გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
211210018002679338
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2679338-2/116-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე

 

მოსარჩელე: მ--------------

 

მოპასუხე: ა-–----------------------------

წარმომადგენელი: ნ------------------

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-–----------------------------საგან გამოთხოვილი(გამოსახლებული) იქნას მოსარჩელე მ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონი სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1(საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი), და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მ--------------ს.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 10 ივლისს შეიძინა და საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონ სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი). როდესაც მივიდა აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე სახლში შესასვლელად, აღმოჩნდა, რომ სახლი დაკავებული აქვს მოპასუხე ა-–---------------------------ს. მიუხედავად არაერთი წინადადებისა, მოპასუხე არ ცლის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და არ ანთავისუფლებს მას. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე არ ათავისუფლებს მის უძრავ ქონებას და მას არ ეძლევა შესაძლებლობა თავის საკუთრებით სრულყოფილი სარგებლობისთვის. იგი მოპასუხისაგან განიცდის ზემოქმედებას, რის გამოც ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრობს ნაქირავებში და განიცდის ზიანს. მოსარჩელე მ--------------მ ასევე განმარტა, რომ იგი ამ ეტაპზე ცხოვრობს ნაქირავებში და არ ეძლევა მის საკუთრებაში ყოფნის უფლება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შესაძლოა ერთ წელზე მეტ ვადასთან იყოს დაკავშირებული და ამ ხნის განმავლობაში მის მიერ ქირის გადახდა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას. შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–---------------------------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მისმა წარმომადგენელმა ნ------------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე მ-------------- იყო იპოთეკარი. მოპასუხე ა-–---------------------------მა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვერ შეძლო, როგორც პროცენტების, ასევე ძირი თანხის გადახდა, რის გამოც აღნიშნული ბინა გაიყიდა აუქციონის წესით და იპოთეკარმა, მ--------------მ ეს უძრავი ქონება თავად შეიძინა აუქციონის გზით. ამჟამად მოპასუხე წასული არის საზღვარგარეთ სამუშაოდ, რომ ბინა გამოისყიდოს. რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, კერძოდ ხელშეკრულება, იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს ქირით და შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულებამდე განიცდიან ზიანს. მოითხოვა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს სარჩელი, ასევე შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ--------------მ 2018 წლის 10 ივლისს შეიძინა და საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონ სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.13-14);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მოსარჩელე მ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონ სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი), დაკავებული აქვს მოპასუხე ა-–---------------------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);

- მოპასუხის შესაგებელი (ს.ფ.26-30);

 

3.1.3. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე ა-–---------------------------- არ ათავისუფლებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მას არ ეძლევა შესაძლებლობა თავის საკუთრებით სრულყოფილი სარგებლობისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მ-------------ის განმარტებით, რომ იგი ამ ეტაპზე ცხოვრობს ნაქირავებში და არ ეძლევა მის საკუთრებაში ყოფნის უფლება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შესაძლოა ერთ წელზე მეტ ვადასთან იყოს დაკავშირებული და ამ ხნის განმავლობაში მის მიერ ქირის გადახდა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მ-------------ის განმარტებას, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებში და იხდის ქირას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--------------მ რაიმე მტკიცებულება, კერძოდ ხელშეკრულება, იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს ქირით და შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულებამდე განიცდიან ზიანს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს კონსტიტუციია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის არ არის სადავო ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების, მდებარე ა------ის რაიონ სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი), მესაკუთრეა მოსარჩელე მ--------------.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონ სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი), დაკავებული აქვს მოპასუხე ა-–---------------------------ს. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე ა-–---------------------------- არ ათავისუფლებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოსარჩელეს არ ეძლევა შესაძლებლობა თავის საკუთრებით სრულყოფილი სარგებლობისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო ქონება არის მოსარჩელე მ-------------ის საკუთრება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მ-------------- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრე, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს მის საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა. მოცემულ შემთხვევაში იგი შეზღუდულია მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე ახორციელებს ამ ქონებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლას, ამასთან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ-------------- არის სადაო ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ფართს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეიზღუდოს მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის ჩაბარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შესაბამისად მ--------------ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1" პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ;

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ-------------- მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, რადგან მისი განმარტებით, იგი ამ ეტაპზე ცხოვრობს ნაქირავებში და არ ეძლევა მის საკუთრებაში ყოფნის უფლება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შესაძლოა ერთ წელზე მეტ ვადასთან იყოს დაკავშირებული და ამ ხნის განმავლობაში მის მიერ ქირის გადახდა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას.

მოსარჩელე მ--------------მ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოჯახთან ერთად იგი ამ ეტაპზე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და შესაბამისად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მის მიერ ქირის გადახდა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას, სასამართლოსთვის არ წარმოუდგინა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მ-------------ის განმარტებას, რომ ოჯახთან ერთად იგი ამ ეტაპზე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ქირის გადახდით განიცდის ზიანს, შესაბამისად შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ,,ა“ ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვინაიდან საქმე მაგისტრი სასამართლოს განსჯადი არის, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა-–---------------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 41-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ა-–----------------------------საგან გამოთხოვილი(გამოსახლებული) იქნას მოსარჩელე მ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონი სოფელ ა----------ში, ს/კ 6-.--.2-.0--, დაზუსტებული ფართობი 2900 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1(საცხოვრებელი სახლი), სასარგებლო ფართით 298.00 კვ.მ, ობიექტი N2(ბოსელი), ობიექტი N3 (ავტოფარეხი) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მ--------------ს.

 

3. მოპასუხე ა-–---------------------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

 

4. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით.

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი