გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/18596-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე ჯ----–------ე
წარმომადგენელი დ------------–-----
მოპასუხე ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’
წარმომადგენლები ლ--------------
გ-----–---–---–-
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’-ს ჯ----–--------- სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 550 ლარის გადახდა 2018 წლის 21 ივნისიდან (სარჩელის აღძვრის დღიდან) ჯ----–------ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
1.2. ს.ს. ,,ს----------–------–----------------’’-ს ჯ----–------ეს სასარგებლოდ დაეკისროს 17280 ლარის გადახდა (ს.ფ. 76-90; სხდომის ოქმი: 27.09.2018) .
მოსარჩელე განმარტავს, რომ მუშაობდა ელექტროენერგიის გადაცემის ქ------------–----–------------–-----------------------------------------–----–---- დაქვემდებარებაში მყოფი წ---–-------- რაიონის 0,4-6-10 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მეორე თანრიგის ელექტრომონტიორად. 1989 წლის 22 ივნისს მიღებული საწარამო ტრავმის შედეგად დაენიშნა პენსია, რასაც ურიცხავს ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’, როგორც კომპანიის სამართალმემკვიდრე, რომლის ბრალეულობითაც იქნა გამოწვეული საწარმოო ტრავმა. ვინაიდან ელექტროგადამცემი ხაზების მეორე თანრიგოსანი ელექტრომონტიორის ხელფასი გაიზარდა, შესაბამისად, მოსარჩელეს სურს მიიღოს გაზრდილი ოდენობის სარჩო, სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2018 წლის 21 ივნისიდან ყოველთვიურად ჯ----–------ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე 550 ლარის ოდენობით. სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გადასახდელი სარჩოს სხვაობა შეადგენს 17280 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’ სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის N48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესები“ არეგულირებდა კომპენსაციის საკითხს, მათ შორის 2005 წლის 07 ნოემბრამდე განსაზღვრული იყო, რომ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიღო მან ეს დასახიჩრება, აღნიშნული რეგულაცია გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 07.11.2005 წლის N 923 ბრძანებულებით, რაც გახდა საფუძველი გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძვლის ანულირებისა, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 მარტის N 53 დადგენილებით გაუქმდა 1999 წლის 09 თებერვლის N48 ბრძანებულება, ეს უკანასკნელი კი გაუქმდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის N45 ბრძანებულებით, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ რეგულაციას კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ს.ს. ,,ს----------–---------–-–---------–----------------’’-ს და სახაზინო სახელმწიფო კომპანია ქ--------------------–-------–------- შორის სამართლებრივი კავშირი არ არსებობს, სახაზინო სახელმწიფო კომპანია ქ--------------------–-------–------- სამართალმემკვიდრე იყო შ.პ.ს. ,,ს---------------“, რომელიც ლიკვიდირებულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ----–------ის სარჩელი სახაზინო საწარმო ,,ს----------“-ს ქ--------------------–--------–------- მიმართ დაკმაყოფილდა, სახაზინო სხელმწიფო კომპანია ,,ს----------“-ს ქ--------------------–-------–------- ჯ----–------ის სასარგებლოდ დაეკისრა განსხვავება ხელფასსა და პენსიას შორის 685 ლარის და 20 თეთრის ოდენობით 1998 წლის 01 ოქტომბრიდან 1999 წლის 02 აგვისტომდე. გადაწყვეტილების მიხედვით, ჯ----–------ე მუშაობდა ქ------------–----–------------–-----------------------------------------–----–---- დაქვემდებარებაში მყოფი წ---–-------- საქსელო რაიონის 0.4-6-10 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მეორე თანრიგის ელექტრომონტიორად. ჯ----–------ეს 1989 წლის 22 ივნისს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად დაენიშნა პენსია. შრომითი ხელშეკრულებით მიყენებულ ზარალს, ხელფასს და პენსიას შორის სხვაობას 1998 წლის 1 ოქტომბრამდე იღებდა სახაზინო კომპანია ,,ს----------’’-ს ქ--------------------–--------–-------გან (გადაწყვეტილება. ს.ფ. 17-20).
3.1.2 ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს წ---–-------- რაიონული განყოფილების 2018 წლის 14 მარტის ინფორმაციის მიხედვით, ჯ----–------ე (დაბადებული 0----.1958წ.) იღებს სოციალურ პაკეტს 180 ლარს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მკვეთრად გამოხატული ხარისხით მუდმივად (ს.ფ. 24).
3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ----–------ეს საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაღაურების სახით ყოველთვიურ სარჩოს _ 70 ლარს ურიცხავს ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“ (საბანკო ამონაწერი ს.ფ. 21-23).
3.1.4 ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“-ს 2018 წლის 01 აგვისტოს #1---- ინფორმაცის მიხედვით, წ---–-------- ზონის 04-06-10 კვ. ელსაქსელო მეურნეობის მე-2 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობა შეესაბამება ს---ში ამჟამად მოქმედ კ------- რეგიონალური ქსელის ეგხ-ების საექსპლუატაციო ბრიგადის მე-2 კატეგორიის მემაღლივის საშტატო ერთეულს. აღნიშნულ პოზიციაზე ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრულია 550 ლარის (დარიცხული) ოდენობით (ს.ფ. 73)
3.1.5 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 ივნისის ინფორმაციის მიხედვით: სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტებით სახაზინო სახელმწიფო კომპანია ქ--------------------–--------–------- და შ.პ.ს. ,,ს----------–---------––--------–----------------“-ს სამართლებრივი კავშირის არსებობა არ დგინდება. შ.პ.ს. ,,ს---------------“-ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად, 16/12/1999 წ. რეგისტრირებული იქნა სახელმწიფო საწარმო ,,ს----------“-ს ქონების ბაზაზე დაფუძნებული შ.პ.ს. ,,ე-–----------------------–--“. აღნიშნული სუბიექტის წესდების 1.3 პუნქტის თანახმად ,,ე-–----------------------–--“ არის სახაზინო საწარმო ,,ს----------“-ს სამართალმემკვიდრე. შ.პ.ს. ,,ს---------------“-ს ქუთაისის ფილიალის სარეგისტრაციო დოკუმენტებში დაცული სამეთვალყურეო საბჭოს 07.03.2--- ოქმის თანახმად გაუქმებული იქნა სახაზინო საწარმო ,,ს----------“-ს ყველა ფილიალი და მათი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ბაზაზე დაფუძნებული იქნა შ.პ.ს. ,,ს---------------“-ს ფილიალები, მათ შორის ქუთაისის ფილიალი. შ.პ.ს. ,,ს---------------“-ს (ყოფილი ,,ე-–----------------------–--“) რეგისტრაცია გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით (ს.ფ. 107-108).
3.1.6 შ.პ.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“ (ს/კ 2--------) გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ს.ს. ,,ს----–-–--------–---------------“-ს მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (რეაბილიტაციის პროცესი) (ს.ფ. 41-45; 109-110)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლები. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი". საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი".
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები,დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლო განმარტების მიხედვით, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას, ვინაიდან ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტური სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიზნად ისახავს არაქონებრივი სიკეთისათვის (სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. დელიქტური ვალდებულებების დროს ხდება აბსოლუტური უფლებების ხელყოფა, კონკრეტულ შემთხვევაში კი ისეთი უფლებების, როგორიცაა პიროვნების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი ყველა პრინციპი და აუცილებელია მისი წარმოშობისათვის გათვალისწინებული საფუძვლების _ ზიანის მიმყენებლის ბრალისა და დამდგარ ზიანსა და ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ----–------ე მუშაობდა ქ------------–----–------------–-----------------------------------------–----–---- დაქვემდებარებაში მყოფი წ---–-------- საქსელო რაიონის 0,4-6-10 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მეორე თანრიგის ელექტრომონტიორად. ჯ----–------ეს 1989 წლის 22 ივნისს მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად დაენიშნა პენსია. ხელფასს და პენსიას შორის სხვაობას 1998 წლის 1 ოქტომბრამდე იღებდა სახაზინო კომპანია ,,ს----------’’-ს ქ--------------------–--------–-------გან, ხოლო ამჟამად მოსარჩელე ჯ----–------ეს ყოველთვიურ სარჩოს _ 70 ლარს ურიცხავს ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმის შესახებ, რომ ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“-ს და სახაზინო სახელმწიფო კომპანია ქ--------------------–--------–------- შორის სამართლებრივი კავშირი არ არსებობს და აღნიშნული საწარმოს სამართალმემკვიდრე იყო ლიკვიდირებული შ.პ.ს. ,,ს-----------2---“, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან შ.პ.ს. ,,ს-----------2---“ის ლიკვიდაციამდეც და ლიკვიდაციის შემდეგ ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“ ჯ----–------ისათვის სარჩოს გადახდით ადასტურებს ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებას (აღნიშნული კატეგორიის დავასთან დაკავშირებით ს---ს მიმართ იხ. ს.უ.ს.გ. #ა----------- 07/05/2009). ამასთან, განსახილველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს არა სარჩოს დაწესება, არამედ უკვე კანონის შესაბამისად დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის #93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის N48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებულია ზიანის ანაზღაურების წესები. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, როგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. 1.2 მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსის და სამოქალაქო კოდექსი ითვალსწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. მითითებული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის N48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩო ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ. მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი" არ ითვალისწინებდა და ასევე არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი", მაგრამ ზიანის ანაზღაურების მიზანი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (იხ. სუსგ #ას-563-563-2018. 15/06/2018).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–--------------“-ს მოქმედებით დასტურდება მოპასუხის ვალდებულება გადაუხადოს მოსარჩელეს სარჩო იმ ოდენობით, რასაც ის მიიღებდა შრომითი საქმიანობის განხორციელების დროს შრომის უნარის დაკარგვის გარეშე (საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი). დადგენილია, რომ წ---–-------- ზონის 04-06-10 კვ. ელსაქსელო მეურნეობის მე-2 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობა შეესაბამება ს---ში ამჟამად მოქმედ კ------- რეგიონალური ქსელის ეგხ-ების საექსპლუატაციო ბრიგადის მე-2 კატეგორიის მემაღლივის საშტატო ერთეულს. აღნიშნულ პოზიციაზე ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრულია 550 ლარის (დარიცხული) ოდენობით. შესაბამისად, იმავე თანრიგის მუშაკის ხელფასი, რა თანამდებობაზეც მოსარჩელე მუშაობდა, გაიზარდა. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. მართლია, დასახელებული ნორმები აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდა გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, მაგრამ გადაანგარიშებული სარჩო მომავლის პერიოდისათვის უნდა შემოიფარგლოს გარკვეულ პერიოდამდე, კერძოდ _ ჯ----–------ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე (2023 წლის 01 ივლისამდე). "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მამაკაცისათვის საპენსიო ასაკი 65 წლით არის განსაზღვრული.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს გადაანგარიშებით ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“-ს ჯ----–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 550 ლარის გადახდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 2018 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 01 ივლისამდე (ჯ----–------ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე).
დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 21 ივნისამდე (სარჩელის აღძვრამდე გასული სამი წლის პერიოდში, საიდანაც მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და სადავო არ არის რომ მითითებულ პერიოდში იმავე თანრიგის მუშაკის ხელფასი, რა თანამდებობაზეც მოსარჩელე მუშაობდა შეადგენდა დარიცხულ 550 ლარს, მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს სულ 17280 (ჩვიდმეტიათასორასოთხმოცი) ლარს, რაც უნდა დაეკისროს ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა“-ს ჯ----–------ის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ყოველთვიურად 70 ლარის ნაცვლად 550 ლარის გადახდას, ანუ თანხის 480 ლარით გადიდებას. ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა შეადგენს 5760 ლარს (480X12). მოსარჩელე ასევე ითხოვს გასული 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ანაზღაურებას 17280 ლარის ოდენობით (480X36). შესაბამისად ჯ----–------ის სარჩელზე დავის საგნის ფასი შეადგენს 23040 ლარს (5760+17280), ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჯ----–------ის სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 691 ლარით, რაც უნდა დაეკისროს ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’-ს ჯ----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 550(ხუთასორმოცდაათი) ლარის გადახდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 2018 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 01 ივლისამდე (ჯ----–------ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე).
3. ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’-ს ჯ----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 17280 (ჩვიდმეტიათასორასოთხმოცი) ლარის გადახდა.
4. ს.ს. ,,სა---------–---------–-–--------–---------------ა’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 691(ექვსასოთხმოცდათერთმეტი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი