განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100118002711347
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - ი-----------------------

ბრალდებულ - ს------------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს--------------------–------------------------------ - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ჭ--------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------------------------------------------------–-- - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ს------------------- ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. მასვე ბრალად ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით. ასევე, ს------------------- ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2018 წლის აპრილის თვიდან ს------------------ მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 1---------ოს, დაახლოვებით 19:37 საათზე, ს------------------ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე გ-------------------- თავის სახელით ჩააბარა „აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, ამავე ხელშეკრულებაზე, იმავე დღეს დაახლოებით 19:44 საათზე, ვითომდა გასცა კიდევ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი და 2018 წლის 22 აგვისტოს, 01:55 სათზე, ასევე, ვითომდა გასცა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის თანხა, რამაც ჯამში შეადგინა 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. რეალურად ს-------------------, აღნიშნული თანხა არავისზე არ გაუცია და მოტყებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის აპრილის თვიდან ს------------------ მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2---------ოს, დაახლოებით 23:47 საათზე, ს------------------ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე კ-------------- თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო 300 (სამასი) ლარი, ამავე ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 12:07 საათზე, ვითომდა გასცა 400 (ოთხასი) ლარი, ხოლო 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:02 საათზე, ვითომდა მიიღო 70 (სამოცდაათი) ლარი პროცენტის დაფარვის თანხა კ------------------ რეალურად ს------------------- აღნიშნული თანხა არავისზე არ გაუცია და მოტყუებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 630 (ექვსას ოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის აპრილის თვიდან ს------------------ მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 1----------ერს დაახლოებით 18:21 საათზე ს------------------ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე ე------------------ თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის თანხა, რეალურად ს------------------- აღნიშნული თანხა არავისზე არ გაუცია და მოტყუებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 400 (ოთხასი ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2018 წლის აპრილის თვიდან ს------------------ მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 1---------ოს, დაახლოებით 19:37 საათზე, ს------------------ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შემდგომში გამოყენების მიზნით შეადგინა სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვითომდა ლომბარდში ვინმე გ--------------------, თავის სახელით ჩააბარა „აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და არაერთხელ მიიღო ფულადი თანხა.

2018 წლის აპრილის თვიდან ს------------------ მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2---------ოს, დაახლოებით 21:47 საათზე ს------------------ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შემდგომში გამოყენების მიზნით, შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე კ-------------- თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ისს ფირმის მობილური ტელეფონი და არაერთხელ მიიღო ფულადი თანხა.

2018 წლის აპრილის თვიდან ს------------------ მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–----------------------------------------------------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 1----------ერს, დაახლოებით 18:21 საათზე, ს------------------ იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შემდგომში გამოყენების მიზნით შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე ე------------------ თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო ფულადი თანხა.

2018 წლის აგვისტოს თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ს------------------ რომელიც მუშაობდა ქ.თბილისი, გ-–-----------------–---–-------–- მდებარე შ--------------------- ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე, ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ლომბარდის საკუთრებაში გადასულ და გასაყიდად მოქცეულ „აიფონ 7“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რითიც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ს------------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ს------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის.

ს------------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული მობილური ტელეფონი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ს------------------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი), რაც, ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარის ზევით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია - პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მაგალითად ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით. მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები,კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძინე/მძიმე კატეგორიის დანაშაულები. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, ბრალდებულს ჩადენილი ქმედებებისათვის, დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, მისი პირობითად მოხდის რეჟიმში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2---------ოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1----------რის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

5. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2---------ოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

6. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1----------რის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და საბოლოოდ ს------------------ სასჯელად განესაზღვროს - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გაუქმდეს ს------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ ს------------------- ყოფაქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებულ ს------------------- დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ ს------------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. 02 (ორი) ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,აიფონ 7“-ის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე