გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110316218002710823
N3/127-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.11.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე გ------- ჭ-------
წარმომადგენელი: მ----- ბო------ძე;
მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა,დირექტორი: ვ--------------;
მესამე პირი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,მესამე პირი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,წარმომადგენელი: ნ-------------;
დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნას გ------- ჭ------- (პ.ნ 5----------, დაბადებული 1--- წლის 1-------) მიერ ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (სრული კურსი დაამთავრა 1995 წელს);
მოსარჩელის პოზიცია: 1993 წელს ჩაირიცხა სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლაში (ყოფილი სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლა), რომელიც დაასრულა 1995 წელს. აღნიშნულზე გაიცა საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი აგN072598. გაურკვეველ ვითარებაში სხვა დოკუმენტებთან ერთად დაკარგა საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი, რაც კვლავ ესაჭიროება. ის ფაქტი, რომ 1995 წელს ნამდვილად დაასრულა სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა (ყოფილი სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლა) და გაიცა შესაბამისი ატესტატი, დასტურდება აღნიშნული სკოლის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლის დირექტორმა ვ--------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და დაადასტურა, რომ მოსარჩელე გ------- ჭ------- ნამდვილად მიიღო ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლება და სრული კურსი დაამთავრა 1995 წელს ;
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ის პირადად ასწავლიდა მოსარჩელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლაში.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წერილობით შესაგებელში სარჩელი სცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ნაწილობრივ დასტურდება მოსარჩელე გ------- ჭ------- ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლაშ 1995 სასწავლო წელს ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. სკოლაში არ ინახება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი და ბრძანება ატესტატის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი და სკოლის მიერ გაცემული ცნობა ვერ გახდება ატესტატის დუბლიკატის გაცემის საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელი ნ------------- დაეთანხმა შესაგებელს.
3.2. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილობით შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა წარმომადგენელი, შესაბამისად, მათი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე გ------- ჭ------ 1993 წელს ჩაირიცხა ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება;
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლის 2018 წლის 31 ოქტომბრის MES 2 18 01401440 ცნობა.
4.1.2. მოსარჩელე გ------- ჭ------- ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლა (ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა) დაასრულა 1995 წელს და მის სახელზე სკოლის მიერ გაიცა ატესტატი აგN072598.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლის 2018 წლის 31 ოქტომბრის MES 2 18 01401440 ცნობა.
- ატესტატის გაცემის წიგნის ჩანაწერი
4.1.3. ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლის ბაზაზე ამჟამად ფუნქციონირებს - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
4.1.4. მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლამ (დირექტორი ვ--------------) სარჩელი ცნო სრულად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის შესაგებელი;
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ჭ------- სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე;
7.1.1. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გ------- ჭ------- მიერ ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლაში 1995 სასწავლო წელს სრული კურსის განათლების მიღების ფაქტის აღიარება და გააჩნია ამ მოთხოვნის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან მისი ზოგადი განათლების შესახებ სასაწავლო დაწესებულებაში და საარქივო მასალებში არ აღმოჩნდა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთა სხვა გზით აღიარება და დადასტურება შეუძლებელია. აღნიშნული მონაცემები კი, მას ესაჭიროება სრული საშუალო განათლების ატესტატის დუბლიკატის მისაღებად;
7.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (სამოქალაქო რეესტრის სამსახური) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული განათლების აღიარების შესახებ;
7.1.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
7.1.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
7.1.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები;
7.1.6. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ------- ჭ------- დაამტკიცა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღსანიშნავია ისიც, რომ, მოპასუხემ სარჩელი ცნო.
7.1.7. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- ჭ------- 1995 წელს დაამთავრა ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლა (ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა). სკოლაში ინახება საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნი. თუმცა არ მოიპოვება პედსაბჭოს სხდომის ოქმი და ატესტატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე სკოლის დირექტორის ბრძანება. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია დუბლიკატის მიღების შესაძლებლობა და ითხოვს სასამართლოს მიერ სრული საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარებას;
7.1.8. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ;
7.1.11. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას და გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს გადაუვადდა საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდილი არ ყოფილა და ამასთან, მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე,208-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ჭ------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებულ იქნას გ------- ჭ------- (პ.ნ 5----------, დაბადებული 1--- წლის 1-------) მიერ ხარაგაულის რაიონის სადგურ მ-----–---- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მ-----–---- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (სრული კურსი დაამთავრა 1995 წელს);
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი