გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002687843
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6610-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,-----–-----

წარმომადგენელი - ზ------------

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - რ------------–---–-

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------–-------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 134-137).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15ნოემბრის №------------ა ,,სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 134-137).

 

1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს,-----–------ №---------ანცხადების დაკმაყოფილების შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 16ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 134-137).

 

მოსარჩელის განმარტებით, სს ,-----–----’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ბ------------------------------- ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა, კერძოდ პროექტით გათვალისწინებული იყო №---5 და №---- სატრანსფორმატორო ქვესადგურებს შორის არსებული ამორტიზირებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სს ,,----–--ს’’ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ვინაიდან ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება მცხეთის, ქ---------–---------------------------ე, რაც არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. ამასთან, გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სავალ ნაწილზე და ტროტუარზე არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის შეუძლებელი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობის გაყვანა და მხოლოდ ის გარემოება, რომ ახალი მოწყობილია ასფალტობეტონის საფარი, ვერ მიიჩნევა უარის თქმის საფუძვლად. მოსარჩელის განმარტებით სააგენტოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამდენადაც დაგეგმილი ხაზობრივი ნაგებობა გადის საზოგადოებრივ სივრცეზე, ტროტუარზე და ნაწილობრივ გზაზე, რომელიც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი კომუნიკაციები პრიორიტეტულად გატარდეს ამ სივრცის გავლით და შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მოთხოვნებთან. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება იწვევს სს ,-----–------ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება სს ,,----–--ისთვის’’ ასევე ელ.ენერგიის მომხმარებლების პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებაში, კერძოდ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის’’(სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების თანახმად, სს ,-----–----- ვალდებულია მომხმარებლები უზრუნველყოს უწყვეტი ელექტროენერგიით, რაშიც ხელი უნდა შეუწყონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც. მოსარჩელის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებით სს ,,----–--ს’’ უარი ეთქვა ამორტიზირებულ ელ. კაბელის მონაკვეთის შეცვლაზე, რისი არ განხორციელებაც შემდგომში მაღალი ალბათობით გამოიწვევს ათასობით მომხმარებლის ელ.ენერგიის გარეშე დარჩენას და შეიძლება გახდეს სხვა არასასურველი შედეგის მიზეზი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სს ,,----–--ს’’ და მომხმარებლებს.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხემ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017წლის 27 ნოემბერს, სს ,-----–----’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ბ------------------------------- ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. კერძოდ,- პროექტით გათვალისწინებული იყო №---5 და №---- სატრანსფორმატორო ქვესადგურებს შორის არსებული ამორტიზირებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სს,-----–------ 2017 წლის 15 მაისის №---- პროექტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,-----–------ 2017 წლის 27 ნოემბერს №--------- ელექტრონული განცხადება(ს.ფ. 24)

- სს ,-----–------ 2017 წლის 15 მაისის №---- პროექტი(ს.ფ. 25-28)

 

3.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება მცხეთის, ქ---------–---------------------------ე, რაც არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად: გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 23)

 

3.1.3. 2017 წლის 29 დეკემბერს, სს ,-----–------ წარმომადგენელმა ზ------------მ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------ით სს,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს 2017 წლის 29 დეკემბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს 2017წლის 29დეკემბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 52-59)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------ა ,,სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 140-146)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,-----–------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------ა ,,სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,-----–------ მიერ წარდგენილი განცხადების(№1560607) დაკმაყოფილების შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს წესდება(დებულება)’’, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------ა ,,სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება(დებულება)’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)’’ 2.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

6.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა)კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ)III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ)ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით:

ა) ასფალტის საფარი უნდა გაიჭრას ფრეზის ან ხერხის გამოყენებით;

ბ) სავალ ნაწილზე კომუნიკაციის ქსელის ჩადება მოხდეს ტექნიკური ნორმებით დასაშვებ სიღრმეზე და გატარდეს გარცმის მილში;

გ) სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში სამუშაოების წარმოება განხორციელდეს ღამის საათებში (00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე). სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

დ) თხრილის დამუშავებისას გრუნტი გატანილ იქნას ამოღებისთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ტერიტორიაზე. თხრილის დამუშავებისას გრუნტის არგატანის შემთხვევაში განმცხადებელს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად;

ე) 60 სმ-ის სიღრმის ქვემოთ თხრილი უნდა შეივსოს ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით(მაქსიმალური ზომა 120მმ. ფრაქციით) ხოლო 60 სმ-ის ზემოთ შეივსოს ფრაქციული ღორღით (0მმ-40მმ ფრაქციით), მოყვანილ იქნას ოპტიმალურ ტენიანობამდე და დაიტკეპნოს 20 სმ-იან ფენებად ვიბრომტკეპნის საშუალებით, რომლის შემდგომ ზედაპირი დამუშავდეს 300-450 გრ/მ2ოდენობის ბიტუმის ემულსიით;

ვ) ჩაჭრილ სწორკუთხოვან ნაწიბურებზე, მისი გასუფთავების შემდეგ, მოეწყოს თვითწებვადი ბიტუმის ლენტი, ან დამუშავდეს თხევადი მოდიფიცირებული ბიტუმით. ამის შემდეგ, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მოეწყოს ასფალტის საფარი არსებული კონსტრუქციის შესაბამისად, ფენებს შორის 250-350 გრ/მ2 ბიტუმის ემულსიის მოსხმით.

ზ) ქუჩის გადაკვეთა მოხდეს გვირაბული მეთოდით;

თ) სავალი ნაწილის განივი კვეთისას, ასფალტის საფარი აღდგეს და სამუშაოების დასრულებისთანავე მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში.

ი) საავტომობილო სავალი გზის ასფალტბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდეს არსებული ფენების შესაბამისად, ორ ფენად (6 სმ. + 4 სმ.), სრული ნორმების დაცვით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

კ) ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით;

ლ) გრუნტის საფარიან (და გამწვანების) ზოლში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;

მ) ახალი ჭის მონტაჟის დროს, ჭის ხუფის ზედა ნიშნული მოყვანილ უნდა იყოს არსებული საფარის ნიშნულზე;

ნ) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) საფარის მოწყობის დროს, ტროტუარის პროფილი მოეწყოს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს წყლის მოცილება, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება;

ო) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) მოპირკეთებული საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;

პ) პროექტი შეთანხმდეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან (საჭიროების შემთხვევაში მიწის იმ ყველა მფლობელთან, სადაც უნდა გაიაროს ხაზობრივმა ნაგებობამ);

ჟ) სამუშაოს დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში აღდგენილი ასფალტობეტონის საფარის ჯდენის ან სხვა სახის ხარვეზის გამოვლენისას იგი გამოსწორებულ უნდა იქნეს განმცხადებლის ხარჯებით შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში;

რ) ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოძრაობის უსაფრთხოების სქემა შეთანხმდეს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციასთან;

ს) სამუშაოების შესრულება შეთანხმდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან;

ტ) სამუშაოთა წარმოების ადგილას მოეწყოს საინფორმაციო აბრა შემსრულებელი ორგანიზაციის სახელწოდებისა და ტელეფონის მითითებით; მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, ხოლო სპეციალური სამუშაოები უნდა შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.

უ)იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოება ხორციელდება ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ მონაკვეთზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო ზონა უნდა შემოიფარგლოს დამცავი ჯებირებით ან უსაფრთხოების დამცავი ბადით, ხოლო ღამის პერიოდში - ასევე მოციმციმე სასიგნალო ნათურებით. სამუშაოების წარმოების ადგილზე უნდა განთავსდეს სამუშაოების წარმოებისა და მოძრაობის მაჩვენებელი შესაბამისი ნიშნები;

ფ) სატრანსპორტო საშუალებათა სავალი ნაწილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოციმციმე სასიგნალო ნათურებით და გამაფრთხილებელი თანამედროვე საგზაო ნიშნებით;

ქ) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები ეცნობოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს;

ღ) სამუშაოების წარმოების დაწყება წინასწარ ეცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილს ტელეფონოგრამის სახით;

ყ) სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ტექნიკური პირობების და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს სამუშაოების მწარმოებელს;

შ) სამუშაოს მწარმოებელმა სამუშაოს წარმოებისას თან იქონიოს სააგენტოს გადაწყვეტილება და მისი დანართები (ორთოფოტო - ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ტრაექტორიის ჩვენებით და შესაბამისი სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობები.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს სს ,-----–----’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ბ------------------------------- ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა, კერძოდ პროექტით გათვალისიწინებული იყო №---5 და №---- სატრანსფორმატორო ქვესადგურებს შორის არსებული ამორტიზირებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სს ,-----–------ 2017 წლის 15 მაისის №---- პროექტი.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება მცხეთის, ქ---------–---------------------------ე, რაც არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად: გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილულ იქნება ხელახლა.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ.თბილისში, ბ------------------------------- ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ,- როგორც აღინიშნა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია, ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, თუმცა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული უარის მიზეზი, არცერთ მათგანში არ მოიაზრება. ის გარემოება, რომ გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა/ასფალტის საფარი, როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დაგეგმილი ხაზობრივი ნაგებობა გადის საზოგადოებრივ სივრცეზე, ტროტუარზე და ნაწილობრივ გზაზე, რომელიც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი კომუნიკაციები პრიორიტეტულად გატარდეს ამ სივრცის გავლით. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება იწვევს სს ,-----–------ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება სს ,,----–--ისთვის’’ ასევე ელ. ენერგიის მომხმარებლების პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებაში, კერძოდ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წლის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის’’(სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების თანახმად, სს,-----–----- ვალდებულია მომხმარებლები უზრუნველყოს უწყვეტი ელექტროენერგიით, რაშიც ხელი უნდა შეუწყონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც, ამასთან, ამორტიზირებული ელ. კაბელის მონაკვეთის შეცვლის განუხორციელებლობა, შემდგომში მაღალი ალბათობით გამოიწვევს ათასობით მომხმარებლის ელ. ენერგიის გარეშე დარჩენას და შეიძლება გახდეს სხვა არასასურველი შედეგის მიზეზი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სს,,----–--ს’’ და მომხმარებლებს. რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტის წარდგენის შემთხევაში, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილული იქნება ხელახლა,- სასამართლოს მიერ ვერც აღნიშნული პოზიცია იქნება გაზიარებული იმდენად, რამდენადაც, გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომ ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის განხორციელდება შესაძლებელია სხვა ალტერნატიული გზით. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახის უარი ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის(სს ,-----–-----) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.

 

სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნდა უფლებამოსილება ქ.თბილისში, ბ------------------------------- ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორცილებაზე 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით სს,,----–--ისათვის’’ მიეცა შესაბამისი თანხმობა,- თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ,- როგორც აღინიშნა იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას თუ რატომ არის შეუძლებელი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობის გაყვანა, ხოლო მარტოოდენ ის გარემოება, რომ ახალი მოწყობილია ასფალტობეტონის საფარი, არ უნდა გამხდარიყო განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა იმაზე, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.

 

6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ხოლო მე-7 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა)მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება,- როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------ის ბათილად ცნობა, რომლითაც ,,სს ,,----–--ს’’(წარმომადგენელი ზ------------) უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------აც, რომლითაც სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს 2017 წლის 29დეკემბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სს ,-----–------ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ნოემბრის №------------ა ,,სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,-----–------ მიერ წარდგენილი განცხადების(№1560607) დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელის- სს ,-----–------ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,-----–------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15ნოემბრის №------------ა ,,სს ,-----–------ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

4. დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,-----–------ მიერ წარდგენილი განცხადების(№1560607) დაკმაყოფილების შესახებ.

 

5. მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- სს ,-----–------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი