გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210017001937163
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13343-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: აკაკი ღურწკაია

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - ი-----------–--ე

წარმომადგენლები - შ--–------------ე, მ---------------–--ე

 

მოპასუხეები - დ---------------–--ე, ლ---–--------–--–---–ი

წარმომადგენელი - პ-----------–--–--ა

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ---------------–--ესა და ლ---–--------–--–---–ს ი-----------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 68 400 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 11 დეკემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-ს მიერ გაიცა სესხი №56--, სადაც ძირითადი მსესხებელი იყო და-------------ძე, ხოლო თავდებები იყვნენ დ-------------ი და დ---------------–--ე. აღნიშნული სესხი გადაიფარა 2015 წლის 15 იანვარს გაცემული №82-- სესხით, სადაც ძირითადი მსესხებელი იყო დ-------------ი, ხოლო თავდებებს წარმოადგენდნენ დ---------------–--ე, ი-----------–--ე და ნუ--------------ძე. სესხის თანხა შეადგენდა 11 000 აშშ დოლარს.

 

ზემოთ აღნიშნული სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, კრედიტორმა გამარტივებული წესით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც 2016 წლის 28 ივნისს გასცა №1--------------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება A--------), კრედიტორი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“ (ბი----------------–-----------ი); მოვალეები: დ-------------ი, დ---------------–--ე და ი-----------–--ე. მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრათ - 7279.56 აშშ დოლარისა და 250 ლარის გადახდა. 2017 წლის 13 აპრილს გამართულ განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე დ---------------–--ის მეუღლემ - ლ---–--------–--–---–მა 3600 ლარად შეიძინა ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ-----------------, ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააუქციონო ქონება შეაფასა 72 000 ლარად.

 

მოპასუხე დ---------------–--ეს დ-------------თან შეთანხმებით, თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ ი-----------–--ე ჩაეყენებინა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მისთვის მიეყენებინა ზიანი. კერძოდ, მას სურდა ი-----------–--ის სახელზე რიცხული ქონება გასულიყო აუქციონზე, რომელსაც თვითონ ან მისი ოჯახის წევრი შეიძენდა, რითაც იარსებებდა ქონების შეძენის ფორმალური მართლზომიერი საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეებმა ურთიერთშეთანხმებით, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზნით, ვალდებულების გასტუმრების ნაცვლად, შეიძინეს ზემოთ აღნიშნული ქონება. კანონით მათ ევალებოდათ სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, გაესტუმრებინათ კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება. თუმცა, ამის ნაცვლად თანხა გამოიყენეს ვალდებულების გასასტუმრებლად საჭირო თანხაზე 20-ჯერ მეტი ღირებულების ქონების დასაუფლებლად.

 

ლ---–--------–--–---–ს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი, რის გამოც უდავოა, რომ მისი შემოყვანა აუქციონზე ქონების შემძენ პირად ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - შექმნილიყო ფორმალური საფუძველი ქონების მართლზომიერი შეძენისა. მოპასუხეები წარმოადგენენ მეუღლეებს და მაშასადამე კანონის ძალით თანამესაკუთრეებს შეძენილ ქონებაზე. ლ---–--------–--–---–ისათვის ცნობილი იყო დ---------------–--ის ვალდებულებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ორივე მათგანი მოქმედებდა შეთანხმებულად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზნით. ანუ, მათ სურდათ ვალდებულების შეუსრულებლობით, ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ ი-----------–--ის ქონება გასულიყო ნულოვან აუქციონზე და კრედიტორისათვის გადასახდელი თანხით შეეძინათ აუქციონზე სარეალიზაციოდ გასული 20-ჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება.

 

მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 68 400 ლარს. ზიანი დაანგარიშებულია შემდეგი პირნციპით: სააუქციონო ქონების ღირებულებას, კერძოდ 72 000 ლარს გამოკლებული აუქციონზე ქონების შეძენისათვის გადახდილი თანხა - 3600 ლარი, რომლითაც დაიფარა მხოლოდ სასესხო ვალდებულების ნაწილი.

 

მიზეზშედეგობრივ კავშირთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვალის გასტუმრების ნაცვლად, მოპასუხეებმა ხელოვნურად მიიყვანეს ვითარება აუქციონამდე. არც პირველ და არც განმეორებით აუქციონზე მოპასუხის გარდა მონაწილეობა სხვას არავის მიუღია. ამასთან, როდესაც განმეორებით აუქციონზე არ იყიდება ქონება იგი თავისუფლდება იძულებით აღსრულებისაგან და უბრუნდება მესაკუთრეს. დ---------------–--ე მესაკუთრე ი-----------–--ესთან ერთად არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც სოლიდარული მოვალე აღსრულების პროცედურისა და მისი შედეგების შესახებ. ის თანხა, რომელიც მოპასუხე ლ---–--------–--–---–მა მიმართა აუქციონზე ქონების შესაძენად, გადახდილი რომ ყოფილიყო ვალდებულების შესასრულებლად, მოსარჩელე არ დაკარგავდა საკუთრებას. მართალია ლ---–--------–--–---–ი ფორმალურად მოვალედ არსად ფიქსირდება, თუმცა კანონისა და მეუღლეობის ძალით, აღნიშნული ქმედებით მოპასუხეებმა მიიღეს საერთო სარგებელი, ვინაიდან ი-----------–--ის ქონება გახდა მათი საკუთრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე ი-----------–--ე და დ-------------ი დაახლოებით 25 წლის მანძილზე, მათ შორის სესხის აღების დროისათვის, იყვნენ ცოლ-ქმარი. ამასთან, დაახლოებით 5 წლის მანძილზე დ---------------–--ე იყო მოსარჩელის მეუღლის დ-------------ის და მისი ბიზნესპარტნიორების თავდები მრავალ სესხზე. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ დ-------------ი იყო ი-----------–--ის მეუღლე, რომელიც დ---------------–--ის შორეული ნათესავია და მის ოჯახთან ჰქონდა დიდი ხნის კარგი ურთიერთობა. აღნიშნულის გამო დ---------------–--ე უარს ვერ ეუბნებოდა დ-------------ს თავდებობაზე. ამასთან, მიუხედავად იმ რისკისა, რასაც თავდებობა ითვალისწინებს, მან იცოდა, რომ მოსარჩელესა და მის მეუღლეს გააჩნდათ საკუთრება და პრობლემის შემთხვევაში იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდნენ ვალის გასტუმრებას.

 

აღსანიშნავია, ასევე რომ მოსარჩელის მეუღლე წლების განმავლობაში უპრობლემოდ ფარავდა სესხს. თუმცა, როდესაც შპს მისო „ბ--------“-ს წინაშე დადგა სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, აღმოჩნდა, რომ დ-------------ის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხებოდა. ხოლო, ი-----------–--ის მეორე ბინა (ს/კ 0---------------------- შეძენილი დ-------------თან თანაცხოვრების დროს) თვალთმაქცურად ჰქონდათ გადაფორმებული შვილზე - ლ---–-----------ე. შესაბამისად, ნათელია, რომ ყველაფერი ეს განხორციელდა დაკისრებული ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად.

 

დ-------------ის მიერ აღებული სესხით დ---------------–--ეს არ უსარგებლია. პირველ რიგში დ-------------ი და ი-----------–--ე იყვნენ ვალდებულნი დაეფარათ სასესხო ვალდებულება და არ მიეყვანათ საქმე იძულებით საჯარო აუქციონამდე, ვინაიდან სწორედ მათ ისარგებლეს აღნიშნული სესხით. აბსურდულია მოსარჩელის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს მიაყენეს ზიანი. არამედ პირიქით, მათგან მიადგა დ---------------–--ეს ზიანი, ვინაიდან მოუხდა მათ მიერ აღებული სესხის გადახდა. ამასთან, მის ქონებაზე, როგორც თავდების ქონებაზე, მათ შორის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის არსებობის გამო, დ---------------–--ე ვერ სარგებლობდა მისი ქონებითა და საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით.

 

ლ---–--------–--–---–მა იძულებით საჯარო აუქციონზე კანონიერად და ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ქ-----------–--------------------–---–-----/ქალაქი თბილისი, ქ----------------, ს/კ 0---------------------- და 0----------------------. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა აუქციონში და შეიძინოს ქონება.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე თვითონ იყენებდა უფლებას ბოროტად, ვინაიდან მას ჰქონდა ისეთი გათვლა, რომ მისი მეუღლის მიერ აღებული სესხი გაესტუმრებინა პირს, რომელსაც საერთოდ არ უსარგებლია აღნიშნული სესხით, რითაც მათ არანაირი ვალდებულება აღარ დაეკისრებოდათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 15 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-სა (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) და დ-------------ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №82--, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 10 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული სესხით მოხდა №56-- სესხის (გაცემული 11.12.2013წ.) გადაფარვა, სადაც ძირითადი მსესხებელი იყო და-------------ძე, ხოლო თავდებები - დ-------------ი და დ---------------–--ე.

 

სესხი უზრუნველყოფილ იქნა ი-----------–--ის, დ---------------–--ისა და ნუ--------------ძის სოლიდარული თავდებობით.

 

3.1.2. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-სა (ბი----------------–-----------ი) და დ-------------ს შორის, 15.01.2015წ. სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ი-----------–--ე და დ-------------ი იმყოფებოდნენ ერთმანეთთან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

3.1.3. დ-------------ის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული მასსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-ს (ბი----------------–-----------ი) შორის 15.01.2015წ. დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რის გამოც, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 28.06.2016წელს გაცემულ იქნა №---------------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო საქმე A--------), რომლის თანახმად დ-------------სა და ი-----------–--ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-ის (ბი----------------–-----------ი) სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღნიშნულ საქმეზე დ---------------–--ე 2016 წლის 06 ივლისს დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, რითაც შეეზღუდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლება. კერძოდ, ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ სამ უძრავ ქონებას, ასევე მის საბანკო ანგარიშებს.

 

3.1.4. 15.01.2015წ. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-სა (ბი----------------–-----------ი) და დ-------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, განხორციელდა თავდების - ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ა-----–--------------------–---–------/ ქალაქი თბილისი, ქ-----------------, ს/კ 0---------------------- და 0------------------- იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაცია.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 04 აპრილის №1--------------- განკარგულების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების შემძენი 13.04.2017წელს დასრულებულ განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ---–--------–--–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 3600 ლარად.

 

04.04.2017წ. №1--------------- განკარგულების საფუძველზე, ლ---–--------–--–---–ი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ა-----–--------------------–---–------/ ქალაქი თბილისი, ქ-----------------, ს/კ 0---------------------- და 0-------------------, მესაკუთრედ.

 

ლ---–--------–--–---–ის მიერ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ა-----–--------------------–---–------/ ქალაქი თბილისი, ქ-----------------, 0-------------------, გადაყვა სს „ბანკი რ-------–----“ იპოთეკა.

 

3.1.5. დ---------------–--ე და ლ---–--------–--–---–ი არიან ცოლ-ქმარი.

 

3.1.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 იანვრის №01/0------ დასკვნის თანახმად, აუქციონზე გატანილი ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ა-----–--------------------–---–------/ ქალაქი თბილისი, ქ-----------------, ს/კ 0---------------------- და 0-------------------, შეფასებულ იქნა (საბაზრო ღირებულება (დამრგვალებით)) 72 000 ლარად.

 

3.1.7. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დ---------------–--ეს სხვა დროსაც, არაერთხელ უკისრია თავდებობა დ-------------ის მიერ აღებული სესხების უზრუნველსაყოფად.

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით, დ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და“ბ“ ქვეპუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 2005 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის თანახმად, დ-------------ს ბრალი ედებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების არაერთგზის დამზადება გასაღებაში.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ---------------–--ე და ლ---–--------–--–---–ი მოქმედებდნენ წინასწარი განზრახვით, შეთანხმებულად ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად დაუფლებისა და მისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

მტკიცებულებითი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება დადგენილი ზოგადი პრინციპის შესაბამისად. მტკიცების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს უშუალოდ მთავარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებიც თავად მოთხოვნის საფუძვლის ან შესაგებლის წინაპირობას წარმოადგენენ. თუმცა, ყველა შემთხვევა არ ხასიათდება affirmanti incumbit probatio (ამტკიცებს ფაქტის მიმთითებელი) პრინციპის განუხრელი გამოყენებით, ვინაიდან როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის ან მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ რეჟიმს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ დ---------------–--ე და ლ---–--------–--–---–ი, ძირითად მსესხებელთან დ-------------თან ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რათა დაუფლებოდნენ მოსარჩელე ი-----------–--ის კუთვნილ უძრავ ქონებას და მისთვის მიეყენებინათ ზიანი. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ დ---------------–--ეს, როგორც სოლიდარულ მოვალეს გაეთვალისწინებინა, ასევე სოლიდარული მოვალის ი-----------–--ის უფლებები და ინტერესები, მან და ასევე მისმა მეუღლემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო დ---------------–--ის ვალდებულებების შესახებ, ხელოვნურად შექმნეს ისეთი ვითარება, რომ დღის წესრიგში დამდგარიყო ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე გასვლის საკითხი, რათა შეუსაბამოდ დაბალ ფასად შეეძინათ 20-ჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება. დ---------------–--ემ აუქციონში ჩართო მისი მეუღლე იმ მიზნით, რომ ფორმალურად შეექმნა უძრავი ქონების მართლზომიერად შეძენის საფუძველი. ამასთან, ლ---–--------–--–---–მა უძრავი ქონება შეიძინა განმეორებით აუქციონზე 3600 ლარად, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონება შეფასებული იყო 72 000 ლარად. შესაბამისად, რომ არა მოპასუხეთა ამგვარი ქმედება, უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა ი-----------–--ეს, ვინაიდან ლ---–--------–--–---–ის გარდა აუქციონზე სხვა პირს არ მიუღია მონაწილეობა.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ დ-------------ი მის მიერ სესხის აღების დორისათვის იმყოფებოდა ქორწინებაში ი-----------–--ესთან. შესაბამისად, დ-------------ის მიერ აღებული სესხით ი-----------–--ემაც მიიღო სარგებელი. თუკი ლ---–--------–--–---–ი არ მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა ი-----------–--ეს, რითაც კრედიტორი დაკარგავდა იძულებით აღსრულების უფლებას და სასესხო ვალდებულების მთელი ტვირთი დაეკისრებოდა მხოლოდ და მხოლოდ დ---------------–--ეს, რომლის უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებიც დაყადაღებული იყო დ-------------ის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებების გამო. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების შეძენა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ თუკი ძირითადი მსესხებელი არ დაფარავდა კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, რომელზედაც სოლიდარულ თავდებს წარმოადგენდა დ---------------–--ე, დავალიანების დაფარვას განახორციელებდნენ სწორედ აუქციონზე შეძენილი ი-----------–--ის უძრავი ქონებიდან, რათა არ მომხდარიყო დ---------------–--ის კუთვნილი ქონებიდან დავალიანების დაფარვა.

 

თუმცა, ზემოთ აღნიშნული განმარტების მიუხედავად, მოსარჩელეს მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას და უფრო მეტიც, სასამართლოს სთავაზობს მოვლენათა განვითარების სხვაგვარ, მისეულ ვერსიას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმის შესაფასებლად არსებობდა თუ არა მხარეთა შეთანხმება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების არამართლზომიერი განზრახვით დაუფლებისა და ამით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. აღნიშნულის დადასტურების მტკიცების ტვირთი, ფაქტის მიმთითებელს, შესაბამისად მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც სათანადოდ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლოს არ უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, მოპასუხეთა ქმედებისა და მათი განზრახვის არამართლზომიერების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები, გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა უკეთესი მტკიცებულებით. ამასთან, მოსარჩელის განმარტებები, არც პირველი შთაბეჭდილებით (prima facie) იძლევა შესაბამისი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ი-----------–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 105-ე, 317-ე, 992-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

განსახილველ შემთვევაში, მოსარჩელე თავისი უფლების დაცვას ცდილობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დელიქტური ვალდებულების არსი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კითუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო - ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, პირის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოთ აღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 15 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-სა (ბი----------------–-----------ი) და დ-------------ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №82--, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 10 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა ი-----------–--ის, დ---------------–--ისა და ნუ--------------ძის სოლიდარული თავდებობით.

 

დადგენილია, ასევე, რომ დ-------------ის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული 15.01.2015წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებები. რის გამოც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა აღსრულების ქვემდებარე აქტი №----------------, რომლის საფუძველზეც დ-------------სა და ი-----------–--ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ--------“-ის (ბი----------------–-----------ი) სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება. ამასთან, დავალიანების დაფარვის მიზნით, განხორციელდა თავდების - ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ა-----–--------------------–---–------/ ქალაქი თბილისი, ქ-----------------, ს/კ 0---------------------- და 0-------------------, იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაცია. ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების, შემძენი იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ---–--------–--–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა განმეორებით აუქციონზე 3600 ლარად. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ლ---–--------–--–---–ი არის ზემოთ აღნიშნულ სესხზე თავდები პირის - დ---------------–--ის მეუღლე.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეთა ქმედება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ შეუსაბამოდ დაბალ ფასად დაუფლებოდნენ ი-----------–--ის კუთვნილ უძრავ ქონებას და მისთვის მიეყენებინათ ზიანი. ლ---–--------–--–---–ის მონაწილეობა აუქციონში განხორციელდა იმ მოტივით, რომ შეექმნათ ფორმალური საფუძველი აუქციონის შედეგების მართლზომიერების მიმართ. რეალურად კი, მოპასუხეთა ქმედება ემსახურებოდა მართლსაწინააღმდეგო მიზანს.

 

მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობის კუთხით, მოსარჩელე აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად, კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების ერთ ერთი კომპონენტის - ქმედების არსებობა. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---–--------–--–---–მა, რომელიც არის სოლიდარული თავდები - დ---------------–--ის მეუღლე, ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება შეიძინა იძულებით საჯარო აუქციონზე. მოსარჩელის განმარტებით, იძულებით საჯარო აუქციონზე მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მას მიადგა - 68 400 ლარის ოდენობით ზიანი, ვინაიდან უძრავი ქონება, რომელიც 72 000 ლარად იყო შეფასებული გაიყიდა 3600 ლარად, რის გამოც ზიანის ოდენობა შეადგენს უძრავი ქონების შეფასებასა და სარეალიზაციო თანხას შორის სხვაობას. ამასთან, აუქციონში მონაწილეობა გარდა ლ---–--------–--–---–ისა, სხვას არავის მიუღია. შესაბამისად, თუკი იგი არ შეიძენდა ი-----------–--ის კუთვნილ ქონებას, უძრავი ქონება მას დაუბრუნდებოდა. ამრიგად, ერთი შეხედვით სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩია ის გარემოება, რომ დ---------------–--ე და ლ---–--------–--–---–ი უძრავი ქონების შეძენისას მოქმედებდნენ იმ განზრახვით, რომ შეუსაბამოდ დაბალ ფასად დაუფლებოდნენ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილ ი-----------–--ის უძრავ ქონებას და მისთვის მიეყენებინათ ზიანი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, დელიქტური პასუხისმგებლობის ისეთი წინაპირობა, როგორიცაა მოპასუხეების მართლსაწინაამდეგო, ბრალეული ქმდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლ ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით არ არის შეზღუდული ნებისმიერი პირის, მათ შორის მოვალისა და კრედიტორის უფლება, დადგენილი წესების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონში და შეიძინონ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონება. აღნიშნულის შესაბამისად, ლ---–--------–--–---–ი უფლებამოსილი იყო მონაწილეობა მიეღო ი-----------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით გამართულ იძულებით საჯარო აუქციონში და შეეძინა აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება. იგი, ასევე უფლებამოსილი იყო უძრავი ქონება შეეძინა, როგორც პირველ, ასევე განმეორებით აუქციონზე. ამასთან, მოპასუხეთა განმარტებით უძრავი ქონების შეძენის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა დ---------------–--ის, როგორც სოლიდარული თავდები პირის ქონებრივი უფლებების დაცვა. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში, მოსარჩელის მითითება მოპასუხეთა მხრიდან უფლების არამართლზომიერ განხორციელებაზე მოკლებულია დამაჯერებლობას.

 

ამრიგად, საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხეთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენება, რადგან გამოკვეთილია მათი ინტერესი და მიზანი – თავდების - დ---------------–--ის ქონებრივი ინტერესის დაცვა, რათა დ-------------ის ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით, არ განხორციელებულიყო მისი კუთვნილი ქონების რეალიზაცია. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებები არ ემსახურებოდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო მდგომარეობა, მოსარჩელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული.

 

ამასთან, სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის ის გარემოება, რომ უძრავი ქონება შეძენილ იქნა ლ---–--------–--–---–ის მიერ, რომელიც არის დ---------------–--ის მეუღლე. ამასთან, ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ დ---------------–--ეს ნაცვლად აუქციონზე ქონების შეძენისა, შეეძლო დაეფარა ფულადი ვალდებულება და ამით დაეცვა ი-----------–--ის საკუთრების უფლება, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა დ---------------–--ის უფლებას და ის გარემოება, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით უნდა განხორციელებულიყო ი-----------–--ის კუთვნილი ქონების რეალიზაცია, მას არ ანიჭებდა ვალდებულებას დაეფარა დავალიანება და საკუთარი ინტერესის გვერდის ავლით, დაეცვა ი-----------–--ის უფლება და ინტერესი.

 

ამდენად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია სამი კომპონენტის - ზიანის, მართლსაწინააღმდეგო - ბრალეული ქმედებისა და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კუმულატიურად არსებობა, ხოლო განსახილველ შემთხვევაში უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალის, კერძოდ განზრახვის არსებობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი-----------–--ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ი-----------–--ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. მოპასუხემ მოითხოვა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი 500-500 ლარიანი შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 168-169). ასევე, 14.09.2017წ. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. ამასთან, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მხოლოდ დ---------------–--ე (მხოლოდ ის აწერს ხელშეკრულებას ხელს), ხოლო შემოსავლის ორდერში გადამხდელადაც მითითებულია მხოლოდ დ---------------–--ე. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელეს მოპასუხე დ---------------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4% -მდე 300 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით, ი-----------–--ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ლ---–--------–--–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----------–--------------–----------–---–------ / ქ. თბილისი, ქ----------------, ს--------–-------------- 16:83 კვ.მ. სარდაფი 15.25 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო: 0----------------------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----------–--ის სარჩელი დ---------------–--ისა და ლ---–--------–--–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. ი-----------–--ეს დ---------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 300 ლარის გადახდა.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ---–--------–--–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----------–--------------–----------–---–------ / ქ. თბილისი, ქ----------------, ს--------–-------------- 16:83 კვ.მ. სარდაფი 15.25 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო: 0----------------------.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/13343-17

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: აკაკი ღურწკაია

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - ი-----------–--ე

წარმომადგენლები - შ--–------------ე, მ---------------–--ე

 

მოპასუხეები - დ---------------–--ე, ლ---–--------–--–---–ი

წარმომადგენელი - პ-----------–--–--ა

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----------–--ის სარჩელი დ---------------–--ისა და ლ---–--------–--–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. ი-----------–--ეს დ---------------–--ისა და ლ---–--------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 300 ლარის გადახდა.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ---–--------–--–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----------–--------------–----------–---–------ / ქ. თბილისი, ქ----------------, ს--------–-------------- 16:83 კვ.მ. სარდაფი 15.25 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო: 0----------------------.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი