განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხ------- ს---–---ის ასული კ------ე - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–------–---------------------------------------------------------–----------------–-------------------------ში
ადვოკატები - მ------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი და ამავე კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2--- წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისში, ა---–------------------ში მდებარე ბინაში, დ------ უ-------–--ეს, მისმა რძალმა ხ------- კ------ემ მოქაჩა თმები და ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის მიდამოში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პროცესში დ------ უ-------–--ემ თავი დაარტყა იატაკს, რის საფუძველზეც მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. 2--- წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.თბილისში, ა---–------------------ში მდებარე ბინაში, გ------ კ------ეს, მისმა რძალმა ხ------- კ------ემ ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს და მიიღო მარჯვენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის მიზნით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნა; ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ხ------- კ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით დაიკითხნენ მოწმეები: დ------ უ-------–--ე, მ----- კ------ე, გ------- გ-----–-–---–ი, ა-–-----------–---–---------–-----------------------–---–---------------------------------------------ი, რომელთაც დაადასტურეს როგორც გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, ისე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, თუმცა შემდეგში დაცვის მხარის მიერ ყველა მტკიცებულება მიჩნეული იქნა არასადავო მტკიცებულებებად, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები აღარ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ------- კ------ემ ჩაიდინა:
1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით;
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ხ------- კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ხ------- კ------ე აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ხ------- კ------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წელი პირობითი მსჯავრი, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
5. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:
სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) და გ--------ის რენდგენის ფირი (ინახება ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- დ----------–--ის კაბა (ინახება ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, დ----------–--ის სისხლისა და თმის ნიმუშები (ინახება ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ------- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლითა და სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ------- კ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ხ------- კ------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 10 ოქტომბრის №---------- განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ხ------- კ------ის მიმართ შეფარდებული 3000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქ. ხ------- კ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–-------–----–----–-----------------------–------------------------------–-------------------------------------------------- იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) და გ--------ის რენდგენის ფირი (ინახება ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- დ----------–--ის კაბა (ინახება ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, დ----------–--ის სისხლისა და თმის ნიმუშები (ინახება ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია