გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
hსაქმე N2/12647-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - შპს „სა--–----------–-------------ე“
წარმომადგენელი - ილ-------------ა
მოპასუხე - 1 - შპს „ევ------–----–ი“
დირექტორი - მე------------------
2 - შპს „ნი-------------------------–--------ი“
წარმომადგენლები - 1 - ქე----------------–--ე
2 - გი---------------ე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან/ყადაღებისაგან მოპასუხის შპს „ევ------–----–ის“ (ს------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N--.--.--.---.---.-------).
1.2. უძრავი ნივთი ს/კ-ით N--.--.--.---.---.------- აღირიცხოს მოსარჩელის შპს „სა--–----------–-------------ე“-ს (-------------- საკუთრებაში.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის თებერვალში მოსარჩელე შპს „სა--–----------–-------------ე“ და მოპასუხე შპს „ევ------–----–ი“ შეთანხმდნენ ორი უძრავი ნივთის ნასყიდობაზე. საკადასტრო კოდით N--.--.--.---.---.-------- რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასური მხარის მიერ გადახდილ იქნა ორ ეტაპად - 2016 წლის 12 თებერვალს და 12 აპრილს. ნასყიდობის საფასურის გადახდის შემდგომ კი შეთანხმებისამებრ, 2----–-–----------------–- გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. მეორე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით N--.--.--.---.---.--------ის საფასური 42 750 აშშ დოლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა 2016 წლის 12 აპრილს. ასევე, შპს „სა--–----------–-------------ე“-ს პარტნიორთა 2016 წლის 17 თებერვლის კრების ოქმით, კომპანიის დირექტორს მიეცა უფლება შპს „ევ------–----–ისაგან“ შეეძინა ორი უძრავი ქონება, მასში მითითებული ღირებულების შესაბამისად. მიუხედავად ნასყიდობის საფასურის გადახდისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო ვალდებულება გადაეცა მხარისათვის უძრავი ქონება, რის გათვალისწინებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოს გზით ქონების საკუთრებაში გადაცემას. ამასთან, ვინაიდან შპს „ევ------–----–ის“ მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებში კრედიტორის - შპს „ნი-------------------------–--------ის“ სასარგებლოდ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა, აუცილებელია მოხდეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ევ------–----–ის“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხე შპს „ნი-------------------------–--------ის“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მისი განმარტებით მხარეთა შორის არ გაფორმებულა წერილობითი ხელშეკრულება უძრავი ნივთის ნასყიდობაზე და შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. ამასთან მიუთითა, რომ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და არ არსებობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „სა--–----------–-------------ე“-ს პარტნიორთა 2016 წლის 17 თებერვლის საერთო კრების ოქმის თანახმად, საზოგადოების პარტნიორების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოებას შპს „ევ------–----–ისაგან“ შეეძინა შემდეგი უძრავი ქონებები: 1) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N--.--.--.---.---.--------, ღირებულებით 36 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 2) უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N--.--.--.---.---.-------, ღირებულებით: 42 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. ამავე კრების ოქმით, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და ქონების შეძენის მიზნით ნებისმიერი მოქმედების შესრულება დაევალა შპს „სა--–----------–-------------ე“-ს დირექტორს.
(მტკიცებულება: 2016 წლის 17 თებერვლის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, ს.ფ. 25-27)
3.2.2. 2----–-–----------------–- შპს „ევ------–----–სა“ და შპს „სა--–----------–-------------ე“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს-მ „სა--–----------–-------------ე“ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ა----------–-----------------------------------------–-------------- ფართი: 81.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი N--.--.--.---.---.--------. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური შეადგენდა 36 450 აშშ დოლარს, საიდანაც ხელშეკრულების დადების დროისათვის მყიდველის მიერ გადახდილი იყო 35 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო დარჩენილი 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2016 წლის 30 მარტისა.
(მტკიცებულება: 2016 წლის 18 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 18-20)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი ს------------------ მიერ გაცემული საგადახდო დავალებებით დგინდება, რომ უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით N--.--.--.---.---.---------ის ნასყიდობის საფასური 87 689.12 ლარის (35 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) და 2 278.20 ლარის (1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) შპს-მ „სა--–----------–-------------ე“ გადახდა განახორციელა 2016 წლის 12 თებერვალს და 12 აპრილს.
(მტკიცებულება: საგადახდო დავალებები, ს.ფ. 16-17)
3.2.4. უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ა----------–-----------------------------------------–---------------, ფართი: 81.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით
N--.--.--.---.---.-------- - რეგისტრირებულია შპს „სა--–----------–-------------ე“-ს საკუთრებად.
(მტკიცებულება: ამონაწერის საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 21-23)
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი ს------------------ მიერ გაცემული საგადახდო დავალების თანახმად, შპს „სა--–----------–-------------ე“-ს მიერ უძრავი ქონების შეძენის მიზნით 42 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 97 393.05 ლარის ოდენობით, შპს „ევ------–----–ი“-სათვის გადარიცხულ იქნა 2016 წლის 12 აპრილს.
(მტკიცებულება: საგადახდო დავალება, ს.ფ. 24)
3.2.6. შპს „ევ------–----–ის“ მიერ 2----–-–------------–- გაცემული ცნობის მიხედვით, შპს „ევ------–----–ი“ ადასტურებს, რომ მას გააჩნია შპს „სა--–----------–-------------ე“-ს მიმართ უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ა----------–-----------------------------------------–-------------- ფართი: 95.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N--.--.--.---.---.--------ის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. ამავე ცნობის თანახმად, შპს „სა--–----------–-------------ე“-ს მიერ უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასური 42 750 აშ დოლარის ექვივალენტი ლარში სრულად გადახდილია 2016 წლის 04 აპრილს.
(მტკიცებულება: ცნობა, ს.ფ. 28)
3.2.7. უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ--------------–--------------------------------------–-------------, ფართი: 95.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით N--.--.--.---.---.------- - რეგისტრირებულია შპს „„ევ------–----–ის“ საკუთრებად.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 29-30)
3.2.8. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს გაცემული N2ბ/5196-17 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება N---------), რომლის თანახმადაც შპს „ევ------–----–ს“ შპს „ნი-------------------------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 053 913.20 ლარის გადახდა.
(მტკიცებულება: წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ს.ფ. 31-35)
3.2.9. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------–- გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით N--.--.--.0-.---.------- იძულებითი საჯარო აუქციონი გამოცხადებული არ არის.
(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 36)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 183-ე, 316-ე, 317-ე, 323-ე, 327-ე, 328-ე მუხლები;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40, 44-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების არსებობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როგორიც შეიძლება იყოს დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება და სხვა. სახელშეკრულებო ურთიერთობისას, კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველს სწორედ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს. იმისათვის, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს, აუცილებელია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაცვა. კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველობა კი არ წარმოუშობს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირებს ამავე ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების შესრულების მოთხოვნებს. შესაბამისად, პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მის სასარგებლოდ უნდა შესრულდეს რაიმე მოქმედება, ვერ ჩაითვლება მოთხოვნის მქონე სუბიექტად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის საკუთრებაში შეძენისათვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, იმისათვის, რომ უძრავ ნივთზე პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია მესაკუთრემ და შემძენმა დაიცვან კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წერილობითი ფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება ვერ გახდება იურიდიული ძალის მქონე და შესაბამისად, არ წარმოიშობა კრედიტორის უფლება მოსთხოვოს მოვალეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე შპს „ევ------–----–ის“ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მის საკუთრებად ცნობას, ქონების საკუთრებაში აღრიცხვას. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითებს მოსარჩელე ორგანიზაციის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებაზე, ქონების საფასურის გადახდაზე და მესაკუთრე კომპანიის მიერ გაცემულ ცნობაზე ქონების გადაცემის ვალდებულების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ნასყიდობის საფასურის გადახდისა და მესაკუთრის მიერ გაცემული ინფორმაციისა, სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გარიგება (ხელშეკრულება), რაც გამორიცხავს უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას. საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ გაფორმებულა და შესაბამისად, შპს „სა--–----------–-------------ე“-ს მოთხოვნა შპს „ევ------–----–ის“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის (საკუთრებაში აღრიცხვის) თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.
სადავო შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ შპს „სა--–----------–-------------ე“ არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს განაცხადოს პრეტენზია უძრავ ქონებაზე და მოითხოვოს მისი საკუთრებაში გადაცემა. ასევე დადგენილია, რომ შპს „ევ------–----–ის“ წინააღმდეგ, შპს „ნი-------------------------–--------ის“ სასარგებლოდ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყადაღა დაედო მოვალის ქონებას, მათ შორის სადავო უძრავ ნივთს, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამდენად, ვინაიდან სახეზე არაა ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი წინაპირობები, არ არსებობს სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი და მისი მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელად უნდა იქნეს მიჩნეული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს-ის „სა--–----------–-------------ე“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შპს „სა--–----------–-------------ე“ სარჩელის მოთხოვნა გათავისუფლდეს ყადაღისაგან/ყადაღებისაგან მოპასუხის შპს „ევ------–----–ის“ (ს------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N--.--.--.---.---.-------), არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ნივთი ს/კ-ით N--.--.--.---.---.------- აღირიცხოს მოსარჩელის შპს „სა--–----------–-------------ე“ (-------------- საკუთრებაში, არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება N-------- მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი