გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210018002595355
საქმე # (2/24339-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8.11.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
მოსარჩელე ნ-----–---------ე,მოსარჩელის წარმომადგენლები ნინო ხუციშვილი და დავითი ასლანიშვილი,მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოპასუხის წარმომადგენელი მარიამ ნიქაბაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თბილისში, ე. ბ-–---–---–ი ქ N52(42-44)-ში მდებარე, ი-–---------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე ნ-----–---------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
ქ. თბილისი, ეკა ბ-–---–---–ის ქუჩა #52-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის ნახევარი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-–---------ის სახელზე. ი-–---------ი გარდაიცვალა 1959 წელს. მის სამკვიდროს დაეუფლა მისი შვილი გ----------ი. გ----------სა და მ---------------ეს შორის 1983 წელს დაიდო ნასყიდობის თაობაზე ხელწერილი, რომლის მიხედვით მ----------------ემ გ----------ს გადაუხადა 16000 მანეთი. გ----------მა 1991 წელს მოახდინა გვარის ცვლილება და გახდა გ---–---–ი. საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის შემდეგ მ----------------ე ცხოვრობდა ამ სახლში მეუღლესთან, ნ-----–---------ესთან და შვილებთან, ლ--–ა და გ------ი ჯ-----ეებთან ერთად. მ----------------ე გარდაიცვალა 2014 წელს. მისი მეუღლე ნ-----–---------ე უთითებს, რომ ი-–---------ის ქონება არის უმკვიდრო და იგი უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საკუთრებაში მოსარჩელეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისში, ე. ბ-–---–---–ის ქუჩა #52(42-44)-ში მდებარე უძრავი ნივთი რეგისტრირებულია ი-–---------ის და ეგორ პეტრიაშვილის საკუთრებად.
ეკა ბ-–---–---–ის ქუჩას თავდაპირველად კოლექტივიზაციის ქუჩა ერქვა, შემდეგ ელმავლის, 1972 წლიდან კომუნისტური შრომის, 1991 წლიდან ეკა ბ-–---–---–ის სახელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 20);
- იმფორმაცია საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44);
3.1.2. ი-–---------ი გარდაიცვალა 1959 წელს.
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ი-–---------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ი-–---------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
ი-–---------ის შვილმა, გ--ი ილიას ძე გ-----მა 1991 წელს შეიცვალა გვარი და გახდა გ---–---–ი.
გ--ი გ---–---–ი გარდაიცვალა 2005 წელს.
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი გ--ი ილიას ძე გ---–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გ--ი გ---–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
ნინა გ-----ი გარდაიცვალა 2001 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 22);
- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 23);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 24);
- შეტყობინება და დადგენილება (ს.ფ. 36-37);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 38);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 39);
- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 40);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 41);
3.1.3. სადავო საცხოვრებელი სადგომის საბინაო წიგნში რეგისტრირებული პირები არიან მ----------------ე, ნ-----–---------ე, გ------ი ჯ-----ე, ლ--–ა ჯ-----ე.
მ----------------ე გარდაიცვალა 2014 წელს.
გ------ი ჯ-----ე ქ. თბილისი, ეკა ბ-–---–---–ის ქუჩა #52-ში რეგისტრირებულია 1982 წლიდან.
მ----------------ე და ნ-----–---------ე რეგისტრირებული მეუღლეები არიან.
ნ-----–---------ე 1992 წელს დარეგისტრირდა ქ. თბილისი, ე. ბ-–---–---–ის ქუჩა #52-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბინაო წიგნის ასლი (ს.ფ. 26-29);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 42);
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 35);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 76);
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 79);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1983 წელს გ--ი ილიას ძე გ-----მა, მცხოვრებმა კომუნისტური შრომის ქუჩა #52-ში მიყიდა მისი ორი ოთახი 16000 მანეთად მურად გ------ის ძე ჯ-----ეს.
მას შემდეგ მ---------------ის ოჯახი ცხოვრობს ქ. თბილისი, ე.ბ-–---–---–ის ქუჩა #52-ში და იხდის გადასახადებს.
მოსარჩელის მხრიდან კონკრეტული ნივთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი დასტურდება, როგორც მისი და მისი ოჯახის წევრების რეგისტრაციით, ასევე კომუნალური მომსახურების გადახდითაც, ამდენად იგი სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა.
ი-–---------ის და მისი მემკვიდრეების გარდაცვალების გამო, რომელსაც არც ანდერძისმიერი და არც კანო ნისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენიათ, სადავო საცხოვრებელი სადგომი მიჩნეული უნდა იქნეს უმკვიდროდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელწერილი (ს.ფ. 46);
- გადასახადის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 51-56);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ-----–---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე არის ნ-----–---------ე. მისი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის უფლება დასტურდება ხელშეკრულებით, საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
დადგენილია, რომ ი-–---------ი გარდაცვლილია, ასევე გარდაცვლილია მისი მემკვიდრეები, რომელთაც არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ ყავს.
6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რის გამოც ი-–---------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ე. ბ-–---–---–ის ქუჩა #52 ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლო საკუთრებაში უნდა გადაეცეს ნ-----–---------ეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისი, ე. ბ-–---–---–ის ქუჩა #52-ში მდებარე ი-–---------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და იგი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე ნ-----–---------ეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე