განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002604779
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- გ-------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–- გ---–--ს ძე შ-----–-ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ქ--–-----ს ქუჩა #4--ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ე.--------–---- ქუჩა #2--ში

 

ადვოკატი - მ--------–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის მარტიდან 20 ივლისის ჩათვლით, თ---–--–-- მ-------–---- ქ.#2--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ-–- შ-----–-ა მეუღლეს - ლ--–- თ----------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა ყელზე, მკლავებზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ხელების ძლიერად მოჭერაში და თავში ხელის დარტყმაში, რითაც ლ--–- თ----------ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა 2018 წლის 8 მაისს, 8 ივლისს და 20 ივლისს.

 

2018 წლის 8 მაისს, ლ-–- შ-----–-ამ ლ--–- თ----------ეს ხელი რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირა სხეულზე, რითაც ლ--–- თ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 8 ივლისს, ლ-–- შ-----–-ამ ლ--–- თ----------ეს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რითაც ლ--–- თ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 20 ივლისს, ლ-–- შ-----–-ამ ლ--–- თ----------ეს ხელები ძლიერად მოუჭირა ორივე ხელზე და მას შემდეგ, რაც ლ--–- თ----------ემ დააპირა ბინიდან გასვლა ყელში ხელი მოუჭირა და მკლავებზე უჭერდა ხელებს, რითაც ლ--–- თ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ლ-–- შ-----–-ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

1.2.2018 წლის მარტიდან 20 ივლისის ჩათვლით, ლ-–- შ-----–-ა მეუღლეს - ლ--–- თ----------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 2018 წლის 8 მაისს, 8 ივლისს და 20 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად ლ-–- შ-----–-ა ლ--–- თ----------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ლ-–- შ-----–-ას ქმედებით ლ--–- თ----------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ლ-–- შ-----–-ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.3.2018 წლის მარტიდან 20 ივლისის ჩათვლით, ლ-–- შ-----–-ა მეუღლეს - ლ--–- თ----------ეს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კონკრეტულად 2018 წლის 8 მაისს, 8 ივლისს და 20 ივლისს დაემუქრა მოკვლით. ლ-–- შ-----–-ას მუქარა ლ--–- თ----------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციების საფუძვლიანი შიში.

 

ლ-–- შ-----–-ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ლ-–- შ-----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის - ლ--–- თ----------ის და მოწმეების - კ---------------------------–---------–---------------------–---–-----------–-----–---–-- გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ-–- შ-----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 12 ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა ძალადობის როგორც მატერიალური ფაქტი, ასევე სისტემატურობა, კერძოდ, პრეიუდიციული ფაქტებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ-–- შ-----–-ამ 2018 წლის 8 მაისს, 2018 წლის 8 ივლისს და 2018 წლის 20 ივლისს ლ--–- თ----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 23.07.2018 წ. ლ--–- თ----------ეს სხეულზე დაუდგინდა სისხლნაჟღენთი მარცხენა მხარის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, გარდა აღნიშნულისა, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ძალადობის სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა ძალადობის სამი ეპიზოდი (2018 წლის 8 მაისი, 2018 წლის 8 ივლისი და 2018 წლის 20 ივლისი), თითოეული ეს ძალადობა განხორციელდა დროის მცირე ინტერვალში და ყოველ მომდევნო ძალადობამდე მსხვერპლს არ ჰქონდა განელებული ძალადობის შედეგები.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატური შეურაცხყოფა გულისხმობს სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ შელახვას, გამოხატული სხვადასხვა ფორმით. რაც შეეხება სისტემატურობას, აღნიშნულზე სასამართლომ იმსჯელა 3.2. პუნქტში. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, ბრალდებული ლ-–- შ-----–-ა ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, ალკოჰოლის ზემოქმედების დროს, იგი სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. როგორც სხვა დროს, ასევე 2018 წლის 8 მაისს, 8 ივლისს და 20 ივლისაც ლ-–- შ-----–-ამ, ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–- თ----------ეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ტანჯვა შეფასებითი ხასიათისაა და სუბიექტურ განცდას წარმოადგენს, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ მსხვერპლი სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

3.4. და ბოლოს სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ლ-–- შ-----–-ას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მუქარის განხორციელების დროს ბრალდებული მსხვერპლთან მიმართებაში მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით.

 

3.5 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, მეუღლე.

 

3.6. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.8. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- შ-----–-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩადინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ-–- შ-----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის მასშტაბი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით მხედველობაში იღებს დანაშაულის მასშტაბს, ჩადენილია ოჯახში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი.

 

5.3.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ლ.შ-----–-ა აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი არის I ჯგუფის ინვალიდი, სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ ლ-–- შ-----–-ამ 2008 წელს მიიღო ძლიერი ინტოქსიკაცია, რის შემდეგაც განვითარდა კომა, კომის შემდეგ ვეღარ შეძლო სრულფასოვნად დამოუკიდებლად გადაადგილება. 2011 წლიდან მკურნალობს დიაგნოზით: მნიშვნელოვნად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, სიარულის მნიშვნელოვანი გაძნელებით. 2018 წლის მარტს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მიიღო არაერთი ტრავმა, დაუდგინდა დიაგნოზი: ICD-10, კოდი s52,2, იდაყვის სხეულის (დიაფიზი) მოტეხილობა, მარცხენა იდაყვის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მტევნის ნების ძვლის მოტეხილობა ცდომით, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ცხვირის ღია ჭრილობა, ტუჩის და პირის ღრუს ღია ჭრილობა, მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, მარჯვენა მხრის სახსრის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ქუთუთოს სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, კონიუნქტივური სისხლჩაქცევა. 06.09. 2018 წლის პაციენტის კონსულტაციის ბარათით ასევე დგინდება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, სიარულის მნიშვნელოვანი გაძნელებით, მსუბუქად გამოხატული ზედა პარაპარეზი. ლ-–- შ-----–-ა ამჟამად გადაადგილდება მხოლოდ ყავარჯნებით.

 

5.4. დაცვის მხარის შეფასებით, რომელსაც დაეთანხმა ბრალდების მხარე, ლ-–- შ-----–-ას ამჟამინდელი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დანაშაულის განმეორების საფრთხე (ოჯახური ძალადობის) პრაქტიკულად არ არსებობს.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოების - დანაშაულის მასშტაბის მხედველობაში მიღებით, ლ-–- შ-----–-ას დანაშაულთა ერთობლიობით (სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი, 1261 მუხლის პირველი ნაწილი და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი) უნდა განესაზღვროს მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უნდა ჩაეთვალოს პირობით 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.6.როგორც ზემოთ აღინიშნა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არის აუცილებელი ლ-–- შ-----–-ას იზოლაცია საზოგადოებისაგან, თუმცა კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან ლ-–- შ-----–-ა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა უნდა უზრუნველყოს თბილისის პრობაციის ბიურომ.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- შ-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძელზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. ლ-–- შ-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძელზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3. ლ-–- შ-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით,რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძელზე ჩაეთვალოს პირობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ-–- შ-----–-ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით ლ-–- შ-----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 21 ივლისიდან - 3 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა