გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18188-15
გადაწყვეტილება
სა---------–--ს სახელით
01.11.2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ა
წარმომადგენელი: სო---ო ნე----ე
მოპასუხე: ი/----–-----------ე
წარმომადგენელი: შა-–------------ე
დავის საგანი: მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე
შესრულების აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს ი-------–----- ელ------------ს, ს-------------------- „რუ-------––ი“, სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ას გააჩნია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ მას ,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” სა---------–--ს კანონის, ბერნის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და სა--------ო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებები. შესაბამისად, ას--–--–-ა გასცემს ლიცენზიას მოსარგებლეებზე, ნაწარმოების ამა თუ იმ სახით გამოყენებაზე (მათ შორის საჯარო შესრულებაზე, საჯარო გადაცემაზე), აგროვებს და ანაწილებს სა--------ო ჰონორარს შესაბამის უფლების მფლობელებზე, ნაწარმოების გამოყენების პროპორციულად. აღნიშნული მიზნით, სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ამ 2015 წლის 21 ივლისს, წერილობითი შეტყობინებით, მიმართა ი-------–----- ელ------------ს, მის ობიექტზე კერძოდ, ს-------------------- „რუ-------––ი“, ას--–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. მოპასუხემ უგულებელყო სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ის მიმართვა. მისი მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი ლიცენზიის გაფორმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-------–----- ელ------------ ითვლება სა--------ო უფლებების დამრღვევად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ, წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე მხარე, წარმოდგენილი შესაგებლით, დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ას--–--–-ამ მას მიმართა სალიცენზიო შეთანხმების დადების მოთხოვნით. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სალიცენზიო შეთანხმების დადება სავალდებულოა ისეთი პირებისთვის, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან და კომერციული მიზნით იყენებენ სა--------ო უფლებებს. ასეთად არ შეიძლება იყოს მიჩნეული ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც მხოლოდ შენობასა და სამზარეულოს სთავაზობს საბანკეტო ღონისძიებებისთვის და საკუთარი მომსახურების საფასურში არ ითვალისწინებს სა--------ო უფლებების გამოყენების საფასურს, რადგან თვითონ არანაირ ნაწარმოებებს არ სთავაზობს მომხმარებლებს. მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ისთვის, მის სასარგებლოდ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. აღნიშნული შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ი-------–----- ელ------------ს ეთქვა უარი, აღნიშნული განჩინება, მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრდა, თუმცა აღნიშნული განჩინება ზემდგომი ინსტანციის მიერ დარჩა ძალაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ა _ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19);
3.1.2. მოპასუხე ელ------------ რეგისტრირებული ი------------–-------–----ედ 2002 წლის 23 სექტემბრიდან და ფლობს ს-------------------- „რუ-------–ს“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ამ 2015 წლის 21 ივლისს, წერილობით მიმართა ი-------–----- ელ------------ს, მის ობიექტზე კერძოდ, ს-------------------- „რუ-------––ი“, ას--–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ის თავმჯდომარის წერილი (ს.ფ. 15);
3.1.4. მოპასუხე ი-------–----- ელ------------ს მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი ლიცენზიის გაფორმება, მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე - ს-------------------- „რუ-------–ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი-------–----- ელ------------ს საკუთრებაში არსებულ ს--------------------ში „რუ-------–ი“, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებით;
- „რუ-------–ის“ FACEBOOK გვერდიდან ამონაწერი, (ს.ფ. 21).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ის სარჩელი მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯარო შესრულების აკრძალვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყო---ლდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლი, სა---------–--ს კანონი ,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-4, მე-18, 63-ე, 65-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” სა---------–--ს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან სა--------ო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა.
,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის ,,რ” პუნქტით ,,საჯარო შესრულება” განმარტებულია, შემდეგნაირად: ,,ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს”. კანონის ზემოაღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, საჯარო შესრულება ნიშნავს ცოცხალი შესრულებით ან/და რადიოს, ტელევიზორის ან სხვა ტექნიკური მოწყობილებების მეშვეობით ნაწარმოების შესრულების იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია იგი აღქმული იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც სცილდებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. ასეთ ადგილს რასაკვირველია წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სხვა.
,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს, ან სა--------ო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ტერმინში ,,ნებისმიერი სახით გამოყენება” იგულისხმება ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გამოყენება.
ი-------–----- ელ------------ს ობიექტი „რუ-------–ი“, წარმოადგენს ს--------------------ს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ აღნიშნულ ობიექტში ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით საჯარო გადაცემაა, ვინაიდან, განკუთვნილია არა ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრის მიმართ, არამედ ფართო საზოგადოებისადმი. დასახელებული ფაქტი ცხადყოფს, რომ სახეზეა საჯარო შესრულება.
,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” სა---------–--ს კანონის 65-ე მუხლის მე-3 მუხლის თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების საკითხი წყდება იმგვარად, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია, წარმოადგინოს მის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელები და დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოებები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის მის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში იგულისხმება კონკრეტული სა--------ო უფლებების ერთობლიობა, რომლებიც სამართავად გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, ,,სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 40-ე მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
პრეზუმფცია ასევე მოცემულია 65-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ამ ნორმის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს სა--------ო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ სა--------ო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში.
აღნიშნულის შემდგომ, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და აქვს თუ არა ამ უკანასკნელს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი სა--------ო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევი პირისაგან ქმედების აკრძალვა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა ''სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და დასახელებული კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, კერძოდ ''სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე სა--------ო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას სა---------–--ში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირკვევა რომ მოსარჩელე დარეგისტრირებულია, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, შესაბამისად, დგინდება, რომ სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ა ''სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტია.
რაც შეეხება, იმ ფაქტს ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სა--------ო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვა გადაცემული, ''სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ი-------–----- ელ------------ს კუთვნილ ობიექტში, კერძოდ, ს-------------------- „რუ-------––ი“, საჯარო შესრულების აკრძალვა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა ”ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს სა--------ო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში” და ”საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში”.
შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რაც სრულდება ზემოაღნიშნულ ობიექტში, არ შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში მოპასუხეს აწევს, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ''სა--------ო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონით დაცული სა--------ო უფლებები, სახეზეა, სარჩელის დაკმაყო---ლების წინაპირობა.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ სა---------–--ს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყო---ლებულია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან სარჩელი დაკმაყო---ლდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყო---ლდეს სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ის სარჩელი;
2. მოპასუხე ი-------–----- ელ------------ს აეკრძალოს, სა---------–--ს სა--------ო უფ-–-----ა ას--–--–-ასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე, ს--------------------ში „რუ-------–ი“, ას--–--–-ის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება;
3. დაეკისროს ი------------–-------–----ე ელ------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი