გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/31070-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ა------–----–--ი
წარმომადგენელი - ი-----–- კ---------, დ----- პ---------, ნ------------–ი
მოპასუხე - ხ---------–----ა
წარმომადგენელი - ი----- დ---–--ე, პ----- ს--–--
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ხ---------–----ას მოსარჩელე ა------–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 2 670 000 აშშ დოლარის, სარგებელი - 1 143 955 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლო - 611 228 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სარჩელი (ტომი 2, ს.ფ. 82-99)).
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ა------–----–--მა და ხ---------–----ამ გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომელითაც დარეგულირდა მხარეთა შორის უკვე არსებული და სამომავლო სასესხო ურთიერთობები. სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2 670 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეუბრუნებინა სესხის პირველი ნაწილის გადარიცხვიდან 36 თვიანი პერიოდის ბოლო დღეს. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 1,2%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე არ აქვს შესრულებული როგორც ძირითადი თანხის, ასევე სარგებლის ნაწილში არსებული დავალიანება, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს მოპასუხეზე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2010 წლის 15 თებერვალს ხ---------–----ამ ა------–----–--ს მიმართა განცხადებით 700 000 აშშ დოლარის სესხთან დაკავშირებით, რაც გამსესხებელს ან მასთან დაკავშირებულ სხვა პირს უნდა გადაერიცხა მსესხებლის მიერ მითითებული მესამე პირის - ლ---- ხ-------ის ანგარიშზე. 2010 წლის 16,17 და 18 თებერვალს გამსესხებლის დავალებით მისმა კომპანიამ შპს „მ-------–მა“ მსესხებლის მიერ მითითებული მესამე პირის - ლ---- ხ-------ის ანგარიშზე რამდენიმე გადარიცხვით გადარიცხა სესხის თანხის ნაწილი - 700 000 აშშ დოლარი. 2010 წლის 23 ივნისს გამსესხებელმა მსესხებელს გადაურიცხა სესხის თანხის ნაწილი - 1 000 000 აშშ დოლარი, ასევე 2010 წლის 08 სექტემბერს გადარიცხა სესხის თანხის ნაწილი - 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2010 წლის 13 სექტემბერს კი - 200 000 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა 2010 წლის 15 სექტემბერს გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომელსაც ურთიერთშეთანხმებით მიანიჭეს უკუქცევითი ძალა და გაავრცელეს მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობაზე, ხელმოწერის შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხის დარჩენილი ნაწილი 220 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით ჯამში გადასცა 2 670 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო სესხის პირველი ნაწილის გადარიცხვიდან ანუ 2010 წლის 16 თებერვლიდან 36 თვიანი ვადის ბოლო დღეს. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 1,2%-ის ოდენობით, ხოლო სესხის ან მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ან მისი რომელიმე ნაწილის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მხოლოდ პირველ წელს სესხს დაერიცხა 410 898 აშშ დოლარი, ხოლო 3 წლის ვადაზე აღნიშნულმა შეადგინა 1 432 133 აშშ დოლარი და მისი დარიცხვა გრძელდება სესხის სრულად გადახდამდე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და დარიცხული სარგებლი ნაწილობრივ დაბრუნდა, კერძოდ, მხოლოდ 2 620 000 აშშ დოლარი. მსესხებლის ან მის მიერ მითითებული მესამე პირების მიერ თანხის დაბრუნება განხორციელდა ეტაპობრივად სხვადასხვა პერიოდში, ძირითადად ვადაგადაცილებით 2013, 2015, 2016, და 2017 წლებში განხორციელებული გადახდებით. 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4 425 183 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 670 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 143 955 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 611 228 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდათ უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა მხარეთა შორის 2010 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებასთან დაკავშირებით (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე დამატებით წარმოდგენილი წერილობითი პოზიციის მიხედვით, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი სესხის ხელშეკრულება. მართალია მოსარჩელის მიერ გადმორიცხული იყო თანხა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა სესხს. ვინაიდან იმ პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კონკრეტულ საწარმოებში წილის (აქციების) შესაძენად, ამ საკითხით დაინტერესებული იყო თავად მოსარჩელეც. ამ მიზენებისთვის გაკეთდა კონკრეტული კომპანისს შეფასებაც მოსარჩელის მხრიდან. სამომავლოდ, თუკი ნასყიდობის პირობები მისაღები იქნებოდა მოსარჩელისთვის, მის მიერ გადმორიცხული თანხა უნდა „კონვერტირებულიყო“ შესაბამის აქციებში (წილში).
მხარის წარმომადგენლების განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო დოკუმეტი, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის წერილობითი სახის შეთანხმების არსებობას. სესხის ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელის მიერ დაერთო საქმეს, არ არის ხელმოწერილი ხ---------–----ას მიერ, ვინაიდან ასეთ ფაქტს თავად მოპასუხე ვერ იხსენებს, ხოლო დედანი კი წარმოდგენილი არ არის, რათა ექსპერტიზის ჩატარებით დადგენილიყო ხელმოწერის ნამდვილობა. ამდენად, მხარეთა ნება გამოცხადებული არ არის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. წერილობითი ხელშეკრულების ჰეპოთეტურად დაშვების შემთხვევაშიც კი, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი თანხები არ შეესაბამება იმ თანხებს, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე სესხის გაცემა არ დასტურდება სარჩელზე დართული მტკიცებულებებით, კერძოდ, საბანკო ამონაწერებსა და საგადასახადო დავალებებში ლ---- ხ-------ესა და ხ---------–----ასათვის გადარიცხული თანხების ჯამურად არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ მონაცემებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ფაქსის შეტყობინებით დასტურდება მხოლოდ ხ---------–----ას მოთხოვნა სესხზე 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ლ---- ხ-------ეს უნდა ჩარიცხვოდ. სხვა თანხების მიღება ლ---- ხ-------ის მიერ არ დასტურდება. საქმეში არსებული იურიდიული პირის საბანკო ამონაწერის მიხედვით დანიშნულებაში მითითებულია, რომ ლ---- ხ-------ის მიერ ამ უკანასკნელის ანგარიშზე შეტანილი თანხები არის ლ---- ხ-------ის სესხის დაბრუნება. დოკუმენტურად არ დასტურდება შპს “R------”-ის კავშირი მოსარჩელესთან. სწორედ აღნიშნული კომპანიის საბანკო ამონაწერია წარმოდგენილი სარჩელთან ერთად, რომლითაც თითქოსდა დასტურდება ლ---- ხ-------ის მიერ ხ---------–----ასა სესხის ნაწილობრივ დაბრუნება. ცალსახაა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიის ანგარიშზე ლ---- ხ-------ის მიერ თანხის შეტანა მისივე სესხის დაფარვის მიზნით არ შეიძლება განვიხილოთ სარჩელზე თანდართული სესხის ხელშეკრულებიასთან მიმართებაში კავშირის მქონე ტრანზაქციად.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ხ---------–----ას მიერ მოსარჩელისთვის თანხების დაბრუნების ფაქტი. სარჩელითა და შესაგებლით ჩანს, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარკვეული სახის ურთიერთობა, რომელიც მიზნად ისახავდა სამეწარმეო საზოგადოებაში წილის შეძენას და ამ მიზნით მოსარჩელისაგან მოპასუხისათვის გარკვეული თანხების გადაცემას. მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო წილის შეძენა და შემდგომ მოსარჩელისათვის წილის ნაწილის გაფორმება. ვინაიდან წილის შეძენა ვერ მოხერხდა იმ პირობებით, რისი მოლოდინიც მხარეებს ჰქონდათ, მიღებული თანხები ჩაითვალა სესხად, თუმცა ეს იყო ზეპირი შეთანხმება და მხარეებს წერილობითი ხელშეკრულება არ შეუდგენიათ. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით, არ დასტურდება, რომ ხ---------–----ას აქვს დასაბრუნებელი თანხები, შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის საფუძველი. მხარის წარმომადგენლების განმარტებით, თუკი ჰიპოთეტურად დაუშვებდნენ, რომ სესხის ხელშეკრულება იყო ნამდვილი, მაშინ მხოლოდ მის ფარგლებში უნდა განხილულიყო მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა. ხელშეკრულების მხარეებად მითითებულია ა------–----–--ი და ხ---------–----ა. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 15 სექტემბერს. ხელშეკრულების მიხედვით, ხ---------–----ას მიერ თანხების დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს ართმევს უფლებას მოითხოვოს მოპასუხისაგან ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის გზით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ უნდა დაააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხესთან მიმართებაში.
წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ ნაწილ-ნაწილ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, თუნდაც ყოფილიყო მხარეთა შორის სესხის სარგებლიანი ხელშეკრულება დადებული, სწორედ თითოეული ტრანზაქციის შესაბამისად უნდა მოხდეს თითოეულ დღეზე სარგებლის დაანგარიშება და არა ჯამურად ხელშეკრულების მოქმედების მთლიან ვადაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ასევე ნაწილ-ნაწილ ხდებოდა ვალდებულების შესრულება, თუკი აღნიშნული გარემოებები შეჯერდება და დაანგარიშდება, (აღნიშნულზე ჩატარებულია ექსპერტიზა) დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება სრულად არის შესრულებული, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ვადის გაგრძელება და ასეთი ვადის შემდეგ გადახდილი თანხები ასევე უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის დაფარვაში, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე შეთანხმებაზე მხარეები არ შეთანხმებულან.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ხ---------–----ას მიერ მიღებულია 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2 620 000 აშშ დოლარი ნამდვილად არის დაბრუნებული მოპასუხის მიერ, სწორედ ლ---- ხ-------ისა და გ--------------–---–ის მიერ თანხების ჩარიცხვის გზით (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ ხ---------–----ას მიერ მოსარჩელისგან მიღებული აქვს 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2 620 000 აშშ დოლარი არის დაბრუნებული მოპასუხის მიერ.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2010 წლის 15 თებერვლის ელექტრონული შეტყობინების თანახმად, ხ---------–----ას წერილის მიხედვით, ეს უკანასკნელი თანახმა იყო 700 000 აშშ დოლარის 2010 წლის 15 აპრილამდე პერიოდზე სარგებლიანი სესხის სახით თანხის მიღებაზე, რომელიც ჩაერიცხებოდა ლ---- ხ-------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 15 თებერვლის ელექტრონული წერილის (ტომი 1, ს.ფ. 21-22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. საქმეზე წარმოდგენილი გადარიცხვით დგინდება, რომ 2010 წლის 16 თებერვალს შპს „მ-------–მა“ ლ---- ხ-------ეს გადაურიცხა 250 000 აშშ დოლარი სესხის სახით.
2016 წლის 17 თებერვლის გადარიცხვით, შპს „მ-------–მა“ ლ---- ხ-------ეს გადაურიცხა 250 000 აშშ დოლარი სესხის სახით.
2016 წლის 18 თებერვლის გადარიცხვით, შპს „მ-------–მა“ ლ---- ხ-------ეს გადაურიცხა 200 000 აშშ დოლარი სესხის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 16 თებერვლის გადარიცხვა, 2010 წლის 17 თებერვლის გადარიცხვა, 2010 წლის 18 თებერვლის გადარიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 33-39)
- 2010 წლის 15 თებერვლისა და 16 თებერვლის წერილები (ტომი 2, ს.ფ. 26-30)
4.3. 2010 წლის გადარიცხვის თანახმად, მოსარჩელე ა------–----–--მა მოპასუხე ხ---------–----ას 2010 წლის 22 სექტემბერს გადაურიცხა თანხა 220 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 22 სექტემბრის გადარიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 40-42)
4.4. წარმოდგენილი შპს “R------” ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დგინდება, რომ ლ---- ხ-------ემ და გ--------------–---–მა შპს “R------”-ს გადაურიცხეს თანხები „სესხის დაფარვის“ მიზნით 2012 წლის 01 ნოემბრიდან 2017 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით, რამაც ჯამურად შეადგინა 2 620 000 აშშ დოლარი.
შპს “R------” არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული კომპანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 2017 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით გადახდილი თანხები (ტომი 1, ს.ფ. 43-65)
- დოკუმენტაცია შპს “R------”-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ტომი 2, ს.ფ. 275-290)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2010 წლის 15 სექტემბრის წერილით დგინდება, რომ ს--–---- მ----------, ადვოკატი, მოსარჩელეს ატყობინებდა შემდეგს: „ძვირფასო ა----, ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შესაბამისად, თან ვურთავ სკანირებულ ვერსიას ხ----ს მიერ ხელმოწერილი მარტივი სესხის ხელშეკრულებისა. დოკუმენტის ორიგინალ ვერსიას მოგაწვდით როგორც კი დღეს შევხვდებით.“
2010 წლის 20 სექტემბრის (0---- საათი) წერილის მიხედვით, ა------–----–--ის ს--–---- მ----------ს ატყობინებდა, რომ თანხების გადმორიცხვას განაგრძობდა მას შემდეგ, რაც მიიღებდა ხელმოწერილ ხელშეკრულებას.
2010 წლის 20 სექტემბრის (1---- საათი) წერილის თანახმად კი, ს--–---- მ---------- ა------–----–--ს ატყობინებდა შემდეგს: „თან ვურთავ სესხის ხელშეკრულების მოკლე ვერსიას. თუკი აღნიშნული დოკუმენტი კვლავ არ არის ის, რაც თქვენ გესაჭიროებათ ბანკისათვის, მაშინ გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ რა არის მათი მოთხოვნა, რომ შესაბამისად შევცვალოთ ხელშეკრულება. თუკი ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ მოვაწერინებ ხელს ხ----ს და სკანირებულ ვერსიას გადმოგიგზავნით ელექტრონული ფოსტით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 15 სექტემბრისა და 20 სექტემბრის მიმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 21-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. 2013 წლის 14 ივნისის წერილის მიხედვით, ა------–----–--ი ხ---------–----ას ატყობინებდა, რომ მისი სურვილი იყო დახმარება და მას სესხის დიდი ხნის წინ უნდა დაებრუნებინა. ამათან, იგი კვლავ აპირებდა 400 000 აშშ დოლარის გადმორიცხვას, თუმცა დაიცადა სექტემბრამდე, რა პერიოდშიც მოპასუხისაგან მიიღო ორი გადმორიცხვა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. იგი მხოლოდ მეგობრობის გამო ითმენდა, თუმცა სურდა სიტუაციის გა----წორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 14 ივნისის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 31-32)
4.7. 2013 წლის 03 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ნ------- გ------–---–ი ა------–----–--ს ატყობინებდა, რომ იგი „მას“ ესაუბრა და დაუსვა ორი შეკითხვა, კერძოდ, როდის გადმოაგზავნიდა 100 000 აშშ დოლარს და „როდის მოაწერს ხელშეკრულებას თქვენთან“, „მან მიპასუხა: 1. ფულს (100 000) ის გამოაგზავნის 5ან 6 დეკემბერს, 2. ხელშეკრულებას ის თქვენთან ერთად განიხილავს პირადი შეხვედრისას.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 03 დეკემბრის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 33-34)
4.8. 2014 წლის 06 თებერვლის წერილის თანახმად, ლ---- ხ-------ე ა------–----–--ს ატყობინებდა შემდეგს: „ვესაუბრე ხ----ს და გწერთ მის ნაცვლად. ის ადასტურებს, რომ მიიღო 2 670 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო შპს „კ-------- ო--–---ში“ წილის შესასყიდად. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვერ შევძელით მისაღები პირობების შესახებ მოლაპარაკება, მან დაიწყო სესხის უკან დაბრუნება. დღევანდელი მდგომარეობით, 806 000 აშშ დოლარი უკვე დაბრუნებულია და დარჩენილი 1 864 000 დაბრუნებულ იქნა 2014 წლის ბოლომდე. შეგვიძლია დეტალებზე მოვილაპრაკოთ ისრაელში ჩვენი ვიზიტის დროს. რაც შეეხება დარიცხულ სარგებელს, შპს „კ-------- ო--–---ში“ წილის გაყიდვიდან მიღებული თანხა ან დივიდენდები შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც დაფინანსების წყარო. განვიხილოთ აღნიშნული ჩვენი ვიზიტის დროს.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 06 თებერვლის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 15-16)
4.9. 2015 წლის 07 აპრილის ელექტრონული წერილის თანახმად, ა------–----–--მა ლ---- ხ-------ეს მიწერა, რომ იგი ნ------- გ------–---–ის დახმარებით ხ---------–----ა მასთან შეხვდრას და პრობლემების დასრულებას დაპირდა. ამავე წერილის მიხედვით, „აქ არის ფორმულა როგორ უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას გარე დახმარების გარეშე“.
ამავე წერილში მოსარჩელე ლ---- ხ-------ეს ატყობინებდა ხ---------–----ას ვალის ოდენობას.
ლ---- ხ-------ესა და ა------–----–--ს შორის არსებულ 2015 წლის 09 აპრილის მიმოწერის მიხედვით, ლ---- ხ-------ემ ხ---------–----ასა და კომპანიის სახელით მადლობა გადაუხადა მოსარჩელეს, ამასთან აღნიშნა, რომ „არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს შესაძლებლობა ძირი თანხის დარჩენილი ნაწილის 2015 წლის ბოლომდე გადახდისა. მომავალი ორი ან სამი წლის განმავლობაში, კომპანიის წილების სარეალიზაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბონუსებს იმ დახმარებისათვის, რომელიც აღმოგვიჩინეთ კომპანიის შეძენის პროცესში.“
2015 წლის 10 აპრილის წერილის თანახმად, ნ------- გ------–---–ი ა------–----–--ს ატყობინებდა შემდეგს, რომ იგი ესაუბრა ხ----ს მ---–------- რომელიც მისი მადლობელი იყო და სთხოვა, გადმოეცა „მისი ხედვა თქვენდამი ვალის საკითხის მოსაგვარებლად. მისი შეთავაზებაა: მან მიიღო თქვენგან სესხი 2 670 000 აშშ დოლარი, დღევანდელი თარიღით მან დაგიბრუნათ 806 000 აშშ დოლარი, ძირი თანხის ნარჩენი - 1 864 000 აშშ დოლარი. ხ---- ვალდებულია დარჩენილი ნაწილი (1 864 000 აშშ დოლარი) გადაიხადოს 2015 წლის 01 დეკემბრამდე. ხ---- ასევე ვალდებულია გადაგიხადოთ 5% შემოსავლიდან, რომელსაც ის მიიღებს კ-------- ო--–---ის გაყიდვის შედეგად. ეს გადასახადი იქნება %-ის გადასახადი სესხებისათვის და ბონუსებისათვის ბატონი ა----ისათვის. უზრუნველყოფის სახით, რასაც ბატონი ა----ი მიიღებს იქნება კომპანია ბ--–--- საქართველოს 5%-ს. საბაზრო ფასი კომპანია ბ--–--- საქართველოს 5%-ის არის 15 000 000 აშშ დოლარი (კომპანიის სრული ღირებულებაა - 300 000 000 აშშ დოლარი). ბატონი ა----ის კეთილი ნების შემთხვევაში და მისი თანხმობით, ხ---- მზად არის ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ბატონ ა----თან, მისი თბილისში ვიზიტის დროს 21 აპრილს“.
მითითებული წერილი ასევე დაეგზავნა ხ---------–----ასა და ლ---- ხ-------ეს.
2015 წლის 10 აპრილის წერილთან დაკავშირებით ა------–----–--სა და ნ------- გ------–---–ის შორის 2015 წლის 11 აპრილის მიმოწერის მიხედვით, მოსარჩელე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ხ---------–----ას მის მიმართ უფრო მეტი დავალიანება ჰქონდა, ვიდრე ეს წინა წერილში იყო მითითებული. თუმცა მისაღები იყო შემოთავაზება კომპანიის გაყიდვის შედეგად 5%-იანი სარგებლის, ასევე კომპანია „ბ--–---ში“ 5%-ის მიღებასთან დაკავშირებით.
2015 წლის 12 აპრილის წერილით ა------–----–--ი ხ---------–----ას სთავაზობდა მორიგების პირობებს დავალიანების დაფარვის მიზნით.
2015 წლის 14 აპრილის წერილის თანახმად კი, ა------–----–--ი ხ---------–----ას, ასევე ნ------- გ------–---–სა და ლ---- ხ-------ეს ატყობინებდა, რომ იგი ცდილობდა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი, ამასთან უკვე დაეთანხმა თანხის მიღების ვადის გადადებას 2015 წლის დეკემბრამდე, ასევე 2017 წლის აპრილამდე ლ---- ხ-------ის შეთავაზების შესაბამისად.
2015 წლის 15 აპრილის წერილის მიხედვით, მოსარჩელე ლ---- ხ-------ეს კვლავ ატყობინებდა ხ---------–----ას ვალის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 07 აპრილისა და 08 აპრილის წერილები (ტომი 2, ს.ფ. 9-12)
- 2015 წლის 09 აპრილის მიმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 17-20)
- 2015 წლის 10 აპრილისა და 11 აპრილის წერილები (ტომი 2, ს.ფ. 37-41)
- 2015 წლის 12 აპრილის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 42-44)
- 2015 წლის14 აპრილის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 45-46)
- 2015 წლის 15 აპრილის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 13-14)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.10. „ბ-----------–--“ გაანგარიშების თანახმად, 2015 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით სესხის ნაშთი შეადგენს 4 425 183 აშშ დოლარს.
სსიპ ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 09 ივლისის N0-------- დასკვნის თანახმად კი, ხ---------–----ას დავალიანება დღეის მდგომარეობით (09/07/2018წ.) ა------–----–--ის მიმართ, სულ შეადგენს 1 409 024 აშშ დოლარს, მათ შორის: ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 10 16 332 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 367 692 აშშ დოლარი.
სსიპ ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 17 აგვისტოს N0-------- დასკვნის საფუძველზე, მსესხებლის დავალიანება გამსესხებლის წინაშე დღეის მგომარეობით (17/08/2018წ.) შეადგენს 2 453 441,33 აშშ დოლარის ოდენობით, აქედან: სესხის ძირი - 50 000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 1 864 867,07 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 538 574,26 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ბ-----------–--“ სესხის კალკულაცია (ტომი 2, ს.ფ. 100-111)
- 2015 წლის 24 ივნისის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 112)
- „ბ-----------–--“ გაანგარიშების დანართი (ტომი 2, ს.ფ. 116-115)
- სსიპ ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 09 ივლისის N0-------- დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 143-150)
- სსიპ ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 17 აგვისტოს N0-------- დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 167-175)
- ინფორმაცია სს---–---------------“ და ს--------------–-“ სარგებლიანი ანაბრების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 162-166)
4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
2003 წლის 21 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაში (ას-81-779-03) სასამართლოს მიერ განმარტებულია საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობები, რა დროსაც დიდმა პალატამ განმარტა შემდეგი: „საბუთის ასლი, როგორც მტკიცებულება, განხილული უნდა იქნეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.“
საქმეზე წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულების ასლს მიენიჭოს მტკიცებულებითი მნიშვნელობა და მხარეები გათავისუფლდნენ სესხის ხელშეკრულების ორიგინალი ვერსიის წარმოდგენისაგან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო რამდენიმე გარემოებაზე გააკეთებს აქცენტს, კერძოდ, 2018 წლის 11 მარტის ა------–----–--ის წერილი ადვოკატებისადმი, ვერ ადასტურებს 2010 წლის 15 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას განაცხადა მოსარჩელე მხარემ იმ გარემოებებზე, რაც მიუთითა ხსენებულ 2018 წლის 11 მარტის წერილში (ტომი 2, ს.ფ. 153-154), რაც უკვე არადამაჯერებელს ხდის რამდენიმე წლის წინ მომხდარი შემთხვევის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დასადასტურებლად, ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათ ერთობლიობა ვერ ადასტურებს სადავო გარემოებას.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება 2010 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული „სესხის ხელშეკრულების“ (ტომი 1, ს.ფ. 23-32) ნამდვილობა, ვინაიდან მართლია აღნიშნული წარმოდგენილია ასლის სახით, თუმცა გაურკვეველია და დაუდგენელია მასზე არსებული მხოლოდ ერთი პირის ხელმოწერაც კი. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმენტზე ვერ განხორციელდა ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება მისი არსებობა და ნამდვილობა.
ამდენად, საქმეზე დართული 2010 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა მხარეთა შორის წერილობითი სახით დადებულ ხელშეკრულებად, ვინაიდან იგი არ არსებობს დედნის სახით და არ არის მხარეთა მიერ ხელმოწერილი. მართალია ასლზე არის ხელმოწერა „მსესხებლის“ გრაფაში, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, იგი გაურკვეველი სახისაა და არ დგინდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე იგივე ან მსგავსი სახის ხელმოწერის არსებობა თუნდაც მასთან შედარების მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელმოწერილი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობას მოპასუხე მხარე არ ადასტურებს, ისევე როგორც უარყოფს თავისი ხელმოწერილის არსებობას სადავო დოკუმენტზე. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ ელექტრონულ მიმოწერაზე (რომელზეც დეტალურად სამოტივაციო ნაწილში იქნება საუბარი), თუმცა მაგალითისთვის 2015 წლის 07 აპრილის ელექტრონული წერილიც კი საკმარისია, რომლის თანახმად, ა------–----–--მა ლ---- ხ-------ეს მიწერა შემდეგი - „აქ არის ფორმულა როგორ უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას გარე დახმარების გარეშე“, რაც ადასტურებს, რომ მითითებული დროისთვის მხარეთა შორის წერილობითი სახით ხელშეკრულება არ არსებობდა სადავო თანხებთან მიმართებაში. შესაბამისად, აღნიშნული სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო რა მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მხარეთა შორის წერილობითი სესხის ხელშეკრულების არსებობა, ხოლო ასლის სახით წარმოდგენილ 2010 წლის 15 სექტემბრის „სესხის ხელშეკრულებას“ სასამართლო ვერ მიანიჭებს მტკიცებულების მნიშვნელობას, ვინაიდან საქმეში არსებული გარემოებებითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით აღნიშნული გარემოება არ დგინდება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ა------–----–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 623-625-ე, 129-ე, 137-ე, 417-ე, 418-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით (ას-184-171-2015) საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: „სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში."
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ სადავო გარემოების დადასტურება, რომ მხარეთა შორის არსებობდა 2010 წლის 15 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობლი ურთერთობა, ხოლო მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურებინა მხარეთა შორის არა სასესხო, არამედ საქმიანი, ე.წ. ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობის არსებობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საქმიანი ე.წ. ბიზნეს ურთიერთობა, თუმცა აღნიშნული არ იყო დაკავშირებული მათ შორის სასესხო ურთიერთობაზე, კერძოდ, სასამართლო განიხილავს თითოეულ მტკიცებულებას აღნიშნულ სადავო გარემოებასთან მიმართებაში:
7.1. 2010 წლის 15 თებერვლის წერილის მიხედვით, ხ---------–----ა მიმართავს რა მოსარჩელე ა------–----–--ს, უთითებს შემდეგს, „ჩემო მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ თქვენგან მივიღებთ, ან თქვენი წყაროებიდან, 700 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხს“. აქვე მიეთითა, რომ ყოველთვიური სარგებლის ოდენობა - 1%, ხოლო “სრულად დაბრუნებულ იქნება არაუგვიანეს 2010 წლის 15 აპრილისა“, რაზეც თავად მოპასუხე აგებდა პასუხს შეთანხმებულ ვადაში დაბრუნებაზე.
წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ განაცხადა, რომ სესხის სარგებელი იყო 1.2% ყოველთვიურად, რაც არ შეესაბამება მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებულ და სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი სარგებლის ოდენობას. შესაბამისად, უცნობია, როდის მოხდა ან საერთოდ მოხდა თუ არა სარგებლის ოდენობის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება, ვინაიდან ორივე მხარის მიერ სესხის სარგებლის სხვადასხვა ოდენობა იქნა დაფიქსირებული წერილობითი სახით, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ მხარეთა ქმედებითაც არ დასტურდება სესხის სარგებლიანობა.
რაც შეეხება სარგებელს, 2010 წლის 15 თებერვლის წერილში მითითებული იყო ყოველთვიური 1%-იან სარგებელი, თუმცა როგორც მოსარჩელე უთითებს მხარეები 1,2%-იან სარგებელზე შეთანხმდნენ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებები - სესხის სარგებლიანობა, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.
ამავე მტკიცებულებასთან მიმართებაში სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ელექტრონულ წერილში მოპასუხის მიერ მითითებულია როგორც კონკრეტული სესხის ოდენობა, ასევე მისი დაბრუნების თარიღი. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მოპასუხის შეთავაზება იყო ხელშეკრულების კონკრეტული პირობები, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის რეალურად არ მომხდარა აღნიშნული პირობებით გარიგების დადება და მხარეთა შემდგომი ურთიერთობა.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ დადებულა სარგებლიანი სესხის თაობაზე გარიგება.
2010 წლის 16, 17 და 18 თებერვლის გადარიცხვებით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა ამ უკნასკნელის მიერ მოთხოვნილი თანხა 700 000 აშშ დოლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მართალია 2010 წლის 15 თებერვლის ხ---------–----ას წერილში საუბარია სესხზე, აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის წარმოშობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტების მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს არა 700 000 აშშ დოლარი, როგორც ეს ხ---------–----ამ მოითხოვა, არამედ 2 670 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ამასთან, თავდაპირველ წერილში მითითებული იქნა ვადა - „არაუგვიანეს 2010 წლის 15 აპრილისა“ ანუ მიეთითა სასესხო ურთიერთობის პერიოდი, ხოლო მხარეთა შემდგომი შეთანხმება კონკრეტული ვადაზე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.
ამდენად, 2010 წლის 15 აპრილამდე განხორციელებულ გადარიცხვებზე არ უნდა გავრცელდეს მოსარჩელის მიერ მითითებული სარგებლის ოდენობა, ასევე თავად მოპასუხის მიერ 2010 წლის 15 თებერვლის წერილით გათვალისწინებული პირობები, ვინაიდან ფაქტია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2010 წლის აპრილის შემდეგაც განახორციელა რამდენიმე გადარიცხვა მოსარჩელემ მოპასუხისთვის და ორივე მხარე რამდენიმე გადარიცხვას ერთ მიზანს უკავშირებს. სწორედ ეს მიზანი არის სადავო გარემოება განსახილველ შემთხვევაში.
შესაბამისად, როგორც თანხის, ასევე ვადისა და სარგებლის ოდენობაც კი განსხვავებულია წარმოდგენილი სარჩელისა და მოპასუხის 2010 წლის 15 თებერვლის წერილის მიხედვით, რაც ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის როგორც სესხის არსებობის, ასევე აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებითი პირობების შეთანხმების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
7.2. მხარეთა შორის სადავო გარემოება არ არის, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც დაბრუნდა 2 620 000 აშშ დოლარი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სადავო თანხა იყო კონკრეტული კომპანიის - შპს „კ-------- ო--–---ში“ აქცების შეძენისთვის იყო გადმორიცხული, დგინდება შემდეგი გარემოებებით:
2010 წლის 15 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ ლ---- ხ-------ე არის „ბენეფიციარი“, რომელიც მიიღებდა ხ---------–----ასათვის განკუთვნილ თანხას, რის გამოც მოსარჩელემ სწორედ მითითებულ პირს ჩაურიცხა თანხები. წარმოდგენილი გადარიცხვებით ასევე დასტურდება, რომ ლ---- ხ-------ისა და გ--------------–---–ის მეშვეობით მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე შესრულებული აქვს ვალდებულების ნაწილი - 2 620 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ლ---- ხ-------ე იყო ის უფლება----ილი პირი, რომლის მიერ მოსარჩელის წინაშე მოპასუხის ვალდებულების აღიარება ან თუნდაც ნებისმიერი გარიგების პირობების შეთანხმება შეეძლო, მათ შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე რამდენიმე მილიონიან ვალდებულებასთან მიმართებაში. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. მართალია საქმეზე წარმოდგენილია ლ---- ხ-------ეზე თანხის ჩარიცხვის, ასევე ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელისთვის მოპასუხის მითითებით ვალდებულების შესრულებაც, თუმცა აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლ---- ხ-------ე იყო სახელშეკრულებო პირობების ან თუნდაც მოპასუხის სახელით ვალის აღიარების უფლება----ილი სუბიექტი.
წარმოდგენილი ელექტრონული წერილების თანახმად, უშუალოდ მხარეებს - ა------–----–--სა და ხ---------–----ას ერთმანეთს შორის მიმოწერა ანუ წერილების მეშვეობით საუბარი, პირობების შეთანხმება, არ ჰქონიათ. შესაბამისად, მოსარჩელე ლ---- ხ-------ეს ან თუნდაც სხვა მესამე პირს ატყობინებდა თუ არა მოპასუხის ვალისა და მისი ოდენობის თაობაზე, არ ადასტურებს უშუალოდ მხარეთა შორის სარგებლიანი სესხის არსებობას.
სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს 2014 წლის 06 თებერვლის წერილზე (ტომი 2, ს.ფ. 15-16), ასევე 2015 წლის 09 აპრილის მიმოწერაზე (ტომი 2, ს.ფ. 17-20), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ლ---- ხ-------ე თუკი მოსარჩელესთან კონტაქტობდა ხ---------–----ას სახელით, აღნიშნულზე იგი წერილშივე უთითებდა, როგორც ეს განხორციელდა მითითებულ წერილში. კერძოდ, „ვესაუბრე ხ----ს და გწერთ მის ნაცვლად“. აღნიშნული მოპასუხე მხარემაც დაადასტურა. ასეთივე ფაქტი დასტურდება 2015 წლის 09 აპრილის მიმოწერაში, სადაც ლ---- ხ-------ე ა------–----–--ს სწერს, რომ „ხვალ შევხვდები ხ----ს. ის ვერ მიიღებს თქვენს შემოთავაზებას და მე გადმოგეცით მისი შემოთავაზება დღეს. თუკი არ ეთანხმებით მას, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს შემოთავაზებას და შევეცვდები კომპრომისს მივაღწიო ხ----სთან.“
ამდენად, მოსარჩელის მიერ ლ---- ხ-------ეზე ხ---------–----ას ვალის არსებობისა თუ მისი ოდენობის ინფორმირებულება ვერ წარმოშობს მხარეთა შორის სარგებლიან სესხს, ასევე ვერ ადასტურებს სასესხო ურთიერთობის არსებობას.
რაც შეეხება იმ სადავო გარემოებას, მხარეთა შორის იყო სასესხო ურთიერთობა თუ გარკვეული ბიზნეს ინტერესების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობა, ასევე არსებობდა თუ არა წერილობითი სახით სესხის ხელშეკრულება, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მიმოწერაზე უფრო დეტალურად, კერძოდ:
2014 წლის 06 თებერვლის წერილის (ტომი 2, ს.ფ. 15-16) თანახმად, ლ---- ხ-------ემ ხ---------–----ას ნაცვლად მოსარჩელეს მისწერა, რომ „დღევანდელი მდგომარეობით 806 000 აშშ დოლარი უკვე დაბრუნებულია და დარჩენილი 1 864 000 დაბრუნებულ იქნა 2014 წლის ბოლომდე“. აღნიშნული სრულად ემთხვევა ტომი 1, ს.ფ. 64-65, ასევე ლ---- ხ-------ესა და გ--------------–---–ის მიერ ა----ა ლევ ლევისთვის გადარიცხული თანხების ჯამს სწორედ 2014 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით.
ამდენად, მითითებული წერილით დგინდება, არა მხოლოდ თანხის გადმორიცხვის მიზნობრიობა - შპს „კ-------- ო--–---ში“ წილის შესყიდვა, არამედ ის გარემოებაც, რომ თანხა სწორედ იმ ოდენობით უნდა დაბრუნებულიყო, რაც ჩაერიცხა ხ---------–----ას. რაც შეეხება სარგებელს, აღნიშნულზე მხარეების დამატებით უნდა შეთანხმებულიყვნენ. ამდენად, სარგებელი არა სესხის პროცენტს, არამედ წილის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ან დივიდენდს გულისხმობდა, რაც ასევე ადასტურებს მხარეთა შორის არა სესხის, არამედ ბიზნეს პარტნიორულ ურთიერთობას და უფრო მეტიც, სარგებლის საკითხი 2014 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით კიდევ არ იყო მხარეთა მიერ საბოლოოდ შეთანხმებული, რასაც მოწმობს მინაწერი „განვიხილოთ აღნიშნული ჩვენი ვიზიტის დროს“. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნული წერილის საპასუხო წერილი ან სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ხ---------–----ას სახელით ლ---- ხ-------ის მიერ მითითებული გარემოებები უარყო მოსარჩელემ.
ასევე საგულისხმოა ლ---- ხ-------ესა და ა------–----–--ს შორის არსებული 2015 წლის 09 აპრილის მიმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 17-20), სადაც ლ---- ხ-------ემ ხ---------–----ასა და კომპანიის სახელით მადლობა გადაუხადა მოსარჩელეს, ამასთან აღნიშნა, რომ „არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს შესაძლებლობა ძირი თანხის დარჩენილი ნაწილის 2015 წლის ბოლომდე გადახდისა. მომავალი ორი ან სამი წლის განმავლობაში, კომპანიის წილების სარეალიზაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბონუსებს იმ დახმარებისათვის, რომელიც აღმოგვიჩინეთ კომპანიის შეძენის პროცესში.“
ამდენად, წარმოდგენილი წერილით დასტურდება, რომ ხ---------–----ას დარჩენილი აქვს გარკვეული ოდენობის ძირი თანხა (და არსად არის მითითება სარგებელსა და ჯარიმაზე), რომელსაც 2015 წლის ბოლომდე გადაიხდის, ხოლო მომავალი ორი ან სამი წლის განმავლობაში კომპანიის წილების რეალიზაციის შემდეგ კი მოსარჩელე სწორედ „დახმარებისთვის“ მიიღებდა „ბონუსებს“. შესაბამისად, აღნიშნული არ იყო სესხი და მით უმეტეს სარგებლიანი სესხი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა თუ რა იქნებოდა მითითებული საბანკო ტრანზაქციის გრაფაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე დაინტერესებული იყო შპს „კ-------- ო--–---ით“, როგორც კომპანიით. მისი დაინტერესება ბუნებრივი იყო თავად მოსარჩელის პროფესიის გათვალისწინებით და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, იგი შეხვდა კიდეც მითითებული კომპანიის დირექტორს - „მამიას“ და მასთან რამდენიმე სააათიანი საუბარიც კი ჰქონდა. უფრო მეტიც, სწორედ მისი მეშვეობითა და რჩევით განხორციელდა ხუთი პირის კომპანიაში დასაქმება, რომლებიც მოახდენდნენ საკომუნიკაციო სფეროში შპს „კ-------- ო--–---ს“ წარმატებულ კომპანიად გარდაქმნად. აღნიშნულით დგინდება, რომ მოსარჩელე დაინტერესებული იყო მითითებული კომპანიით და გარკვეულ წილად მის მართვაშიც კი მიიღო მონაწილეობა და ინტერესის სფეროს სწორედ კომპანიის წარმატება წარმოადგენდა.
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას „გამსესხებლის ოფციასთან“ დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ე.წ. სამუშაო ვერსიითაც კი დგინდება, რომ მოსარჩელის დაინტერესება სწორედ აქციებსა და წილებს შეეხებოდა და არა თანხის გასესხებასა და მისგან მიღებულ სარგებელს, რაც ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არა სასესხო, არამედ საქმიანი ურთიერთობა იყო, რასაც ემატება მხარეთა შორის რამდენიმე წლიანი ახლო მეგობრული ურთიერთობაც.
ამდენად, 2010 წლის 03 სექტემბრით დათარიღებული „სესხის ხელშეკრულება“, ე.წ. „სამუშაო ვერსია“, როგორც ამას ა------–----–--ი და ადვოკატი ს--–---- მ---------- უწოდებენ მიმოწერაში, საიდანაც იკვეთება, რომ მოსარჩელის ინტერესი ძირითადად იყო აქციები და წილები (ტომი 2, ს.ფ. 47-60).
მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, იგი წარმოადგენს ექსპერტს ტელეკომუნიკაციების სფეროში და იგი მზად იყო დახმარებოდა ხ---------–----ას შპს „კ-------- ო--–---ში“ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამიტომ ა------–----–--მა მოპასუხეს შეარჩევინა კომპანიის მენეჯმენტისათვის ძალიან გამოცდილი გუნდი - 5 მენეჯერი. თუმცა აღნიშნული გუნდის უმიზეზოდ დათხოვნის შემდეგ, ა------–----–--მა მოპასუხეს აცნობა, რომ იგი აღარ მიიღებდა მონაწილეობა შპს „კ-------- ო--–---ის“ მართვასა და მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებში ურთიერთბას.
მოსარჩელე ა------–----–--მა ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა, რომ მითითებული თანხების ჩარიცხვამდე, ვინაიდან მხარეთა შორის მანამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო მეგობრული ურთიერთობა, მოპასუხისათვის რამდენჯერმე გადაუცია შედარებით მცირე ოდენობის თანხები, მაგალითად, 10 000 აშშ დოლარი, 20 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელისთვის შეთანხმებულ ვადაში დაუბრუნებია. აღნიშნული თანხების გადაცემა კი ყოველგვარი წერილობთი შეთანხმების გარეშე ხდებოდა. ამდენად, მხარეთა შორის იმდენად დიდი ნდობა იყო, რომ მათ რამდენიმე ათასი აშშ დოლარის ოდენობის თანხა ყოველგვარი წერილობითი შეთანხმების გარეშეც კი გადაუცია და დაბრუნებულა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის, მით უმეტეს თავდაპირველ ეტაპზე, რაიმე სახის წერილობითი ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება, რასაც თავად მხარეებიც ადასტურებენ, ხოლო მოგვიანებით ასეთი წერილობითი სახის დოკუმენტის არსებობა კი წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება ადასტურებს, რომ მისი ინტერესის სფეროს ბიზნეს ურთიერთობა წარმოადგენდა. თუკი ჩავთვლით, რომ მხოლოდ საესხო ურთიერთობა იყო მხარეთა შორის, შესაბამისად, მოსარჩელე არ უნდა დაინტერესებულიყო და არ უნდა ჩართულიყო კომპანიის საქმიანობაში, თუნდაც სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, გარკვეული სახის რჩევა-დარიგების მიცემაში, მისი ნაცნობი მენეჯერების საქართველოში ჩამოყვანით და სხვ. აღნიშნული ქმედებები ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელე, თავისი პროფესიის შესაბამისად, დაინტერესებული იყო კომპანიით და არა სასესხო ურთიერთობებით. უფრო მეტიც, საქმეზე წარმოდგენილი მოსარჩელის წერილობითი ახსნა-განმარტებით ასევე დგინდება მხარეთა შორის ბიზნეს-პარტნიორული ურიერთობის არსებობა და არა მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, წარმოდგენილ წერილობით განმარტებაში მითითებულია შემდეგი: „ჩვენ დავიწყეთ კომპანიის დაუფლების ისეთი განსხვავებული სტრუქტურის განხილვა, რომ რთული იქნება იმის ახსნა, როგორ მივაღწიე იმ მომენტს, რომ აღმოვჩნდი გამსესხებელი გირაოს გარეშე კომპანიისთვის, რომლის შეძენა მოხდა ბუნდოვანი ოფშორული კომპანიის მიერ“. აღნიშნული განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა მიზანს „კომპანიის დაუფლება“ წარმოადგენდა, რომელიც ვერ განხორციელდა, თუმცა დარჩა გამსესხებლად იმ კომპანიისთვის, რომლის შეძენაც ოფშორული კომპანიის მიერ მოხდა.
ამდენად, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, ა------–----–--ს სასესხო ურთიერთობა არა ფიზიკურ პირთან, არამედ კომპანისათან ჰქონია და აღნიშნული სესხი არ იყო გირაოთი უზრუნველყოფილი.
ამავე განმარტებაში მოსარჩელე უთითებს შემდეგს, „ჩემს მიერ წილების შეძენის აზრი არასდროს ყოფილა განხილვის ან მოლაპარაკების საგანი“, თუმცა იმავე წერილში განმარტავს შემდეგს „ჩემი საუბრები ხ----სთან იყო, რომ სრულიად განსხვავებული რაღაც შეგვემუშავებინა კ-------- ო--–---ში. საერთაშორისო გამოცდილებისა და დადასტურებული წარმატების მქონე მმართველი გუნდის შემოყვანა, ისეთი კლასის მქონე პროფესიონალის, რომელიც გარდაქმნიდა კომპანიას ერთ-ერთ ყევლაზე მსხვილ და ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად ქვეყანაში, რაც შესაძლებლობას მისცემდა მომსახურებას ათობითჯერ გაუმჯობესებულიყო და მნიშვნელოვნად შემცირებულიყო მომსახურების საფასური ფართო საზოგადოებისათვის ... მან (ხ---------–----ამ) ორგანიზება გაუწია ჩემს შეხვედრებს ყველაზე მაღალ საფეხურებზე სრულიად განსხვავებულ საკითხებზე, ისე, რომ არ ყოფილიყო იდუმალი სხვადასხვა ინვესტიციებთან დაკავშირებით და რეგიონში საქართველოს „ელექტრონული სექტორის ფინანსურ დედაქალაქად“ გადაქცევასთან დაკავშირებით ...როგორც აღვნიშნე მე გავეცი სახსრები, რომ მომხდარიყო კომპანიის 50%-ის შეძენა“ (ტომი 2, ს.ფ. 61-66).
აღნიშნული ახსნა-განმარტებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობა, არამედ მისი მიზანი კონკრეტული კომპანიის წილების შეძენა იყო.
7.3. რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულების დედანს, 2010 წლის 15 სექტემბრის წერილის (ტომი 2. ს.ფ. 22) მიხედვით დგინდება, რომ ს--–---- მ----------მ, ადვოკატმა, მოსარჩელეს გაუგზავნა ხ---------–----ას მიერ ხელმოწერილი მარტივი სესხის ხელშეკრულების სკანირებული ვერსია, ხოლო დედანს კი მოგვიანებით გადაცემდა. უდავო გარემოებაა, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სესხის ხელშეკრულების დედანი არ არის წარმოდგენილი და იგი არც მოსარჩელე მხარესთან ინახება. მიუხედავად იმისა, ხ---------–----ას მიერ მოწერილი იქნებოდა თუ არა მარტივი სესხის ხელშეკრულება, 2010 წლის 20 სექტემბრის (ტომი 2, ს.ფ. 21) ადვოკატსა და მოსარჩელეს შორის არსებული მიმოწერით დასტურდება, რომ აღნიშნული დროისთვის მოსარჩელეს არ ჰქონია „ხელმოწერილი სწორი ხელშეკრულება“.
ამდენად, საუბარია „სწორ“ ხელშეკრულებაზე, რომელიც ასევე მოპასუხის მიერ უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი. ს--–---- მ----------ს წერილით კი დასტურდება, რომ ადვოკატის მიერ კვლავ მიმდინარეობდა სესხის ხელშეკრულების პირობებზე მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ 2010 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული, შესაბამისად, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს მხარეთა შორის წერილობითი სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.
კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არის ხელშეკრულების შედგენის „საჭიროება“. აღნიშნულზე ადვოკატი მოსარჩელესთან მიმოწერაში უთითებს, კერძოდ, „თუკი აღნიშნული დოკუმენტი კვლავ არ არის ის, რაც თქვენ გესაჭიროებათ ბანკისთვის“ ანუ ხელშეკრულების შექმნა საჭირო იყო ბანკისთვის და არა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად ან წარმოშობისათვის. აღნიშნულს ადასტურებს ამავე წერილის მომდევნო წინადადება - „თუკი ეს ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ, მოვაწერინებ ხელს ხ----ს.“
ამდენად, წერილობითი სესხის ხელშეკრულების შექმნა მოსარჩელისთვის საჭირო იყო გარკვეული მიზნისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო ბანკთან, თუკი ადვოკატის მიერ შეთავაზებული ვერსია მოსარჩელისთვის იყო ისეთი, რაც მას „სჭირდებოდა“, ადვოკატი მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერინებდა ხელს ხ---------–----ას.
თუკი გავითვალისწინებთ სადავო 2010 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულების პირობებს, 3.1. პუნქტის მიხედვით, „მხარეების მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 დღის განმავლობაში გამსესხებელი მსესხებელს დამატებით გადაურიცხავს 220 000 აშშ დოლარს.“ იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მითითებული დროისთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი არ არის (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა) შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 დღიანი ვადის ათვლა როგორ და საიდან განახორციელა მოსარჩელე მხარემ, რომელმაც ხელშეკრულების შედგენიდან მე-7 დღეს გადაურიცხა მოპასუხეს 220 000 აშშ დოლარი, სასამართლოსთვის უცნობია.
შესაბამისად, აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სასესხო ურთიერთობა და უფრო მეტიც, წერილობითი სახით სესხის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაშიც კი იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ურთიერთობის დამადასტურებლად, ვინაიდან თავად მოსარჩელე მხარესა და მის ადვოკატს შორის არსებული მიმოწერით (სადაც არც მოპასუხე და არც ამ უკანასკენლის ნდობით აღჭურვილი რომელიმე პირი, არ მონაწილეობდა) ცალსახად დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულების შედგენა, მისი არსებობა, მისი ხელმოწერა არა მხარეთა შორის სესხის წარმოშობისთვის ან/და უკვე არსებული დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო, არამედ უნდა შექმნილიყო კონკრეტული მიზნისთვის - ბანკში წარსადგენად, რაც ესაჭიროებოდა მოსარჩელეს.
2013 წლის 03 დეკემბრის წერილით (ტომი 2, ს.ფ. 33-34) დასტურდება, რომ ხ---------–----ას მითითებული დროისთვის არ ჰქონია ხელი მოწერილი ხელშეკრულებაზე, ამდენად, მხარეთა შორის 2010 წლის 15 სექტემბერს სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. ასევე აღსანიშნავია ამავე წერილის თანახმად, საუბარია ზოგადად თანხის დაბრუნებაზე, თუმცა არსად არის მითითება თუ რას წარმოადგენს მითითებული თანხა - სესხის ძირ თანხას, სარგებელსა თუ პირგასამტეხლოს. 2015 წლის 28 მარტის წერილიც (ტომი 2, ს.ფ. 35-36) კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არც მითითებული დროისთვის არ ყოფილა რაიმე სახის წერილობითი ხელშეკრულება დადებული. ამასთან, თანხის გადაცემა სარგებლის გარეშე რომ იყო, აღნიშნულს ადასტურებს ამავე წერილის ჩანაწერი, სადაც ა------–----–--ის ხ---------–----ას სწერს შემდეგს: „ჩვენ შევთანხმდით და თქვენ დამპირდით, რომ მომდევნო კვირას მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას სესხის შენ მიერ უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, სარგებლისა და პრემიის გათვალისწინებით.“
ამდენად, მითითებული დროისთვის მხარეთა შორის არ ყოფილა სარგებელზე ან/და პრემიაზე საუბარი, ვინაიდან აღნიშნულზე მხარეები „მომდევნო კვირას“ უნდა შეთანხმებულიყვნენ.
2015 წლის 10 აპრილის წერილით (ტომი 2, ს.ფ. 37) ასევე დასტურდება, რომ მხარეთა შორის არც მითითებული დროისთვის არ არსებობს რაიმე სახის წერილობითი ხელშეკრულება. ხოლო რაც შეეხება ვალდებულების აღიარებას, ამავე წერილის მიხედვით ხ---------–----ა ადასტურებდა, რომ მოსარჩელისგან მიიღო 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც იმ დროისთვის დაბრუნებული იყო 806 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ თანხას დააბრუნებდა 2015 წლის 01 დეკემბრამდე. რაც შეეხება სესხის სარგებლიანობას, აღნიშნული წერილით არ დასტურდება, არა მხოლოდ სესხი, არამედ მისი სარგებლიანობა, კერძოდ: ჩანაწერი „ხ---- ვალდებულია გადაგიხადოთ 5% შემოსავლიდან, რომელსაც იგი მიიღებს კ-------- ო--–---ის გაყიდვის შედეგად“ უკვე ადასტურებს მხარეთა შორის არა მხოლოდ პირობის არსებობას - კომპანიის გაყიდვის შემდეგ 5%-ის გადახდა მოსარჩელისთვის, არამედ იქვე ზუსტდება, რომ „ეს გადასახადი იქნება %-ის გადასახადი სესხებისათვის და ბონუსებისათვის ბატონი ა----ისთვის“, ანუ მას შემდეგ, რაც გაიყიდებოდა კომპანია მიღებული თანხის 5%-ის მოსარჩელისთვის გადაცემა იქნებოდა როგორც პროცენტი მოპასუხისთვის თანხის გადაცემისათვის და ბონუსებისთვის. მართალია მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია ტერმინი „სესხება“, თუმცა თავისი არსით იგი „თანხის გადაცემას“ გულისხმობს და ეს „თანხის გადაცემა“, რომ არ იყო სარგებლიანი ისიც ადასტურებს, რომ დარჩენილი თანხასთან ერთად „ბონუსების“ და არა სარგებლის სახით მოსარჩელისთვის დამატებითი თანხები უნდა დაბრუნებულიყო, რაც სასამართლოს არასავალდებულო წესით დარიცხულ სარგებლს გულისხმობს, არამედ წლების განმავლობაში მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილ-ნაწილ შესრულების გამო კეთილი ნების შესაბამისად „ბონუსის“ გადაცემას.
აღნიშნული გარემოება არა მხოლოდ ამ წერილით დასტურდება, სადაც მითითებულია, რომ ხ---------–----ა „მადლიერია“ მოსარჩელის და სურდა „ურთიერთობა მასთან განვითარდეს მხოლოდ უკეთესობისაკენ“, არამედ ასეთივე განწყობაა ყველა იმ წერილში, რომელიც ეხება მოპასუხის პოზიციას თანხის დაბრუნების თაობაზე. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხე დარჩენილი თანხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს სთავაზობდა კომპანია „ბ--–---ის“ 5%-იან წილს.
რაც შეეხება 2015 წლის 10 აპრილის წერილს, რომელიც ნ------- გ------–---–მა გაუგზვანა ა------–----–--ს და ასევე ხ---------–----ასა და ლ---- ხ-------ეს, მოსარჩელემ იმავე წესით სადვოდ არ გახადა მოპასუხის ვალდებულება მისდამი. კერძოდ, 2015 წლის 11 აპრილის მიმოწერის (ტომი 2, ს.ფ. 38) მიხედვით, მოსარჩელე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ხ---------–----ას მის მიმართ უფრო მეტი დავალიანება ჰქონდა, ვიდრე ეს წინა წერილში იყო მითითებული. თუმცა მისაღები იყო შემოთავაზება კომპანიის გაყიდვის შედეგად 5%-იანი სარგებლის, ასევე კომპანია „ბ--–---ში“ 5%-ის მიღებასთან დაკავშირებით.
ამდენად, ა------–----–--მა თანხის ოდენობა სადავო გახადა მხოლოდ ნ------- გ------–---–თან პირადი მიმოწერით, რომლის თაობაზეც ცნობილი ვერ იქნებოდა ვერც ლ---- ხ-------ესთვის და ვერც ხ---------–----ასთვის. 2015 წლის 11 აპრილის წერილი მხოლოდ მოსარჩელესა და ნ------- გ------–---–ის პირად საუბარს შეეხება და იგი ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი ამ უკანასკნელის შემოთავაზების გაქარწყლების მტკიცებულებად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 12 აპრილის წერილი მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი „მორიგების შეთავაზება“ არის. მართლია წერილში მოსარჩელე საუბრობს „სრულ თანხაზე“, „დასაბრუნებელ ძირ თანხაზე“ და არსად არის საუბარი „სარგებელზე“. ჩანაწერი „სესხის დარჩენილი ნაწილი დამატებული სარგებელი დაბრუნდება 2017 წლის 1 აპრილს“ ნიშნავს, რომ კიდევ ორი წლით თანხის დაბრუნების გადავადების შემთხვევაში დასაბრუნებელ თანხას უნდა დამატებოდა სარგებელი, თუმცა რა ოდენობის და როდის უნდა მომხდარიყო აღნიშნულზე მხარეთა შეთანხმება, არც მითითებული წერილით და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ წერილს თავად მოსარჩელემ უწოდა „მორიგების შეთავაზება“, შესაბამისად, იგი შესაძლოა მხოლოდ მორიგების ერთ-ერთი პირობადაც იქნეს განხილული. აღნიშნულ ადასტურებს ასევე შემდეგი ჩანაწერი „ბონუსის, პრემიის სახით, ვითხოვ 2 მილიონ აშშ დოლარს“. მოცემულ შემთხვევაში თუკი ჩავთვლით, რომ აღნიშნული ტერმინი იგივეა რაც „სარგებელი“, „პროცენტი“, რაც მოსარჩელემ შესთავაზა მოპასუხეს, აღნიშნულზე საჭიროა ამ უკანასკნელის თანხმობა, რაც არ არის წარმოდგენილი. თუკი მას არ მივიჩნევთ „სარგებლად“, შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ვინაიდან სესხის სარგებლის გარეშე იყო სწორედ ამიტომ გააკეთა ხაზგასმა მოსარჩელემ „ბონუსსა“ და „პრემიაზე“ და ისიც მხოლოდ იმ დროს, როდესაც თანხის დაბრუნების ვადას კიდევ ორი წელი ემატებოდა. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერით დასტურდება, რომ თანხის გადაცემა მოპასუხეზე არ მომხდარა სარგებლის მიღების პირობით.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამავე წერილის ჩანაწერზე „მე მოვითხოვე 10% თქვენ შემომთავაზეთ 5%, მოდით კომპრომისულად შევთანხმდეთ 7,5%-ზე“. ასეთი ჩანაწერის არსებობა ადასტურებს, რომ მხარეთა შორის კიდევ იყო საუბარი ან/და მიმოწერა მორიგების პირობებზე, რაც წარმოდეგნილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, მხოლოდ საქმეზე დართული მიმოწერა შესაძლოა სრულად ვერ ასახავდეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას.
2015 წლის 12 აპრილის წერილი იმითაც არის საინტერესო, რომ ადასტურებს მხარეთა შორის ე.წ. ბიზნეს ურთიერთობას, კერძოდ, წერილში ა------–----–--ი ხ---------–----ას უზიარებს თავის აზრს და სწერს, რომ „ვერ ვხედავ რაიმე ნორმალურ პროცედურას, რომ რაიმეს დაკავშირება მოხდეს კ-------- ო--–---თან. განსხვავებული პარტნიორი, შეუძლებელია მოგების დაანგარიშება და სხვა. არ არის კარგი აზრი. უკეთესია, რომ ვიფიქროთ ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სექტორზე, როგორც ფულის წყაროზე, რომლითაც დაიფარება თავდაპირველი სესხი, რომელიც დაგვეხმარა კ-------- ო--–---ში 50%-ის შეძენაში იმ დროისთვის.“
ასევე ყურადსაღებია 2015 წლის 14 აპრილის წერილი, რომელითაც ა------–----–--ი ხ---------–----ას, ასევე ნ------- გ------–---–სა და ლ---- ხ-------ეს ატყობინებდა, რომ იგი ცდილობდა კონფლიქტის თავიდან აცილებას. ამასთან მიუთითა შემდეგზე, რომ „უკვე დავეთანხმე ჩემი თანხის მიღების ვადის გადადებას 2015 წლის დეკემბრამდე და მეორედ 2017 წლის აპრილში, ზუსტად ლ----ის შეთავაზების შესაბამისად.“
თუკი გადავხედავთ მანამდე არსებულ მიმოწერას ლ---- ხ-------ესა და ა------–----–--ს შორის დგინდება, რომ აღნიშნულ წერილში რა ვადებსა და თანხების შეთავაზებაზე იყო თანახმა მოსარჩელე საუბარია მხოლოდ ნ------- გ------–---–ის 2015 წლის 10 აპრილის წერილში. ნ------- გ------–---–ი აღნიშნულ წერილში უთითებდა, რომ სწორედ ხ---------–----ას შემოთავაზება იყო როგორც კონკრეტული თანხის დაბრუნების დრო, ასევე დარჩენილი, გადასახდელი ვალდებულების ოდენობის აღიარება (ტომი 2, ს.ფ. 37).
ამდენად, თუკი მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ ვადებში გაწერილ შემოთავაზებას დათანხმდა 2015 წლის 14 აპრილის წერილით, შესაბამისად, ეს უკანასკნელი დაეთანხმა სწორედ იმ ოდენობით ვალდებულების არსებობის აღიარებას, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლის 06 თებერვლის წერილში ლ---- ხ-------ე და 2015 წლის 11 აპრილის წერილში ნ------- გ------–---–ი უთითებდნენ, თუმცა ვინაიდან 2015 წლის 14 აპრილის წერილი ა------–----–--ის მიერ უშუალოდ მოპასუხესთან ანუ ხ---------–----ასთან იქნა გაგზავნილი და მას დაუდასტურა თანხის დაბრუნების პირობები, შესაბამისად, მოსარჩელემ უღიარა და დაუდასტურა მის მიმართ არსებული დავალიანება სწორედ იმ ოდენობით, რასაც უთითებდა მოპასუხე მხარე.
რაც შეეხება 2015 წლის 15 აპრილის წერილს, აღნიშნული წერილით ა------–----–--ი ლ---- ხ-------ეს ატყობიებდა ლ---- მ---–----ას ვალის შესახებ, ამასთან უთითებდა ბ--–---ის 10%-იან წილზე, როგორც ხელშეკრულების უზრუნველყოფაზე. სხვა წერილებთან შეჯერების შედეგად ცხადია, რომ აღნიშნული 10%-იანი წილი თავად მოსარჩელე ა------–----–--მა უარყო და ახალი შეთავაზებით 7,5% შესთავაზა მოპასუხეს. შესაბამისად, მითითებული წერილი მანამდე გაგზავნილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო რაც შეეხება ვალის იმ ოდენობით მოთხოვნას, რაც წერილშია მითითებული სასამართლო ვერ ჩათვლის ხელშეკრულების ახალი პირობების შეთავაზებად, ვინაიდან 2015 წლის 14 აპრილის წერილით მოსარჩელემ უშუალოდ მოპასუხესთან მიწერით წერილობით დაეთანხმა ამ უკანასკნელის მიერ შეთავაზებულ პირობებს და მომდევნო დღეს - 2015 წლის 15 აპრილს გაზრდილი ოდენობით თანხის მოთხოვნა მოპასუხისათვის ლ---- ხ-------ეზე შეტყობინების მეშვეობით არ ნიშნავს მოსარჩელის მიერ უკვე შეთანხმებული პირობების მოშლას ან ახალი პირობების შეთავაზებას, მით უმეტეს, რომ ასეთი შეთავაზება თავად მოპასუხესთან არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა შორის 2010 წლის სექტემბერს არ დადებული წერილობითი სახის სესხის ხელშეკრულება. აღნიშნულ ადასტურებს არა მხოლოდ ზემოთ მითითებული მიმოწერები, არამედ ისიც, რომ მიმოწერებში არსად არის მითითება ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტებსა და პირობებზე, თუკი ასეთი ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს იყო დადებული მხარეთა შორის.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ამავე კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლება----ილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვინაიდან უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისგან მიღებული აქვს რა ჯამურად 2 670 000 აშშ დოლარი, საიდანაც დაბრუნებულია 2 620 000 აშშ დოლარი, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელდა რა 2017 წლის 08 სექტემბერს, ხოლო სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2017 წლის 10 ნოემბერს ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობისას, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ყოფილიყო ხანდაზმული, თუმცა მოპასუხის მიერ, მათ შორის 2017 წლის სექტემბრის თვეში ვალდებულების შესრულებით - თანხის ჩარიცხვით, შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს წარმოშობისთვის აუცილებელია მხარეთა შორსი არსებული წერილობთი სახის შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა რაიმე სახის წერილობითი სახის ხელშეკრულება დადებული 2 670 000 აშშ დოლართან დაკავშირებით, შესაბამისად, მხარეთა შორის პირგასამტეხლოს სახით 0,01%-ის შეთანხმება არ უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად.
რაც შეეხება სსიპ ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნას, აღიშნულით მხარის მიერ კი არ მოხდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს დადასტურება, არამედ ვინაიდან მოპასუხემ სადავოდ გახადა სარჩელში მითითებული თანხების დაანგარიშების წესი და ოდენობა, აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოდგენილი იქნა დასკვნა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ შეაფასა როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტება, მათ შორის მოპასუხის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომ მის მიერ თანხის ძირითადი ნაწილი მოსარჩელეზე დაბრუნებულია, შესაბამისად, დაადგინა, რომ მოპასუხეს დარჩენილი აქვს შესასრულებელი ვალდებულბა მოსარჩელესთან მიმართებაში, რაც შეადგენს 50 000 აშშ დოლარს და რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა (არა წერილობითი, არამედ ზეპირი), შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების მიმართვა არ უნდა მოხდა სარგებლის ან/და პირგასამტეხლოს დასაფარად, თუკი ასეთი შეთანხმება მხარეთა შორის არც ზეპირსიტყვიერად და არც წერილობით არ შეთანხმებულა. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა რა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები ვალდებულების შესრულებაში, სწორედ დარჩენილი ოდენობით შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება, რაც შეადგენს 50 000 აშშ დოლარს.
ამდენად, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები მიუხედავად იმისა იქნებოდა ეს სესხის მოქმედების პერიოდში თუ მას შემდეგ გადახდილი, უნდა ჩაითვალოს ვალდებულების დაფარვაში, ხოლო დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულება კი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. თუმცა სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების ნაწილში) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხე ხ---------–----ას მოსარჩელე ა------–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 33,90 ლარის ანაზღაურება, რაც შეადგენს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულ სახელმწიფო ბაჟს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გამოყენებული სარჩელისუზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ხ---------–----ას (პ/ნ N6----------), როგორც კომპანია “N----------” (რეგიტრირებული ბ------------ ვ---------- კ-------–----- 2----–-–-------------- რეგისტრაციის N1------) აუქციონერს, აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული 2----- აქციის გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა და წილის მართვაში გადაცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ა------–----–--ის სარჩელი ხ---------–----ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ხ---------–----ას მოსარჩელე ა------–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოსარჩელე ა------–----–--ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ხ---------–----ას მიმართ 3 763 955 აშშ დოლარის (ძირი თანხა და სარგებელი), ასევე პირგასამტეხლოს სახით 611 228 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელე მხარის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე ხ---------–----ას მოსარჩელე ა------–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 33,90 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბერის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ხ---------–----ას (პ/ნ N6----------), როგორც კომპანია "N----------" (რეგისტრირებული ბ---------------------------------–----- 2----–-–-------------- რეგისტრაციის ნომრით N1------) აქციონერს, აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული 2----- აქციის გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა და წილის მართვაში გადაცემა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე