განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100118002603207
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- ქ-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ქ------ თ-------- ძე შ----–---ი, - საქართველოს მოქალაქე, პი------ #2----------, დაბადებული 1--- წლის 5-------ს, რეგისტრირებული: თ--–---- რაიონის სოფელ ყ--------–აში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ლ--–--ს დასახლება, მ------არტალი, კორპ.#-- ბინა #7--–-

 

ადვოკატი - ა-–---------- ა----–---–ი, ა-----–-----------

თარჯიმანი - ვ-----–- მ-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2013 წლიდან რ------–- ყ----------ი და ქ------ შ----–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი საერთო შვილი, არასრულწლოვანი ე-–--- შ----–---ი.

 

1.2.2018 წლის თებერვლის თვეში, დღის საათებში, თ---–--–-- ლ--–-- დასახლება მ------არტალი, მ--- კორპუსი, ბინა #7--–- ქ------ შ----–---მა მეუღლეს რ------–- ყ----------ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა, რის შემდეგაც ქ------ შ----–---მა რ------–- ყ----------ს სახის არეში სამჯერ დაარტყა მუშტი, აღინიშნულის შედეგად რ------–- ყ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2018 ივნისის ბოლოს, დღის საათებში, თ---–--–-- ლ--–--ს დასახლება მ------არტალი მ--- კორპუსი, ბინა #7--–- ქ------ შ----–---მა მეუღლეს რ------–- ყ----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა, რის შემდეგაც ქ------ შ----–---მა რ------–- ყ----------ს სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც რ------–- ყ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

1.4. 2018 წლის 5 ივლისს, დღის საათებში, თ---–--–-- ლ--–--ს დასახლება მ------არტალი, მ--- კორპუსი, ბინა #7--–- ქ------ შ----–---მა მეუღლეს რ------–- ყ----------ს, არასრულწლოვანი შვილის ე-–--- შ----–---ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე ტანის არეში ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რის შემდეგაც ქ------ შ----–---მა რ------–- ყ----------ი წააქცია, მოკიდა თმებში ხელი და იატაკზე მიათრევდა, ასევე ურტყამდა ფეხებს ტანის არეში, ყოველივე აღნიშნული გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი, რა დროსაც რ------–- ყ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივლი.

 

1.5. 2018 წლის 5 ივლისს, ფიზიკური ძალადობის დროს ქ------ შ----–---ი რ------–- ყ----------ს ემქრებოდა მოკვლით, რა დროსაც რ------–- ყ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები ა-–---------- ტ-------ე და ს--–---- თ---–--–---–ი. აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე, ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ გამოკვლევაზე უარი განაცხადეს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ქ------ შ----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

2.3.სასამართლოს დასკვნა ქ------ შ----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - რ------–- ყ----------ის, ე-–--- შ----–---ის და მოწმეების - ი------ ყ----------ის, ე-–----- უ---------ს, ლ--–- ბ-----ას გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სამედიცინო დოკუმენტაციას, რ------–- ყ----------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი)

 

3.1. უდავო მტკიცებულებით, დაზარალებულ რ------–- ყ----------ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ 2013 წლიდან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ქ------ შ----–---თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, ე-–--- შ----–---ი. დაახლოებით ერთი წელია რაც ქ------ შ----–---ი გახდა აგრესიული, მასზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და მოიხსენებდა როგორც მეძავს. 2018 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დილის საათებში ქ------ შ----–---მა უმიზეზოდ დაუწყო ჩუბი, აგინებდა უშვერი სიტყვებით. თხოვნამ შეეწყვიტა შეურაცხყოფის მიყენება, ქ------ი უფრო მეტად გააღიზიანა და სახის არეში სამჯერ დაარტყა მუშტი. დარტყმის შედეგად სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან და ტკივილისგან ტიროდა.

 

3.2. უდავო მტკიცებულებით, ე-–----- უ---------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, შვილს - რ------–- ყ----------ს, დაოჯახების შემდეგ მეუღლე ქ------ შ----–---ი უზუდავდა თავისუფლებას, უშლიდა სახლიდან გასვლას, კომუნიკაციას როგორც დედასთან, ისე მეგობრებთან და ნათესავებთან, ახსენებდა რომ იყო ქალი, რომელიც სახლში უნდა იჯდეს და ბავშვს ზრდიდეს. ქ------ შ----–---ი ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, ნასვამიც და ფხიზელიც მუდამ ეჭვიანობს მეუღლეზე. დაახლოებით ერთი წელია, რაც ქ------ი სისტემატურად ძალადობს რ------–- ყ----------ზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

 

3.3. ი------ ყ----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, შვილი რ------–- ყ----------ი 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ------ შ----–---თან. რაც დრო გადიოდა მით უფრო თვალშისაცემი გახდა თუ როგორ ზღუდავდა რ------–-ს თავისუფლებას მეუღლე, ეჭვიანობდა და ხშირად შეუნიშნია რ------–-ზე ფიზიკური ძალადობის კვალი.

 

ოჯახში ძალადობა (2018 წლის ივნისის ეპიზოდი)

 

3.4.უდავო მტკიცებულებით, დაზარალებულ რ------–- ყ----------ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2018 წლის ივნისის ბოლოს, ქ------ შ----–---ი კვლავ უმიზეზოდ ეჭვიანობის ნიადაგზე, უშვერი სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა მეუღლეს. კერძოდ მუშტებს ურტყამდა სახესა და ტანზე. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ბრალდებულის დედა რ--- ა--------ი, რომელიც ცდილობდა ქ------ის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. ცემის შედეგად რ------–- ყ----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3.5. დაზარალებულის მშობლების - ე-–----- უ---------სა და ი------ ყ----------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის ივნისის ბოლოს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვთ, მათთან სახლში მისულ რ------–- ყ----------ს ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. რ------–-ს განმარტებით მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ჯერ უშვერი სიტყვებით აგინა, შემდეკ კი ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით (2018 წლის 5 ივლისის თვის ეპიზოდი)

 

3.6. 2018 წლის 5 ივლისს, ,,112-დან“, პოლიციის განყოფილებაში მიღებული იქნა ორი შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორები იყვნენ მსხვერპლი რ------–- ყ----------ი და მისი მეზობელი ლ--–- ბ-----ა.

 

3.7. შეტყობინების საფუძველზე მყისიერად დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

3.8. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–---------- ტ-------ის ჩვენებით, 2018 წლის 5 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ,,112 დან“ შესული შეტყობინების საფუძველზე, უმალვე საავადმყოფოში გამოკითხა დაზარალებული რ------–- ყ----------ი, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი სისხლნაჟღენთების სახით. დაზარალებულმა რ. ყ----------მა გამომძიებელს გამოკითხვის დროს განუცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ ქ------ შ----–---მა.

 

3.9.დაზარალებულ რ------–- ყ----------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 5 ივლისს, ტელეფონით ესაუბრებოდა დედას ე-–----- უ---------ს, გამოთქვამდა მუშაობის სურვილს და ამით ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერას. საუბარი მოისმინა ქ------ შ----–---მა, წაართვა ტელეფონი და დაუწყო ლანძღვა-გინება უშვერი სიტყვებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, თმებით ათრია, წააქცია იატაკზე და ხელ-ფეხს ურტყამდა. რ------–- ყ----------ი ტკივილისგან ტიროდა და დახმარებას ითხოვდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო შვილი ე-–--- შ----–---ი, რომელსაც ნერვიული სპაზმის გამო ღებინება დაეწყო. ძალადობა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. რ------–- ყ----------მა მოახერხა და შვილთან ერთად გაიქცა სახლიდან. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან, ,,.. ჩემი ქმრის ქ------ის ცემის შედეგად მდიოდა სახიდან, ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი, ძლიერ ტკივილს განვიცდიდი მისი დარტყმების შედეგად, თან ამ ყველაფერს ხედავდა ჩვენი შვილი ე-–---ი..’’.

 

3.10. უდავო მტკიცებულებით, არასრულწლოვანი ე-–--- შ----–---ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ივლისს დილით გააღვიძა ყვირილის ხმამ. მამა ქ------ შ----–---ი უყვიროდა დედას, რომელიც ტიროდა და სახის არედან სისხლი სდიოდა. ამონარიდი ე-–--- შ----–---ის გამოკითხვის ოქმიდან ,,.. დღეს რომ გავიღვიძე მამა უყვიროდა დედას. დედა ტიროდა და ეხვეწებოდა ნუ მცემო, მე მივედი და დედას ჩავეხუტე, ამ დროს მამამ ხელით გამომწია და ისევ დაუწყო დედას ხელების დარტყმა...’’.

 

3.11. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის ს--–---- თ---–--–---–ის ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტი ჩადენილი იყო მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის ე-–--- შ----–---ის თანდასწრებით. ბავშვს აშკარად ეტყობოდა დაძაბულობა და ემოციური არამდგრადობა, რის გამოც მიღებული იქნა დადგენილება მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ. უდავო მტკიცებულებით, 19.07.2018 წლის დადგენილებით ე-–--- შ----–---ი ცნობილ იქნა დაზარალებულად მორალური ზიანის ნაწილში.

 

3.12.პოლიციის განყოფილებაში ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მყისიერად გამომძიებელმა ს--–---- თ---–--–---–მა გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი ლ--–- ბ-----ა, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა (გამოკითხვის ოქმი), რომ 2018 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ქალის ტირილის ხმა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გასვლისას დაინახა მეზობელი რ------–- ყ----------ი, რომელიც სკამზე იჯდა და ტიროდა. ამბობდა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ ქ------ შ----–---მა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი აშკარად ეტყობოდა და სავარაუდოდ ჰქონდა მოტეხილობები, იგი ტკივილისგან ვერ გადაადგილდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლისას დაზარალებულს გონება დაკარგული ჰქონდა. პაციენტი გადაიყვანეს სტაციონარში.

 

3.13. სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, დაზარალებულ რ------–- ყ----------ს სხეულზე აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის არაერთი კვალი. რ------–- ყ----------ი შპს ,,ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში’’ მოთავსდა 05.07.2018 წ. 11:31 საათზე. დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა (მარჯვენა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა), გულმკერდის მალის მოტეხილობა, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული. მარცხნივ მეთერთმეტე ნეკნის მოტეხილობა, ცდომის გარეშე. სიხლნაჟღენთი მარჯვენა თვალზე, ექსკორიაციები სახის მიდამოში, კანქვეშა ჰემატომა მარჯვნივ თვალბუდის ქვედა კიდესა და მარცხნივ თხემის არეში.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი კტ. კვლევის CD დისკის შესწავლით დადგინდა მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა და ზედა კედლების (ზედაყბის ძვალი) მოტეხილობა.

 

18.07.2018 წ. მოქ. რ------–- ყ----------ს პი------ შემოწმებისას აღენიშნებიდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთი და მარჯვენა ჰაიმორის წიაღის წინა და ზედა კედლების მოტეხილობა, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსკორიაციები ცალცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით: 2018 წლის 5 ივლისს, დილის საათებში მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში რამდენჯერმე. ასევე ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში (შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2018 წლის თებერვლის და ივნისის თვეში მეუღლემ ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა).

 

3.14. ,,ივ. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის“ ექიმის ბ----- კ-----ას გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალში შეყვანილი იქნა რ------–- ყ----------ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. კერძოდ, თვალბუდის ქვედა კედელი ჰქონდა გაბზარული, მარცხენა მხარეს მე-11 ნეკნი გატეხილი და აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის არეში. პაციენტის განმარტებით, მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ.

 

3.15. დაზარალებულ რ------–- ყ----------ის გამოკითხვის ოქმებში ასახულ ინფორმაციას ძალადობასთან მიმართებაში მოწმობს ერთი მხრივ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დაზიანებების სიმრავლე, ლოკალიზაცია და წარმოშობის მექანიზმი სრულ თანხვედრაშია რ.ყ----------ის გამოკითხვის ოქმებთან, ხოლო მეორე მხრივ, ძალადობას კიდევ უფრო აშკარას ხდის სისხლის კვალი, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (თ---–---- ლ--–--ს დასახლება, მ------არტალი, კორპ.#-- ბინა #--) ამოღებული იქნა სადარბაზოს კიბის ზედაპირიდან.

 

3.16.ძალადობის ფაქტს უტყუარად მოწმობს დაზარალებულ რ------–- ყ----------ის ფოტოსურათები, რომლებიც გადაიღო გამომძიებელმა დ----- ქ-----–---–მა მსხვერპლის სახეზე არსებული ფიზიკური ძალადობის კვალის აღბეჭდვის მიზნით. ფოტოსურათზე აშკარად ჩანს ფიზიკური ძალადობის არაერთი კვალი სახის სხვადასხვა მიდამოში.

 

3.17. მოწმე ე-–----- უ---------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ქ------ შ----–---ი მეუღლის მიმართ იყენებდა დასჯის უმკაცრეს ფორმას - არ აძლევდა ჭამის უფლებას. 2018 წლის 5 ივლისს შვილთან რ------–- ყ----------თან სატელეფონო კომუნიკაციის დროს ესმოდა ქ------ შ----–---ის ხმა, რომელიც უყვიროდა მეუღლეს. ქ------ შ----–---მა ტელეფონი წაართვა რ------–- ყ----------ს და ე-–----- უ---------ს უთხრა, ,,...ახლა გაჩვენებ შენს შვილს რას ვუზამო...“. მოწმეს ტელეფონში ესმოდა რ------–- ყ----------ის ტირილის ხმა, პარალელურად ქ------ შ----–---ი უყვიროდა, ,,...შენ თვითონ უთხარი დედაშენს, რომ მეძავი ხარო“. მოწმე სასწრაფოდ წავიდა შვილთან სახლში, იგი ეზოში ნახა ნაცემ მდგომარეობაში, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, სახე მთლიანად ჰქონდა შეშუპებული, იტკიებდა გვერდს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა პოსპიტალში. მოწმე ე-–----- უ---------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, შვილისგან რ------–- ყ----------ისგან შეიტყო, რომ 2018 წლის 5 ივლისს სცემა მეუღლემ, თმებით ჰყავდა დაჭერილი და ამ ფორმით ოთახიდან ოთახში მიათრევდა, ფეხებს ურტყამდა ტანის არეში და აიძულებდა, ეთქვა რომ იყო მეძავი. ძალადობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი ე-–--- შ----–---ი, რომელიც შიშისგან ტიროდა. ე-–--- შ----–---ს ნერვიულობის დროს ეწყება სპაზმები და პირღებინება. დედაზე ძალადობის დროს, მას დაეწყო სპაზმი და პირღებინება.

 

3.18. ბრალდებულის მამის თ------ შ----–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 ივლისს შეიტყო ქ------ შ----–---ის მიერ მეუღლის ცემის ფაქტი. ადგილზე მისვლისას კორპუსის ეზოში დაინახა სკამზე მჯდომი რ------–- ყ----------ი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მას დახმარებას სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა უწევდა. რ------–- ამბობდა, რომ მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. კორპუსის ეზოში იყო მცირეწლოვანი შვილიშვილი ე-–--- შ----–---ი, რომელიც მომხდარ ინციდენტს შეესწრო. რ.ყ----------ი გადაყვანილი იქნა რეფერალურ საავადმყოფოში. მოწმის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სადარბაზოს კიბის საფეხურებზე შენიშნა სისხლის ლაქები, რომელიც იყო ძალადობის კვალი, რადგანაც რ.ყ----------ს ტანსაცმელიც სისხლიანი ჰქონდა.

 

მუქარა

 

3.19.დაზარალებულის რ------–- ყ----------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 5 ივლისს ქ------ შ----–---ი ფიზიკური ძალადობის კვალდაკვალ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მსხვერპლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშს უმძაფრებდა ქმედების წინარე პერიოდი, კერძოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქ------ის მხრიდან მასზე განხორციელებული, ფაქტობრივად ცხოვრების წესად გამხდარი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,... მისი ლანძღვა-გინებით და უხეში სიტყვებით განვიცდი მუდმივ სტრესს და ტანჯვას. იგი არის მოძალადე და საშიში პიროვნება. მისთვის ქალის უფლებები არის მეორეხარისხოვანი. ...როდესაც მე ქ------ი მოკვლით დამემუქრა გამიჩნდა შიში იმისა, რომ ის მართლა შეასრულოებდა თავის ნათქვამს და ერთხელაც იქნება მომკლავს, ამ შიშის საფუძველს მაძლევს ის, რომ როდესაც მცემს იმდენად გამეტებით მირტყამს, რომ თავზე კონტროლს კარგავს და სიკვდილამდე მივყავარ...’’.

 

3.20. ქ------ შ----–---ის მხრიდან განხორციელებული მუქარის საფუძვლიანობაზე მიუთითებს მოწმე ე-–----- უ---------ს გამოკითხვის ოქმიც. მოწმე ე-–----- უ---------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ შვილი - რ------–- ყ----------ი გათხოვების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა, აღარ არის უწინდებურად თავისუფალი, ჩამოიშორა მეგობრები, თითქმის აღარავისთან აქვს კომუნიკაცია, ამ ყველაფრის გამო ძალიან დათრგუნულია, ამის გარდა მუდმივი შიშის ქვეშაა და ყოველთვის ცდილობს თვალთახედვის არედან მოსცილდეს მის ქმარს, რათა თავიდან აიცილოს ის სულიერი ტანჯვა, რასაც ქ------ შ----–---ი აყენებს. ქ------ შ----–---ი მუდმივად ითხოვს რ------–- ყ----------ისგან დღეში სახლის რამდენჯერმე დალაგებას, მაშინაც კი როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს და ძალადობრივი გზებით აიძულებს მას მონობას.

 

3.21. პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ქ------ შ----–---მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, 2018 წლის თებერვალში და ივნისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - რ------–- ყ----------ს, ძალადობის ბოლო - 2018 წლის 5 ივლისის ფაქტი განხორციელდა მსხვერპლის და მოძალადის მცირეწლოვანი შვილის ე-–--- შ----–---ის თანდასწრებით, ძალადობას თან ერთვოდა რ------–- ყ----------ის სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

3.22. ბრალდებულმა ქ------ შ----–---მა საბოლოო სიტყვაში აღიარა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, ქ------ შ----–---ის მიერ ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენა.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული მტკიცებულებებით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, 2018 წლის თებერვალში, ივნისსა და 5 ივლისს, თითოეული ეპიზოდისგან დამოუკიდებლად, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა ქ------ შ----–---მა მეუღლეს რ------–- ყ----------ს მრავალჯერადად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფიზიკური ძალადობის თითოეულ ეპიზოდში დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ტკივილის სუბიექტური განცდის რეალურობას მოწმობს ობიექტური კრიტერიუმი ძალადობის მასშტაბი, ინტენსივობა, ხერხი, დაზიანებათა მორფოლოგიური სურათი.

 

4.4. რაც შეეხება ქ------ შ----–---ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას ოჯახში ძალადობას ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,- განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, რ------–- ყ----------ზე განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილი ე-–--- შ----–---ი. მოძალადეს შეცნობილი ჰქონდა არასრულწლოვნის ასაკი, ვინაიდან არიან ერთი ოჯახის წევრები მამა-შვილი, გარდა ამისა, ე-–--- შ----–---ის ასაკი იმდენად მცირეა - 3 წელი, რომ ასაკის აღქმა მისი სიმცირიდან გამომდინარე ობექტურადაც შესაძლებელი იყო.

 

4.5. და ბოლოს სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ქ------ შ----–---ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

4.6 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, მეუღლე.

 

4.7. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4.8. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ქ------ შ----–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი- 2018 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი- 2018 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ქ------ შ----–---ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის მასშტაბი, ხერხი, დაზიანებების სიმრავლე და ხარისხი (არაერთი მოტეხილობა), დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის მიმართ, მოძალადე მეუღლეს განიხილავს, როგორც თავისზე დაბლა მდგომ სუბიექტს, რომელსაც ამყოფებს მუდმივ მორჩილებაში, თავად განსაზღვრავს მისი ცხოვრების წესს და ინტერესებს, უზღუდავს მსხვერპლს უფლებებს, უკრძალავს მუშაობას და მშობლებთან, მეგობრებთან კომუნიკაციას, მიიჩნევს, რომ ქალის ფუნქცია არის მხოლოდ დიასახლისობა, ულახავს პატივსა და ღირსებას, აიძულებს საკუთარი თავი და გარშემომყოფები დაარწმუნოს რომ არის მეძავი და ამ ფორმით მასზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. სასამართლო აღაშფოთა მსხვერპლის დასჯის მეთოდმა, უდავო მტკიცებულებით, ე-–----- უ---------ს გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ ქ------ შ----–---ი ორი დღის განმავლობაში, მსხვერპლს რ------–- ყ----------ს უკრძალავდა საჭმლის ჭამას და ამ მეთოდს იყენებდა ,,ჭკუის სასწავლებლად“. დასჯის ზემოხსენებულმა მეთოდმა და დანაშაულის მოტივმა გამოავლინა მოძალადის მიდრეკილება, დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად და მორალურად და ამით დაიმკვიდროს ოჯახში თავი.

 

6.4. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ქ------ შ----–---ი რ. ყ----------ზე ფიზიკურად ძალადობდა არასრულწლოვანი შვილის 3 წლის ე-–--- შ----–---ის თანდასწრებით და არ ითვალისწინებდა ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენდა მის ფსიქიკაზე, ძალადობის დროს ე-–--- შ----–---ს ჰქონდა ნერვული სპაზმი, პირღებინება და მიადგა მორალური ზიანი რაც გახდა საფუძველი დაზარალებულად ცნობის. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკში (3 წელი) ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით. ამ კუთხით აღსანიშნავია ბრალდებულის ქცევა, იმ დროს როცა ძალადობისგან დასაცავად შვილი გადაეფარა დედას, მან ხელით გასწია იგი და გააგრძელა მსხვერპლზე მუშტების დარტყმა. ამონარიდი დაზარალებულ რ.ყ----------ის გამოკითხვის ოქმიდან ,,.. ამ ყველაფერს ხედავდა ჩვენი შვილი ე-–---ი, რომელიც ძლიერ ტიროდა შიშისგან, დაეწყო სპაზმები და ღებინება...’’. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ ძალადობის სიმძიმეზე, დაზარალებულ რ. ყ----------ის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით და ექსპერტიზის დასკვნით 2018 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა იყო იმდენად მასშტაბური, რომ დაზარალებულ რ------–- ყ----------ს გადაადგილება უჭირდა, ჰქონდა მოტეხილობები და გონების დაკარგვის ეპიზოდი. ასევე ყურადსაღებია ოჯახში შექმნილი მდგომარეობა, დაზარალებული რ------–- ყ----------ი მუდმივად სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, ჰქონდა მუდმივი შიში და მოლოდინი, რომ მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

 

6.5. სასამართლომ არ გაზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, ჯარიმის (მუქარის ეპიზოდში) ანდა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, როგორც არაპროპორციული და არასამართლიანი სასჯელი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ქ------ შ----–---ი არის ოჯახში შემოსავლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წყარო ვერ გახდება მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძველი. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანია მსხვერპლთა დაცვა და უსაფრთხოება. მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძველი ასევე ვერ გახდება ბრალდებულის დახასიათება, ვინაიდან იგი რეალურად არ ასახავს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს. საქმის მასალები ჰქმნიან ქ------ შ----–---ის ნამდვილ პიროვნულ პორტრეტს, როგორც უკიდურესად მოძალადე მეუღლის, რომელიც ჩაგრავს ქალს და ამ ფორმით ბატონობს მასზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან და დანაშაულის მოტივიდან გამომდინარე, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ქ------ შ----–---ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (მეუღლეები) მომავალშიც არ გაგრძელდეს მეუღლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რ------–- ყ----------ის სისხლის ნიმუში - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რ------–- ყ----------ის ტანისამოსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ------ შ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

2. ქ------ შ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

3. ქ------ შ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

4.ქ------ შ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ქ------ შ----–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივლისის განჩინებით ქ------ შ----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რ------–- ყ----------ის სისხლის ნიმუში - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რ------–- ყ----------ის ტანისამოსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა