გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
120210118002365119
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2365119-2/237-18წ.

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.11.2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

მოსარჩელე - რ--------------ი

წარმომადგენელი - მ------–----–---–ი, ა---------–---------–---–ი

მოპასუხე - ვ----–---------ი

წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–ი

მესამე პირები - გ---------------ი, ზ---------------ი

მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ--------------ის წარმომადგენლის მ------–----–--ის და ა---------–---------–---–ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა რ--------------ის სარჩელი, მოპასუხის – ვ----–---------ის და მესამე პირების გ---------------ის და ზ---------------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდროდან წილის მიკუთვნების, წილის მესაკუთრედ ცნობის და თანხის დაკისრება მოთხოვნით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერების განახელბაზე და ქონებაზე ყადაღის დადების რეგისტრაციაზე გაწეული ხარჯის სახით გადახდილი თანხის 164.50 ლარისა მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

 

2018 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საპროესო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკამყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებაზე და ქონებაზე ყადაღის დადების რეგისტრაციაზე გაწეული ხარჯის - 164,5 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტები - გადახდის ქვითრები, რაც ადასტურებს განმცხადებლების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან საქმეზე მიღებულია ძირითადი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მხრიდან გაწეული ხარჯების შესახებ, მხარემ კანონის შესაბამისად მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა სამართლებრივად დასაბუთებულია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე ვ----–---------ს რ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 164.50 ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი