გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/19061-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - ქე-------–--------–ი
წარმომადგენელი - უ---------
მოპასუხეები - 1 - სა------------------------------–----------ო
წარმომადგენელი - თე-----------–---ი
2 - კს „შპს N-------------–-------------–------------–---------------------------–---
დავის საგანი - წილის მესაკუთრედ ცნობა, წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცნობილ იქნეს ქე-------–--------–ი (---------------- კს „შპ-----------------–------------–------------–---------------------------–-ა“-ს (ს/კ 2--------) 65% წილის მესაკუთრედ.
1.2. ს----------–-----------–---------------------------------------------------–-------------- მოსარჩელე ქე-------–--------–ი (---------------- დაარეგისტრიროს კს „შპ-----------------–------------–------------–---------------------------–-ა“-ს (ს/კ 2--------) 65% წილის მესაკუთრედ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კომანდიტური საზოგადოება „შპ-----------------–------------–------------–---------------------------–-ა“ წარმოადგენს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ სუბიექტს, რომლის კომპლემენტარს და საზოგადოების 65%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა ზ-------------–-ა, ხოლო კომანდიტს და 35%-იანი წილის მფლობელს შპს „თბ--–------------------------–-----–------ი“. 2016 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა ზ-------------–-ა, რომლის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო ქე-------–--------–მა. ზ-------------–-ას გარდაცვალების შემდგომ, საზოგადოების კომანდიტმა უარი განაცხადა მემკვიდრის - ქე-------–--------–ის კომპპლემენტარად დაშვებაზე, რის გათვალისწინებითაც საზოგადოებას არ ყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ქე-------–--------–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ ს---------- საზოგადოებაში ზ-------------–-ას კუთვნილი 65%-იანი წილის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, რაზედაც ს---------- მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ. 2018 წლის 26 მარტს გაიმართა საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება, რომლითაც მოხდა საზოგადოების რეორგანიზაცია და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა, დამტკიდა წესდება და მოხდა დირექტორის დანიშვნა. კრების ოქმი დადგენილი წესით წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ ს----------, თუმცა ს---------- მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ. სა------------------------------–----------ოს ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააგენტოში, თუმცა 2----–-–------------ გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვინაიდან სახეზეა საკუთრების უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია, ხოლო ქე-------–--------–ი წარმოადგენს გარდაცვლილი ზ-------------–-ას მეუღლეს - კანონისმიერ მემკვიდრეს, იგი ცნობილ უნდა იქნეს საზოგადოების 65%-იანი წილის მესაკუთრედ. ხოლო, ვინაიდან საზოგადოებაში წილზე საკუთრების უფლება წარმოიშობა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, აუცილებელია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სა------------------------------–----------ოს წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხემ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საზოგადოების წესდების თანახმად, კომპლემენტარის წილის გასხვისების ან მემკვიდრეობით გაცემის
უფლება დასაშვებია კომანდიტის თანხმობით. სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე კი არ იყო წარდგენილი სათანადო წესით შედგენილი თანხმობა გარდაცვლილი კომპლემენტარის ნაცვლად მემკვიდრის რეგისტრაციის შესახებ. ასევე, საზოგადოების რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მოსარჩელის კომპლემენტარად მიღებასთან დაკავშირებით კომანდიტს უარი ჰქონდა გაცხადებული და შესაბამისად, მოსარჩელის გადაწყვეტილება მიღებული იყო როგორც არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საზოგადოებაში კომპლემენტარად რეგისტრაციისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელი იყო. მოპასუხის განმარტებით, ს---------- მიერ გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შემდგომ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე მიღებულ იქნა კანონდებლობით დადგენილი წესებით და ქე-------–--------–ის მოთხოვნა, როგორც დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.2. მოპასუხე კს „შპ-----------------–------------–------------–---------------------------–-ა“-ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მოპასუხეს სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–--- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია ი--------------- სასამართლოს მიერ 2----–-–----------------–-.
(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 19-20)
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 2016 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, კს „შპ----------------–------------–------------–-------------------- დ----–---- ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად (დირექტორად) დაფიქსირებულია ზ-------------–-ა. საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენენ „შპს თბ--–------------------------–-----–------ი“ - 35%-იანი წილი (კომანდიტი) და ზ-------------–-ა - 65%-იანი წილი (კომპლემენტარი).
(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 19-20)
3.2.3. კომანდიტური საზოგადოება „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ს წესდების თანახმად, საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებად დაფიქსირებული არიან კომანდიტი - შპს „--------------–------------–------------–-------------------–----------------------------–ია. საზოგადოების მართვის უფლებამოსილება გააჩნია კომპლემენტარს, კომანდიტი კი არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ხელმძღვანლოებაში. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შექმნილია კომანდიტისა და კომპლემენტარის შენატანებით, საიდანაც კომანდიტის წილი შეადგენს 35%, ხოლო კომპლემენტარის წილი 65%. წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, სადაც ხმების რაოდენობა განისაზღვრება კაპიტალში წილის პროპორციულად ყოველ 10%-ზე ერთი ხმის ოდენობით. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორები. წესდების 3.6.4 პუნქტის მიხედვით, კომპლემენტარს ულება აქვს გაასხვისოს, გაიტანოს ან გადასცეს მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს კომანდიტის თანხმობა.
(მტკიცებულება: წესდება, ს.ფ. 90-106)
3.2.4. სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის შესახებ მოწმობის თანახმად, ქე-------------–--- შეიცვალა გვარი და გახდა წე-------–-. რეგისტრაციის თარიღი: 2----–-–---------------
(მტკიცებულება: მოწმობა, ს.ფ. 27)
3.2.5. 2----–-–----------------–- გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ქე-------–--------–ი ცნობილ იქნა 2016 წლის 15 ნოემბერს გარდაცვლილი ზ-------------–-ას კანონისმიერ მემკვიდრედ, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - მეუღლე. ქე-------–--------–მა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მთლიანი სამკვიდრო, მათ შორის რამდენიმე უძრავი ქონება და წილები კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ში 65%-ის და შ------------––-- 100%-ის ოდენობით.
(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 28-33)
3.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნულ ს----------, 2018 წლის 27 თებერვალს წარედგინა ქე-------–--------–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ში ზ-------------–-ას 65%-იან წილზე მესაკუთრედ რეგისტრაცია.
(მტკიცებულება: განცხადება, ს.ფ. 70)
3.2.7. სა------------------------------–----------ოს 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებით, სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული წესდების 3.6.4 პუნქტის თანახმად, კომპლემენტარს არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა, გაეტანა ან გაეცა მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით კომანდიტის თანხმობის გარეშე. აღნიშნული თანხმობა კი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ იყო.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ს.ფ. 72-73)
3.2.8. კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ს 2018 წლის 26 მარტს გამართულ რიგგარეშე საერთო კრების ოქმის მიხედვით, კომანდიტის და 35%-იანი წილის მფლობელის მიერ არ იქნა გაცემული თანხმობა ქე-------–--------–ის საზოგადოებაში კომპლემენტარად მიღების შესახებ. ამავე კრების ოქმით დადგინდა საზოგადოების რეორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად იგივე წილობრივი მონაწილეობით და დანიშნულ იქნა საზოგადოების დირექტორი. ასევე დამტკიცდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდება.
(მტკიცებულება: რიგგარეშე საერთო კრების ოქმი, ს.ფ. 38-47)
3.2.9. სა------------------------------–----------ოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთოხვნილი იყო სუბიექტის რეორგანიზაცია, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სააგენტოში არ იყო წარდგენილი პარტნიორთა კრების ოქმით საზოგადოების კომპლემენტარად ქე-------–--------–ის მიღების თაობაზე. კომანდიტის მიერ არ იქნა გაცხადებული თანხმობა, ხოლო რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქე-------–-------–ის მიერ და ვინაიდან ქე-------–--------–ი არ წარმოადგენდა საზოგადოების წევრს, არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება კომანდიტური საზოგადოების რეორგანიზაციის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დაევალა საზოგადოების რეგისტრირებული წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ს.ფ. 74-75)
3.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნულ ს---------- 2018 წლის 23 მარტს წარედგინა ქე-------–--------–ის საჩივარი, ს---------- 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოხდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება კომანდიტურ საზოგადოებაში ზ-------------–-ას 65%-იან წილზე ქე-------–--------–ის მესაკუთრედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
(მტკიცებულება: საჩივარი, ს.ფ. 181-182)
3.2.11. სა------------------------------–----------ოს 2----–-–------------–----------------- გადაწყვეტილებებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადებში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები ცვლილების რეგისტრაციისა და სუბიექტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შეწყდა წარმოებებზე რეგისტრაცია.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოებების შეწყვეტის შესახებ, ს.ფ. 180, 202)
3.2.12. სა------------------------------–----------ოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი სარეგისტრაციო წარმოებების შეჩერების შესახებ 2----–-–---------------–--- და 16 აპრილის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ს.ფ. 76-82)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ქე-------–--------–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 1306-ე მუხლი;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51, 33-ე, 34-ე მუხლები;
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-18 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილი ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
მემკვიდრეობის, ისევე როგორც საკუთრების უფლება, აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. მემკვიდრეობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას მიიღოს სამკვიდრო ქონება საკუთრებაში, კანონით ან ადერძით მემკვიდრეობის დროს. კანონით მემკვიდრეობისას ქონების მემკვიდრეებზე გადასხვლა ხორციელდება სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამსიად, თუკი მამკვიდრებლის მიერ არ მომხდარა ანდერძის შედგენა, ან თუ ანდერძი მოიცავს მხოლოდ სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
აღძრული სარჩელით მოსარჩელე, როგორც ზ-------------–-ას კანონისმიერი მემკვიდრე, მოითხოვს მისი მამკვიდრებლის საკუთრებად კომანდიტურ საზოგადოებაში რეგისტრირებულ წილზე მესაკუთრედ ცნობას. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითებს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცული საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებაზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების
კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება - შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის - სრული პარტნიორები (კომპლემენტარები). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პარტნიორის გარდაცვალებისას ყოველ მემკვიდრეს შეუძლია გახდეს საზოგადოების პარტნიორი, თუ ეს გათვალისწინებული საზოგადოების წესდებით, ან თუ ყველა პარტნიორი თანახმაა.
საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ „შპს---------------–------------–------------–---------------------------–--- წარმოადგენს კომანდიტურ საზოგადოებას, რომლის სრულ პარტნიორად (კომპლემენტარად) სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებულია ზ-------------–-ა, რომელიც ასევე წარმოადგენს საზოგადოების 65%-იანი წილის მფლობელს. შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) კი წარმოადგენს შპს „თბ--–------------------------–-----–------ი“ - 35%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ასევე დადგენილია, რომ ქე-------–--------–ი წარმოადგენს გარდაცვლილი ზ-------------–-ას კანონისმიერ მეკვიდრეს, რომელმაც კანონით დადგენილი წესით, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მათ შორის კომანდიტურ საზოგადოება „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ში არსებული 65%-იანი წილი.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ქე-------–--------–ის განცხადებაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას და ზ-------------–-ას წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილ იქნა ხარვეზი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მიეთითა, რომ განმცხადებლის საზოგადოებაში კომპლემენტარად რეგისტრაციისათვის საჭირო იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომანდიტური საზოგადოების წესდების შესაბამისად კომანდიტის მიერ სათანადო წესით გაცემული თანხმობა. ვინაიდან, განმცხადებელს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა, განესაზღვრა ვადა დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ში ქე-------–--------–ის მამკვიდრებელი - ზ-------------–-ა წარმოადგენდა როგორც საზოგადოების კომპლემენტარს, ასევე საკუთრების უფლებით ფლობდა საზოგადოების 65%-იან წილს, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა. იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ და დაცულ უფლებას, მოსარჩელე უფლებამოსილია საკუთრებაში მიიღოს მისი მამკვიდრებლის ქონება, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქე-------–--------–ის მოთხოვნა საზოგადოების 65%-იან წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-51 ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოსარჩელე ითხოვს 65% წილზე მესაკუთრედ ცნობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მხრიდან უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და გამომდინარეობდეს ობიექტური აუცილებლობით, რაც მისი მხრიდან მისთვის მინიჭებული უფლებების კეთილსინდისიერად სარგებლობაში უნდა ვლინდებოდეს, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სწორედ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოში დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სა------------------------------–----------ოს მიერ არ განხორციელდა წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან ს---------- განმარტებით, არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციოდ საჭირო სათანადო დოკუმენტაცია. იმის გათვალისწინებით, რომ კომანდიტურ საზოგადოებაში წილზე საკუთრების უფლება ვლინდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და მოსარჩელე წარმოადგენს საზოგადოებაში რეგისტრირებული მამკვიდრებლის კანონისმიერ მემკვიდრეს, მისი მოთხოვნა სამეწარმეო რეესტრში წილზე მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ სამართლებრივად მართებულია.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს - სა------------------------------–----------ოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ისეთი ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან და შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის შეჩერების და შემდგომ რეგისტრაციის შეწყვეტის სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნული კი წარმოადგენს სა------------------------------–----------ოსათვის შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ქე-------–--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქე-------–--------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ცნობილ იქნეს ქე-------–--------–ი (---------------- კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ს (ს/კ 2--------) 65% წილის მესაკუთრედ.
1.2. ს----------–-----------–---------------------------------------------------–-------------- მოსარჩელე ქე-------–--------–ი (---------------- დაარეგისტრიროს კს „შპს---------------–------------–------------–---------------------------–----ს (ს/კ 2--------) 65% წილის მესაკუთრედ.
2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 200 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი