განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ი--------------------------------------------------------------------------------------------------------
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული მ----------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-----------------------------------------------------------–--
ადვოკატი - ა--------------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
2. ბრალდებული ი--------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--------------------------------------------------------------------
ადვოკატები - ი--------------------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
პროცესის სხვა მონაწილეები:
თარჯიმნები - ხ----------------------------------------------------
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
I. ი.------------ და მ--------------- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 0------------–-, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ------------------–----------- მიკრორაიონის N21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ----------------- და ი---------------, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჯგუფურად, შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ გ----------------------- კუთვნილ თეთრი ფერის „BMW“-ს ფირმის ავტომანქანის, - სახელმწიფო ნომრით------------ წინა მარცხენა დისკს მასზე განთავსებულ საბურავთან და ჭანჭიკებთან ერთად და უკანა მარცხენა დისკს მასზე განთავსებულ საბურავთან და ჭანჭიკებთან ერთად, რის შედეგადაც გ---------------------- შესაძლოა მისდგომოდა 260 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალუ--- ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმეების - გ--------------------- და ზ-----------------, ი--------------- სამმართველოს პოლიციის პ------------------------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 02-0------------–- იმყოფებოდნენ მორიგე ჯგუფში. საღამოს, ქ. თბილისი, ვ----------------------–----------- მიკრორაიონში მოძრაობისას, N21-კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს თეთრი და ლურჯი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანები და მათთან მყოფი ორი მა--კაცი. ვითარებაში გარკვევის მიზნით გაემართნენ მათკენ, რა დროსაც ლურჯი ავტომანქანის საბარგულთან მდგომმა მა--კაცმა, რომელშიც მ----------------- ამოიცნეს, მათი დანახვისთანავე, სწრაფად დაკეტა საბარგული და გაიქცა, ხოლო მეორე მა--კაცმა, რომელიც თეთრ მანქანას ქანჩის მეშვეობით დისკის ჭანჭიკებს ხსნიდა, ვერ მოასწრო გაქცევა და დაკავებული იქნა, რა დროსაც ხელში ეჭირა ერთი წყვილი რეზინის ხელათმანი და ქანჩი. დაკავებული მა--კაცი აღმოჩნდა ი---------------. მოწმეებმა დაკითხვისას განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მ------------------ ცნობა არ გასჭირვებიათ, რადგან მანძილი და განათება ამის შესაძლებლობას იძლეოდა, ა-------, - მ----------------- კარგად იცნობენ, რადგან სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონიათ.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 0------------–-, 01:55 სთ-ზე, ქ. თბილისში, ვ------------------------------–----------- მიკრორაიონის N21-ე კორპუსის მიმდებარედ, ინსპექტორ-გამომძიებლების - ზ----------------- და გ--------------------- მიერ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი---------------, რომელსაც დაკავებისას ხელში ქანჩის ორი დეტალი და რეზინის ხელთათმანები ეკავა. ~
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 0------------–-, 04:10-06:05 სთ. პერიოდში, ი--------------- სამმართველოს პოლიციის პ------------------------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ----------------------- მიერ, ავტომანქანის მფლობელის - გ-----------------------ა და ექსპერტების - გ-------------- და მ-----------–--------- მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ. თბილისში, ვ------------------------------–----------- მიკრორაიონის N21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და იქვე მდგარი ორი ავტომანქანა. გ----------------------- კუთვნილი, თეთრი ფერის, BMW-ს მარკის ავტომანქანის - სახ. ნომრით------------- დათვალიერებით დადგინდა, რომ საბურავებზე, მარცხენა მხარეს, ჭანჭიკები და--გრებული არ ჰქონდა, სადომკრატეების მხარეს კი დალაგებული ჰქონდა ორი აგუ---. მანქანასთან, ასფალტის ზედაპირზე ნანახი იქნა სამი ჭანჭიკი და რკინის მილი. ზემოაღნიშნული ავტომანქანიდან დაახლოებით ორ მეტრში მდგარი, ლურჯი ფერის, BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით B-------- აღმოჩნდა ღია და მისი დაქოქვის მექანიზმში ნანახი იქნა გასაღები.
მოწმეებმა - გ-------------- და გ----------------------- დაადასტურეს რა ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტი, და--ტებით განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მდებარე თეთრი ფერის ავტომანქანა ცალ მხარეს აწეული დახვდათ აგურებით.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 1------------–ს, 13:45-15:30 სთ. პერიოდში, ი--------------- სამმართველოს პოლიციის პ------------------------ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ნ------------------- მიერ, ა--ვე განყოფილების ტერიტორიაზე, ექსპერტების - ჯ-------------------, რ-----------------------–----------------- და ლ--------------- მონაწილეობით, დათვალიერდა BMW-ს ფირმის, ღია ლურჯი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით B--------, რა დროსაც ავტომანქანის სალონის წინა სავარძლებს შორის განთავსებულ სათავსოზე ნანახი იქნა შავი ფერის „აიფონის“ ფირმის მობილუ--- ტელეფონი და თეთრი ფერის სადენი, ხოლო ავტომანქანის წინა, მარჯვენა სავარძლის ფეხის სადგამზე - შვიდი ჭანჭიკი. საგამოძიებო მოქმედებისას ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუშები.
ოდოროლოგი----- ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტი: გ------------- თანახმად, ავტომანქანის - „BMW“, სახ. ნომრით B--------, - წინა მარცხენა, წინა მარჯვენა, უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და იდენტუ---ა ბრალდებულების - ი----------------ა და მ------------------აგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის (ექსპერტი: შ------------- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის - „BMW 318 CI” სახ. ნომრით------------მარცხენა წინა და უკანა საბურავის, ორი ცალი დისკის და ათი ცალი ჭანჭიკის საბაზრო ღირებულება შეადგენს 260 ლარს.
დაზარალებულმა გ----------------------- სასა--რთლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს ჰყავთ 2003 წელს გამოშვებული თეთრი ფერის BMW-ს ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით----------, რომელიც 2018 წლის 0-----------ლს, ღამის საათებში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა მისი ავტომანქანის გაქურდვის მცდელობას, რის გამოც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აპირებდნენ. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ საბურავების ფასი არ იცის, თუმცა, ვარაუდობს, რომ მათი მოპარვის შედეგად 260 ლარზე ნაკლები მატერიალუ--- ზიანი მიადგებოდა.
ბრალდებულმა ი---------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და სასა--რთლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0------------–- გ----------------------- ავტომანქანას მართლაც ხსნიდა დისკებს, თუმცა, ძალიან მთვრალი იყო და რატომ აკეთებდა ა--ს, არ იცის. ამ დროს არც მ----------------- და არც სხვა პირი მას არ ახლდა და იმყოფებოდა მარტო. ბრალდებულმა ი------------ ასევე განმარტა, რომ შემთხვევამდე მცირე ხნით ადრე მ-------------------- და საკუთარ ძმასთან ერთად უბანში დალია ალკოჰოლი, რის შემდეგაც მ----- მეუღლესთან ერთად. წავიდა სახლში და ღამის გასათევად დაუტოვა ავტომანქანა.
მოწმე მ------------------ ბრალდებული ი---------------- ძმამ, სასა--რთლო სხდომაზე დაკითხვიასას განმარტა, რომ მას და მის ძმას არ აქვთ საცხოვრებელი, რის გამოც ღამეს ნაცნობ-მეგობრებთან სახლში ან მათ მანქანებში ათევენ. 2018 წლის 0-----------ლს, საღამოს დაახლოებით 8-9 საათზე, ვ----------------------–-------- შეხვდა მეგობარი - მ-----------------, რომელიც „BMW“ მარკის ავტომანქანას მართავდა. მ--------------- შესთავაზა წაჰყოლოდა სახლში და შემდეგ ი---------- ერთად დაელიათ უბანში. მ----------------- გაჰყვა სახლში, წამოიღეს საჭმელი და წავიდნენ ვ---------––------------–-------------- მიკრორაიონში, სადაც შეხვდნენ ი------- იყიდეს არაყი და იქვე მდებარე ხეივანში დასხდნენ დასალევად. დაახლოებით ერთ საათში ნათლიამისთან წავიდა ღამის გასათევად, ი-------- დარჩა, რადგან მ--------- იყო მოლაპარაკებული, რომ ღამეს მის მანქანაში გაათევდა. გვიან ღამით დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც შეატყობინა, რომ ი----- დაკავებული იყო.
ბრალდებულმა მ------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას დაადასტურა 2018 წლის 0------------–-, საღამოს საათებში, ი------------------ ერთად ყოფნის ფაქტი, თუმცა,უარყო ამ უკანასკნელთან ერთად დანაშაულის ჩადენა. მ--------------- განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა სახლში და ეძინა, მისი ავტომანქანა კი ღამის გასათევად დატოვებული ჰქონდა ი------------------ მ--------------- ასევე აღნიშნა, რომ მოწმე გ-------------- მისთვის დანაშაულის დაბრალების ინტერესი გააჩნია, რადგან მოწმე გ-------------------------------------- დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოუვიდა დაპირისპირება, რისი მოწმენიც დედამისი და მისი უბნის მაცხოვრებლები იყვნენ.
მოწმე ნ--------------, მ------------------ მეუღლემ, სასა--რათლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----------ლს, საღამოს საათებში მეუღლესთან მობილურ ტელეფონზე დაკავშირება ვერ შეძლო, რადგან იგი ზარს არ პასუხობდა, რის გამოც შეშინდა და გადაწყვიტა მის მოსაძებნად გასულიყო უბანში, სადაც მ----- მეგობრები ჰყავდა და ხშირად იმყოფება მათთან. სახლში ბავშვები და მეგობარი - ი------------------- დატოვა და მეუღლის მოსაძებნად გარეთ გავიდა. მართლაც,------ იქვე, საავტომობილო გზაზე ნახა ავტომანქანით, ი---------- ერთად. იგი ნასვამი იყო. სთხოვა გაჰყოლოდა სახლში, რაზეც მ----- წინააღმდეგობა გაუწია და მოუვიდათ შელაპარაკება. საჭესთან დაჯდა,------ და ი-----– მანქანაში ჩასხდნენ და ეკლესიის მიმართულებით წავიდნენ. მანქანაში ის და მ---- კვლავ შელაპარაკდნენ, რის გამოც გაზგასა--რთ სადგურთან მანქანა გააჩერა და გადავიდა. მ----– თან გაჰყვა, ისაუბრეს და შერიგდნენ. მ----- სთხოვა, მანქანა ი----------- დაეტოვებინათ, რადგან მას ღამის გასათევი არ ჰქონდა, რაზეც დასთანხმდა და ერთად წავიდნენ სახლში. ღამის დაახლოებით 02 საათზე უკვე სახლში იმყოფებოდნენ,------მ ძილის წა--ლი დალია და დაიძინა. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი------ რაღაც დაუშავებია და მისთვის დატოვებული ავტომანქანა პოლიციის თანამშრომლებს ჰყავდათ წაყვანილი.
მოწმე ი-------------------- სასა--რთლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მ------------------ მეუღლის - ნ-------------- მეგობარია. 2018 წლის 0-----------ლს, საღამოს საათებში, სტუმრად მივიდა მასთან. დაახლოებით ღამის 12 საათზე, ნ----------- იმის გამო, რომ მ---- სახლში მისვლას იგვიანებდა, მის მოსაძებნად უბანში გავიდა. დაახლოებით ერთ საათში ნ---- და მ---- ერთად მოვიდნენ. მ---- ნასვამი იყო და მალევე დაიძინა.
მოწმე მ--------------------- დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0------------–-, ღამის დაახლოებით 00:00-01:00 სთ. პერიოდში, ვ----------------------–---------- კორპუსთან დაინახა მეზობელი - მ----- ქალბატონთან ერთად, რომლებიც მათი საცხოვრებელი კორპუსისკენ მიემართებოდნენ.
სასა--რთლო ვერ დაეთანხმება ბრალდებულების - ი----------------ა და მ------------------ განმარტებებს წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, ვინაიდან თვლის, რომ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის მათ მიერ ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასა--რთლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასა--რთლო თვლის, რომ ი---------------- მიერ გ----------------------- ავტომანქანის დისკების ქურდობის მცდელობის ფაქტი დადასტურებული იქნა ი--------------- სამმართველოს პოლიციის პ------------------------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების -გ--------------------- და ზ----------------- ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც ი----------- დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზევე, მის მიერ დანაშაულის ჩადენის პროცესში; ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ი------------ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, რომლებითაც ირკვევა, რომ გ----------------------- კუთვნილი ავტომანქანის მარცხენა დისკებიდან მოხსნილი იყო ჭანჭიკები, ხოლო მანქანასთან დაკავებულ ი----------- კი ხელთ ჰქონდა ჭანჭიკების მოხსნა-მოჭერისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი - ქანჩი. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული ი----------- ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას არ უარყოფს და ერთადერთი გარემოება, რომელსაც წარდგენილ ბრალდებაში არ ეთანხმება, ამ დანაშაულის მ-------------------- ერთად ჩადენაა.
სასა--რთლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულმა ი---------------- ავტომანქანის დისკების ქურდობის მცდელობა ჩაიდინა მარტომ, შესაბამისად, სასა--რთლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ------------------ უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების, ინსპექტორ-გამომძიებლების - გ--------------------- და ზ----------------- ჩვენებებთან და საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.
სასა--რთლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მ------------------ ბრალეულობა დასტურდება მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით, მოცემული მტკიცებულებები კი, სანდოობის თვალსაზრისით, არ წარმოადგენს იმ სტანდარტის მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობა საკმარისი იქნებოდა ბრალდების დადასტურებისა და მ------------------ მიმართ გა--მტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
დაცვის მხარის საპასუხოდ, - რომელმაც ზემოაღნიშნული პოზიციის გასამყარებლად მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეეგ (Ochelkov v. Russia) და ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Virabyan v. Armenia), - სასა--რთლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი სარწმუნოობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასა--რთლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასა--რთლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასა--რთლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასა--რთლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასა--რთლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სა--რთლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსსკ მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილი) და ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის, სარწმუნოობის და რელევანტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, ამ მტკიცებულების წყარო პოლიციელია თუ ბრალდებული (სსსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სასა--რთლო აღნიშნავს, რომ არც საქართველოს სისხლის სა--რთლის საპროცესო კანონმდებლობა და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს პრეცედენტული სა--რთალი არ უგულვებელყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ სასა--რთლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებით მნიშვნელობას.
დაცვის მხარის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებში (Ochelkov v. Russia, განაცხადი no. 17828/05, 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება; Virabyan v. Armenia, განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ევროპული სასა--რთლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეროვნული სასა--რთლოს მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით მომჩივანთა მონათხრობისადმი უნდობლობის, ხოლო პოლიციელების ჩვენებებისადმი ყოველგვარი მიზეზის გარეშე, განსაკუთრებული ნდობის გამოცხადება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Ochelkov v. Russia, პუნქტი 90; 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Virabyan v. Armenia, პუნქტი 153-154). სასა--რთლო, თავის მხრივ, მიუთითებს გადაწყვეტილებას საქმეზე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს მიერ გაკრიტიკებულია საკითხისადმი შიდაეროვნული სასა--რთლოს ანალოგი----- მიდგომა, რადგან მოცემულ საქმეზე ეროვნული ორგანოების მიერ არაერთგვაროვნად შეფასდა დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებები და შიდა სასა--რთლოსთვის ბრალდებულის განმარტებებზე მისაღები აღმოჩნდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა, საკმარისი, და--ჯერებელი განმარტებების გარეშე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტუ--- და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სა--რთლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასა--რთლოს 2012 წლის 09 ოქტობრის გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, პუნქტი 82).
პოლიციის თანამშრომლის ჩვენების, როგორც მტკიცებულების, შეფასებასთან დაკავშირებით, სასა--რთლო, პირველ რიგში, ყურადღებას ა--ხვილებს სა--რთალდამცავის კეთილსინდისიერების პრეზუმფციაზე, რაც მისი საქმიანობის ლეგიტიმურად და კანონიერად მიჩნევას გულისხმობს საპირისპიროს დამტკიცებამდე, მისი ქმედების უკანონობის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობამდე. ა--ვე დროს, სასა--რთლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სა--რთალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებების მიმართ არც უპირობო ნდობის გამოცხადებას მიიჩნევს მართებულად და მათი გაზიარების საკითხს, სხვა მტკიცებულებათა მსგავსად, მხოლოდ კრიტიკული შეფასების საფუძველზე წყვეტს.
მოცემულ შემთხვევაში, სა--რთალდამცველთა ჩვენებების შესწავლის შედეგად, სასა--რთლო მივიდა დასკვნამდე, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს მათ უტყუარობაში, რადგან:
- პოლიციის თანამშრომლების მხრივ ბრალდებულებისთვის დანაშაულის დაბრალების რაიმე მოტივი, საქმის სასა--რთლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა. სასა--რთლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ მ--------------- და გ-------------- შორის არსებობდა გარკვეული დაპირისპირება, რა--ც განაპირობა მ--------------- სისხლისსა--რთლებრივ პასუხისგებაში მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა მ--------------- აღნიშნა, რომ გ-------------- სხვა პირთა თანდასწრებით დაემუქრა მას, აღნიშნულის და--დასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასა--რთლო განმარტავს, რომ იგი არ აკისრებს ბრალდებულს მისთვის წარდგენილი ბრალდების უ--ფუძვლობის მტკიცების ტვირთს, თუმცა, გარკვეული პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, მტკიცებულებით ან მყარი არგუმენტით მისი გამყარების მოლოდინი სასა--რთლოს დაცვის მხარის წარმომადგენელთა მხრიდანაც გააჩნია.
- სასა--რთლო გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ შემთხვევის ადგილიდან გაქცეული პირის ამოცნობისას გ-------------------- და ზ---------------- კეთილსინდისიერად შეცდნენ, რადგან დაკითხვისას მათ დაბეჯითებით განმარტეს, რომ მ----------------- კარგად იცნობენ, იგი მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირია და შემთხვევამდე პირადი კომუნიკაციაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მასთან არაერთხელ ჰქონიათ; გარდა ამისა, მოწმეებმა განმარტეს, რომ მცირე მანძილისა და კარგი განათების არსებობის პირობებში მ------------------ ცნობა არ გასჭირვებიათ.
- სა--რთალდამცველების ზემოაღნიშნულ ჩვენებებთან თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით დადგენილი ის გარემოებები, რომ ი---------------- დაკავებისას დაზარალებული გ----------------------- ავტომანქანის გვერდით იდგა სწორედ მ------------------ ავტომანქანა, ღია კარითა და დაქოქვის მექანიზმში მოთავსებული გასაღებით, ხოლო ავტომანქანის სალონში კი ნანახი იქნა მ--------------- მობილუ--- ტელეფონი, რაც სარწმუნოს ხდის გ---------------------ა და ზ----------------- განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოულოდნელი გამოჩენით შეშინებულმა მ------------------ ადგილზე დატოვა საკუთარი მანქანა და მობილუ--- ტელეფონი და სირბილით გაეცალა დანაშაულის ადგილს.
- სა--რთალდამცველთა ჩვენებებს ამყარებს და დაცვის მხარის პოზიციას ეწინააღმდეგება ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგენილი და ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა მიერ აღნიშნული ფაქტი - დისკების მოხსნის მიზნით, გ----------–---–-- ავტომანქანის კორპუსი, რკინის მილის დახმარებით, შეყენებული იქნა აგურებზე, რაც, სასა--რთლოს შეფასებით, ერთი ადამიანის ძალისხმევას აღემატება. შესაბამისად, ი------------ განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მ--------------- ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ქურდობის მცდელობას სჩადიოდა მარტო, -სასა--რთლოსთვის და--ჯერებლობას მოკლებულია.
- მოწმეების - გ--------------------- და ზ----------------- და--ჯერებელი, სარწმუნო და სხვა ობიექტუ--- მტკიცებულებებით გამყარებული ჩვენებების დისკრედიტაციას დაცვის, ალიბის მოწმეთა ჩვენებები ვერ ახდენს. სასა--რთლო თვლის, რომ სა--რთალდამცველებისგან განსხვავებით, საქმის შედეგის მიმართ ნ---------------------------- და მ--------------- დაინტერესება უფრო აშკარაა, რადგან ისინი მ--------------- მეუღლე და მეგობრები არიან, რის გამოც მათი ჩვენებების სანდოობა სასა--რთლოსთვის მეტ კითხვებს ბადებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა--რთლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ი------------ და მ--------------- სცადეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ გ----------------------- კუთვნილი ავტომანქანის მარცხენა მხარეს არსებულ დისკებს, მათზე განთავსებულ საბურავებთან და ჭანჭიკებთან ერთად, თუმცა, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს დანაშაულის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მოულოდნელი გამოჩენის გამო.
II. ი------------ მიმართ საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
სასა--რთლომ დაადგინა:
2018 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 08:18 საათზე, ქ. თბილისში, კ----------------------- მდებარე შ------------------------------ სუპერმარკეტში, ი--------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ბოთლ არაყს "ზელიონაია მარკა", ღირებულს 30 ლარად და 90 თეთრად და ერთ ბოთლ ენერგეტიკულ სასმელს "ენერგია", ღირებულს 1 ლარად და 90 თეთრად. აღნიშნული ქმედებით შ----------------------- ჯამში მიადგა 32 ლარისა და 80 თეთრის ქონებრივი ზიანი.
ქმედების სა--რთლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ი---------------- საქმის სასა--რთლო განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, აღიარა 2018 წლის 23 იანვარს სუპერმარკეტ „--------–-- არყის და ენერგეტიკული სასმელის ქურდობის და შ----------------------------- 32 ლარისა და 80 თეთრის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი.
დაზარალებულის წარმომადგენლის, ნ----------------------, ქ. თბილისი კ----------------------- მდებარე შ------------------------- (დარბაზი N--) სუპერმარკეტში მენეჯერის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით ირკვევა შემდეგი: 2018 წლის 2---------- მისი მართვის ქვეშ მყოფ სუპერმარკეტში გამოვლენილი იქნა 1.0 ლიტრი ტევადობის "ზელიონაია მარკას" დასახელების არყის და ერთი ცალი ენერგეტიკული სასმელი "ენერგიას" დანაკლისი. გადამოწმებული იქნა სამეთვალყურეო კამერები და დადგინდა, რომ 2018 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 08:15 საათზე, ზემოაღნიშნული პროდუქცია მოიპარა სუპერმარკეტში შემოსულმა ახალგაზრდა მა--კაცმა. 2018 წლის 25 იანვარს განცხადებით მიმართა ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ-------------------, სადაც ასევე წარადგინა კომპიუტერული დისკზე დატანილი ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერი. მოწმემ აღნიშნა, რომ არყის ღირებულებას შეადგენდა 30,90 ლარი, ხოლო ენერგეტიკული სასმელისა კი - 1,90 ლარი. შესაბამისად, ქურდობის შედეგად შ----------------------- მიადგა 32,80 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, რაც შემდგომ სრულად იქნა ანაზღაურებული.
მოწმე ქ--------------------, კ----------------------- მდებარე სუპერმარკეტ ,----------- მოლარის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე, მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა, წვერიანი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა--კაცი, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახლებს შორის იარა და როცა მაღაზიიდან გასვლა დააპირა, მა--კაცის ქურთუკის ჯიბეში კბილის პასტა შენიშნა. შეაჩერა იგი და ჰკითხა მაღაზიიდან ხომ არ ჰქონდა აღებული, რაზეც მა--კაცმა მოუბოდიშა, უთხრა, რომ მთვრალი იყო და კბილის პასტა დაუბრუნა. როცა ჰკითხა, სხვა ხომ არაფერი ჰქონდა აღებული, მა--კაცმა იუარა და მაღაზიიდან გავიდა. დახლებს რომ გადახედა, დანაკლისი ვერსად შენიშნა, თუმცა, მეორე დღეს, სუპერმარკეტში ჩატარებული აღწერისას, მენეჯერმა, ნ-------------- აღმოაჩინა, რომ პროდუქციას აკლდა 1 ცალი არაყი ,,ზელიონაია მარკა” და ენერგეტიკული სასმელი „ენერგია“. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა, რომ ეს პროდუქცია 23 იანვარს, დილის 08:15 საათზე, სწორედ ზემოაღნიშნულმა, ახალგაზრდა, წვერიანმა მა--კაცმა მოიპარა.
მოწმე ი-----------------, ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ------------------- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 23 იანვარს კ----------------------- მდებარე შ------------------------ (დარბაზი N--) სუპერმარკეტიდან ალკოჰოლუ--- სასმელი „ზელიონაია მარკა“ და ენერგეტიკული სასმელი „ენერგია“ მოპარული იქნა ი---------------- მიერ. მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, შემდგომი რეაგირებისათვის, აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე თ---------------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ი---------------- ნათესავია. 2018 წლის 23 იანვარს მ------ და ი-------------------- ერთად ვ---------––- დალია ალკოჰოლუ--- სასმელი, რის შემდეგაც გადაწყვიტეს წასულიყვნენ ლ--–--- დასახლებაში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. კ----------------------- მოძრაობისას ი------ ტაქსის მძღოლს მანქანა გააჩერებინა და სუპერმარკეტ „--------–-- შევიდა. მაღაზიიდან გამოსულ ი------ ხელში არაფერი სჭერია. როცა ჰკითხეს, იყიდა თუ არა არაყი, მან ქურთუკის უბიდან არყის ბოთლი და ენერგეტიკული სასმელი ამოიღო. 2018 წლის 25 იანვარს მ-------- და ი------ შეატყობინეს, რომ სამივეს ლ--–--- დასახლებაში მდებარე პოლიციის განყოფილებაში იბარებდნენ, რადგან სუპერმარკეტ „--------------------- არაყი და ენერგეტიკული სასმელი მოუპარავს.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 23 იანვარს, 08:16:14 საათზე სუპერმარკეტ „--------–-- შევიდა ი---------------, რომელმაც 08:17:02 საათზე ალკოჰოლის სექციაში აიღო ერთი არყის ბოთლი. დარწმუნდა რა, რომ არავინ ხედავდა, ი------------ ბოთლი ქურთუკის ქვეშ, საქამრესთან ჩაიდო. ამის შემდეგ, 08:18:23 საათზე, ი------------ ჯერ ქიმიის სექციიდან კბილის პასტა აიღო, შემდეგ კი, სასმელების სექციიდან -ენერგეტიკული სასმელი, რაც ქურთუკის ჯიბეებში შეინახა. 08:25:32 საათზე, მაღაზიიდან გასვლისას, ი----------- გამოელაპარაკა მოლარე გოგონა, რომელსაც ი------------ ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული კბილის პასტა გადასცა. 08:27:41 საათზე ი----------------, სალაროში ფულადი თანხის გადახდის გარეშე, დატოვა მაღაზია.
ზემოაღნიშნულ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა და ბრალდებული ი---------------- აღიარების საფუძველზე, სასა--რთლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ 2018 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ----------------------- მდებარე შ------------------------------ სუპერმარკეტში, ი--------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ბოთლ არაყს და ერთ ქილა ენერგეტიკულ სასმელს, რითაც შ----------------------- 32 ლარისა და 80 თეთრის მატერიალუ--- ზიანი მიაყენა.
ქმედების სა--რთლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტუ--- შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; ქმედების სუბიექტუ--- შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი), სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი), ასევე, და--მძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი), რაც, ა--ვე მუხლის შენიშვნის თანახმად, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარის ზევით.
სასა--რთლო თვლის, რომ ი------------ ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სუპერმარკეტ „---------- ეპიზოდი) და სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით (გ----------------------- ავტომანქანის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს, ხოლო მ--------------- ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით (გ----------------------- ავტომანქანის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტუ--- და სუბიექტუ--- შემადგენლობისათვის და--ხასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, ი----------- და მ-------------- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი მათთვის ბრალადშერაცხულ, ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სა--რთლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სა--რთლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასა--რთლო დამნაშავეს სა--რთლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ა--ვე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ა--ვე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასა--რთლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და და--მძიმებელ გარემოებებს. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში ი----------------ა და მ------------------ათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასა--რთლო ითვალისწინებს რა ზემოაღნიშნულ გარემოებებს, თვლის, რომ მათ მიმართ სასჯელის მინიმალუ--- ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასა--რთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ პუნქტებით და სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი---------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი--------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 0-----------–-დან.
მ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მ----------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2-----------–-დან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ქანჩის დეტალები, რეზინის ხელთათმანები, ხელის კვალის ნიმუშები, ჭანჭიკები, რკინის ნაჭერი, სუნის ნიმუშები, ნიკრონაწილაკები - განადგურდეს; 2. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 3. ავტომანქანა, მისი გასაღები და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე