გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/5772-17 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
წარმომადგენელი - ზ--------–------–---–ი
მოპასუხე - შპს "ვ-------ი" (შპს "ლ--–----ს" უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ნ-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს "ვ-------ისთვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 395.69 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს "ვ-------ის" წარმომადგენელმა 2018 წლის 5 ნოემბერს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი (2018 წლის 5 ნოემბრის სხდომის ოქმი, 13:46:30).
3. ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2015 წლის 30 ივნისის N02-406/მ ბრძნებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო მართვის დეპარტამენტის უფროსის - მ---------–----–-------------ის 2015 წლის 13 მაისის N-------- წერილის საფუძველზე კომისიამ მ--------------ა (კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი) და ბ---------------–-ას (კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი) შემადგენლობით შეისწავლა შპს "ლ--–---ში" პაციენტ ნ-----–-----–--–------ის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი; რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებელმა სამედიცინო დაწესებულებამ საყოველთო ჯანმრთეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით. კერძოდ, რევიზიის აქტის მიხედვით, პაციენტ ნ-----–-----–--–------ის დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი შემდეგი სახით განისაზღვრა: "ქალა ტვინის ღია ტრავმა, თვალისა და თვალ-ბუდის ტრავმა. ქალა-ფუძის მოტეხილობა. პნევმოცეფალია. ორივე ორბიტის მედიალური კედლების ხაზოვანი მოტეხილობები, იოლი შეცილებით. ჰემოსფენოიდიტი, ჰემოეთმოიდიტი და ჰემოფრონტიტი. ორივე ორბიტის კანქვეშა ჰემატომა, მარჯვენა ზედა ქუთუთოს ჭრილობა". ამავე რევიზიის აქტით დადგინდა, რომ დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური ცნობის მიხედვით, პაციენტ ნ-----–-----–--–------ის მკურნალობის ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 1465,23 ლარი, რომლის 70% მოთხოვნილი და ანაზღაურებული იქნა საყოველთო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო 30% - დაიფარა პაციენტის თანაგადახდით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული დიაგნოზი სრულად ფინანსდება საქართველოს მთვრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1.2 დანართის შესაბამისად. ამდენად, რევიზიიის აქტით გაკეთებული დასკვნის თანახმად, მითითებული დადგენილების N1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება ჯარიმა გაწეული მომსახურების ღირებულების - 1465,23 ლარის სამმაგი ოდენობით (4395,69 ლარი).
მტკიცებულება: რევიზიის აქტები (ს.ფ. 18-23).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს მიერ მისი ცნობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი, ამასთან, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სარჩელის ცნობა მართლზომიერია. ამდენად, სარჩელის უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო.
3. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე-41-ე მუხლების მიხედვით, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაა დავის საგნის ღირებულების - 4395,69 ლარის 3% - 131,87 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხა სარჩელის წარმოდგენის ეტაპზე არ გადაუხდია მოსარჩელეს, ვინაიდან გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, თუ მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, შპს "ვ-------ი" ვალდებულია, გადაიხადოს სარჩელზე გადასახდელი ბაჟის (131,87 ლარის) ნახევარი 66 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს "ვ-------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 4395,69 ლარის გადახდა;
3. შპს "ვ-------ს" დაეკისროს სარჩელისათვის გადასახდელი ბაჟის ნახევარი 66 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია