განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002392418
საქმეN 1-339/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22.11.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რა-----–---ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გი---------–--ლი
მამის სახელი: ლე----
დაბადებული: 2--04.1988 წელი
პირადი ნომერი: 6---------7
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ნა-------–--------------------------.
ადვოკატი - მე-----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 180–ე მუხლის 3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი; (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N170160118002
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 8 ივლისს, გი---------–--ლმა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითობის გზით დაუფლებოდა შ.პ.ს. „მ-----ს“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნული დროს გი---------–--ლი მუშაობდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, ბონი-გარადოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1120 ლარს. იმ გარემოების გამოსარიცხად, რომ აღნიშნული ხელფასი არ იქნებოდა საკმარისი შ.პ.ს. „მ-----“-სთან საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გი---------–--ლმა, 2017 წლის 8 ივლისს, ქ. ბათუმში, ლ. ა--------------------ში განთავსებულ ავტოსალიზინგო კომპანია შ.პ.ს. „მ-----“-ს წარმომადგენლების მოტყუებისა და ნდობის მოსაპოვებლად, წარადგინა შ.პ.ს. „ს---------თან“ 2016 წლის 10 მარტით დათარიღებული N24 ყალბი ხელშეკრულება და 2017 წლის 08 ივლისით დათარიღებული შ.პ.ს. „ს---------ის“ მიერ გაცემული ყალბი სახელფასო ცნობა მასზედ, რომ ის თითქოსდა მუშაობდა შ.პ.ს. „ს---------ში“ და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2500 ლარს. ყალბი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, გი---------–--ლმა, 2017 წლის 8 ივლისს, შ.პ.ს. „მ-----“-სთან გააფორმა ფინანსური ლიზინგის NFL------------- ხელშეკრულება, რითაც შ.პ.ს. „მ-----“-მ, გი---------–--ლისაგან 23500 ლარად შეიძინა და თავის სახელზე დაირეგისტრირა RM 261 MR სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „B--“-ს მარკის ავტომანქანა. თანახმად ხელშეკრულებისა ლიზინგის თანხა განისაზღვრა 23 970 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 5%-იან სარგებელთან ერთად 1235.33 ლარის გადახდით, რაც 2023 წლის 08 ივლისამდე უნდა დაფარულიყო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შ.პ.ს. „მ-----“-მ, გი---------–--ლს, როგორც ლიზინგის მიმღებს, აღნიშნული ავტომანქანა გადასცა ფლობის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ ამავე ხელშეკრულების 11.12 მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. „ მ-----“-ს სათანადო მინდობილობის გარეშე გი---------–--ლს ეკრძალებოდა ავტომანქანის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა.
2017 წლის 08 ივლისს, ფინანსური ლიზინგის NFL------------- ხელშეკრულების შესაბამისად, შ.პ.ს. მ-----“-მ, „საქართველოს ბაკში“ გახსნილ გი---------–--ლის N GE82BG---------------- ანგარიშზე 23500 ლარი ჩარიცხა. იმავე დღესვე, ზემოთ ხსენებული თანხის ნაწილი -10 000 ლარი, გი---------–--ლმა მიიღო ქ. ბათუმში ნინოშვილის ქუჩა N 1-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში, ხოლო დარჩენილი 13 500 ლარი მიიღო ქ. ბათუმში რუსთაველის ქუჩა N 40-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში. შ.პ.ს. „მ-----“-ს წარმომადგენლების მოტყუების, მათ მიმართ აღებული ვალდებულების თავიდან არიდებისა და ხსენებული ფირმის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების განზრახვით, მიუხედავად იმისა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით, გი---------–--ლი ვალდებული იყო შ.პ.ს. „მ-----“- სგან მიეღო ხსენებული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანისათვის საჭირო მინდობილობა, 2017 წლის 8 ივლისს, ამ უკანასკნელმა შ.პ.ს. „მ-----ს“ მინდობილობისა და სათანადო ნებართვის გარეშე, ზემოთხსენებული სატრანსპორტო საშუალება „სარფი“-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაიყვანა თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოში უკან აღარ შემოუყვანია. ამ გზით გი---------–--ლმა შ.პ.ს. „მ-----“-სგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხას - 23 500 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდებულმა გი---------–--ლი წარდგენილი ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, საქმის განხილვისას განმარტა, რომ ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,მ-----ს’’ კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას, რასაც ინანიებს და ითხოვს პატიებას;
2.2. გი---------–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ გი---------–--ლის მიერ ბრალის აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შ.პ.ს. „მ-----ს“ დირექტორის განცხადება და თანდართული მასალები, შ.პ.ს. „მ-----სა“ და გი---------–--ლს შორის გაფორმებული ლიზინგის NFL------------- ხელშეკრულება, ს.ს.ი.პ. საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი გი---------–--ლის საზღვრის კვეთის ამონაწერი, შ.პ.ს. „მ-----სა“ და ს.ს. „საქართველოს ბანკში“ ჩატარებული ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია, გი---------–--ლის მიერ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრებში თანხის განაღდების ამსახველი სალაროს გასავლის N1/24329 და N23/24012 გასავლის ორდერები, შ.პ.ს. „ს---------თან“ 2016 წლის 10 მარტით დათარიღებული N24 ხელშეკრულება და 2017 წლის 08 ივლისით დათარიღებული შ.პ.ს. „ს---------ის“ მიერ გაცემული სახელფასო ცნობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის მიერ გაცემული ცნობები გი---------–--ლის დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების თაობაზე, კომლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N2------ და 2------- დასკვნები, გი---------–--ლის, ლე--–-------–----–----------–-----------------------------–---–-----------------------------------------------------------------------------–----------------------–------------------------------------–---------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა;
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გი---------–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
2.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.5 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შ.პ.ს. „მ-----ს“ დირექტორის განცხადება და თანდართული მასალები, შ.პ.ს. „მ-----სა“ და გი---------–--ლს შორის გაფორმებული ლიზინგის NFL------------- ხელშეკრულება, ს.ს.ი.პ. საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი გი---------–--ლის საზღვრის კვეთის ამონაწერი, შ.პ.ს. „მ-----სა“ და ს.ს. „საქართველოს ბანკში“ ჩატარებული ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია, გი---------–--ლის მიერ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრებში თანხის განაღდების ამსახველი სალაროს გასავლის N1/24329 და N23/24012 გასავლის ორდერები, შ.პ.ს. „ს---------თან“ 2016 წლის 10 მარტით დათარიღებული N24 ხელშეკრულება და 2017 წლის 08 ივლისით დათარიღებული შ.პ.ს. „ს---------ის“ მიერ გაცემული სახელფასო ცნობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის მიერ გაცემული ცნობები გი---------–--ლის დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების თაობაზე, კომლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N2------ და 2------- დასკვნები, გი---------–--ლის, ლე--–-------–----–----------–-----------------------------–---–-----------------------------------------------------------------------------–----------------------–------------------------------------–---------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გი---------–--ლმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი. მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
3.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.6. სასამართლო ბრალდებულ გი---------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და თითოეული მტკიცებულების ერთობლიობაში შეაფასებით სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გი---------–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა;
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.8. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი---------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - შპს ,,მ-----ს’’ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, მართლსაწინააღღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაუფლებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის გი---------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გი---------–--ლს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადექვატური რეაგირება. ბრალდებულის გი---------–--ლის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, მოცემული დანაშაულები მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ასევე სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულის გი---------–--ლის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. მას ანაზღაურებული აქვს ნაწილობრივ ზიანი და დაზარალებულ ორგანიზაციასთან მიაღწია შეთანხმებას, ზიანის დადგენილი გრაფიკით ანაზღაურებასთან დაკავშირებით; ის არის დასაქმებული, ამჟამად აქვს სტაბილური შემოსავალი, რაც ერთგვარად განაპირობებს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას;
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, გი---------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, მზადაა აანაზღაუროს ზიანი, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გი---------–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რადგან ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული იქნეს მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით არსებული - N2------ და 2------- კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული დოკუმენტები 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, - უნდა მიეთვისოს გამოყოფილ სისხლის სამართლის N170030418002 საქმეს ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული გი---------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ გი---------–--ლის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნარგიზ ციმნარიძის (პ/ნ 61006010216) საკუთრებაში არსებულ დაყადაღებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქN78/88 (ზონა - ბათუმი 05, სექტორი - 23, კვარტალი -26, ნაკვეთი - 011, კოდი 01/557) - 5000 /ხუთი ათასი/ ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე