გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.12.2018
საქმის ნომერი
330310017002183105
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N3/7865-1- 30 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - იუ---------–---–ი

წარმომადგენლი - გ------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენლები - მ--------–--–-–---–ი, კ-------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 7 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ახალი აქტი N01.---08.----014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ, N01.---08.----014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეებიდან სახელმწიფოს ამორიცხვის თაობაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირების პოზიცია

მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელზე შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე 461 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ ნაგებობები - 58,50 კვ.მ საცხოვრებელი ნაგებობა (ლ------ ა), 27,00 კვ.მ დამხმარე ნაგებობა (ლ------ ვ), 9,12 კვ.მ დამხმარე ნაგებობა (ლ------ გ), 6,14 კვ.მ დამხმარე ნაგებობა (ლ------ ბ) და 1.00 კვ.მ საპირფარეშო (ლ------ ვც) ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1957 წელს უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ტ------------–------ს (ვ--–-----ის) სახელზე აღირიცხა. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა-დახასიათების, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის ტ------------–-----ისადმი კუთვნილების ფაქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა.

მტკიცებულება: ცნობა დახასიათება (ს.ფ. 44-45), თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 100-101).

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით იუ---------–---–ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და იუ---------–---–ი ცნობილ იქნა თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ აწ გარდაცვლილი ტ------------–-----ის სახელზე რიცხული 36,25 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ იუ---------–---–ის დედამ - მ------------–---–მა მითითებული საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლება მესაკუთრესთან - ტ------------–-----თან შეთანხმებით მოიპოვა და ამდენად, იუ---------–---–ი ”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ ტიპის მოსარგებლის მემკვიდრეს წარმოადგენდა, რომელსაც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე.

მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-27).

 

4.3. 2015 წლის 27 მაისს იუ---------–---–ის წარმომადგენელმა ლ--–------------მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისი, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქ. N4-ში მდებარე 36,25 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე (შენობა N1) უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა-დახასიათება, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საინვენტარიზაციო გეგმა, მისი ელ ვერსია, შიდა აზომვითი ნახაზი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის დადგენილება ერთვოდა. მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად საქმეზე დამატებით ნაგებობის სასმართლოს მიერ დამოწმებული შიდა აზომვითი ნახაზი და უძრავი ქონების კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი იქნა წარდგენილი.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები (ს.ფ. 93, 94, 95-111), შემოვლის ფურცელი, შიდა აზომვითი ნახაზი და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 113,114, 115-116).

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე 36,25 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (შენობა N1) იუ---------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ ამონაწერი მომზადდა, სადაც უძრავი ქონების თანამესაკუთრედ იუ---------–---–თან ერთად სახელმწიფოც მიეთითა.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ. 125); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 127-128).

 

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით იუ---------–---–ი თბილისში, ს--------ს დასახლება, ა-----–--ის ქ. N4-ში მდებარე N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი N01.---08.----014) მესაკუთრედ იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ იუ---------–---–ის დედას - მ----ა ს----–---–-ა და ტ------------–-----ს შორის არსებობდა შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის დათმობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ფლობდა თბილისში, ს--------ს დასახლება, ა-----–--ის ქ. N4-ში მდებარე ქონებას ოჯახთან ერთად, რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და იგი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს - მოსარგებლეს. ამასთან, სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობები იყო დამხმარე ნაგებობებს და წარმოადგენდა მოსარჩელის სახელზე იმავე მისამართზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იუ---------–---–ი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნილი უძრავი ქონება საკუთრებაში მიეღო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე.

 

მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-34).

 

4.6. 2016 წლის 29 ივნისს იუ---------–---–ის წარმომადგენელმა ლ--–------------მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისი, ს--------ს დასახლება, ა-----–--ის ქ. N4-ში მდებარე N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება (ს.ფ. 130, 131).

 

4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ს--------ს დასახლება, ა-----–--ის ქ. N4-ში მდებარე N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობები იუ---------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა. ამასთან, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ სახელმწიფოს რეგისტრაცია არ შეცვლილა.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილება (ს.ფ. 145); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 146-147).

 

4.8. 201- წლის 3 აგვისტოს იუ---------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში N01.---08.----014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, N01.---08.----014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებიდან სახელმწიფოს ამორიცხვა მოითხოვა. განცხადებას თან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N2----- წერილი, გარდაცვალების და დაბადების მოწმობების ასლები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი და დაინტერესებული პირის პირადი განცხადება ერთვოდა. პირად განცხადებაში იუ---------–---–ი უთითებდა, რომ ქალაქ თბილისში, ს--------ს დასახლება, ა-----–--ის ქ. N4-ში მდებარე მთელი უძრავი ქონების მესაკუთრე თავად იყო და მის თანამესაკუთრედ სახელმწიფო არასწორად იყო რეგისტრირებული, არ ირკვეოდა, თუ ქონების რა ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება (ს.ფ. 67, 68).

 

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 9 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილებით იუ---------–---–ს განემარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საკუთრება აღიარებულ იქნა ტ------------–-----ის სახელზე რიცხული 36.25 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა-დახასიათებაში ლ------ ,,ა“-ზე ფიქსირდებოდა 58.50 კვ.მ ფართი, ამდენად, რადგან საკუთრება მხოლოდ 36,25 კვ.მ ფართზე იქნა აღიარებული, ვერ დგინდებოდა დანარჩენი ფართი ვის საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად განმცხადებელს დაევალა დანარჩენ ფართზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 9 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 88).

 

4.10. 201- წლის 16 აგვისტოს იუ---------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადება წარუდგინა, სადაც უთითებდა, რომ ცნობა-დახასიათებაში არსებული მონაცემები 70-80-იანი წლების მდგომარეობას ასახავდა და დღეის მდგომარეობით ლ------ ,,ა“ შენობა-ნაგებობის ფართობი იყო 36.25 კვ.მ და არა 58.50 კვ.მ. შესაბამისად შეუძლებელი იყო არ არსებულ ფართობზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება (ს.ფ. 83, 84-85).

 

4.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 22 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილებით იუ---------–---–ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 91).

 

4.12. 201- წლის 6 სექტემბერს იუ---------–---–მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N------/-- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის წლის 22 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და N8----------- განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 148-150).

 

4.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილებით იუ---------–---–ს განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმაზე მითითებით, რომ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილება (ს.ფ. 92).

 

4.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 7 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებით იუ---------–---–ს 201- წლის 6 სექტემბრის N48------7 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი შეესაბამებოდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს. გადაწყვეტილების მიხედვით, იუ---------–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებებით მიკუთვნებულ ფართების რეგისტრაცია სრულად განხორციელდა და დანარჩენ ფართებზე უფლებამოსილების დოკუმენტი სააგენტოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც სააგენტო არ იყო უფლებამოსილი N01.---08.----014 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრედ მხოლოდ იუ---------–---–ი მიეთითებინა.

მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 7 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 38-42).

 

4.14. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხეს ყოველმხრივ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იუ---------–---–ის მიერ 201- წლის 3 აგვისტოს წარდგენილი N8----------- განცხადება, მასზე დართული პირადი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, შეიცავდა პრეტენზიას რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 და 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილებებზე, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაინტერესებული პირისათვის პოზიციისა თუ მოთხოვნის დაზუსტების შეთავაზების გზით არ ყოფილა გამორკვეული მითითებული განცხადების შესაბამისი პროცესუალური ფორმა.

ამასთან, სასამართლო თვლის, საჩივრის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 და 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლით შესაძლოა, დაკმაყოფილებულიყო იუ---------–---–ის ინტერესი N01.---08.----014 საკადასტრო კოდის უძრავი ქონების მესაკუთრეებიდან სახელმწიფოს ამორიცხვასთან დაკავშირებით. ამგვარი შეხედულება ემყარება საქმეზე დადგენილ გარემოებებს, რომელთა მიხედვით, იუ---------–---–ის უფლების დამდგენი დოკუმენტებით - თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით იუ---------–---–ის მოთხოვნა თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე, ტ------------–-----ის სახელზე რიცხული ქონების მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით სრულად დაკმაყოფილდა, ამ გადაწყვეტილებებით მითითებული ქონებისა და ცნობა-დახასითებით ტ------------–-----ის საკუთრებად აღრიცხული ქონების იდენტურობის საკითხი კი განხილვის დროისთვის არსებული მდგომარეობის გამოკვლევით უნდა ყოფილიყო დადგენილი. კერძოდ, როგორც იუ---------–---–მა მარეგისტრირებელ ორგანოს განუმარტა, ცნობა დახასიათებაში მითითებული ნაგებობა, რომლის ფართადაც 58,50 კვ.მ იყო დაფიქსირებული, ამ სახით აღარ არსებობდა, არამედ, არსებული მდგომარეობით ამ ქონების ფართი იყო 36,2 კვ.მ. აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაში, ასევე, ტ------------–-----ის მიერ კუთვნილი ქონების იუ---------–---–ის დედისათვის სრულად დათმობის თაობაზე მტკიცების საწინააღმდეგო მტკიცების არარსებობის პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ექნებოდა საფუძველი დაედგინა, რომ თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე, ტ------------–-----ის სახელზე რიცხულ ქონებაზე უფლება იუ---------–---–მა სრულად მოიპოვა.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 და 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილებებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 7 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 და 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, იუ---------–---–ის 201- წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის გარემოებები და შეფასებული არსებული მტკიცებულებები.

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.

დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).

ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები). რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).

ამავე კანონის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

ა 1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით;

გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას;

დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;

ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;

ზ) არსებობს ?? ??????? 25-? ?????? განსაზღვრული შემთხვევა;

თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ??????????? დადგენილ მოთხოვნებს;

თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში;

თ 2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი).

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოების შეწყვეტის საფუძველია („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 1-8-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე _ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მოცემულ შემთხვევაში იუ---------–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 201- წლის 3 აგვისტოს წარდგენილ N8----------- განცხადებაზე მსჯელობისას არ ყოფილა გამორკვეული, იუ---------–---–ი ასაჩივრებდა თუ არა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 და 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილებებს ქონებაზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმისა და სახელმწიფოს უფლების რეგისტრაციის ნაწილში. როგორც სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხეს სწორედ ამგვარი საჭიროება გააჩნდა, რამეთუ იუ---------–---–ის მითითებული განცხადება შეიცავდა პრეტენზიას 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 და 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და აყენებდა მოთხოვნას, სახელმწიფო უფლების რეგისტრაციის ნაწილში ამ გადაწყვეტილებებით განხორციელებული რეგისტრაციების შეცლასთან დაკავშირებით.

ამასთან, სასამართლო თვლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივნისის N8------------07 და 2016 წლის 11 ივლისის N8------------06 გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლით შესაძლოა, დაკმაყოფილებულიყო იუ---------–---–ის ინტერესი N01.---08.----014 საკადასტრო კოდის უძრავი ქონების მესაკუთრეებიდან სახელმწიფოს ამორიცხვასთან დაკავშირებით. ამგვარი შეხედულება ემყარება საქმეზე დადგენილ გარემოებებს, რომელთა მიხედვით, იუ---------–---–ის უფლების დამდგენი დოკუმენტებით - თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით იუ---------–---–ის მოთხოვნა თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე, ტ------------–-----ის სახელზე რიცხული ქონების მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით სრულად დაკმაყოფილდა, ამ გადაწყვეტილებებით მითითებული ქონებისა და ცნობა-დახასითებით ტ------------–-----ის საკუთრებად აღრიცხული ქონების იდენტურობის საკითხი კი განხილვის დროისთვის არსებული მდგომარეობის გამოკვლევით უნდა ყოფილიყო დადგენილი. კერძოდ, როგორც იუ---------–---–მა მარეგისტრირებელ ორგანოს განუმარტა, ცნობა დახასიათებაში მითითებული ნაგებობა, რომლის ფართადაც 58,50 კვ.მ იყო დაფიქსირებული, ამ სახით აღარ არსებობდა, არამედ, არსებული მდგომარეობით ამ ქონების ფართი იყო 36,2 კვ.მ. აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაში, ასევე, ტ------------–-----ის მიერ კუთვნილი ქონების იუ---------–---–ის დედისათვის სრულად დათმობის თაობაზე მტკიცების საწინააღმდეგო მტკიცების არარსებობის პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ექნებოდა საფუძველი დაედგინა, რომ თბილისში, ს--------ს დასახლებაში, ა-----–--ის ქუჩა N4-ში მდებარე, ტ------------–-----ის სახელზე რიცხულ ქონებაზე უფლება იუ---------–---–მა სრულად მოიპოვა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, დამატებითი დოკუმენტების წარდგენის დავალების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწვეტილება მიღებულია რა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

7.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 და 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით, ცხადია, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 7 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

8. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ საფუძველზე, ხოლო მოპასუხე - ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. იუ---------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 7 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება;

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 22 აგვისტოს N8------------05 და 201- წლის 11 სექტემბრის N8------------06 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი აქტი;

4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან ბაჟისგან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია