გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6465-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი-ი-------–---–---
მოპასუხე- შპს ,---------–--------------–--
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- შპს ,---------–--------------–--, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2380.71(ორიათას სამასოთხმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ - შპს ,---------–--------------–--(შემდგომში,,დამკვეთი") შორის 2017 წლის 12აპრილს გაფორმებული იქნა №1312 ხელშეკრულება, ,,დამკვეთის" ობიექტზე მდებარე: ქ.თბილისი, შ------------------ დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების 3.1.1.პუნქტის მიხედვით, ,,შემსრულებელი" ვალდებული იყო დამკვეთის ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები ჩატარება საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულად ჯეროვნად, ხოლო სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2. პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 20 აპრილს გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია საერთო ღირებულებით- 83.50 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად სამუშაო შესრულდა ჯეროვნად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. დამკვეთი ხელშეკრულების 2.1პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული სამუშაოს თანხა 83.50ლარი, თუმცა მის მიერ არ იქნა აღნიშნული ვალდებულება შესრულებული. შ------------–--------------–--- მიერ ჯეროვნად არ შესრულდა 2017წლის 12 აპრილის N1311 დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტი ვალდებული იყო უზრუნველყო დანაშაულის აღკვეთა ობიექტზე, მასში დანერგილი სიგნალიზაციიის მეშვეობით. ამასთან ხელშეკრულების 1.2. 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად ,,დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 272 ლარი. ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა ,,დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 1652,50 ლარის ოდენობით. ამასთან, დამკვეთის 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, 24 ოქტომბერს შეწყდა მომსახურება, თუმცა დარჩენილი დავალიანება შპს ,---------–--------------–-- არ გადაუხდია. ვინაიდან ,,დამკვეთის" მიერ დაცვის მომსახურების საფასური 1652.50 ლარი არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში N1311 დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის საფუძველზე, შპს ,---------–--------------–-- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული აქვს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.02% ოდენობით სულ- 644.71 ლარი.
ამდენად, შპს ,---------–--------------–-- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს სულ- 2380.71(ორიათას სამასოთხმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,---------–--------------–--, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2017 წლის 12 აპრილს, ერთის მხრივ შპს,,--------–--------------–--'(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის თ------------–---–-- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(შერეული) №1311, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” სუპერმარკეტის და მისი საწყობის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, შ------------------.
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 272.00(ორასსამოცდათორმეტი ლარი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით,(მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შეადგენს 135.00 ლარს, ორი დამატებითი გასაღების ღირებულება(68+68)136.00 ლარს, ხოლო დამატებითი (SMS)-ის-1 ლარი); ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო მიმღებ- გადამცემი მოწყობილობის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟ-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე. მოცემული ხელშეკრულების 3.2.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს ,,დაცვის" საკუთრების და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია ,,დამკვეთისათვის") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი განსაზღვრული დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის ,,ბ" პუნქტით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6 ქვეპუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 6.6.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 5%-ის მიღწევის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ.
2017 წლის 12 აპრილს, ერთის მხრივ შპს ,,--------–--------------–--'(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის თ------------–---–-- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(მონტაჟი) №1312, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთის” ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, შ------------------.
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 83.50მ ლარს(ოთხმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) დღგ-ს ჩათვლით(დანართი N1(ინვოისი N10440)); 2.2. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული თანხის გადახდის შემდეგ დანართი N1-ში მოცემული მასალები გადადის ,,დამკვეთის" საკუთრებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 12 აპრილის ხელშეკრულება(შერეული) №1311(ს.ფ. 14-17)
- 2017 წლის 12 აპრილის ხელშეკრულება(მონტაჟი) №1312(ს.ფ. 18-19)
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N943571 ბრძანებით(ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ), 2017 წლის 21 აპრილიდან ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურმა მოახდინოს ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებაზე მყოფი(რადიოგადაცემის N001-8572) შ------------–--------------–--- ობიექტის(ქ.თბილისი, შ------------------) აღრიცხვაზე აყვანა სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N943571 ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ''(ს.ფ. 24)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 ოქტომბრის N2546943 ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 24.10.2017-დან შეწყვეტილი იქნეს შ-------------–--------------–-ს" ობიექტის(ქ.თბილისი, შ------------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 ოქტომბრის N2546943 ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 23)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 თებერვლის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,---------–--------------–--(ს/ნ 4--------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 12.04.2017 წლის N1/1311 ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 27თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 2297.21(ორიათასორასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარი. მათ შორის:
1.2017 წლის აპრილი-90.70 ლარი
2.2017 წლის მაისი-272.00 ლარი
3.2017 წლის ივლისი-272.00 ლარი
4.2017 წლის აგვისტო-272.00 ლარი
2.2017 წლის სექტემბერი -272.00 ლარი
3.2017 წლის ოქტომბერი 201.80 ლარი
-დარიცხული პირგასამტეხლო 0.2%-644.71 ლარი;
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 14 მარტის ცნობით დადგენილია, რომ შპს,---------–--------------–--, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 83,50(ოთხმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 25)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 26)
-2018 წლის 14 მარტის ცნობა(ს.ფ. 28)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 29)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,--------–--------------–--’, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2380.71(ორიათას სამასოთხმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,---------–--------------–-- შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - შპს ,,--------–--------------–--’, შორის 2017 წლის 12 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება(შერეული) №1/1311, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” სუპერმარკეტის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, შ------------------. დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 272.00(ორასსამოცდათორმეტ ლარი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით,(მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შეადგენს 135.00 ლარს, ორი დამატებითი გასაღების ღირებულება(68+68)136.00 ლარს, ხოლო დამატებითი (SMS)-ის-1 ლარი); ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.5.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველვადაგადაცილლებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 5%-ის მიღწევის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,,--------–--------------–--’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2380.71(ორიათას სამასოთხმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,,--------–--------------–--’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - შპს ,,--------–--------------–--’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 2380.71(ორიათას სამასოთხმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს- შპს ,,--------–--------------–--’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი