გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20-45
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2- ოქტომბერი, 20-8წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე: ალ--------------------ი( მოპასუხე შეგებებული სარჩელი)
წარმომადგენელი : ზუ---------------ა
მოპასუხე: ირ----------ე(მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
წარმომადგენლები: ნო------------–---–ი, დი------------ი
დავის საგანი ძირითად სარჩელში: განქორწინება
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: წარსული და მომავალი დროის ალიმენტის დაკისრება ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელში
1.1. შეწყდეს მოსარჩელე ალ--------------------ს (პ.ნ 0---------- )მოპასუხე ირ----------ეს (პ.ნ 0----------) შორის 199--–-–----------------ს რეგისტრირებული ქორწინება აქტის ჩანაწერი #1---;
1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
1.2.1.ალ---------- აკ------ს დაეკისროს წარსული დროის 3 წლის გადაუხდელი ალიმენტი, სულ 7200 ლარი;
1.2.2.ალ---------- აკ------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით;
ძირითადი სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, იგი მოპასუხე ირ----------ესთან დაქორწინდა 14.10.1--- წელს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ქალიშვილი: დი------------ი - დაბადებული 2-.0-.1--- წელს და ან---ა აკ------ი- დაბადებული 08.0-.2--- წელს. მხარეთა შორის თავი იჩინა ხასიათის შეუთავსებლობამ და ურთიერთდაპირისპირება, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო და მართალია ისინი ერთ ბინაში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ 5 წელზე მეტია ოჯახი ფორმალურად არსებობს, რადგან ის ფაქტიურად დანგრეულია და აღგენა შეუძლებელია.
მოსარჩელე , ასევე, მიუთითებს, რომ მას და მოპასუხეს შორის დაპირისპირებამ ამ უკანასკნელის ბრალდებებით ისეთი ხასიათი მიიღო, რომ შეიძლება თითოეულისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს, რასაც ადასტურებს 3-.1-.20-7 წელს მოპასუხე ირ------------ს და ქალიშვილის ან---ა აკ------ის გამოძახების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოსარჩელის მიმართ შემაკავებელი ორდერების #0------------------ გაცემა, რომელთა მიხედვით მას აეკრძალა მეუღლესა და ქალიშვილთან ურთიერთობა, რის გამოც იგი ვერ იცხოვრობს თავის სახლში და ცხოვრება და ღამეების გათენება უწევს მეგობრებთან და ახლო ნათესავებთან.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-22-ე 1-23-ე მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-13),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ალ--------------------თან დაქორწინდა 1995 წელს, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: 1--- წლის 2- იანვარს სვ--–-------ა აკ------ი, ხოლო 2--- წლის 8 იანვარს ქალიშვილი- ან---ა აკ------ი. მასსა და მოპასუხე ალ---------- აკ------ს შორის ურთიერთობა დაიძაბა წლების წინ, როდესაც მან უღალატა მოსარჩელე ირ------------ს, ამიტომ უკვე 8 წელია აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მაგრამ იმის გამო, რომ გოგონებს მამა სჭირდებოდა, ცდილობდა მაქსიმალურად საერთო ენა გამოენახა მოსარჩელესთან.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, მის შვილებს კატეგორიულად არ უნდათ მშობლების განქორწინება, იგი თანახმაა შეწყდეს მისი ქორწინება მოპასუხესთან.
მოსარჩელის მითითებით, არასრულწლოვანი ან---ა აკ------ი არის 16 წლის , სწავლობს 8--- საჯარო სკოლაში მე-10 კლასში, აგრეთვე სწავლობს სა---------- სასწავლებში, სადაც არის მე-9 კლასში ემზადება ინგლისურ ენაში, რაშიც უხდის 50 ლარს. ამასთან , ან---ა არის ნერვიული და პრობლემური ჯანმრთელობის მხრივ, რის გამოც დღემდე მკურნალობს, დაჰყავს ექიმებში გამოკვლევებზე და ფინანსურად არის უმძიმეს მდგომარეობაში.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე 1233-ე , 1234-ე მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეგებებული სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 134-149),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე
2.1. მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მამას და დედას, ავადმყოფობის დროს, უვლიდა მოპასუხე მათ სიცოცხლის ბოლომდე, შესაბამისად, მისმა მამამთილმა მათ აღუთქვა, რომ მის ქონებას მათ და მათ შვილებს. მას მერე რაც , მამამათილმა, გა--------------ა მხოლოდ მოსარჩელე ალ---------- აკ-------ს აჩუქა მისი ქონება , ამ უკანასკნელმა, მათი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხეს არ დართო ნება ჩაწერილიყო, რაც მან მხოლოდ ორი მეზობლის ჩვენების საფუძველზე მოახერხა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე.
მოპასუხე, ასევე, მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 20-5 წლიდან მოუხშირა ალკოჰოლური სასმელის მიღებას და კატეგორიულად ითხოვს მოპასუხის და მისი შვილების მიერ სახლის დატოვებას, რადგან სურს ახალი ცხოვრების დაწყება და სხვა ცოლის მოყვანა. ამასთან, მას სიმთვრალეში, არაერთხელ აღუმართავს ხელი მისი და მათი საერთო შვილებზე. ერთ-ერთი ასეთ ფიზიკური შეურაცხყოფის დროს, მათ შვილს, ან---ას დაეწყო ნერვული შეტევა, რა დროსაც იძულებული გახდა პატრული გამოეძახა. მას ჩაუტარეს ალკო ტესტი, დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა და რადგან კვლავ განაგრძობდა მოპასუხის და მისი შვილის შეურაცხყოფას, პატრულის თანამშრომლებმა გამოუწერეს 3- დღიანი შემაკავებელი ორდერი .
მოპასუხის მითითებით, მან თითონ შეთავაზა მოსარჩელეს განქორწინება იმ პირობებით, რომ დაუნიშნოს ალიმენტი მის არასრულწლოვან შვილს და გამოუყოს საცხოვრებელი ადგილი, რადგან მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და ავადმყოფ შვილს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ქუჩაში ვერ დატოვებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 27-36),მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელში
2.2. მოპასუხე ალ--------------------ი ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ დავის ფაქტობრივ გარემოებებს , შეგებებული სარჩელის მოთხოვნა წარსული დროის გადაუხდელი ალიმენტის ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ, ხოლო მომავალის დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე(მოპასუხე შგებებულ სარჩელში) ალ--------------------ი და მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ირ----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლის 23 დეკემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი ქალიშვილი, 1--- წლის 2- იანვარს დაბადებული დი------------ი და 2--- წლის 08 იანვარს დაბადებული ან---ა აკ------ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა #0117-------, რეგისტრაციის თარიღი 23/12/1995 წელი, აქტის ჩანაწერი #1--- (ს.ფ. 14)
- დი--- აკ-------ის დაბადების მოწმობა #0117-----6 (ს.ფ. 15);
- ან---ა აკ------ის დაბადების მოწმობა #011------- (ს.ფ.16)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მოდავე მხარეები ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ სახლში მდებარე, ქ. თბილისი, ბ---------------------------------------------------- ბინა 13-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, (ს.ფ.1-13)
- შეგებებული სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 134-149),-შესაგებელი( 27-36, 158-166)
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სხდომის ოქმი).
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შემაკავებელი ორდერები: #0------------------ 3-.1-.20-7 წელს გაიცა მოძალადე ალ--------------------ის მიმართ ან---ა აკ------ზე და ირ----------ეზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ იქნა მოძალადის სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შემაკავებელი ორდერები: #0------------------(სფ. 72-73)
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სხდომის ოქმი).
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი სა---------- სასწავლებლიდან წარმოდგენილი 05/02/20-8 წლის #- ცნობით დასტურდება, რომ ან---ა აკ------ი ნამდვილად სწავლობს სსიპ სკოლისგარეშე საგანმანათლებო დაწესებულება ქ.თბილისი სა---------- სასწავლებლის (ათწლედი) IX კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა #-, 05/02/20-8 წ. (ს.ფ.74).
3.1.5 ან---ა აკ------ი სსიპ ქალაქ თბილისის #-- საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმი);
- ცნობა სსიპ ქალაქ თბილისის #-- საჯარო სკოლის 05/02/20-8 წლის;
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი სხვადასხვა სამედიცინო კვლევებისა და კლინიკა „კა-----------–----ს“ კლინიკის ექიმი რევმატოლოგის მიერ დასმული დიაგნოზის ან---ა აკ------ს დაუდგინდა შლატერის დაავადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამედიცინო კვლევები(იხ. ს.ფ 76- 94)
-მხარის ახსნა-განმარტება(სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით, 17/07/20-8წ, #-1-1-/9----, 20-7 წლის 0- იანვრიდან 20-8 წლის 3- ივნისის ჩათვლით ალ---------- აკ------ის დასაბეგრმა შემოსავალი: 20-7 წლის იანვრის თვეში-750.00 , თებერვლის თვეში - 1,770.00 ლარი; მარტის თვეში - 900.00 ლარი; აპრილის თვეში - 1,200.00 ლარი; მაისის თვეში - 250.00 ლარი; ივნისის თვეში-500.00 ლარი, ივლისის თვეში-250.00ლარი , აგვისტოს თვეში-950.00 ლარი, სექტემბრის თვეში- 2,325.00 ლარი, ოქტომბრის თვეში- 1,900.00 ლარი, დეკემბრის თვეში-1,500.00 ლარი; 20-8 წლის იანვრის თვეში-900.00 ლარი, თებერვლის თვეში 900.00 ლარი, მარტის თვეში-900.00 ლარი, აპრილის თვეში-650 ლარი, მაისის თვეში-650.00 ლარი, ივნისის თვეში- 650.00 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 17/07/20-8წ, #-1-1-/9----, (ს.ფ.169-171).
3.2.2 ირ----------ის ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, სს „სა---------–--------–ი“, 0-/0-/2017------/20-8 წლებში, ირ----------ის ანგარიშზე შემოსული თანხის ჯამი შეადგენს 806,18 ლარს, ხოლო გასული თანხის ჯამი 976, 36 ლარს, საწყისი ნაშთი (0-/0-/20-7 წელს) შეადგენდა 205.68 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი (20/04/20-8 წელს). 35.50 ლარს. მხარის განმარტებით, იგი არის დიზაინერი, ფარდებს კერავდა, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ იმუშაოს და არის უმუშევარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი ანგარიშიდან(ს.ფ.95- 99)
- მხარის ახსნა განმარტება
3.2.3. ალ---------- აკ------ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ან---ა აკ------ისა, ოჯახის სხვა წევრთა მოპასუხის ყოფნის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება,(სხდომის ოქმი)
სარჩელი, შეგებებული სარჩელი (ს.ფ.1-13, ს. ფ. 134-149),3.2. 4. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა გასული სამი წლის სარჩოს მიღება მოპასუხისაგან, რადგან ალ---------- აკ------ი თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს მოსარჩელე ალ--------------------ს მოპასუხე ირ----------ეს შორის 199--–-–----------------ს რეგისტრირებული ქორწინება აქტის ჩანაწერი #1---; ასევე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილის მიმართ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან არ დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენამდე მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-22-ე, 1-06-ე, 1-27-ე,1202-ე, 1212-1214-ე, 1-98-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-22-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ალ--------------------ი და მოპასუხე ირ----------ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 199--–-–----------------ს. ქორწინების მოწმობა #0-17-------, აქტის ჩანაწერი #1---;
სამოქალაქო კოდექსის 1-06-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1-27-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ალ---------- აკ------ი და მოპასუხე ირ----------ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. ამასთან, არ იკვეთება მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, ძირითად სარჩელში მოპასუხე ირ----------ემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ალ---------- აკ------ს და ირ----------ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1. მოსარჩელემ შეგებებულ სარჩელში, ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი ერთერთი შვილი, 2--- წლის 08 იანვარს დაბადებული ან---ა აკ------ი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები, მოპასუხე ალ---------- აკ------ზე შემაკავებელ ორდერის გაცემის შემდეგ (3-/1-.0-7 წელი)და მანამდეც, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ (მოსარჩელის მითითებით 8 წელია ალ---------- აკ------ი ცალკე ოჯახად ცხოვრობს) და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ირ----------ესთან ერთად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისამართზე - მდებარე, ქ. თბილისი, ბ---------------------------------------------------- ბინა 13-. მხარეებიდან, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელის, ირ----------ის, შემოსავალი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 0-/0-/20-7------/20-8 წლებში, შეადგენდა 806, 18 ლარს, ხოლო მოპასუხის შემოსავალმა 20-7 წლის იანვრიდან 20-8 წლის ივნისის ჩათვლით 18 თვეზე შეადგინა 16,945 ლარი(საშუალოდ თვეში 942 ლარი).
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს სრული შესაძლებლობა მიიღოს ყოველთვიურად, მაღალი, სტაბილური შემოსავალი, რის გამოც, იგი, როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა- განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლი---დ შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის.
კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-3-7-2-4-20-5, 3.06.20-5 წელი)
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არასრულწლოვანის ინდივიდუალური თავისებურებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება ბავშვის მიმდინარე საჭიროებები, განპირობებული, ბავშვის განვითარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა.შ.
დადგენილია, რომ ან---ა აკ------ი არის საჯარო სკოლის მოსწავლე,. არასრულწლოვანი სწავლობს, აგრეთვე, ქ.თბილისი სა---------- სასაწავლებლის (ათწლედი) IX კლასში, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
მოპასუხე ალ---------- აკ------ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე გი--------------–---–-ს აქვს კარგი ქონებრივი მდგომარეობა.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის, მა-------------–---–-ს ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 20-8 წლის 0- მაისიდან, არასრულწლოვანი შვილის, ან---ა აკ------ის სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა ალ---------- აკ------ისთვის, არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 08 იანვარს დაბადებული ან---ა აკ------ის სასარგებლოდ, წარსული დროის, 3 წლის ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 200 ლარის გათვალისწინებით, სულ 7 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ
ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა სარჩოს მიღება მოპასუხისაგან, რადგან გი--------------–---–- თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტ ებისა, წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ალ---------- აკ------ისთვის, არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 08 იანვარს დაბადებული ან---ა აკ------ის სასარგებლოდ, წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლი---დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი სარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ მოპასუხემ ცნო, სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მხარეები ამ მოთხოვნის ნაწილში უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში, ირ----------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული
მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ირ----------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო 200 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე გი--------------–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ( ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.მოსარჩელე ალ---------- აკ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ქორწინება - ირ----------ესა (პ/ნ 0----------, დაბადებული 14.10.1--- წელს) და ალ---------- აკ------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 10.0-.1--- წელს) შორის, რეგისტრირებული 199--–-–----------------ს, ქორწინების მოწმობა 0-17-------, სააქტო ჩანაწერი #1---);
3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
5. მოთხოვნის ამ ნაწილში მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. ალ---------- აკ------ს (პ/ნ 0---------- დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ 18/12/20-7 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50(ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადახდილია: სს ,,თი----------ი’’ , სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3-0773150; საგადასახადო დავალება #0;
7. ირ----------ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
8. მოპასუხე ალ---------- აკ------ს (პ/ნ 0----------,) მოსარჩელე . ირ----------ის (პ/ნ 0----------,) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ან---ა აკ------ის (პ/ნ 01---------, დაბადებული 08.0-.2--- წელს), რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 20-8 წლის 0- მაისიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;
9. მოპასუხე ალ---------- აკ------ს (პ/ნ 0---------- ) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
10. ირ----------ის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვას მოპასუხე ალ---------- აკ------ისთვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე;
1-. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია