გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210018002530069
#2/266 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13. 11. 2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, ს----------–--- ბ---- “
წარმომადგენელი: გ------- ც-----ა
მოპასუხე: ი----- ა-----ე
წარმომადგენელი: ნ----- ძ---–-–---–ი
დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს.,, ს----------–--- ბ---- “-ს (2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ი----- ა-----ის (პ/ნ.5----------) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
მოსარჩლე განმარტავს, რომ წინამდებარე სარჩელის არსი მდგომარეობს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში. კონკრეტულად ეს არის საბანკო დავალიანება, რომელიც ს.ს “ ს----------–--- ბ---- “-ს მიმართ გააჩნია მოპასუხეს.
მოსარჩელე ითხოვს ი----- ა-----ეს დაეკისროს ს.ს „ს----------–--- ბ----“-ს სასარგებლოდ 2725.71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1916.48 ლარი, სარგებელი - 292.93 ლარი, პირგასამტეხლო - 516.30 ლარი.
მოსარჩელე ს.ს „ს----------–--- ბ----“ ასევე ითხოვს მოპასუხე ი----- ა-----ეს დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.89 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს შერგილ ბარელაძეს ს.ს. “ ს----------–--- ბ---- “-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 9.58 ლარის ოდენობით .
მოსარჩელე ითხოვს შერგილ ბარელაძეს დაეკისროს ს.ს. “ ს----------–--- ბ----“-ს მიერ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი 100.00 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ითხოვს, შერგილ ბარელაძეს დაეკისროს ს.ს “ ს----------–--- ბ---- “-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 461.56 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელე ითხოვს მოსარჩელე ითხოვს ი----- ა-----ეს დაეკისროს ს.ს „ს----------–--- ბ----“-ს სასარგებლოდ 2725.71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1916.48 ლარი, სარგებელი - 292.93 ლარი, პირგასამტეხლო - 516.30 ლარი. ასევე ითხოვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და გამარტივებული წესით დავალიანების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი----- ა-----ე წარმოდგენილი შესაგებელით, მოსამზადებელ ეტაპზე და ასევე საქმის განხილვის დროს მიცემული ახსნა-განმარტებით, სს” ს----------–--- ბ---- ”-ს სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და მიუთითებს, რომ ცნობს მხოლოდ ძირს და პროცენტს .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2011 წლის 12 ივლისს ს.ს “ ს----------–--- ბანკსა“ და ი----- ა-----ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება №2356303, რომლის საფუძველზეც ი----- ა-----ეზე გაცემულ იქნა საკრედიტო ბარათი AMERIKAN EXPRESS BLUE-ი (სესხი № 3475734), რომლის ლიმიტი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 1800.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა - განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00 % დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება №2356303 (ს.ფ.18-21)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივლისის მდგომარეობით ი----- ა-----ის დავალიანება ს.ს “ ს----------–--- ბ---- „-ს მიმართ შეადგენს 2725.71 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1916.48 ლარი, სარგებელი - 292.93 ლარი, პირგასამტეხლო - 516.30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ფურცელი (ს.ფ.22)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში ი----- ა-----ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და სესხზე განხორციელებული დაფარვები. ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 17 მაისს, შესაბამისად საკრედიტო ბარათი ვადა-გადაცილებაშია 2017 წლის ივნისის თვიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა სესხზე არსებული დავალიანება დღემდე არ დაფარულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილება და გაგზავნის დამადასტურებელი ცნობა (ს.ფ.25-27)
- ანგარიშფაქტურის ამონაწერი (ს.ფ.28-61)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს ს.ს “ ს----------–--- ბ---- „-ს მიერ, ი----- ა-----ის მიმართ, სესხზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მხრიდან წარმოდგენილ იქნა პროტესტი, რაც „ სააღსრულებლო წარმოების შესახებ “ ს----------–--- კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (ს.ფ.62)
- გადაწყვეტილება გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ. (ს.ფ.63)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,ს----------–--- ბ----“-ს სარჩელი ი----- ა-----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,ი----- ა-----ეს უნდა , დაეკისროს სს.,, საქრთველოს ბ----“-ს სასარგებლოდ 2401 ლარი და 06 თეთრი(საიდანაც 1916,48 ლარი არის ძირი თანხა, 292,93 ლარი სარგებელი, 191,65 პირგასამტეხლო ).
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით ”.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ” სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი ”.
დადგენილია რომ 2011 წლის 12 ივლისს ს.ს “ ს----------–--- ბანკსა“ და ი----- ა-----ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება №2356303, რომლის საფუძველზეც ი----- ა-----ეზე გაცემულ იქნა საკრედიტო ბარათი AMERIKAN EXPRESS BLUE-ი (სესხი № 3475734), რომლის ლიმიტი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 1800.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა - განუსაზღვრელი, წლიური საპროცენტო სარგებლის 36.00 % დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
6.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას “. უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი პროცენტი-სარგებელი - 292,93 ლარის ოდენობით.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა “ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური
კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა ჩამოყალიბდეს მთლიანი თანხის სახით და უნდა მოხდეს მოპასუხე მხარეზე დაკისრება. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის , რომ შემცირდეს პირგასამტეხლო და პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მხოლოდ 191,65 ლარი.
6.8.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი დაკმაყოფილდა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოხდება ხარჯების განაწილება. მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ ცნო სარჩელი პროცენტისა და ძირის ნაწილში. სს. ,, ს----------–--- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ს----------–--- ბ---- საგადასახადო დავალება N133 გადახდის თარიღი: 4.07.2018წელი. მიმღების დასახელება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში 300223150გადამხდელი ს.ს. ს----------–--- ბ---- ს/კ 2-------- ) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს 446 ლარი და 07 თეთრი . ს.ს. “ ს----------–--- ბანკ“-ს უარი უნდა ეთქვას გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი 100.00 ლარის ი----- ა-----ის სასარგებლოდ დაკისრებაზე, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,,ს----------–--- ბ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ი----- ა-----ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს.,, საქრთველოს ბ----“-ს სასარგებლოდ 2401 (ორიათასოთხასერთი) ლარი და 06 (ექვსი) თეთრი(საიდანაც 1916,48 ლარი არის ძირი თანხა, 292,93 ლარი სარგებელი, 191,65 პირგასამტეხლო ).
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს. ,,ს----------–--- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ს----------–--- ბ---- საგადასახადო დავალება N133 გადახდის თარიღი: 4.07.2018წელი. მიმღების დასახელება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში 300223150 გადამხდელი ს.ს. ს----------–--- ბ---- ს/კ 2-------- ) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს 446 (ოთხასორმოცდაექვსი) ლარი და 07(შვიდი) თეთრი .
3. ი----- ა-----ეს დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბ----“-ს სასარგებლოდ 05(ხუთი)ლარის და 75(სამოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა. ხარჯების მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი