გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.08.2018
საქმის ნომერი
330310015001117249
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/7906-1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

9 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები: ნათია ჭკადუა; ეკატერინე კალმახელიძე

მოსარჩელე - ს---------–-–-------------------------–------------

წარმომადგენელი - ს--–--------–---

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ი--------------------

მესამე პირი - იბა „6--“

წარმომადგენელი - თ------------------–-–---–ი (თავმჯდომარე)

მესამე პირი - თ------------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–---------–---–-

მესამე პირი - შპს ”4--”

წარმომადგენელი - თ-----------------–--

მესამე პირი - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - თ------------–-–---–-

მესამე პირი - სს „ფ----------------------–ო“

დავის საგანი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.05.2006 წლის ჩანაწერის (განცხადების რეგისტრაციის №----------) ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.05.2006 წლის ჩანაწერი (განცხადების რეგისტრაციის №----------).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირები - არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ტექბიუროს არქივში დაცული დოკუმენტაციით დგინდება შემდეგი:

 

· ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 4 დეკემბრის N--.1-.1--- დადგენილებით აღებულ იქნა მუნიციპალურ საკუთრებაში და ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში ჯ------------ში სააქციო საზოგადოება „ო------------–--ის“ 6 სართულიანი შენობიდან 2--- კვ.მ. ფართობი.

· 1998 წლის 16 აგვისტოს სს კ-------–------------–-–--სა და N--- ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის შედგა აქტი, რომლის თანახმად, N--- ამხანაგობამ სს კ-------–------------–-–--ს გადასცა საკუთრებაში მე-4 და მე-5 სართულებზე განლაგებული მისი კუთვნილი ფართობის 250 კვ.მ.-ის სანაცვლოდ ამავე შენობის პირველ სართულზე N--- საბინაო-სამშენებლო ამხანაგობის საკუთრებაში რიცხული 5-- კვ.მ. ფართობიდან 330 კვ.მ. ფართობს, სადარბაზოს საერთო სარგებლობის უფლებით, მათ შორის 80 კვ.მ. დამატებით ფართობს მე-4 და მე-5 სართულებზე არსებული ფართობების ხარისხის გათვალისწინებით პირველ სართულთან შედარებით.

· სს კ-------–------------–-–--მა 1999 წლის 12 თებერვლის N- წერილით მიმართა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს. წერილს თან ერთვოდა: 1. სსგ ე-–------------–-–--ის 11.07.91 წ. N--- ბრძანება; 2. 0--07.91 წ. ტრესტ კ-------–------------–-–--ისა და ორგმშენის ერთობლივი აქტი 1--- კვ.მ. ფართის ბალნსიდან ბალანსზე (მათ შორის ლიტერი „ა“-ს პირველი სართულის 1-- კვ.მ.) გადაცემის შესახებ; 3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 0--12.97 წ. N--.1-.1--- და 0--08.1998 წ. N---4--3-- დადგენილებები; 4. კოოპერატივი N----ის და სს კ-------–------------–-–--ის 16.08.1998 წ. ერთობლივი აქტი ფართის გაცვლის თაობაზე; 5. ქ. თბილისის ვაკის რაიონის 1997 წლის 2 დეკემბრის დადგენილება სს კ-------–---------–---ს რეგისტრაციის შესახებ; 6. ამონაწერი სს კ-------–---------–---ს საწესდებო კაპიტალის ნუსხიდან.

· ტქნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 1--04.1999 წ. მომზადებული მოხსენებითი ბარათის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ ო------------–--იდან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა კ-------–---------–--ს 8------ კვ.მ. ფართი (კერძოდ, მეორე სართული მთლიანად და I სართულიდან 330 კვ.მ.), აგრეთვე ავტოსადგომი 100 კვ.მეტრი. მოხსენებითი ბარათის ავტორს მიზანშეწონილად მიაჩნდა რეგისტრაციაში გატარდეს კ-------–------------–-–--ი და სააღრიცხვო ბარათზე შევიდეს ცვლილება, კერძოდ 1--- კვ.მ. ფართზე (მათ შორის 100 კვ.მ. ავტოსადგომი) რეგისტრირებულ იქნეს სს კ-------–------------–-–--ი.

· ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებების (მომზადების წელი 2011) მიხედვით დგინდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ჯ------------ში აღრიცხულია 1994 წელს, სააღრიცხვო ბარათი N----, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი გაურკვეველია, ლიტერი „ა“ (ფართები გაურკვეველია) სართული 7, მესაკუთრე/თანამესაკუთრე ამხანაგობა N--- - ფართი გაურკვეველია, უფლების დამგდენი დოკუმენტი 16.08.1998 წ. აქტი, სააღრიცხვო ბარათი ს/კ 1278, 1-.11.1994 წ. უფლების დამდგენი დოკუმენტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება N--.1-.1---, 04.12.1997 წ, მესაკუთრე/თანამესაკუთრე სახელმწიფო საკუთრება - ფართი გაურკვეველია.

· ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებების (მომზადების წელი 2010) მიხედვით დგინდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ჯ------------ში აღრიცხულია 1994 წელს, სააღრიცხვო ბარათი N----, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი გაურკვეველია, ლიტერი „ა“ (ფართები გაურკვეველია) სართული 7, მესაკუთრე/თანამესაკუთრე სახელმწიფო საკუთრება - ლიტ „ა“-დან I სართ. 4-- კვ.მ. აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვისზეა აღრიცხული: სს კ-------–------------–-–--ი N---- სააღრიცხვო ბარათი;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 4 დეკემბრის N--.1-.1--- დადგენილება (ტ. 2, ს.ფ. ს.ფ. 267);

- 1998 წლის 16 აგვისტოს აქტი (ტ. 2, ს.ფ. 271-272);

- სს კ-------–------------–-–--მა 1999 წლის 12 თებერვლის N- წერილი, თანდართული დოკუმენტებით (ტ. 2, 244-281);

- მოხსენებითი ბარათი (ტ. 2, ს.ფ. 320);

- ცნობა-დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 282-283);

- ცნობა-დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 285);

 

4.1.2. 2003 წლის 20 ივნისს საჯარო რეესტრის სამსახურს წარედგინა სს კ-------–------------–-–--ის დირექტორისა და N--- ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადება ქ. თბილისში, ჯ------------ში არსებული შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. განცხადებას თან ერთვოდა:

1. საკადასტრო რუკა; 2. სს ო------------–--ის, სს კ-------–------------–-–--ის დირექტორისა და N--- ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერილი შენობა-ნაგებობის ნახაზი, რომლის მიხედვით შ----------ზე დაფიქსირებულია: 1--- კვ.მ. სს კ-------–------------–-–--ი; 2--- კვ.მ. N--- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა; აღნიშნული ნახაზი ასევე შეიცავს ჯ------------ში მდებარე სხვა შენობა-ნაგებოების დაყოფის თაობაზე მითითებას. 3. სანოტარო აქტი საკადასტრო რუკის სქემაზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე; 4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 1--11.2002 წ. სარეგისტრაციო N1.1--5.8.6), სადაც შენობა-ნ------------ში ფართობის 2--- კვ.მ. აღრიცხულია სს ორენერგომშენის, ხოლო 1--- კვ.მ. აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად; 5. 2003 წლის 11 ივნისს შედგენილი აქტი დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რომელიც ადასტურებს სს ო------------–--ის მიერ ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე მთავარ საწარმოო კორპუსში მის ბალანსზე რიცხულ 2--- კვ.მ. ფართობის მთლიანად N--- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობისათვის გადაცემას.

 

ქ. თბილისში, ჯ------------ში არსებული საერთო საკუთრებაში არსებული მიწის სააღრიცხვო ბარათზე განხორციელდა ცვლილებები: მიწის ნაკვეთი დაფიქსირდა N--- ამხანაგობისა და სახელმწიფოს საკუთრებად. შენობა-ნაგებობაში 2--- კვ.მ. ფართობი N--- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებად, ხოლო ამავე შენობაში 1--- კვ.მ. სახელმწიფოს საკუთრება.

 

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც არ გაცემულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 20.06.2003 წ. განცხადება, თანდართული მასალით (ტ. 3, ს.ფ. 31-41);

- სააღრიცხვო ბარათი (ტ. 3, ს.ფ. 68-69);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 3, ს.ფ. 71-72);

 

4.1.3. 2006 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრს წარედგინა თ------------------–-–---–ის განცხადება უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ჯ------------ში პირველი სართული, პირველი სადარბაზოს 308,82 კვ.მ. ფართის ამხანაგობის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა ამხანაგობის კრების ოქმი;

 

ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკურიინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ მომზადებული მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ჯ------------ში ამხანაგობა N----ის სახელზე აღრიცხულია 2--- კვ.მ. საერთო ფართი, მათ შორის 413 კვ.მ. სამეურნეო ფართი, საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 04.12.1997 წ. დადგენილება N--.1-.1--- და 09.08.1998 წლის N---4--3-- დადგენილება. მიმართვის ავტორის მოსაზრებით, 413 კვ.მ. ფართიდან საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო 104,4 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, დარჩენილი 308 კვ.მ. ფართზე სამსახურის მიერ გაკეთებულია ტექნიკური პასპორტი, რომლის დედანი ან ასლი არქივში არ ინახება და ამდენად, ამ ფართზე ინფორმაცია არქივს არ გააჩნდა. ამავე მიმართვით ადრესატს გაეგზავნა პირველი სათულის გეგმის ასლები: 1. ჯ------------ში მდებარე ლიტ „ა“-ს პირველი სართულის გეგმის ფრაგმენტი, 2. ტექბიუროში დაცული ამავე სართულის გეგმა; 3. გენ-გეგმა;

 

სარეგისტრაციო მასალაში ასევე დაცულია: 1. ტექნიკური პასპორტი ნომრის გარეშე; 2. საინვენტარიზაციო გეგმა ლიტ „ა“-ს პირველი სართულის გეგმის ფრაგმენტით, 3. 16.05.2006 წ. მიმართვა სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს.

 

სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მომზადდა სააღრიცხვო ბარათი უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ჯ------------ში (ს.კ. 1---------) ლიტ. „ა“-ში, პირველ სართულზე 308,82 კვ.მ. ფართი აღირიცხა ბინის მესაკუთრეთა N--- ამხანაგობის საკუთრებად. მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2006 წლის 23 მაისის განაცხადი, თანდართული მასალით (ტ. 2, ს.ფ. 1-5-182);

- ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიმართვა, თანდართული მასალით (ტ. 2, ს.ფ. 167-170);

- სარეგისტრაციო მასალა (ტ. 2, ს.ფ. 171-177);

- სააღრიცხვო ბარათი (ტ. 2, ს.ფ. 189-192);

 

4.1.4. 2007 წლის 18 იანვარს მომზადებული N---------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დგინდება, რომ ქ. თბილისში, ჯ------------ში (ს.კ. 0---------------------) არსებული უძრავი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა (308.82 კვ.მ.-დან) 140.32 კვ.მ. თ------------------–-–---–ისა და 168.5 კვ.მ. დ-------------------ის საკუთრებად.

 

2007 წლის 9 თებერვლის N---------- და 2007 წლის 16 თებერვლის N---------- საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული 140,32 კვ.მ. ფართი დარეგისტრირდა დამოუკიდებელი უფლების ობიექტად (ს.კ. 0--------------------), ხოლო დ-------------------ის საკუთრებაში არსებული 168,5 კვ.მ. ფართი დამოუკიდებელი უფლების ობიექტად (ს.კ. 0---------------------).

 

2010 წლის 10 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დ-------------------ის საკუთრებაში არსებული 168,5 კვ.მ. ფართი (ს.კ. 0---------------------) დარეგისტრირდა შემდეგი მონაცემებით: 112 კვ.მ. ნ-----------ას საკუთრება, 56,50 კვ.მ. შ---------–---------–---ის საკუთრება.

 

2014 წლის 3 იანვრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ჯ------------ში 168,5 კვ.მ. ფართი (ს.კ. 0---------------------) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს 4---ის საკუთრებად. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება.

 

2017 წლის 30 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ჯ------------ში თ------------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული 140,32 კვ.მ. ფართზე (ს.კ. 0--------------------) რეგისტრირებულია სს ფ----------------------–ოს იპოთეკის უფლება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 112-113);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 114-11-);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 66-67);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 70);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 5, ს.ფ. 44-45);

 

4.1.5. 2010 წლის 1 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარეგდინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.05.2010 წ. N------------- წერილი, სააღსრულებო ფუცელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.12.2007 წლის გადაწყვეტილება.

 

2010 წლის 4 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისიში, ჯ---------------ში, პირველი სართული, 4-- კვ.მ. ფართით (----------------------------;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ტ. 3, ს.ფ.79-94);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 46);

 

4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის N---- გადაწყვეტილებით ს---------–-–-------------------------–------------ს ადმინისტრაციული საჩივარი 0-------------------- და 0--1---------2.0--5-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების კანონიერების შემოწმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის N---- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 18-19);

 

4.2. დადგენილი სადავო გარემოებები

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2010 წლის 1 ივნისის განცხადების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისში, ჯ---------------ში, პირველი სართული, 4-- კვ.მ. ფართის (---------------------------- და 2006 წლის 23 მაისის განაცხადის საფუძველზე ბინის მესაკუთრეთა N--- ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ჯ------------ში (ს.კ. 1---------) ლიტ. „ა“-ში, პირველ სართულზე 308,82 კვ.მ. ფართის სარეგისტრაციო მონაცემები თანხვედრაში არ მოდის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ინვენტარიზაციის შედეგად ასახულ პირველი სართულის გეგმასთან.

 

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში, მდებარე ლიტერ „ა“ შენობის პირველი სართული გაყოფილი იყო ო------------–--ისა და კ-------–------------–-–--ს შორის, კერძოდ 1-- კვ.მ. ო------------–--იდან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა კ-------–------------–-–--ს 1991 წელს, ხოლო 5-- კვ.მ. კვლავ რჩებოდა სს ო------------–--ის ბალანსზე, საიდანაც 1998 წლის 16 აგვისტოს აქტით 330 კვ.მ. უნდა გადასცემოდა სს კ-------–------------–-–--ს, ხოლო ვესტიბული რჩებოდა საერთო სარგებლობაში (----–--------------------, ხოლო ამხანაგობა N----ს პირველ სართულზე უნდა დარჩენოდა 210 კვ.მ. ფართი. საქმეში დაცული სართულებრივი გეგმების მიხედვით, სს ო------------–--ის თბილისის ფილიალზე რიცხული ქ. თბილისში, ჯ------------ში არსებული შენობის ლიტერი „ა“-ს პირველი სართულის გეგმის მიხედვით აღწერილი არასაცხოვრებელი ფართის (ვესტიბულის ფართის გარეშე) ჯამი შეადგენს 492.1 კვ.მეტრს, ხოლო დერეფანი აღრიცხულია 10--20 კვ. მეტრად (ტ. 2, ს.ფ. 231), რაც ჯამში შეადგენს 593.3 კვ. მეტრს. ე.ი. 1998 წლის 16 აგვისტოს აქტით გაცვლისას დაფიქსირებული ფართი, მანამდე სს კ-------–------------–-–--ის ბალანსზე არსებული 1-- კვ.მ. ფართის დამატებით აღემატება სართულებრივ გეგმაზე ასახული ფართების ჯამს.

 

გარდა ამისა, სასამართლო მოცემულ დავის გადაწყვეტისათვის მხედველობაში ვერ მიიღებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემულ დასკვნას, ვინაიდან აღნიშნული დასკვნით პასუხი არ გაეცა ძირითად კითხვას, რომელიც დასმული იყო გაცვლილი 330 კვ.მ. ფართისა და სადავო რეგისტრაციაში ასახული 308 კვ.მ. ფართის თანხვედრასთან დაკავშირებით. აღნიშნული კითხვა დაისვა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ 1998 წლის გაცვლის აქტში დაფიქსირებული 330 კვ.მ. ფართის იდენტიფიცირება იმჟამად არსებული სართულებრივი გეგმის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო, ასევე შეუძლებელი იყო იმის გამორკვევა ხსენებული ფართი დერეფნის რა ნაწილს მოიცავდა მაშინ, როცა 308 კვ.მ. ფართის საინვენტარიზაციო გეგმა და ამჟამად რეგისტრირებული მონაცემი თავისთავში მოიცავს ოთახების გასწვრივ არსებულ დერეფანსაც, რომლის ნაწილი ინტეგრირებულია 56,4 კვ.მ. ოთახთან, ხოლო დარჩენილი 47,8 დერეფანი ისევ რჩება იმავე ფუნქციით (ტ. 2, ს.ფ. 175).

 

საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელისა და მესამე პირის მიერ დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი მომზადებული ნახაზებისა (ტ. 4, ს.ფ. 21-22, 29) და 2006 წლის სადავო რეგისტრაციისას წარდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის (ტ. 2, ს.ფ. 414) ურთიერშედარებით დგინდება, რომ სადავო 308 კვ.მ. მეტრი ფართი ემთხვევა საინვენტარიზაციო გეგმაზე გამჭოლი სადარბაზოს მარცხნივ არსებულ 13 ოთახისა და დერეფნის გაერთიანებულ ნაწილს მაშინ, როცა მოსარჩელის მიერ მის საკუთრებად მოაზრებული 4-- კვ.მ. ფართის ამხაზველი ნახაზი ემთხვევა საპირიპირო მხრიდან განლაგებული ოთახების კონტურებს საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული მე-6, მე-12 , მე-13 ოთახებისა და მე-11 ოთახის ნაწილის გამოკლებით (ტ. 4, ს.ფ. 22, ტ. 2, ს.ფ. 175). ამასთან, მოსარჩელის მიერ ნავარაუდევი 4-- კვ.მ. ფართის მიღმა დარჩენილი ფართი, ჯამში არ შეადგენს 1998 წლის გაცვლის აქტში ამხანაგობა N----ის საკუთრებაში დარჩენილ 210 კვ. მეტრს (რჩება დაახლოებით 164 კვ.მ).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სრულად ხდის რა სადავოდ 2006 წლის 23 მაისის განაცხადის საფუძველზე განხორციელებულ რეგისტრაციას სათანადოდ ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რა ფართს შეადგენს ამხანაგობა N----ის საკუთრებაში დარჩენილი 210 კვ. მეტრი, რომელსაც 1998 წლის გაცვლის აქტის მიხედვით უდავოდ მიიჩნევს თავად მოსარჩელე მხარე. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება, რომ მას როგორც სახელმწიფო ქონების საკუთრებასა და ფლობაზე უფლებამოსილ პირს აქვს ინტერესი ამხანაგობის საკუთრებად არ იქნეს რეგისტრირებული მისთვის გადაცემულ ფართზე მეტი ფართი, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან თავად მოსარჩელე, როგორც თუნდაც ხსენებული უფლებამოსილების განმახორიციელებლი ადმინისტრაციული ორგანო, ვერ ახდენს იდენტიფიცირებას რა ფართს მოიცავს ამხანაგობისათვის უდავოდ გადაცემული 210 კვ.მ. ფართობი. გარდა ამისა, რა ფართს შეადგენს, ასევე შენობაში სად მდებარეობს სს კ-------–------------–-–--ის ბალანსზე არსებული და 1998 წლის აქტით გადაცემული 4-- (1--+330) კვ.მ. ფართი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სარჩელს, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაცია” არის მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია. „რეგისტრაცია” არის სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. „სხვა უძრავი ქონება” არის მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობები. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. ამავე მუხლის მე-4-მე-5 პუნქტების თანახმად, ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერების წარმოების ერთიანი სისტემით. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფომ, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძინა მიწა ან სხვა უძრავი ქონება, დადო საიჯარო ხელშეკრულება ან დააგირავა იგი კანონის საფუძველზე ან, როდესაც ასეთი უფლება მოპოვებულია სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორი, რომელიც ეყრდნობა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ ამ აქტებს, ახდენს რეგისტრაციას და ჩაწერს მესაკუთრედ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 1--11.2002 წ. სარეგისტრაციო N1.1--5.8.6) დგინდება, რომ 2002 წელს შენობა-ნ------------ში ფართობის 2--- კვ.მ. აღრიცხული იყო სს ორენერგომშენის, ხოლო 1--- კვ.მ. -სახელმწიფოს საკუთრებად. აღნიშნული ამონაწერის, ასევე სს ო------------–--ის, სს კ-------–------------–-–--ის დირექტორისა და N--- ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერილი შენობა-ნაგებობის ნახაზისა და 2003 წლის 11 ივნისს შედგენილი, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული აქტის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს სს ო------------–--ის მიერ ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე მთავარ საწარმოო კორპუსში მის ბალანსზე რიცხულ 2--- კვ.მ. ფართობის მთლიანად N--- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობისათვის გადაცემას, 2003 წლის 20 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე ქ. თბილისში, ჯ------------ში არსებული საერთო საკუთრებაში არსებული მიწის სააღრიცხვო ბარათზე განხორციელდა ცვლილებები: მიწის ნაკვეთი დაფიქსირდა N--- ამხანაგობისა და სახელმწიფოს საკუთრებად. შენობა-ნაგებობაში 2--- კვ.მ. ფართობი N--- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებად, ხოლო ამავე შენობაში 1--- კვ.მ. სახელმწიფოს საკუთრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

დადგენილია, რომ 2006 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრს წარედგინა თ------------------–-–---–ის განცხადება უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ჯ------------ში პირველი სართული, პირველი სადარბაზოს 308,82 კვ.მ. ფართის ამხანაგობის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა სანოტარო წესით დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი; აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ მომზადებული მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ჯ------------ში ამხანაგობა N----ის სახელზე აღრიცხულია 2--- კვ.მ. საერთო ფართი, მათ შორის 413 კვ.მ. სამეურნეო ფართი, საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 04.12.1997 წ. დადგენილება N--.1-.1--- და 09.08.1998 წლის N---4--3-- დადგენილება. მიმართვის ავტორის მოსაზრებით, 413 კვ.მ. ფართიდან საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო 104,4 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, დარჩენილი 308 კვ.მ. ფართზე სამსახურის მიერ გაკეთებულია ტექნიკური პასპორტი, რომლის დედანი ან ასლი არქივში არ ინახება და ამდენად, ამ ფართზე ინფორმაცია არქივს არ გააჩნდა.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თითოეულ მიწის ნაკვეთზე ან დამოუკიდებელ სანივთო უფლების მქონე უძრავ ნივთზე იხსნება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი, რომელსაც გააჩნია განუმეორებელი ნომერი, რომელიც ემთხვევა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს. სააღრიცხვო ბარათზე ასევე მიეთითება წინა საკადასტრო კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე და მათ შესაბამისად. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრეს სურს ნაწილებად დაყოს თავისი ნივთი, სარეგისტრაციო სამსახური მისგან მოითხოვს საკადასტრო აღწერილობას შემოთავაზებული დაყოფის თაობაზე. ნივთის დაყოფა რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ დაყოფის შედეგად არ იცვლება უფლებები ახლად წარმოქმნილი ნივთის მიმართ და არ ილახება მესამე პირების ინტერესები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ თანამესაკუთრეების შეთანხმება მათ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე დადატურებულია სანოტარო წესით ან წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი ან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის დაყოფის ან უძრავი ნივთის ერთ-ერთი ნაწილის გასხვისების თაობაზე, სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა მოახდინოს დაყოფილი ნივთის რეგისტრაცია ცალ-ცალკე, ამ კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2003 წლის 11 ივნისს შედგენილი, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სს ო------------–--ის მიერ ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე მთავარ საწარმოო კორპუსში მის ბალანსზე რიცხულ 2--- კვ.მ. ფართობის მთლიანად N--- ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობისათვის გადაცემის დამადსტურებელი აქტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის მიხედვით რეგისტრირებული ფართიდან ცალკე უფლების ობიექტად გამოყოფილი 308 კვ.მ. ფართის ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე წარმართული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელი ორგანო დაეფუძნა როგორც საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებს, ისე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ მომზადებულ მონაცემებს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი 308 კვ.მ. ფართის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის თაობაზე, ასევე ქ. თბილისში, ჯ------------ში აღრიცხული 2--- კვ.მ. ფართის მესაკუთრე ამხანაგობა N----ის წევრთა სანოტარო წესით დამოწმებულ შეთანხმებას 308 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ტექნიკური არქივიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო ამხანაგობის სახელზე უკვე რეგისტრირებული ფართიდან გამოყოფილი 308 კვ.მ. ფართი ცალკე უფლების ობიექტად აღერიცხა ამხანაგობის სახელზე.

 

აღნიშნული რეგისტრაციის უკანონობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ 2010-2011 წლებში მომზადებული ტექნკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებები ეფუძნებიან 1998 წლის ფართის გადაცემის აქტის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივი N----ის და სს კ-------–------------–-–--ის 16.08.1998 წ. ერთობლივი აქტი ფართის გაცვლის თაობაზე, ასევე სხვა დოკუმენტაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს წარედგინა სს კ-------–------------–-–--ის 1999 წლის 12 თებერვლის N- მიმართვით. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე 1--04.1999 წ. მომზადდა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიზანშეწონილად არის მიჩნეული სააღრიცხვო ბარათზე ცვლილების გატარება (ტ. 2, ს.ფ. 320). თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული სააღრიცხვო ბარათის პირველ გვერდზე სს კ-------–------------–-–--ის უფლება აღრიცხულია ლიტერი „ა“-დან 1--- კვ.მეტრზე. აღნიშნული ბარათი არ შეიცავს მინაწერს 1998 წლის აქტის საფუძველზე სს კ-------–------------–-–--ისათვის დამატებით გაცვლილი 330 კვ.მ.-ის აღრიცხვის თაობაზე (ტ. 2, ს.ფ. 204). ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღრიცხვის მიზნით წარდგენილი დოკუმენტები დაცულია სააღრიცხვო ბარათში, ვერ გახდება სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან 1998 წლის აქტის შემდგომ ლიტერ „ა“-ში არსებული ფართის უფლებრივი მდგომარეობა საჯარო რეესტრის რეგისტრირებული მონაცემებით შეიცვალა ჯერ 2002 წლის, ხოლო შემდეგ 2003 წლის რეგისტრაციის საფუძველზე.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

აღსანიშნავია, რომ სადავო რეგისტრაციით ამხანაგობა N----მა მოახდინა მოპოვებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. „საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ მესაკუთრეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს“ (სუს 0--07.201- წ. განჩინება №-------- (2კ-1-) საქმეზე).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო 308 კვ.მ. აღემატება სს ო------------–--ის მიერ ამხანაგობა N----ის საკუთრებაში გადაცემულ 2--- კვ.მ. ფართს და რა სახით მოიცავს თავად მოსარჩელის საკუთრებაში 2010 წლის რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებულ 4-- კვ.მ. ფართს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, მხოლოდ მხარეთა მიერ ამჟამად ფაქტობრივი ფლობის გათვალისწინებული აზომვითი ნახაზის მონაცემები საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტაციით და 2010 წლის სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელია იმ ფაქტის დადაგენა, რომ 2006 წელს ამხანაგობის მიერ ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებული ფართი აღემატება მისი უფლების დამდგენ დოკუმენტსა და რეგისტრირებულ მონაცემებში ასახული ფართის საერთო ჯამურ მონაცემს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2006 წლისათვის მოქმედი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონი საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციას არ არქმევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია მხარეს აღჭურვავს მის მიერ უძრავ ნივთთან მოპოვებული უფლების სახელმწიფოს მიერ აღიარებისა და დაცვის უფლებით. ამგვარად, რეგისტრირებული მონაცემის გაუქმება უთანაბრდება ამგვარი უფლების ბათილად ცნობას. შესაბამისად, ამგვარი დავის გადაწყვეტისას დამატებით ასევე მიზანშეწონილია მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირიპირება. ხსენებულ ინტერესთა შეპირისპირების სამართლებრივი საფუძველი მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4-მე-5 ნაწილებით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია ერთდროულად, ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა უფლებასთან. კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობები.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისში, ჯ---------------ში არსებული ლიტერი „ა“ შენობის პირველი სართულის საინვენტარიზაციო მონაცემებისა და დღეს არსებული სარეგისტრაციო მონაცემების ურთიერთშეჯერებით ვერ ხდება სს კ-------–------------–-–--სა და ამხანაგობას შორის განაწილებულ ფართებს შორის ამხანაგობის ნამეტი ფართის იდენტიფიცირება, ასევე სახეზეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების (2002, 2003 წ.წ.) უტყუარობის პრეზუმცია, მოსარჩელის ინტერესი, - გამოხატული სახელმწიფო ქონების უფლების გარეშე რეგისტრაციის დაუშვებლობის თაობაზე, ვერ აღემატება მესამე პირის ინტერესს, დაცული იყოს საჯარო რეესტრში აღრიცხული უფლება, რომელიც თავის მხრივ განხორციელდა კოოპრატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული ვალდებულებების შესრულების მიზნითა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემის სისრულის პრეზუმციის გათვალისწინებით.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.05.2006 წლის ჩანაწერის (განცხადების რეგისტრაციის №----------) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-2, 22-ე, 24-ე, 331-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 242-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს---------–-–-------------------------–------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N-).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე