განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2---------------- 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ნ------------–---–ის,ადვოკატ კა-------------ს,ბრალდებულ ს-------------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს-------------------ის (---------------------- - დაბადებულის 1--- წლის 2-----------–-- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თ---–--–-- ვ---------–--------–------------------------------- #---–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ-------–-–--–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, თბილსში, ვ---------–--------–------------------------------- #---–-, ს-------------------მა მეუღლეს - მ--------------------ს მოსთხოვა ფული ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, რაზეც მან უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო, ს-------------------მა მეუღლეს დაუწყო ყვირილი, გინება და ხის ყუთი დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ--------------------მა განუცხადა ს-------------------ს, რომ მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ეტყოდა დედამისს და განაცხადებდა პოლიციაში, რის გამოც ს-------------------ი მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მ--------------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 31 მაისს, საღამოს საათებში, თ---–--–-- ვ---------–---- 1--–-------------- კ---------- ეზოში მდებარე, ს-------------------ის კუთვნილ ფეხსაცმლის შემკეთებელ ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი‘‘, საერთო წონით 0,008835 გრამი, რომელიც ს-------------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ს-------------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ მ--------------------ის, მოწმეების: ნ-------------–---–ის, ლ--------–-----–-–---–ის, ე---–----------------სა და ნ-----–------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხურის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით და სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ს-------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
უტყუარადაა დადგენილი, რომ ს-------------------მა 2018 წლის 24 მაისს მეუღლეს - მ--------------------ს მიაყენა როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჯერ აგინა, შემდეგ კი ხის ყუთი დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. 2018 წლის 31 მაისს კი, ს-------------------ის სამუშაო ადგილას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული ნივთიერება. ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტიც და მსხვერპლიც ოჯახის წევრი უნდა იყოს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად, ს-------------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მეუღლეს - მ--------------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, ს-------------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ს-------------------მა ჩაიდინა სამი დამოუკიდებელი ქმედება, მათ შორის, მეუღლის - მ--------------------ის მიმართ განახორციელა როგორც ფსიქიკური, ასევე, ფიზიკური ზემოქმედება. ამრიგად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ამასთან, ს-------------------ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამავდროულად, ითვალისწინებს ს-------------------ის დამოკიდებულებას ნარკოტიკული საშუალებებისადმი, რაც გახდა ოჯახური კონფლიქტის წარმოქმნის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ერთად, ს-------------------მა 2018 წლის 24 მაისს დაზარალებულის მიმართ განახორციელა, ასევე, ფიზიკური ძალადობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ს-------------------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილ დანაშაულთა შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ს-------------------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას - ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘, ბოთლს და ცელოფნის პაკეტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტების საფუძველზე, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ს-------------------ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 31 მაისიდან.
ს-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს-------------------ის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - მომცრო ზომის ბოთლი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებითა და გადახვეული ცელოფნის პაკეტით, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე