გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1959-18 (140210818002668882)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნა-- ხინჩიკაშვილი
განმცხადებლები - მ-------------–-–---–-, ბ--------------–---–--------–-–---–-
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მ-----–-----–---
მოთხოვნის არსი - შვილად აყვა--
სასამართლომ დახურულ სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე მ-------------–-–---–-სა და ბ--------------–---–--------–-–---–-ს განცხადებისა გამო, შვილად აყვანის თაობაზე
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა `შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ~ საქართველოს კანონის პირველი, მე-4, მე-17, მე-18, მე-19, 23-ე, 24-ე, 61-ე, 62-ე მუხლებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით, 310-ე მუხლის „ზ” ქვეპუნქტით, 311-ე, 350-351-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------------–-–---–-სა და ბ--------------–---–--------–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდეს:
1.1. მ-------------–-–---–სა (პ/ნ 2----------) და ბ--------------–---–--------–-–---–ს (პ/ნ 2----------) ნება დაერთოთ ა------------–-–---–ის (დაბადებული 29.05.2----–--–-, დაბადების ადგილი - გორი, პ/ნ 5----------, დაბადების მოწმობის №-----------) შვილად აყვა--ზე.
1.2. შვილად ასაყვანის - ა------------–-–---–ის (დაბადებული 29.05.2----–--–-, დაბადების ადგილი - გორი, პ/ნ 5----------, დაბადების მოწმობის №-----------) დაბადების ჩაწერის წიგნში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ შეტანილი იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა. დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ბ--------; გვარი - მ----–---–--------–-–---–-; დაბადების თარიღი - 0--0--1--- წელი; დაბადების ადგილი - კასპი, პ/ნ 2----------;
ბ. მამის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - მ------; გვარი - მ-----–-–---–-; დაბადების თარიღი - 1--0--1--- წელი; დაბადების ადგილი - კასპი, პ/ნ 2----------;
გ. ბავშვის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ა--; გვარი - მ-----–-–---–-; დაბადების ადგილად მიეთითოს - კასპი; ა-- მ-----–-–---–ს შეეცვალოს პირადი ნომერი.
2. შვილად აყვა-- ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
3. განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი
შენიშვნა:
განმცხადებლებისა და დაინტერესებული პირის თხოვნით, რომლებმაც წერილობით გა--ცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთა--ვე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი