენა ბარძაყის ძვალს. კანის პრეპარატის გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოები უნდა იყოს არა ახლო მანძილიდან. სროლის თანმხლები ფაქტორების (ალი, გაზები, ჭვარტლი და დენთის ნაწილაკები) ზონის მოქმედების გარეთ, თუ დაზიანების მიყენების მომენტში კანის ზედაპირი წარმოადგენდა პირველ -გარეთა შრეს და არ იყო დაფარული ტანსაცმლით. დ----- ვ-------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებანი ნაჭდევის სახით მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ირგვლივ სისხლნაჟღენთით და ნაჭდევის სახით მარჯვენა ბარძაყის შ/3-ში განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან. ზემოაღწერილი ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს -2018 წლის 12 აპრილს.

 

2.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (მისამართი: თბილისი, მ-------- პ------–- მ/რაიონის მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული ავტოფარეხები) ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და მოწითალო ფერის შედედებული კოლტები, აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 1,5 მეტრში ნანახი იქნა ოქროსფერი ცარიელი მასრა დაზიანებული კაფსულით, ტყვიის გარეშე. მოწითალო ფერის ლაქებიდან დაახლოებით 2,5 მეტრში მიწის ზედაპირზე ნანახი იქნა კიდევ ერთი ცარიელი მასრა დაზიანებული კაფსულითა და ტყვიის გულის გარეშე. ამოღებული სისხლის ნიმუში და ცარიელი მასრები დაილუქა შესაბამისი წესით. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებელმა ნ----- მ------–---–მა.

 

2.9.ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ესპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ----- ვ-------–---–ს.

 

2.10. 2018 წლის 13 აპრილს, თ---–--–-- გ------------ ქ.#1--–ი მდებარე ,,მ--–---- კ-–--–---–ის მ------–---------–----- გადაუდებელი ცენტრიდან“ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა დ----- ვ-------–---–ის ტანსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, რაც დაილუქა შესაბამისი წესით და მასზედ გაკეთა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები.

 

2.11.ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა, რომ დ----- ვ-------–---–ის ტანსაცმელზე - შარვალზე არსებული დაზიანებები: #1 და #1ა, ასევე #2 და #2ა მათი მორფოლოგიური მონაცემების, ლოკალური მდებარეობის და სამედიცინო დასკვნის (#0--------) გათვალისწინებით ცეცხლსასროლი წარმოშობისაა და განვითარებული უნდა იყოს ერთი დამაზიანებელი ჭურვის მოქმედების შედეგად.

 

2.12. უდავო მტკიცებულებით, ვ------- მ--------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 აპრილს, გვიან ღამით, მასთან მივიდა გ------- ა-------–ი, რომელიც იყო აღელვებულ მდგომარეობაში და შესანახად გადასცა ორი თოფი ვაზნებით. მეორე დილით, მისი სახლიდან პოლიციელებმა ამოიღეს გ------- ა-------–ის მიერ დატოვებული ორი თოფი, ვაზნებთან და თანმხლებ ნივთებთან ერთად. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ,,...გ------- ა-------–მა მითხრა, რამდენიმე ხნის უკან, ცოლისძმამ დ-----მა თავის დას, ანუ მის მეუღლეს ნ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის გამო მოხდა მათ შორის კამათი, რაც შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბის დროს ჩემმა ცოლისძმამ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაო, შემაგინა დედის მისამართით, რაც ვერ მოვითმინე და ჩემს სახელზე გაფორმებული შაშხანიდან ვესროლეო...“.

 

2.13. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ გ------- ა-------–ის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რაც ზემოთგანხილულ მტკიცებულებებთან ერთად მიუთითებს, რომ ქმდება მის მიერ არის ჩადენილი. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- ა-------–ი დ----- ვ-------–---–ის დაჭრისთანავე ტოვებს შემთხვევის ადგილს და ცდილობს თავიდან მოიშოროს და გადამალოს დანაშაულის იარაღი. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს, 09:05 საათზე, გარადაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში ვ------- მ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი რკინის კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის თოფის მსგავსი საგანი, მასზე დამონტაჟებული ახლო ხედვის სამიზნით, სავაზნე კოლოფი მასში მოთავსებული ორი ცალი ვაზნის მსგავსი საგნით, ცხრა ცალი ვაზნის მსგავსი საგანი, ნაჭრის კომიფრირებული შალითა, შავი ფერის პლასტმასის ბუდე, მასში მოთავსებული დაშლილ მდგომარეობაში შავი ფერის თოფის მსგავსი შავი ფერის ნაჭრის ჩარჩოთი, ლითონის შავი ფერის ნაჭრის ლულა, სამი ცალი ვაზნის მსგავსი საგანი, ორი ცალი მწვანე ფერის შალითა, ერთი ცალი ვერცხლისფერი ექვსკუთხა რკინის საგანი, ყავისფერი ტყავის ქამარი მასში მოთავსებული 24 ცალი ვაზნით, ამოღებული ნივთები დაილუქა კანონშესაბამისი წესით. ამოღებული საგნებიდან, ერთ-ერთი თოფი, გ------- ა-------–ის ჩვენებით არის დანაშაულის იარაღი.

 

2.14. ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევი, R--------------------------- მარკირების მქონე იარაღი, წარმოადგენს - სტანდარტული ქარხნული წესით (აშშ R---------------------- მიერ დამზადებულ) 7,62 მმ (7,62x51 მმ) კალიბრის, სანადირო დანიშნულების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 4 ვაზნის ტევადობის მჭიდის მქონე - შაშხანას, რომელიც გამართულია და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (სროლისათვის). მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით დამზიანებელი (შესაძლო სასიკვდილო) მანძილი ხსენებული იარაღიდან გასროლით, უნდა იყოს დაახლოებით 1300-1500 მ. ზემოხსენებული იარაღის მჭიდში მოთავსებული 2 ცალი ყვითელ პაკეტში არსებული 9 ვაზნა (სულ 11 ვაზნა) წარმოადგენს - სტანდარტულ, ქარხნული წესით, სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებულ 7.62 მმ კალიბრის ( 7.62x51 მმ, ანუ 308 WIN), როგორც ზემოთ ხსენებული მოდელის ( ნიმუშის და კალიბრის) ასევე რიგის შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღებისთვის განკუთვნილ, როგორც თვითდამტენ ასევე ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1952 წლის ნიმუშს ვაზნებს. ზემოთხსენებული ვაზნების საერთო რაოდენობიდან შემთხვევითი მეთოდით აღებული 5 ვაზნა, ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის (სროლისათვის). F---------(N1) პარკში მოთავსებული, ორ ქაღალდის კონვერტში ჩადებული მასრები წარმოადგენენ ზემოთხსენებული ვაზნების (7.62x51 მმ, ანუ .308 WIN) ნიმუშის შემადგენელ კომპონენტს, ისინი ნასროლია ხსენებულ N R-------. გამოსაკვლევი N „1-------“ იარაღი წარმოადგენს თურქული წარმოების ARMSAN-ის ფორმის Phanoma მოდელის, თვითდამტენ, 12 კალიბრის გლუვლულიან, სანადირო დანიშნულების ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 5 ვაზნის ტევადობის მჭიდის მქონე 12 კალიბრის თოფს, რომელიც გამართულია და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (სროლისათვის). მისგან გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდგომ ნაწარმოები არ არის. N2-------- პაკეტში მოთავსებული - სამი ვაზნა და N2------- პაკეტში - ტყავის ქამარში ჩადებული 24 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, სანადირო იარაღისათვის განკუთვნილ და მათთვის საბრძოლო მასალად კუთვნილ -12 კალიბრის ვაზნებს. გამოსაკვლევად წარდგენილი სამივე იარაღიდან გასროლა სასხლეტზე დაჭერის გარეშე არ ხორციელდება.

 

2.15. უდავო ფაქტებითა და მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ----- ვ-------–---–ის მძიმედ დაჭრის შემდეგ, ბრალდებულმა მოიშორა რა დანაშაულის ჩადენის იარაღი, შეეცადა ქვეყნიდან მიმალვას. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, იგი დაკავებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს, 03:25 საათზე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.

 

2.16. უდავო მტკიცებულებით, მოწმე დ----- გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აპრილს, ღამის დაახლოებით 1 საათზე, დ----- ვ-------–---–ის მძიმედ დაჭრის შემდეგ, დ----- გ-------–---–მა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-------–ი, ამ უკანასკნელის თხოვნით, მანქანით მიიყვანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან.

 

2.17. ბრალდებულმა გ------- ა-------–მა დაადასტურა, 2018 წლის 12 აპრილს დ----- ვ-------–---–ის სანადირო თოფით დაჭრის ფაქტი, ამავე დროს უარყო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა. ბრალდებულის განმარტებით მონადირეა და საკუთრებაში ფლობდა ორ სანადირო იარაღს. შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, მეუღლისგან ნ----- ვ-------–---–ისგან შეიტყო, რომ და-ძმას შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, დ----- ვ-------–---–მა ხელი დაარტყა ნ----- ვ-------–---–ს. აღნიშნულ საკითხში გასარკვევად გ------- ა-------–მა რამდენჯერმე მოიკითხა დ----- ვ-------–---–ი, მაგრამ იგი სახლში არ ხვდებოდა. 2018 წლის 12 აპრილს გ------- ა-------–ი იმყოფებოდა ნ----- ვ-------–---–ის მშობლების სახლში, მოგვიანებით დ----- ვ-------–---–ის თხოვნით, ბრალდებულის ავტომანქანით მივიდნენ მ-------- დასახლებაში არსებულ მიტოვებულ ავტოფარეხებთან. დ----- ვ-------–---–ი სწრაფად გადავიდა ავტომანქანიდან, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და გადატენა. გ------- ა-------–მა თავდაცვის მიზნით, ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღო სანადირო თოფი, დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან ერთი გასროლა განახორციელა ჰაერში, ხოლო მეორე მიწის მიმართულებით. მეორე გასროლის შემდეგ დ----- ვ-------–---–მა იყვირა. სროლისა და ყვირილის ხმაზე ხალხი შემთხვევის ადგილისკენ მორბოდა, მას კი შეეშინდა და გაიქცა. თანნაქონი იარაღები (2 თოფი) გადამალა ნათესავის ვ------- მ--------–---–ის სახლში. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის დროს იგი დააკავა პოლიციამ.

 

2.18. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ ბრალდებული თოფიდან გასროლის დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.18.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მ------ ლ-–--–--–ის, ნ----- ვ-------–---–ის და გ------- ვ-------–---–ის ჩვენებებით დ----- ვ-------–---–ი არ ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს. გარდა დასახელებულ პირთა ჩვენებებისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ----- ვ-------–---–ი იყო შეირაღებული. მოწმე გ------- ვ-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 აპრილის ღამეს, დაურეკა ძმამ დ----- ვ-------–---–მა და უთხრა, რომ გ-------მ დაჭრა და ითხოვდა დახმარებას. გ------- ვ-------–---–ი, რომელიც ცხოვრობდა შემთხვევის ადგილთან ახლოს (მ------ში), სწრაფად მივიდა დაჭრილთან, სადაც უკვე პოლიცია იყო მობილიზებული და დაცული ჰქონდათ შემთხვევის ადგილი. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე, ისევე როგორც გარდაცვლილთან ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუნიშნავს. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში პოლიცია უკვე მობილიზებული იყო შემთხვევის ადგილზე, ოპერატიულად მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა დანაშაულის იარაღის და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების აღმოჩენის მიზნით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა, რაც ეჭვ გარეშე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ----- ვ-------–---–ი შეიარაღებული არ ყოფილა. ,,მ--–---- კ-–--–---–ის მ------–---------–----- გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ ამოღებული იქნა დ----- ვ-------–---–ის პირადი ნივთები და ტანსაცმელი, საყურადღებოა, რომ ამ ამოღებულ ობიექტებში არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. უდავო მტკიცებულებით მოწმე გ------- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მოწმისთვის უცნობი მამაკაცი იწვა მიწაზე სისხლის გუბეში, მამაკაცს ჭრილობა ჰქონდა ფეხზე. გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ გ------- მ------–---–ი იმდენად ახლოს მივიდა მიწაზე სისხლის გუბეში მწოლიარე მამაკაცთან, რომ ფეხზე ჭრილობაც კი შენიშნა, თუმცა მას დაჭრილ ადამიანთან იარაღი არ შეუნიშნავს. იგივე ინფორმაცია დასტურდება სხვა უდავო მტიცებულებებით: მოწმეების ნ--- მ-----–-–---–ის და გ---- ხ-–---იას გამოკითხვის ოქმებით. დასახელებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა ბრალდებულის არგუმენტაცია დ----- ვ-------–---–ის შეიარაღების შესახებ. სასამართლო ხაზს უსვამს შემთხვევის ადგილზე დაჭრილი დ----- ვ-------–---–ის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას, რითაც ობიექტურად გამორიცხავს მისი მხრიდან იარაღის გადამალვის შესაძლებლობას.

 

2.18.2. დ----- ვ-------–---–ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის არარეალურობაზე გარდა 2.18.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობისა, მიუთითებს ბრალდებულის ალოგიკური და არადამაჯერებელი ჩვენება. გ------- ა-------–ის განმარტებით, მან ავტომანქანა შეაჩერა დ----- ვ-------–---–ის მიერ მითითებულ ადგილზე, დ----- ვ-------–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან იარაღით ხელში, გადატენა და სწორედ ამ დროს, გ------- ა-------–მა იგრძნო საფრთხე, მივიდა მანქანის უკანა საბარგულთან, ამოიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და ორჯერ გაისროლა, ერთი ჰაერში, ხოლო მეორე მიწის მიმართულებით. აბსურდულია დაშვება იმისა, რომ დ----- ვ-------–---–ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გადატენვის შემდეგ, მიზანში მყოფმა შეუიარაღებელმა გ------- ა-------–მა შეძლო გააზრებული ქმედებების განხორციელება, მივიდა მანქანის უკანა საბარგულთან, გახსნა საბარგულის კარი, ამოიღო თოფი, რომელსაც ნ----- ვ-------–---–ის ჩვენებით ინახავდა შალითაში, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ყოველგვარი წინაღობა-დაბრკოლების გარეშე შეძლო ორჯერ გასროლა.

 

2.19. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული ბრალდებულის მეორე ვერსია, თითქოს მას არ ჰქონდა დ----- ვ-------–---–ის დაჭრის განზრახვა და მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა ორჯერ - ჰაერში და მიწაზე, გასროლილი ტყვიები გაუფრთხილებლობით მოხვდა დ----- ვ-------–---–ს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მ------ ლ-–--–--–ის, ნ----- ვ-------–---–ის და გ------- ვ-------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ გ------- ა-------–ი არის გამოცდილი მონადირე, რაც ბრალდებულმაც დაადასტურა, ამ ვითარებაში, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია ისეთ გამოცდილ მონადირეს, რომელიც კარგად ფლობს სანადირო თოფს, მისი გამოყენების დროს დაეშვა შეცდომა ანდა გასროლებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება გამოეჩინა. აქვე საყურადღებოა, რომ დ----- ვ-------–---–ს ორივე ბარძაყში აქვს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. მარცხენა ბარძაყის მიდამოში არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ. მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ. გარდაცვლილის სხეულზე არსებული გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების არხის მიმართულება და ლოკალიზაცია გამორიცხავს დაუმიზნებელ გასროლას. საქმის მასალებით ასევე არაფერი მიუთითებს გასროლილი ვაზნების ასხლეტაზე და ამ გზით დაზიანებების მიყენებაზე. შესაბამისად, სასამართლო გამორიცხავს გ------- ა-------–ის მხრიდან გაუფრთხილებელ ქმედებებს.

 

2.20. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გ------- ა-------–მა შურისძიების მოტივით, თანნაქონი სანადირო თოფიდან დამიზნებით, სხეულის მძიმე დაზიანების განზრახვით ესროლა მეუღლის ძმას - დ----- ვ-------–---–ს. მისმა ამ განზრახ ქმედებამ, როგორც ის ვარაუდობდა, გამოიწვია მძიმე შედეგი - სხეულის მძიმე დაზიანება (დაზიანების სიმძიმე დადგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მისი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან დ----- ვ-------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან, რომელსაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა.

 

2.21.გ------- ა-------–ის პირდაპირ განზრახვაზე - სანადირო თოფის გამოყენებით სხეულის მძიმე დაზიანება მიეყენებინა დ----- ვ-------–---–ისთვის მიუთითებს მისი გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები, კერძოდ: შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებული მეუღლეს ნ----- ვ-------–---–ს დაუფარავად უცხადებდა, რომ შურს იძიებდა დ----- ვ-------–---–ზე და საამისოდ ადგილიც კი ჰქონდა შერჩეული, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სისტემატურად ეძებდა მსხვერპლს, შემთხვევის ღამეს, შეიარაღებულმა მიაკითხა სახლში დ----- ვ-------–---–ს (ბრალდებულის ჩვენებით, შემთხვევის დღეს იგი სანადიროდ არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან მანქანაში სანადირო იარაღის ფლობას ნადირობის მიზნით) და წაიყვანა წინასწარ შერჩეულ მიტოვებულ ადგილზე (ნ. ვ-------–---–ის ჩვენებით გ. ა-------–ი პერიოდულად ცხოვრობდა ამ ადგილზე), სადაც განზრახ, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა დ----- ვ-------–---–ს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ფაქტების ქრონოლოგია ეჭვგარეშე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული წინასწარვე იყო მომზადებული მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის.

 

2.22. სასამართლო განმარტავს, ჩადენილი ქმედების ხასიათი და დ----- ვ-------–---–ისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმე და ლოკალიზაცია, ადასტურებს, რომ ინტელექტუალური თვალსაზრისით შესაძლო შედეგს ბრალდებული აუცილებლად ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ბრალდებული გ------- ა-------–ი რომ არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ამაზე მკაფიოდ მეტყველებს შემდეგი გარემოებები: გ------- ა-------–ი იყო სანადირო თოფით შეიარაღებული, ხოლო დ----- ვ-------–---–ი ცარიელი ხელებით, გ------- ა-------–ი დაუფარავად გამოხატავდა აგრესიას დ----- ვ-------–---–ის მისამართით ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების თანდასწრებით, ადასტურებდა რომ იყო შურისძიებით გამსჭვალული იმის გამო, რომ დ----- ვ-------–---–მა ფიზიკურად იძალადა ნ----- ვ-------–---–ზე, 1 კვირის განმავლობაში ინტენსიურად ცდილობდა მასთან შეხვედრას, შემთხვევის ღამეს სწორედ მან გაიყვანა სახლიდან დ----- ვ-------–---–ი (მ. ლ-–--–--–ის ჩვენება). რაც შეეხება აუცილებელი მოგერიების იურიდიულ მხარეს, სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. აუცილებელი მოგერიება შედგება 3 ნიშნისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ მათგანს ცალ–ცალკე:

§ აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით–მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული.

§ ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა ასევე წარმოადგენს იმწუთიერს მისი განგრძობადობის დროს, თუ არსებობს დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების საშიშროება.

§ ხელყოფა ასევე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რომელიც გულისმხობს, რომ იგი ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს ობიექტური, ანუ რეალური და არა მარტო მომგერიებლის გონებაში წარმოსახული. საქმის მასალებით გამოირიცხა დ----- ვ-------–---–ის მხრიდან გ------- ა-------–ზე თავდასხმა, შესაბამისად, არ არსებობდა თავდაცვის უკიდურესი მდგომარეობა.

§ აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი: უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. თუკი მოხდება დაშვება იმისა, რომ დ----- ვ-------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა გ------- ა-------–ს, სიტყვიერი შეურაცხყოფის საპირწონედ, არ შეიძლება სანადირო თოფის გამოყენება, როგორც ეს ბრალდებულმა განახორციელა.

§ თუკი მომგერიებელს გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის საშიშროებასთან და ხასიათთან, რომ ასეთი საშუალება არაა საჭირო მოგერიებისათვის (როგორც მოცემულ შემთხვევაშია), მას სხვა გზითაც შეძლებს, ასევე გაცნობიერებული აქვს რომ მძიმე შედეგი აუცილებლად დადგება ან სურს ასეთი შედეგის დადგომა, მისი მიზანი თავდაცვა კი არა შურისძიებაა. ამ დროს ადგილი აქვს არა აუცილებელი მოგერიებას, არამედ ადგილი აქვს განზრახ დანაშაულს.

 

2.23. თითოეული მტკიცებულების თანხვედრა სხვა მტკიცებულებასთან და მათი ლოგიკური ჯაჭვი ცხადყოფს, რომ გ------- ა-------–მა პირდაპირი განზრახვით, თანნაქონი სანადირო თოფიდან არაერთი გასროლით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დ----- ვ-------–---–ს ორივე ფეხის არეში, შედეგად დ----- ვ-------–---–ი გარდაიცვალა, ამდენად, ბრალდებულია პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

2.24. უდავო ფაქტია, რომ დ----- ვ-------–---–ი იყო ბრალდებულის მეუღლის ნ----- ვ-------–---–ის ძმა და დაახლოებით 4 წელი გ------- ა-------–ი და დ----- ვ-------–---–ი ცხოვრობდენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ოჯახის წევრად ითვლება ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ ბრალდებულმა გ------- ა-------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ა-------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და ოჯახის წევრის მიმართ, როგორც ეს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილშია რეგლამენტირებული.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

5.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. გარდა აღნიშნულისა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და სპეციფიკას, ასევე მისი ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს.

 

5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდეგომ არსებობას, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, პირიქით ამ შემთხვევაში ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც მსხვერპლის ოჯახის, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენებით - არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 4 წლის განმავლობაში ბრალდებული და მსხვერპლი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც მიუთითებს მასზედ, რომ გარდაცვლილი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ------- ა-------–ს უნდა დაენიშნოს სსკ-ის 111-117-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელი 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, გ------- ა-------–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას საკუთრებაში არსებული დანაშაულის იარაღი - თოფი R-------------ის მოდელის (ლულის ტიპი 3------), ახლო ხედვის სამიზნე, სავაზნე კოლოფი, 2 ცალი ვაზნა და ცალკე 9 ვაზნა.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო მასალა, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ----- ვ-------–---–ის ხელი კვლების ნიმუში, ჩაწერილი ლაზერულ დისკზე, დ----- ვ-------–---–ის რენტგენო-ფირები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი მასრა და თუნუქის ერთი ცალი ქილა, დ. ვ-------–---–ის გვამიდან ექსპერტის მიერ აღებული უცხო სხეულები, თმებისა და ფრჩხილების ნიმუშები და გვამიდან აღებული ანაწმენდები, სისხლის ნიმუში, ბრალდებულ გ------- ა-------–ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ნერწყვისა და ანაწმენდების ნიმუშები, შემთხევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი - განადგურდეს.

 

6.3. ნ----- ვ-------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი I----- მოდელის, ჩასადებთან ერთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს გ------- ვ-------–---–ს.

 

6.4. ვ------- მ--------–---–ისგან ამოღებული - ნაჭრის კომიფრირებული შალითა, შავი ფერის პლასტმასის ბუდე, შავი ფერის თოფი A--------------ს მოდელის (დაშლილ მდგომარეობაში), სამი ცალი ვაზნა, ორი ცალი მწვანე ფერის შალითა, ერთი ცალი ვერცხლისფერი 6 კუთხა ლითონის საგანი, ყავისფერი ტყავის ქამარი, 24 ცალი ვაზნა, გ------- ა-------–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ფულადი თანხა 300 (სამასი) აშშ დოლარი და 2 ლარი და 80 თეთრი, საქართველოს პასპორტი, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, იარაღის რეგისტრაციის ყუა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ------- ა-------–ის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.5 დ----- ვ-------–---–ის ყავისფერი ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, დ----- ვ-------–---–ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ა-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

2.გ------- ა-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას საკუთრებაში არსებული დანაშაულის იარაღი - თოფი R-------------ის მოდელის (ლულის ტიპი 3------), ახლო ხედვის სამიზნე, სავაზნე კოლოფი, 2 ცალი ვაზნა და ცალკე 9 ვაზნა.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 აპრილის განჩინებით გ------- ა-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო მასალა, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დ----- ვ-------–---–ის ხელი კვლების ნიმუში, ჩაწერილი ლაზერულ დისკზე, დ----- ვ-------–---–ის რენტგენო-ფირები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი მასრა და თუნუქის ერთი ცალი ქილა, დ. ვ-------–---–ის გვამიდან ექსპერტის მიერ აღებული უცხო სხეულები, თმებისა და ფრჩხილების ნიმუშები და გვამიდან აღებული ანაწმენდები, სისხლის ნიმუში, ბრალდებულ გ------- ა-------–ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ნერწყვისა და ანაწმენდების ნიმუშები, შემთხევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი - განადგურდეს.

 

ნ----- ვ-------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი I----- მოდელის, ჩასადებთან ერთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს გ------- ვ-------–---–ს.

 

ვ------- მ--------–---–ისგან ამოღებული - ნაჭრის კომიფრირებული შალითა, შავი ფერის პლასტმასის ბუდე, შავი ფერის თოფი A--------------ს მოდელის (დაშლილ მდგომარეობაში), სამი ცალი ვაზნა, ორი ცალი მწვანე ფერის შალითა, ერთი ცალი ვერცხლისფერი 6 კუთხა ლითონის საგანი, ყავისფერი ტყავის ქამარი, 24 ცალი ვაზნა, გ------- ა-------–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ფულადი თანხა 300 (სამასი) აშშ დოლარი და 2 ლარი და 80 თეთრი, საქართველოს პასპორტი, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ორი ცალი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, იარაღის რეგისტრაციის ყუა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ------- ა-------–ის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

დ----- ვ-------–---–ის ყავისფერი ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, დ----- ვ-------–---–ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა