გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2018
საქმის ნომერი
170310018002477436
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170310018002477436

საქმე № 3/28-18

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან გურჩიანი

მოსარჩელე: ირ---–---–-----–---–ი

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: კა----------------–--ე

მოპასუხე: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია

წარმომადგენლები: თა-----------–--ე, ლა–------------ი

მესამე პირი: გი----------–-–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის N3-- გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ირ---–---–-----–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტი;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 12 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 აპრილის N1----- გადაწყვეტილება;

 

1.4. დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ წყ-–---–---ში მდებარე უძრავ ქონებაზე - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით - 600 კვ.მ. ირ---–---–-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს დაარეგისტრიროს ირ---–---–-----–---–ის საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული მოთხოვნა);

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ვა---–------–-–---–ის სახელზე 2002 წლის 8 მარტის პირველადი რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთზე მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სექტორი ორ----ი, საკადასტრო კოდი: 8-----------, ფართობი: 0,059ჰა (დაზუსტებული მოთხოვნა).

 

სარჩელის საფუძველი:

 

1980 წლის აგვისტოში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წყ-–---–---ში არსებული ყოფილი საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „ზე--------------ში“ ირ---–---–-----–---–ს გამოეყო 610 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც იმავე პერიოდიდან ააშენა სახლი, რაც ნაკვეთთან ერთად რეგისტრირებულია მის სახელზე. ამავე პერიოდიდან შემოღობილი აქვს და სარგებლობს მომიჯნავე 600 კვ.მ. მიწის ფართობით, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით არავისზე არ არის რეგისტრირებული და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. 2015 წელს მიმართა აღიარების კომისიას, თუმცა აღნიშული მიწის ნაკვეთი ე.წ. „სისტემური რეგისტრაციით“ აღრიცხულია ვა---–------–-–---–ის სახელზე, რომელიც იყო მათი მებაღეობს გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, თუმცა მას არასდროს პრეტენზია არ გამოუხატავს მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობით. ვა---–------–-–---–ი აღნიშნულ მებაღეობაში ფლობს სააგრაკე სახლს და ორ ერთმანეთზე მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთით არასდროს უსარგებლია, რაც არის სისტემური აღრიცხვისას დაშვებული შეცდომის ბრალი. აღნიშულის შემდეგ ვიდრე ვა---–------–-–---–ის მემკვიდრეს მოიძიებდა, კომისიამ 2015 წლის 6 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება და არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, ასევე 2017 წლის 7 ნოემებრს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა იქაც უარი ეთქვა მოთხოვნისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან არ წარმოდგენილა მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, აგრეთვე სადავო მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია.

 

2.2. მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებულია სხვაზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა გი----------–-–---–მა სარჩელი სცნო და მიუთითა რომ არანაირი ინფორმაცია აქვს სადავო მიწის ნაკვეთზე, ის მას არ ეკუთვნის და არც არასდროს უსარგებლია, შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასთან არსებული კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობის „ზე--------------ის“ წევრად 1980 წლის 21 აგვისტოს მიღებულ იქნა ირ---–-------–---------–-----–---–ი, ბაღის ნაკვეთის ფართი 600 კვ.მ. აღნიშულის საფუძველზე, 2002 წლის 8 მარტს გაცემულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა 0,061 ჰა მიწის ფართობზე, განცხადების რეგისტრაციის #4--------. ირ---–---–----–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 610 კვ.მ. და შენობა, საკადასტრო კოდი: 8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------), მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი წყ-–---–---ი. საფუძველი: მიწის განაწილების სია #6 (იხ. ს.ფ. 16-20).

 

4.2. საკადასტრო აგეგმვითი ნახაზებისა და მიწის ნაკვეთის ორთოფოტოს მიხედვით, ირ---–---–-----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: 8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------), მომიჯნავედ მდებარეობს 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც აღრიცხულია ვა---–------–-–---–ის სახელზე, საკადასტრო კოდი: 8----------- (განაცხადის რეგისტრაციის #4--------).

 

4.3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ წყ-–---–---ში მდებარე უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით - 600 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 8-----------) წარმოადგენდა სახნავის კატეგორიას (იხ. ს.ფ. 27).

 

4.4. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #1---- აქტის მიხედვით ვა---–---------–-------------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 600კვ.მ. ფართობის, #50 და #65, წყ-----–----ს ტერიტორიაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები 2010 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა გი----------–-–---–ის საკუთრებად, საკადასტრო კოდები: 8----------- და 8-----------, მის: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი წყ-–---–---ი.

 

4.5. 2010 წლის 9 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის, დაბადების მოწმობისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (#8-----------), ასევე მესამე პირის ახსნა განმარტებით დგინდება, რომ გი----------–-–---–ი (პ/ნ 0----------) არის ვა---–------–-–---–ის (პ/ნ 0----------) შვილი და მემკვიდრე.

 

4.6. 2015 წლის 20 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა (#8-----------) ირ---–---–-----–---–მა და ითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება (იხ. ს.ფ. 21).

 

4.7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის #3-- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ირ---–---–-----–---–ის განცხადება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ წყ-–---–---ში მდებარე უძრავი ქონებაზე - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით - 600 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი (იხ. ს.ფ. 29-30).

 

4.8. 2017 წლის 7 ნოემბერს ირ---–---–-----–---–მა მიმართა (#8-----------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი წყ-–---–---ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #8-------------- გადაწყვეტილებით ირ---–---–-----–---–ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის #1----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ირ---–---–-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან არ იქნა წარმოადგენილი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ასეთის მოძიება ვერ სააგენტოს მიერ მოხდა, აგრეთვე, არ არსებობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 32-52).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ საქართველოს კანონი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. იმავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას აწარმოებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,კ–ლ“ პუნქტებით განსაზღვრული და მე–9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

“???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

 

ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღნიშნული კანონის მე-51 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. დოკუმენტების ჩამონათვალში კი შედის: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

ამასთან, იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილიწესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტითდამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფოსაკუთრებაში არსებულ შენობა - ნაგებობებზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის განკარგულება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს საკუთრების უფლებას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შესაბამის შენობა-ნაგებობებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთზე მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სექტორი ორ----ი, საკადასტრო კოდი: 8-----------, ფართობი: 0,059ჰა ვა---–------–-–---–ის სახელზე 2002 წლის 8 მარტის პირველადი რეგისტრაცია

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირად საქმეში ჩაბმულმა გი----------–-–---–მა, რომელიც ვა---–------–-–---–ის მემკვიდრეა, ცნო სარჩელი ვა---–------–-–---–ის სახელზე 2002 წლის 8 მარტის პირველადი რეგისტრაციის (მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის #4--------, საკადასტრო კოდით 8------------ ბათილად ცნობის ნაწილში და აღნიშნა, რომ მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი არც ეკუთვნის და არც არასდროს უსარგებლია. ნიშანდობლივია, რომ ვა---–------–-–---–ს მიღება-ჩაბარების აქტით მებაღეობის ამხანაგობისაგან მიღებული აქვს იმავე ტერიტორიაზე 2 სხვა მიწის ნაკვეთი, რომლებიც ამჟამად რეგისტრირებულია გი----------–-–---–ის სახელზე, შესაბამისად, თუკი ვა---–------–-–---–ი სადავო მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე იქნებოდა, აღნიშნულიც მასზე განხორციელდებოდა, რაც სახეზე არაა. ასევე სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები (ელ--------------ა, და-------------ა, ვა---–------–-–---–ი) ცალსახად მიუთითებენ, რომ სწორედ ირ---–---–-----–---–ი ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით. ვა---–------–-–---–ზე სააღრიცხვო ბარათის არსებობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ იგი იყო მებაღეობის თავმჯდომარე, რაც რეალურად არსებულ მდგომარეობას არ ასახავს და შეესაბამება.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, რადგან ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. ასევე მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის N3-- გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტი; რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 12 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 აპრილის N1----- გადაწყვეტილება და დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ წყ-–---–---ში მდებარე უძრავ ქონებაზე - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით - 600 კვ.მ. ირ---–---–-----–---–ის საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - დაარეგისტრიროს ირ---–---–-----–---–ის საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს და მათზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ (როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საკუთრების უფლების აღიარების კომისია) ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ არ დგინდება ფაქტობრივი დაკავება, სასამართლოში წარმოდგენლი მტკიცებულებებით კი ირ---–---–-----–---–ის მეზობლები საწინააღმდეგოზე მიუთითებენ, ასევე წარმოდგენილია ფოტომასალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომისიამ არ გამოიკვლია სრულყოფილად აღნიშნული საკითხი. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახეზეა შეცვლილი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას და რისი სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ (რაც ასევე უკავშირდება ხსენებული კომისიის მიერ ხელახალი გადაწყვეტილების მიღებას) უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის N3-- გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტი; რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 12 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 აპრილის N1----- გადაწყვეტილება და დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას, ხოლო აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცენ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად, მოპასუხეები საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია ვალდებულნი არიან მოსარჩელეს აუნაზღაურონ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

ირ---–---–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ბათილად იქნეს ცნობილი ვა---–------–-–---–ის სახელზე 2002 წლის 8 მარტის პირველადი რეგისტრაცია - მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის # 4--------, საკადასტრო კოდით 8-----------;

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის 3---ე გადაწყვეტილება.

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტი ირ---–---–-----–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 12 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 აპრილის N1----- გადაწყვეტილება;

 

დაევალოთ მოპასუხეებს-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ირ---–---–-----–---–ის მოთხოვნებთან დაკავშირებით;

 

მოპასუხეებს: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავს ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ბადრი ნიპარიშვილი