განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№---------
№--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ქ------- გ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ა-–---------- ჭ--–--ე - დაბადებული 1--- წლის 1------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს----------------------.
ადვოკატი - მ--- ნ-----
კვალიფიკაცია:
ა-–---------- ჭ--–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2012 წლის 9 სექტემბერს ტ----- ს--------სა და შპს ,,A---------”-ის დირექტორ ა-–---------- ჭ--–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საშუამავლო მ-------------ს შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სთვის ჩამოეყვანა ,,BMW X5” მარკის 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა, მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე ტ----- ს-------- ჩარიცხავდა საფასურს 14 200 აშშ დოლარს. 2012 წლის 10 სექტემბერს, ტ----- ს--------მ მისი მეგობრის დ----- ჩ--–----ას მეშვეობით სს ,,თ-------------–ი არსებული შპს ,,A---------”-ის ანგარიშზე შეიტანა ფულადი თანხა 14 200 აშშ დოლარი (23356,16 ლარი). 2012 წლის 18 სექტემბერს ტ----- ს--------სა და შპს ,,A---------”-ის დირექტორ ა-–---------- ჭ--–--ეს შორის კვლავ დაიდო ხელშეკრულება-საშუამავლო მომსახურეობის შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სათვის ჩამოეყვანა ,,Mercedes E 320” მარკის ავტომანქანა, მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე ტ----- ს-------- ჩარიცხავდა საფასურს 5700 აშშ დოლარს. ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე, 2012 წლის 17 სექტემბერს, შეთანხმებისამებრ, ტ----- ს--------მ მისი მეგობრის დ----- ჩ--–----ას მეშვეობით ,,თ-------------–ი არსებულ შპს ,,A---------”-ის ანგარიშზე შეიტანა ფულადი თანხა 5700 აშშ დოლარი (9400,44 ლარი). შპს ,,A---------”-ის დირექტორის ა-–---------- ჭ--–--ის მიერ არ მოხდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ტ----- ს--------სათვის ავტომანქანების ჩამოყვანა, ფულადი თანხა გამოყენებულ იქნა პირადი შეხედულებისამებრ, რითაც ტ----- ს--------ს მიადგა 32756,6 ლარის (19900 აშშ დოლარის) დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტ----- ს--------მ განაცხადა, რომ ავტომანქანების შეძენის თაობაზე ჰქონდა მოლაპარაკებები შპს ,,A---------”-ის დირექტორ ა-–---------- ჭ--–--ესთან, რომელიც პირდებოდა ორ კვირაში სასურველი ა/მანქანის ჩამოყვანას საქართველოში. 2012 წლის 9 სექტემბერს მათ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სათვის შეიძენდა და ჩამოიყვანდა ,,BMW X5” მარკის ავტომანქანას. მეორე დღეს ტ----- ს--------მ მისი მეგობრის დ----- ჩ--–----ას მეშვეობით კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 14 200 აშშ დოლარი. ტ----- ს--------ს განმარტებით, ვინაიდან დაყოვნდა ,,BMW X5” მარკის ავტომანქანა ჩამოყვანა საქართველოში, იგი ხშირად დადიოდა სიტუაციის გასარკვევად ა-–---------- ჭ--–--ესთან ოფისში. ა-–---------- ჭ--–--ე მას სხვადასხვა მიზეზებს უსახელებდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ა/მანქანის ჩამოყვანა. ვინაიდან ა-–---------- ჭ--–--ემ იცოდა ტ----- ს--------სგან, რომ მეორე ა/მანქანის შეძენაც სურდა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ტ----- ს--------ს ა-–---------- ჭ--–--ემ შესთავაზა ,,Mercedes E 320” მარკის ავტომანქანის შეძენა. მან ტ----- ს--------ს აჩვენა ა/მანქანის ფოტოსურათები და განუცხადა, რომ იყო კარგი ვარიანტი. ისინი შეთანხმდენენ და მათ შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სათვის ჩამოეყვანა ,,Mercedes E 320” მარკის ავტომანქანა 5 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ტ----- ს--------მ მისი მეგობრის დ----- ჩ--–----ას მეშვეობით ბანკში არსებულ კომპანიის ანგარიშზე შეიტანა ფულადი თანხა 5700 აშშ დოლარი. ტ----- ს--------მ განაცხადა, რომ ა-–---------- ჭ--–--ემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, პირიქით, იგი ტ----- ს--------ს ემალებოდა, არ პასუხობდა ტელეფონზე, ასევე არ ხვდებოდა ოფისში. ტ----- ს--------ს განმარტებით, გარკვეული ხნის შემდეგ იგი შეხვდა ა-–---------- ჭ--–--ეს, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული საუბარი, მას ა-–---------- ჭ--–--ე დაპირდა რომ გამოასწორებდა სიტუაციას, სანაცვლოდ ტ----- ს--------ს დაუტოვა მისი კუთვნილი ა/მანქანის გასაღები, მაგრამ კვლავ მოატყუა, მეორე დღეს ევაკუატორის მეშვეობით წაიყვანა ა/მანქანა. ტ----- ს--------მ აღნიშნა, რომ ა-–---------- ჭ--–--ე მას არწმუნებდა მის და კომპანიის კეთილსინდისიერებაში, უცხადებდა, რომ კომპანია მუშაობდა 5 წლის განმავლობაში წარმატებით, ტ----- ს--------ს ა-–---------- ჭ--–--ის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეპარვია.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ-------- ბ------–---–მა და თ----- ს---–---მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
2.3. ა-–---------- ჭ--–--ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების გ------- ჩ-------ის, დ----- ჩ--–----ას, შ----- ბ------ის გამოკითხვის ოქმები; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,A---------” (ს/კ 4--------) რეგისტრირებულია 1---------- წელს; დირექტორი და 100% წილის მფლობელია ა-–---------- ჭ--–--ე.
2.5. საშუამავლო მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 9 სექტემბერს შპს ,,A---------” (ს/კ 4--------) დირექტორს ა-–---------- ჭ--–--ესა და ტ----- ს--------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შუამავალი (შპს ,,A---------”, ა-–---------- ჭ--–--ე) იღებდა ვალდებულებას დახმარებოდა დამკვეთს (ტ----- ს--------ს) იტალიიდან ავტომანქანა BMW X5 2004 შეძენაში, უზრუნველყო იტალიიდან ტრანსპორტირება და დამკვეთისთვის მიწოდება თბილისში, ხოლო დამკვეთი იღებდა ვალდებულებას შუამავლისთვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 14 200 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ა-–---------- ჭ--–--ე და ტ----- ს--------.
2.6. საშუამავლო მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის 18 სექტემბერს შპს ,,A---------” (ს/კ 4--------) დირექტორს ა-–---------- ჭ--–--ესა და ტ----- ს--------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შუამავალი (შპს ,,A---------”, ა-–---------- ჭ--–--ე) იღებდა ვალდებულებას დახმარებოდა დამკვეთს (ტ----- ს--------ს) იტალიიდან ავტომანქანა Mercedes E320 შეძენაში, უზრუნველეყო იტალიიდან ტრანსპორტირება და დამკვეთისთვის მიწოდება თბილისში, ხოლო დამკვეთი იღებდა ვალდებულებას შუამავლისთვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 5 700 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ა-–---------- ჭ--–--ე და ტ----- ს--------.
2.7. 2017 წლის 1------ის განჩინების საფუძველზე ,,ს----------–--------------–-------ს’’ მეშვეობით საქართველოში არსებული ყველა ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს ,A---------”-ის ანგარიშზე შესრულებული ყველა სახის ტრანზაქციის შესახებ 2012 წლის 09 სექტემბრიდან 2013 წლის აგვისტომდე დროის პერიოდში, რომლის საფუძველზე მხოლოდ ს.ს. ,,------- ბანკიდან’’ იქნა მიღებული ინფორმაცია შპს ,,A---------”-ის ტრანზაქციების შესახებ, სხვა დაწესებულებები არ ფლობდნენ ინფორმაციას შპს ,,A---------”-ის საბანკო ოპერაციების შესახებ.
2.8. შემოსავლის ორდერის ასლის თანახმად, 2012 წლის 10 სექტემბერს, დ----- ჩ--–----ას მიერ ს.ს. ,,------- ბანკის“ ს----------–--ს ფილიალში შპს ,,A---------”-ის ანგარიშზე შეტანილი იქნა 14 200 აშშ დოლარი.
2.9. შემოსავლის ორდერის ასლის თანახმად, 2012 წლის 17 სექტემბერს, დ----- ჩ--–----ას მიერ ს.ს. ,,------- ბანკის“ ს----------–--ს ფილიალში შპს ,,A---------”-ის ანგარიშზე შეტანილი იქნა იქნა 5 700 აშშ დოლარი.
2.10. სსიპ საქართველოს შ---------------------------------------------- ს---------ს მომართვის თანახმად, მ-------------ს ს---------ს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად ტ----- რ----ის ძე ს--------ს ექსპორტისა და რეექსპორტის რეჟიმში არ განუხორციელებია არცერთი ოპერაცია.
2.11. სს ,,------- ბანკის“ მიერ წარდგენილი შპს ,,A---------” -ის საბანკო ანგარიშის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 10 სექტემბერს ანგარიშზე დ----- ჩ--–----ას მიერ შეტანილი იქნა 14 200 აშშ დოლარი, იმავე დღეს ა-–---------- ჭ--–--ის მიერ ანგარიშიდან გამოტანილი იქნა 13 500 აშშ დოლარი. 2012 წლის 12 სექტემბერს ანგარიშიდან ა-–---------- ჭ--–--ის მიერ გამოტანილი იქნა 615 აშშ დოლარი. 2012 წლის 17 სექტემბერს ანგარიშზე დ----- ჩ--–----ას მიერ შეტანილი იქნა 5 700 აშშ დოლარი. 2012 წლის 18 სექტემბერს ანგარიშიდან ა-–---------- ჭ--–--ის მიერ გამოტანილი იქნა ჯერ 200 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 5 467 აშშ დოლარი.
2.12. გრაფიკული ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 2012 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული საშუამავლო მ-------------ს შესახებ ხელშეკრულების მესამე ფურცელზე გრაფაში ,,შუამავალი“ ა-–---------- ჭ--–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ა-–---------- ჭ--–--ის მიერ. 2012 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული საშუამავლო მ-------------ს შესახებ ხელშეკრულების მესამე ფურცელზე გრაფაში ,,დამკვეთი“ ტ----- ს--------ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ტ----- ს--------ს მიერ. 2012 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული საშუამავლო მ-------------ს შესახებ ხელშეკრულების მესამე ფურცელზე გრაფაში ,,შუამავალი“ ა-–---------- ჭ--–--ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ა-–---------- ჭ--–--ის მიერ. 2012 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული საშუამავლო მ-------------ს შესახებ ხელშეკრულების მესამე ფურცელზე გრაფაში ,,დამკვეთი“ ტ----- ს--------ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ტ----- ს--------ს მიერ.
2.12.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- მ-–---–---მა.
2.13. ბრალდებულმა ა-–---------- ჭ--–--ემ უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე და საქმის განხილვა წარიმართა ბრალდებულის დაუსწრებლად, ადვოკატის მონაწილეობით.
2.14. ადვოკატის პოზიციით, ა-–---------- ჭ--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ა-–---------- ჭ--–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. ადვოკატის განმარტებით, ა-–---------- ჭ--–--ესა და ტ----- ს--------ს შორის არსებულ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფეროს. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ა-–---------- ჭ--–--ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.15. სასამართლომ შეაფასა რა ა-–---------- ჭ--–--ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა-–---------- ჭ--–--ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.
2.16. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა-–---------- ჭ--–--ემ, რომელიც იყო შპს ,,A---------”-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელი, დაარწმუნა ტ----- ს-------- მის კეთილსინდისიერებაში, შემდეგ კი მათ შორის 2012 წლის 9 სექტემბერს და 2012 წლის 18 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, პირველი ხელშეკრულებით, შპს ,,A---------”-ის იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სათვის შეიძენდა და ჩამოიყვანდა ,,BMW X5” მარკის ავტომანქანას 14 200 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ხოლო მეორე ხელშეკრულებით, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სათვის ჩამოიყვანდა ,,Mercedes E 320” მარკის ავტომანქანას 5 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ.
2.16.1. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ტ----- ს--------ს მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხები, მაგრამ ტ----- ს--------ს მიერ მანქანების ჩამოსაყვანად გადახდილი თანხები ბანკში შეტანის დღიდანვე ეტაპობრივად გატანილ იქნა ა-–---------- ჭ--–--ის მიერ, კერძოდ: 2012 წლის 10 სექტემბერს, როდესაც შპს ,,A---------”-ის საბანკო ანგარიშზე ტ----- ს--------ს მეგობრის - დ----- ჩ--–----ას მიერ შეტანილი იქნა 14 200 აშშ დოლარი, იმავე დღეს ა-–---------- ჭ--–--ის მიერ გამოტანილი იქნა 13 500 აშშ დოლარი; 2012 წლის 12 სექტემბერს ა-–---------- ჭ--–--ის მიერ გამოტანილი იქნა 615 აშშ დოლარი; 2012 წლის 17 სექტემბერს მას შემდეგ რაც ა-–---------- ჭ--–--ის ანგარიშზე დ----- ჩ--–----ას მიერ შეტანილი იქნა 5 700 აშშ დოლარი, 18 სექტემბერს ა-–---------- ჭ--–--ის მიერ გამოტანილი იქნა ჯერ 200 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 5 467 აშშ დოლარი.
2.16.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---------- ჭ--–--ის მიერ არ მომხდარა ტ----- ს--------ს კუთვნილი თანხების რომელიმე ანგარიშზე გადარიცხვა და არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულა. ფაქტობრივად, ა-–---------- ჭ--–--ეს არც ერთი ა/მანქანა არ შეუძენია ტ----- ს--------სთვის და არც თანხა დაუბრუნებია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ გზით ა-–---------- ჭ--–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ტ----- ს--------ს კუთვნილ თანხას ჯამში 19 900 დოლარს, რაც იმ დროის ეროვნული კურსით შეადგენდა 32756,6 ლარს;
2.16.3. იმ ფაქტს, რომ ა-–---------- ჭ--–--ე თავიდანვე ატყუებდა ტ----- ს--------ს ადასტურებს ის გარემოებები, რომ თანხების დაუფლების შემდეგ ა-–---------- ჭ--–--ე არათუ შეეცადა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან თანხის დაბრუნებას, არამედ, ამ დროის განმავლობაში იგი ტ----- ს--------ს ემალებოდა, არ პასუხობდა ტელეფონზე, არ ხვდებოდა ოფისში. ა-–---------- ჭ--–--ის დანაშაულებრივ განზრახვას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ა-–---------- ჭ--–--ემ ნდობის მოპოვების მიზნით ტ----- ს--------ს დაუტოვა მისი კუთვნილი ა/მანქანის გასაღები, მაგრამ მეორე დღეს ევაკუატორის მეშვეობით წაიყვანა იგი.
2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი. სასამართლო აძლევს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ ა-–---------- ჭ--–--ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული თაღლითობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.
2.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ა-–---------- ჭ--–--ის ბრალდებას მასში, რომ 2012 წლის 9 სექტემბერს ტ----- ს--------სა და შპს ,,A---------”-ის დირექტორ ა-–---------- ჭ--–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საშუამავლო მ-------------ს შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სთვის ჩამოეყვანა ,,BMW X5” მარკის 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა, მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე ტ----- ს-------- ჩარიცხავდა საფასურს 14 200 აშშ დოლარს. 2012 წლის 10 სექტემბერს, ტ----- ს--------მ მისი მეგობრის დ----- ჩ--–----ას მეშვეობით სს ,,თ-------------–ი არსებული შპს ,,A---------”-ის ანგარიშზე შეიტანა ფულადი თანხა 14 200 აშშ დოლარი (23356,16 ლარი). 2012 წლის 18 სექტემბერს ტ----- ს--------სა და შპს ,,A---------”-ის დირექტორ ა-–---------- ჭ--–--ეს შორის კვლავ დაიდო ხელშეკრულება-საშუამავლო მომსახურეობის შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,A---------”-ი იღებდა ვალდებულებას 30 დღის ვადაში ტ----- ს--------სათვის ჩამოეყვანა ,,Mercedes E 320” მარკის ავტომანქანა, მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე ტ----- ს-------- ჩარიცხავდა საფასურს 5700 აშშ დოლარს. ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე, 2012 წლის 17 სექტემბერს, შეთანხმებისამებრ, ტ----- ს--------მ მისი მეგობრის დ----- ჩ--–----ას მეშვეობით ,,თ-------------–ი არსებულ შპს ,,A---------”-ის ანგარიშზე შეიტანა ფულადი თანხა 5700 აშშ დოლარი (9400,44 ლარი). შპს ,,A---------”-ის დირექტორის ა-–---------- ჭ--–--ის მიერ არ მოხდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ტ----- ს--------სათვის ავტომანქანების ჩამოყვანა, ფულადი თანხა გამოყენებულ იქნა პირადი შეხედულებისამებრ, რითაც ტ----- ს--------ს მიადგა 32756,6 ლარის (19900 აშშ დოლარის) მატერიალური ზიანი.
2.19. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ა-–---------- ჭ--–--ის ბრალდებას მასში, რომ ა-–---------- ჭ--–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ტ----- ს--------ს ფულად თანხას.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2.20. დაზარალებულ ტ----- ს--------ს, მოწმე დ----- ჩ--–----ას ჩვენებებით, ხელშეკრულებებით, საბანკო ანგარიშის ამონაწერებით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ტ----- ს--------მ, დ----- ჩ--–----ას მეშვეობით, შპს ,,A---------”-ის დირექტორს ა-–---------- ჭ--–--ეს საბანკო ანგარიშზე ავტომობილების შესაძენად ჯამში ჩაურიცხა 19 900 აშშ დოლარი (32756,6 ლარი), რასაც ა-–---------- ჭ--–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
2.21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- ჭ--–--ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს და იგი შეადგენს 32756,6 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ჭ--–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
2.23. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,A---------” (ს/კ 4--------) დირექტორი და 100% წილის მფლობელია ა-–---------- ჭ--–--ე.
2.24. სს ,,------- ბანკის“ მიერ წარდგენილი შპს ,,A---------” საბანკო ანგარიშის ამონაწერით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-–---------- ჭ--–--ე, როგორც შპს ,,A---------” დირექტორი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის მეშვეობით დანაშაულებრივად დაეუფლა ტ----- ს--------ს კუთვნილ თანხებს.
2.25. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- ჭ--–--ემ თაღლითობა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---------- ჭ--–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–---------- ჭ--–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–---------- ჭ--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ა-–---------- ჭ--–--ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ა-–---------- ჭ--–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ა-–---------- ჭ--–--ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. ერთი ცალ ელ. დისკი მოწოდებული ს----------–--------------–-------დან, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ჭ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ა-–---------- ჭ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ა-–---------- ჭ--–--ეს 1/4 შეუმცირდეს სასჯელი და მოსახდელი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. ნივთმტკიცება:
4.1. ერთი ცალ ელ. დისკი მოწოდებული ს----------–--------------–-------დან, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. მსჯავრდებულ ა-–---------- ჭ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მე
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/